The Witness
Jonathan Blow პატარა დამოუკიდებელ დეველოპერულ გუნდთან ერთად მუშაობს ახალ პროექტზე - The Witness.
გუნდი შედგება საკმაოდ გამოცდილი პერსონალისგან, როგორიც არის Ignacio Castaño (ნამუშევარია Crytek, Relic, Oddworld და NVIDIA-ში) და Shannon Galvin (თამაშებზე მუშაობის 16 წლიანი გამოცდილებით, დიდი წვლილი აქვს შეტანილი SimCity 2000, Sims 2 და Spore-ს შექმნაში).
ჯონათან ბლოუ ცნობილია თავისი რევოლუციური 2D თამაშით - Braid. ემოციური მუსიკით და პროტაგონისტით, ღრმა, ფილოსოფიური სიუჟეტით (რომელსაც გეიმფლეისთან უშუალო კავშირი აქვს) და მას მორგებული კარგად შესრულებული, ლამაზი არტით თამაში ნამდვილ შედევრად იქნა აღიარებული.
ახლა წარმატებული ინდი დეველოპერი თავის კრეატივს მომავალ თამაშში, The Witness-ში დებს.
ამჟამად მის შექმნილ თავგადასავლს პირველი პირის ხედვით, სამ განზომილებიან სამყაროში შევიგრძნობთ.
მთავარი პერსონაჟი აღმოჩნდება უკაცრიელ კუნძულზე, რომელსაც არ ახსოვს, თუ როგორ მოხდა ეს.
კუნძული სავსეა თავსატეხებით. ეს თავსატეხები დაფუძნებულია ლაბირინთებზე. შესაძლოა ამ ფაქტის გაგების შემდეგ თამაშში არსებულ თავსატეხების შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპაროთ, თუმცა რამდენიმე პრევიუერი ზუსტად იმას აღნიშნავს, რომ მათ აქამდე ვერ წარმოედგინათ, რომ ლაბირინთების გამოყენებით ამდენი პაზლის შექმნა შესაძლებელი იყო. სამ განზომილებიანი თავსატეხის პერსპექტიულობა კი თავის დროზე Portal-მა დაამტკიცა.
"A new perspective and a new game from the strange mind of Jonathan Blow." - IGN.
ამ უცნაურ სამყაროში არ შევხვდებით NPC-ებს, კუნძულზე ვართ მხოლოდ ჩვენ და თავსატეხები.
თამაშის მიმდინარეობა არ იქნება ეტაპობრივი. არეალის გამოკვლევა მთლიანად თავისუფალი და მოთამაშეზე დამოკიდებულია.
მოცემული იქნება შვიდი "არეა", მათგან ხუთის მთლიანად შესრულების შემდეგ კი გვეძლევა უფლება შევიდეთ ლიფტში, რომელიც ჩაგვიყვანს მიწის ქვეშ, სადაც ბევრ სიუჟეტურ კითხვას გაეცემა პასუხი (mysterious heh?)
პროექტის 3D ძრავაში აწყობა მეტად დადებითი შედეგების მომასწავებელია. სამ განზომილებიანი სივრცე თამაშის კვლევისა და გარემოს შეგრძნების ახალ ეტაპს იძლევა, ამასთან, დიდ როლს თამაშობს თამაშის მსვლელობასა და თავსატეხების ამოხსნის ხერხებზე - ხედვა! ერთი ობიექტი ერთი კუთხიდან შეიძლება X იყოს, მეორედან - Y.
თითოეული თავსატეხი ინდივიდუალურია და თავის უნიკალურ ხერხს შეიცავს. მათი შესრულების ყოველ ჯერზე ვიგებთ ახალ იდეებს, რომლებიც გვეხმარება გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც წინა თავსატეხში შეგხვდა.
ჯონათან ბლოუ აღწერს თამაშს, როგორც სამყაროს შეცნობის გრძნობას; ხედვას იმისა, რაც ჩვენს თვალსწინაა, მაგრამ ვერ ვხედავთ.
მოთამაშის ყოველი მოქმედების უკან იმალება აზრი, გრძნობა, იდეა, რაც კრავს თამაშის უცნაურ სიუჟეტს.
"It is a wonderful land to visit where there is a new language to learn" - Kotaku.
- - ინტერვიუები -
- GamesRadar
- OXM
- RockPaperShotgun
- - საჭირო ლინკები -
- გვერდი FaceBook-ზე
- გვერდი Twitter-ზე
- თამაშის ოფიციალური ბლოგი
(ბლოგზე აუცილებლად გადადით 'news' გვერდზე, სადაც ბევრი საინტერესო პოსტი იწერება დეველოპერების მიერ)
თამაშის სიუჟეტი დასასრულებლად მინიმუმ 10 საათს მოითხოვს, და ის, როგორც ბრეიდი, ფილოსოფიური არსის მატარებელია.
თამაშის გამოსვლა გარდაუვალია პერსონალური კომპიუტერის პლატფორმაზე, ასევე ორი წამყვანი კონსოლიდან ერთ-ერთზე. ეს კი 2012 წელს მოხდება.
ქვემოთ მოცემულია ვიდეოები, რომლებშიც ნაჩვენებია თამაშის არაჩვეულებრივი კონცეპტ არტები და მუსიკალური თემის პატარა მონაკვეთი.
Concept Art Trailer - "Strings"
=============================================================
ტომი: ასეთი კრეატიული და ახალი სიტყვის შემომტანი პროექტები მეტად დასაფასებელია აუდიტორიის მხრიდან, რადგან ინდუსტრიას მუდამ დასჭირდება ისეთი გონება, როგორიც ჯონათან ბლოუს გააჩნია