Might & Magic, Retrospective: Part 1

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
assassin199127
Posts: 80

Might & Magic

Unread post#1 » 20 Sep 2011 18:23

>>>

Might and Magic (MM) არის role-playing სტილის ვიდეო თამაშები New World Computing -გან, რომელიც 1996 -ში გახდა 3DO -ს განყოფილება. სერიების მწარმოებელი იყო ჯონ ვან ქანენგჰემი (Jon Van Caneghem).
Might and Magic მიიჩნევა ერთ-ერთ ადრეული PC role-playing თამაშების განმსაზღვრელ მაგალითად.
ორიგინალური Might and Magic -ის სერიები ოფიციალურად დასრულდა 3DO -ს დახურვასთან ერთად. უფლებები თამაშზე Ubisoft -მა იყიდა 1.3 მილონ დოლარად, რომელმაც გადატვირთა თამაში წინა სერიების გაგრძელების არანაირი ნიშანწყლით და დაიწყო ახალი სერიები Heroes of Might and Magic V და Dark Messiah of Might and Magic სახით.

>>>

Might and Magic Book One: The Secret of the Inner Sanctum
================================================

Developer New World Computing
Publisher New World Computing
Designer Jon Van Caneghem
Platforms MS-DOS, Apple II, C64, Macintosh,
MSX, NEC PC-9801, NES, TurboGrafx-16
Release date Apple II INT 1986
NES NA August 1992
Genre Role-playing
Mode Single-player

Might and Magic Book One: The Secret of the Inner Sanctum (ასევე ცნობილი როგორც Might and Magic Book 1, Might and Magic 1, MM1 ან უბრალოდ Might and Magic) არის ჯონ ვან ქანენგჰემის მიერ შექმნილი თამაში რომელიც 1986 წელს New World Computing -ის მიერ გამოიცა.

>>>

თამაში ვითარდება V.A.R.N. (Vehicular Astropod Research Nacelle [გადასაზიდი ასტროპოდული{არ ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა} კვლევითი პლატფორმა]) -ის სამყაროში. ექვსი გმირი იწყებს თავგადასავალს შიდა ტაძრის საიდუმლოს საპოვნელად. თვითონ V.A.R.N. წარმოადგენს უზარმაზარ მიწის ნაჭერს მიწისქვეშა ციხეებით, მრავალი არსებითა და ასტრალური განზომილებით.

    თამაშში შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ ექვსი კლასი:
  • Knight - ძირითადი მებრძოლი კლასი
  • Cleric - სამკურნალო შელოცვების მცოდნე მებრძოლი შეზღუდული იარაღის არჩევანით
  • Robber - ძირითადი ქურდი
  • Sorcerer - საბრძოლო შელოცვების მცოდნე.
  • Archer - ეს არის მებრძოლი რომელიც სხვადასხვა იარაღს იყენებს და ასევე Socrcerer -ის შელოცვებსაც ეუფლება მაღალ ლეველზე.
  • Paladin - ეს არის მებრძოლი კლასი რომელსაც მაღალ ლეველზე შეუძლია Clerc -ის შელოცვების გამოყენება.
ასევე ამ კლასებს აქვს 6 ძირითადი მაჩვენებელი ძალა, გამძლეობა, სიზუსტე, ხასიათი, ინტელექტი და იღბალი(Might, Endurance, Accuracy, Personality, Intelligence, Luck).

თამაშში არის ასევე რასები ადამიანი, ელფი, ნახევარორკი, გნომი და ჯუჯა. ასევე არის სქესი და ხასიათი(Alignment -ის ყველაზე შესაბამის თარგმანად ეს მივიჩნიე) რომელიც მხოლოდ ზოგიერთ ქვესთზე ახდენს ზეგავლენას.

>>>

სამყაროს აღმოჩენა საკმაოდ შრომატევადი საქმეა ამ თამაშში რადგან ამისათვის 16x16 სიდიდის 20 კვადრატი უნდა გამოიკვლიოთ. მოძრაობა არის შესაძლებელი წინ და უკან, ასევე შეიძლება 90 გრადუსით მარჯვნივ ან მარცხნივ მობრუნება. შეიძლება Manual -ის გამოყენება მაგრამ მე თუ მკითხავთ რვეულში ჩახაზვა უფრო სახალისოა. (მე ოთხი კვადრატი და ოთხი ქალაქის რუქა მაქვს, მეტის თუ არა, სამწუხაროდ მერე წამეშალა ახლა კი მეზარება თუმცა სწრაფი დაწყების რამდენიმე ხერხი ვიცი). მიუხედავად იმისა რომ თამაშს რამდენიმე გრაფიკული ადაპტერის მხარდაჭერა აქვს მაინც დაბალი გრაფიკული ხარისხია. ასევე იგრძნობა მუსკის არ არსებობა რომლის გაგონებაც მხოლოდ საწყის სურათზეა შესაძლებელი.

