არა ყველაფერს ვამჩნევ )
არ ვარ ფანბოი ^^
დამიწერია კიდეც ფორუმებზე, რომ ასეთი შეტევის საპასუხო ანიმაციები საჭიროა.
სამყარო უფერულის შთაბეჭდილებას იმიტომ ტოვებს, რომ ძალიან დაბალი ხარისხის ვიდეოა. შეადარე ახლახან გამოსულ ოფიციალურ ვიდეოებს.
თან ეს ადგილებია ყველგან ნაჩვენები, თვითონ პეიზაჟები ძალიან მრავალფეროვანია და სამყაროც ძალიან ცოცხალი.
ხოო xbox-ის ჟურნალის ახალი ნომერიც გამოვიდა (ყდაზე სკაირიმ).
იმედია სკანები მალე აიტვირთება.
"Every play is different, and not every moment is filled with quests of gold and glory"
Combat is relentless, almost shocking."
"It actually feels like a living, breathing wilderness, much like that of Red Dead Redemption."
"A full world of possibilities."
Hands-On: Skyrim - OXM-ის ჟურნალში დაბეჭდილი სქრინშოტები -
- სიახლეები -
HUD იქნება optional, ანუ მოდების გარეშე შევძლებთ კომპასის გამორთვას (საჭიროების და სურვილის შემთხვევაში სიცოცხლის, მაგიის და გამძლეობის მაჩვენებლებსაც) - დაზუსტება: ამ ფუნქციის გამოყენებისას HUD ირთვება მთლიანად, შემადგენელ ნაწილებს ცალ-ცალკე ვერ გამოვრთავთ (მაგალითად კომპასის გაქრობა და health bar-ის დატოვება ან პირიქით არ მოხდება).
წიგნების ბიბლიოთეკაში შედის ”Make Your Own Adventure" ტიპის წიგნები.
ბოქსის კონტროლერზე - RB = Shout, LB = Sprint.
finishing moves არ კონტროლდება მოთამაშის მიერ.
დადასტურდა decapitation (თავის მოჭრა, ალბათ finishing move-ებისას).
კვესტების ნიშნულების (Quest Markers) ჩართვა/გამორთვა არ არის დაკავშირებული HUD option-ებთან.
ასევე დადასტურდა თითო რასისთვის
რამდენიმე გამომხმავენებელი.
საუბრისას სუბ-ტიტრები is in.
თამაშში პერსონაჟის ფიზიკურ გარეგნობას ვერ შევცვლით CC-ში მუშაობის დასრულების შემდეგ.
ყვავილების მოკრეფვისას ვიზუალური ეფექტი მცენარეებზე - ყვავილი ადგილზე აღარ რჩება.
ალქიმიაზე მუშაობა შეგვეძლება მხოლოდ სპეციალურ ლაბორატორიებში.
მენიუში პერსონაჟი არ გამოჩნდება.
- EDGE Magazine 2011 issue (Skyrim Scans) - ბოლო სურათი (ბონუს სქრინშოტი) მხოლოდ გამოსახულებაა და ზედ ყველაფერი გასაგებია. ინფორმაციის მხრივ არაფერი ახალი.
მეორე სურათზე მოცემული სქრინშოტებიდან ვხედავთ ყინულის გოლემის ახალ, შთამბეჭდავ სქრინს, რომლის ფონზეც უცნაური, "ილუზიური" გამოსახულება (არ ვიცი რა დავარქვა - ჩრდილი, აჩრდილი, მოჩვენება? გაირკვევა სამომავლოდ). სურათის ქვეშ აღწერილია თამაშის ერთ-ერთი მომენტი, სადაც ორი მეზობელი ფრაციის მცველებს (guards) მცირე მასშტაბის ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული(!). სამი მოთამაშიდან, რომელთაც ერთდროულად დაიწყეს თამაში, არც-ერთს დანარჩენის მსგავსი გამოცდილება არ უნახავს (power of random events and individual play-style). ტექსტის შემდეგი მონაკვეთები, სადაც თეზისებთან ერთად მოყვანილია Matt Carofano-სა და Todd Howard-ის ციტატები, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თამაშის სამყაროს უნიკალურობას და არტისტების ნამუშევარს თითოეულ ლოკაციაში.
მესამე სურათი - OXM ჟურნალის სკანირებიდან აღებული ორკი მეომრის სქრინშოტის უკეთესი ხარისხი. სიახლის მხრივ არაფერი, ძველი პრევიუების ინტერვიუების გამეორება ფაქტიურად.
მეოთხე სურათი - კითხვა-პასუხი ტოდ ჰოვარდთან თამაშის წარმოების შესახებ 360-ის პლატფორმაზე და PC პოტენციალის შესახებ, ასევე კიდევ ერთხელ აღნიშვნა იმისა, თუ როგორი ცოცხალია სამყარო და როგორ ეფექტს ახდენს მოთამაშე მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე.
მეხუთე სურათზე მოცემულია ასევე OXM-ის ჟურნალის სქრინი უკეთესი ხარისხითა და ზომით - პერსონაჟი ახალი ტიპის მშვილდით, რომელსაც უმიზნებს შავ დათვს. ინფორმაცია - ცხოველების ტყავი გამოგვადგება კრაფტინგში. NPC-ებიმა, მათთან დადებითი ურთიერთობის ქონის შემთხვევაში, შესაძლოა გვათხოვონ მათი იარაღები. ჰოვარდის ციტატა - "perks are where power lies" ^^. სტატიის ავტორი წერს, რომ ვაითრანთან მყოფ მამონტებსა და გოლიათებს ებრძოდა ერთი კომპანიონების წევრი NPC. თუ კომპანიონები კვესტად ასეთ რამეს დამავალებენ, მთელ გილდიას ამოვწევტ.
მეექვსე სურათზე წერია ტალოსის ქანდაკების შესახებ (მაგი არგონიანის ქვემოთ), საიდანაც ვიგებთ, რომ მისი უძველესი სამლოცველო მდებარეობს Whiterun-ში. ასევე, თურმე თამაშში კიდევ ასეთ რვა სამლოცველოს შევხვდებით. ალბათ სკაირიმში ცხრა წმინდანის (Nine Divines) საკურთხევლები გააცოცხლეს. შესაბამისად, წესით უნდა იყოს Ysmir, Akatosh, Dibella, Zenithar, Mara, Stendarr, Kynareth, Julianos, და Arkay-ს shrine-ები.
სტატიის ბოლოს ავტორი წერს, რომ რამდენიმე საათი ასეთ სამყაროში არაფერს წარმოადგენს.
მისივე დასკვნა:
RPG of FOREVER- საკოლექციო გამოცემის ახალი სურათი -
I won't miss.