>>>


კომბატი არის მთლიანად ტექსტური, შელოცვების სწორად გამოყენებისათვის დაგჭირდებათ Manual სადაც არა მარტო შელოცვები არამედ საკმაოდ მოზრდილი ინფორმაციაა მთლიანად თამაშზე. მონსტრების ერთად-ერთი გრაფიკული გამოსახულება არის ბრძოლის დასაწყისში როდესაც ირჩევ ებრძოლო, გაიქცე, მოისყიდო თუ დანებდე მტერს.

>>>

Might and Magic II: Gates to Another World
===================================

Developer New World Computing
Publisher New World Computing
Designer Jon Van Caneghem
Platform MS-DOS, Amiga, Apple II, Mac, C64, MSX,
NEC PC-9801, Mega Drive/Genesis, SNES,
Release date 1988
Genre Computer role-playing game
Mode Single player

მეორე ნაწილში ჩვენი გმირები ხვდებიან C.R.O.N.(Central Research Observational Nacelle[ცენტრალური კვლევითი და დაკვირვებითი პლატფორმა]) -ის სამყაროში სადაც ისინი მოხვდნენ "სხვა სამყაროს კარიბჭეებით" V.A.R.N. -დან. მათ მოუწევთ დაეხმარონ Corak -ს V.A.R.N. -დან გაქცეული დამნაშავის Scheltem -ის დაჭერაში, იმოგზაურონ ელემენტების ოთხ განზომილებაში და შეაჩერონ ის C.R.O.N. -ის მზესთან შეჯახებისაგან.

>>>

მიუხედავად იმისა რომ სისტემა პირველი ნაწილისაა, მეორე ნაწილი ბევრად არის გაუმჯობესებული დეტალებში. დაემატა რამდენიმე ინტერფეისული ფუნქცია, ასევე გაუმჯობესდა გრაფიკა, რაც ორიენტაციას ძლიერ აადვილებს.

>>>

როგორც პირველ ნაწილში, მეორეში ისევ გვეძლევა 6 გმირი, მაგრამ ამჯერად დაემატა მებრძოლების დაქირავების შესაძებლობა, რაც გმირების რაოდენობას 8 -მდე ზრდის, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ დაქირავებულებს ფული ყოველდღე უნდა ვუხადოთ, რაც ლეველთან ერთად იზრდება. საინტერესოა, რომ შეგვიძლია წინა გმირების გადმოყვანა (Import) და მათით გაგრძელება თამაშის.

თამაშს ასევე დაემატა 2 ახალი კლასი, გაიზარდა შელოცვების რაოდენობა, გაჩნდა კლასის "გასაძლიერებელი" ქვესთები, გაორმაგდა წვრილამნი ქვესთები. ასევე გაჩნდა მეორადი უნარები, როგორიცა მთასვლელობა(მთების გადასალახად) და ლინგვისტი(ინტელექტის გასაზრდელად და ზოგიერთი წერილის წასაკითხად). დაემატა რუქა, რომელიც რომელიმე გმირისათვის Cartographer -ის სწავლებით აქტიურდება. თამაშში ჩვენ გვხდება 255 ურჩხული რომელთა სიცოცხლე 5 დან 64000 მდე მერყეობს.

>>>

მიუხედავად იმისა, რომ თამაში ძირითადად ბრძოლაზეა ორიენტირებული, გვხვდება ასევე თავსატეხები. არის საინტერესო დეტალები: მაგალითად ერთ-ერთ გამოქვაბულში ვხვდებით სქესის შესაცვლელ მოწყობილობას (O_o), ტრადიციული RPG -ებისაგან განსხვავებით აქ ჩვენ გვხვდება დაბერებაც და როცა გმირი 75 წელს აღწევს შეიძლება მოკვდეს ბუნებრივი მიზეზებით (მაგრამ თუ არ ვცდები ეს ყველაფერი უკვე იყო პირველ ნაწილში). ასევე დაემატა დროში მოგზაურობა, რომელსაც ექვს სხვა და სხვა დროში მიყავხარ. საინტერესოა დასასრული სადაც თავსატეხი უნდა ამოხსნა შეზღუდულ დროში და გამოიყენო კომპიუტერი კოსმოსურ ხომალდში ჩასასხდომად.

    ორი ახალი კლასი:
  • Ninja - სპეციალიზირებული ქურდი, რომელსაც შედარებით სუსტი აქვს ქურდობის უნარი მაგრამ შეუძია მკვლელობა (ერთი დარყმით მკვლელობა).
  • Barbarian - მებრძოლები რომელთაც მაღალი გამძლეობა და რიგიანი საბრძოლო უნარები აქვს, მაგრამ შეზღუდულია იარაღისა და აბჯრის გამოყენებაში.
>>>

Might and Magic III: Isles of Terra
=========================

Developer New World Computing
Publisher New World Computing
Designer Jon Van Caneghem
Platform MS-DOS, Amiga, Mac OS, NEC PC-9801, Mega-CD, TurboGrafx-CD, SNES
Release date 1991
Genre Computer role-playing game
Mode Single-player

მესამე ნაწილს ვიწყებთ ქალაქ Fountain Head -ში, სადაც ჩვენმა გმირებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს მათი პლანეტის მცველის, Sheltem -ის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ, გადაწყვიტეს ის შეაჩერონ და Corak -ის მიერ დატოვებული ჟურნალის დახმარებით იწყებენ თავგადასავალს.

>>>

თამაში ახალ ეტაპზე გადავიდა. ამიერიდან გვაქვს მაუსის მხარდაჭერა. ინტერფეისი გაუმჯობესდა და გახდა გრაფიკული. გაჩნდა გმირების სურათები! ამიერიდან გვაქვს შესაძლებლობა მოწინააღმდეგე შორიდან დავინახოთ და შესაბამისად ისრებით შევუტიოთ.

დაგვემატა ერთი ახალი სტატისტიკური მაჩვენებელი სიჩქარე - შესაბამისად მოძრაობის/მოქმედების სიჩქარის განმსაზღვრელი. ასევე ამიერიდან მოგვიწევს შელოცების შესწავლა მათი თავისით მიღების ნაცვლად! თამაში ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია რომელიც ყველა ფანს კმაყოფილს ტოვებს.

>>>

გრაფიკის გაუმჯობესებასთან ერთად გაჩნდა მუსიკაც! თამაშს ადრე თუ რეალურად ხმა არ ქონდა ახლა არამარტო ეფექტები არამედ მუსიკაც დაემატა! ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დანამატი თამაშში არის შენახვის ახალი სისტემა: თუ ადრე საჭირო იყო შესანახად ფუნდუკში დაბრუნება ახლა უკვე ნებისმიერ ადგილას შეგიძლია შეინახო და ფუნდუკს ამიერიდან ახალი პერსონაჟის შექმნის ან დაქირავებისთვის არის გამოსადეგი.

>>>

    თამაშში კვლავ გვაქვს ორი ახალი კლასი:
  • Druid - დრუიდები სუსტი ხელჩართული მებრძოლები არიან და მხოლოდ მსუბუქი აბჯრისა და იარაღების გამოყენება შეუძლიათ. ასევე შეუძლიათ ბუნების შელოცვების გამოყენება. დრუიდები თამაშს მიმართულების შეგრძნების უნარით იწყებენ.
  • Ranger - მოხეტიალე ყველაზე მრავალფეროვანი კლასია. ის არის კარგი ხელჩართული მებრძოლი და იყენებს აბჯრისა და იარაღების უმეტესობას. ასევე შეუძლია ბუნების შელოცვების გამოყენება. მოხეტიალეები გზამკვლევის უნარით იწყებენ თამაშს.
>>>

Might and Magic: World of XEEN
=======================

Might and Magic: World of XEEN წარმოადგენს ორ თამაშს, Might and Magic IV: Clouds of XEEN და Might and Magic V: Dark Side of XEEN -ის ერთობლიობას. ეს ორი თამაში შინაარსის გარდა თითქმის ერთნაირია ასე რომ მათ ერთად განვიხილავთ.

>>>>>>

Might and Magic IV: Clouds of XEEN
===========================
Might and Magic V: Dark Side of XEEN
============================

თამაშების მექანიკა იგივე დარჩა. გაუმჯობესდა გრაფიკა და დაემატა პერსონაჟების ხმები, ასევე საკმაოდ მომრავლდა ვიდეოები. როგორც აღვნიშნე, თვითონ თამაშის მიმდინარეობას ახალი ელემენტები არ დამატებია ასე, რომ საკმარისი იქნება თუ მარტო შინაარსს ავღწერ.

>>>

თამაშს ვიწყებთ ექვსი ახალი გმირით, ისინი საერთო ხილვებმა გააერთიანა. სიზმრებში მათ ქროდო ევლინებათ, რომელიც Lord Xeen'ისგან თავის დახწევას ითხოვს. თვითონ XEEN (Xylonite Experimental Environment Nacelle [ცელულოიდური ექსპერიმენტარული გარემოს პლატფორმა]) წარმოადგენს ორ ზედაპირიან პლატფორმას, რომელზეც სხვადასხვა სახის არსებები ცხოვრობენ. ჩვენი თავგადასავალი "ზედა" მხარეზე ხდება.

>>>

თამაში გვთავაზობს ტრადიციულ ინტერფეისს და გაუმჯობესებულ გრაფიკას. ეს ნაწილი აგრძელებს Clouds of Xeen -ში დაწყებულ ისტორიას. Lord Xeen -ის დამარცხების შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში მის უკან Sheltem-ი დგას, ის XEEN -ის ბნელ მხარეს აკონტროლებს და XEEN -ის განადგურებას აპირებს. ჩვენ Corak-ს ისევ ციხესიმაგრე ალამარში შეღწევასა და Sheltem-ის დამარცხებაში უნდა დავეხმაროთ.

>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6142

Might & Magic

Unread post#2 » 20 Sep 2011 19:11

სეგაზე იყო რომელიღაც სერია, მე მარტო HoMM სერიები მომწონს, ამაში ვერ ვერკვევი და სურვილიც არ მქონია ისეთი, პატარაობაში რო მქონოდა ესაც კარგი იქნებოდა იმ დროისთვის
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

assassin199127
Posts: 80

Might & Magic

Unread post#3 » 21 Sep 2011 17:07

დავამატე მეორე ნაწილის აღწერა იმედია მოგეწონებათ :) სხვათაშოირს პირველად რომ დავამთავრე წერა ტაბი გამეთიშა :angry: და ახლიდან მომიხდა დაწერ. ხო ცოდო ვარ? :cry:
პ.ს. ესეც მეორე ნაწილი, ასევე პირველში ჩავამატე ექვსი ძირითადი სტატი რომელიც თამაშში გამოიყენება. 7 more to go!

User avatar
SLaYeR
Posts: 6142

Might & Magic

Unread post#4 » 24 Sep 2011 22:09

კაკრაზ მესამედან იწყება ნორმალური სერიები, ეგ იყო Sega-ზე და SNES-ზე
ძალიან დიდი დრო უნდა სერიებს თორე მაინტერესებს lore, თან იგივე გმირები სხვა სერიებშიც ჩნდებიან ხოლმე და მაგ მხრივაც საინტერესოა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

assassin199127
Posts: 80

Might & Magic

Unread post#5 » 24 Sep 2011 22:14

ისე რომ არ მოგატყუო მეორეც არ არის ცუდი საათამაშო და საკმაოდ სახალისო მომენტებიც ხშირია ხოლმე. ნუ მესამის პოპულარობას რა თქმა უნდა მისი გრაფიკული წინსვლა განსაზღვრავს მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ მესამე საგრძნობლად მოკლეა მეორესთან შედარებით და რამდენიმე თვიან წვალებას არ საჭიროებს რომელსაც წინა ორი მოითხოვდა.

BoromiR
Posts: 638

Might & Magic

Unread post#6 » 01 Oct 2011 14:17

ერო-სენნინ და შენ ამას თარგმნი უბრალოთ ეხლა საიდანმე თუ შენი საკუთარი გამოცდილება გაქვს M&M სერიების მიმართ? მე უბრალოთ მართალი რომ ვთქვა არ მევასება M&M სერიები მაგრამ აი უკვე Heroes of Might and Magic-ების ბავშობიდან ფანი ვარ და ეხლაც ყველა ნაწილი მიწერია აბსოლუტურად კომპიუტერზე და ზუსტად 1 საათის წინ ჩავწერე Clash of Heroes და ოკტომბერს ველოდები მეექვსე ნაწილს.

assassin199127
Posts: 80

Might & Magic

Unread post#7 » 01 Oct 2011 16:12

ჩემი პირადი გამოცდილება მაქვს, ჰეროესი ჩემი ბავშვობის თამაშია... და პირადად მე ვთვლი რომ clash და IV და V ნაგავია. რესტარტი იყო დიდი შეცდომა და მეექვსეში რომ ქალაქის ხედები მოხსნეს ხო საერთოდ საშინელებაა. მოკლედ ძირს უბი!

BoromiR
Posts: 638

Might & Magic

Unread post#8 » 04 Oct 2011 23:26

რათქმაუნდა გამიხარდა რომ ავღმოვაჩინე ვინმე ვისაც hmm მოსწონს მარა შენ იდეებს სამწუხაროდ არ ვიზიარებ. ყველაფერს სჭირდება ევოლუცია და ადაპტაცია, თუ ახალს ვერ ეგუება ვიღაცა არ ნიშნავს რომ რაღაც ახალშია პრობლემა, უფრო იმაში ვინც ვერ ეგუება.
მე მაინც დიდი იმედებს ვამყარებ 6-ზე. ყველაზე დაბალანსირებული და არა-ჩახლაპორთული მეჩვენება. გუშინ წინ ჩავწერე clash-ი და მაგრა ვისიამოვნე. რათქმაუნდა სულ სხვა მიმდენარეობაა heroes-ის სამყაროში მაგრამ მაინც ახალი სული იგრძნობა, იგივე ანიმე სტილზე გადასვლა, ძალიან გამიხარდა და მომხიბლა ახალგაზრდა ფენტეზი გოდრიკის და არანტირის ვიდებიც.

User avatar
SLaYeR
Posts: 6142

Might & Magic

Unread post#9 » 04 Oct 2011 23:34

მანდ ორი საკითხია
1. როცა original დეველოპერი თითონ აკეთებს ადაპტაციას მანდ შეიძლება იდაო, რას შეცვლის, როგორ წაიყვანს სამყაროს ისტორიას, რომელ გმირებს დააბრუნებს და ა.შ.
2. როცა მოდის ახალი დეველოპერი და აკეთებს ახალ თამაშს, შედარებისას შეიძლება მოგეწონოს შეიძლება არა, ამ შემთხვევაში ახალი სამყარო ახლოსაც ვერ მივა ჯერჯერობით ძველთან მარა გააჩნია როგორ განვითარდება, როცა დიდი მასალა დაგროვდება მერე საინტერესო იქნება შედარება, ახალ ჯგუფსაც აქვს შანსი და ცუდად მართლა არ აუღიათ სტარტი
გეიმფლეის მხრივ HoMM 5 ახალია და კარგია, და 6 რა იქნება ხ.ზ, HoMM ისეთი თემაა თუ არ ნახე ვერ გამოიტან აზრს. მე პირადად მეექვსეს მხატვრული მხარე მომეწონა, warcraft style unit-ები რო არ ირბენენ და რავიცი დანარჩენს დაველოდოთ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

assassin199127
Posts: 80

Might & Magic

Unread post#10 » 05 Oct 2011 17:04

ყველაფერს სჭირდება ევოლუცია და ადაპტაცია, თუ ახალს ვერ ეგუება ვიღაცა არ ნიშნავს რომ რაღაც ახალშია პრობლემა, უფრო იმაში ვინც ვერ ეგუება.


ევოლუციასა და დაკოპირება/დეგენერაციას შორის დიდი ღრმულია. უბისოფთი კიდე უბრალოდ ინგორირებას უკეთებდა ფანების შენიშვნებს. მე მეხუთისა და მეექვსისაკენ არც კი გავიხედავ... ეგ ორი თამაში არის ბავშვების თვალების გასახარებლად შექმნილი თამაშები. და დაკარგა ის ფასი რაც ადრე ქონდა. შემიძლია უამრავი მაგალითით დავამტკიცო რატომ არ მომწონს ახლები მაგრამ უბრალოდ არ არის ამის აუცილებლობა.

BoromiR
Posts: 638

Might & Magic

Unread post#11 » 05 Oct 2011 20:31

i see. you are one of "those" ...

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 179 guests


cron