The Elder Scrolls V: Skyrim, PC, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#21 » 17 Jul 2011 19:57

ახლახან გამოქვეყნდა ახალი სტატია ესპანურ საიტზე
>>>
ოფიციალურ ფორუმზე დაიპოსტა გადმოთარგმნილი ვერსია
>>>
სტატია ბევრჯერ იმეორებს და ხაზს უსვამს უკვე ნაცნობ, დადასტურებულ ფაქტებს/დეტალებს, მაგრამ მაიმც არის საკმაოდ საინტერესო დეტალებიც არის მოცემული.
მაგალითად:
ყველა სოფელს და ქალაქს გააჩნია საკუთარი "თავის რჩენის" სისტემა, შეგვიძლია ვუყუროთ, თუ როგორ აწარმოებენ ფოლადის ან ხის პროდუქციას.
შეგვიძლია დავაკვირდეთ თოვისას მიწის ან კონსტრუქციების ზედაპირზე თოვლის დაგროვებას.
თამაშში შეიძლება შევესწროთ ისეთ სიტუაციებს, როდესაც NPC-ს ეწვის სახლი, ან ერთი სოფელი ებრძვის მეორეს.
ინვენტორიაში შეგვიძლია შევინახოთ გაცილებით მეტი ნივთი, ვიდრე მოროვინდში ან ობლივიონში.
Skyrim-ში მცენარეებს რაოდენობით ხუთჯერ მეტს შევხვდებით, ვიდრე Cyrodiil-ში. რა თქმა უნდა, ყოველი მათგანის მოკრეფა და ალქიმიაში გამოყენება შეგვეძლება.
ციტატა დეველოპერებისგან:
"With Radiant Story we have approach the game to MMO games".
შეგვიძლია ვუყუროთ, თუ როგორ არხევს ხეებს, ბალახს, როგორ ქმნის მომცრო ზომის ტალღებს წყალზე და როგორ აბნევს მიწიდან ქვიშასა და მტვერს ქარი.
თამაშში შესაძლებელია მდინარე ადიდდეს, კალაპოტიდან გადმოვიდეს და მოახდინოს ეფექტი მის მიმდებარე ტერიტორიაზე (მაგ.: დაფაროს გამოქვაბულის შესასვლელები, მოწყვიტოს ხეები და ა.შ.).
ყველა NPC რეალურად საუბრობს და იმახსოვრებს ჩვენს მოქმედებებს. ასე რომ, არ იქნება ისეთი დიალოგები, როგორიც ობლივიონში იყო, ტიპა:
"Guard - Have you heard about Kvatch, the entire city has burned town!
Khajiit - What a horrible news!
Guard - Good bye.
Khajiit - Take care.
(one min later..)
Khajiit - Good day.
Guard - Hail citizen.
Khajiit - Do you know that the Daedra attacked and devestated Kvatch recently!?
Guard - By the Nine!!!
Khajiit - Farewell.
Guard - Good bye."
არამედ მაგალითად მღვდელმა, რომელმაც დაინახა, რომ მოთამაშემ რაღაც მოიპარა Riverwood-ში, შესაძლოა ბრალი დაგვდოს კანონ-დარღვევაში მეორე სოფელში ან ქალაქში, რადგან ის Riverwood-ში დანაშაულის ჩადენის თვითმხილველი იყო.
თუ გზაზე რომელიმე ვაჭარს მოვკლავთ, შეიძლება იმ ქალაქში, სადაც მას საქონელი გადაჰქონდა, ხალხმა ერთმანეთში ან მოთამაშესთან დაიწყონ მასზე ლაპარაკი, ან იმ აითემზე, რომელიც მას ინვენტორიაში ედო.
თამაშში მოცემული დავალებების შესრულების ბევრი გზა გვექნება.
I won't miss.

Riddick
Posts: 11701

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#22 » 18 Jul 2011 14:54

ყველა სოფელს და ქალაქს გააჩნია საკუთარი "თავის რჩენის" სისტემა, შეგვიძლია ვუყუროთ, თუ როგორ აწარმოებენ ფოლადის ან ხის პროდუქციას

ანუ ხელი რო შეუშალო სოფლის მეურნეობას შეილება მთელი სოფელი დაიხოცოს თუ პროსტა ვიზუალისთვის ნეტა...

თამაშში შეიძლება შევესწროთ ისეთ სიტუაციებს, როდესაც NPC-ს ეწვის სახლი, ან ერთი სოფელი ებრძვის მეორეს.

ეს gta'ში რო იყო შემთხვევითი სიტუაციები ეტყობა რამე მაგის მსგავსის. პოლიციელი სხვა მძარცველს რო მისდევდა ან ჩხუბი რო ხდებოდა და ა.შ. ერთი სიტყვით კარგია და საინტერესო სანახავი იქნება მსგავს თამაშში.

თუ გზაზე რომელიმე ვაჭარს მოვკლავთ, შეიძლება იმ ქალაქში, სადაც მას საქონელი გადაჰქონდა, ხალხმა ერთმანეთში ან მოთამაშესთან დაიწყონ მასზე ლაპარაკი, ან იმ აითემზე, რომელიც მას ინვენტორიაში ედო.

ეს არვიცი როგორ აისახება მარა გეიმფლეიში ცვლილებებს ნამდვილად გამოიწვევს )))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#23 » 18 Jul 2011 15:52

ანუ ხელი რო შეუშალო სოფლის მეურნეობას შეილება მთელი სოფელი დაიხოცოს თუ პროსტა ვიზუალისთვის ნეტა

ეკონომიკის დაზიანება შეგიძლია, მაღაზიებში იმ პროდუქტის ფასი გაიზრდება, რომლის წარმოებასაც შენ ხელი შეუშალე ან საერთოდ აღარ ექნებათ, თუ მთლიანად გაანადგურე.
ეს gta'ში რო იყო შემთხვევითი სიტუაციები ეტყობა რამე მაგის მსგავსის. პოლიციელი სხვა მძარცველს რო მისდევდა ან ჩხუბი რო ხდებოდა და ა.შ. ერთი სიტყვით კარგია და საინტერესო სანახავი იქნება მსგავს თამაშში.

მასეთები ობლივიონშიც იყო. Imperial Guard-ები რომ ებრძვიან ბანდიტებს ქალაქ-გარეთ ან მოგზაურები ქმნილებებს. ზოგან ქურდებიც იჩითებოდნენ. აქ იმენა სახლი შეიძლება დაეწვას ვინმეს. ანუ პრინციპი იგივეა, ცოცხალი სამყაროს შეგრძნების გაზრდა - live another life in another world.
ეს არვიცი როგორ აისახება

როგორ და შეიცვლება ის სიტუაცია, რასაც ამ ვაჭრის როლი ქმნიდა თამაშში. დაწერილია, რომ ამ ვაჭარმა იმპერიალმა უნდა მიიტანოს ეს აითემი იმ ნორდთან. მოთამაშე ამ ვაჭარს კლავს, იხედება მის ინვენტორიაში და იღებს ამ აითემს, იმ ნორდთან მისვლისას კი ის იკითხავს ვაჭრის და აითემის ამბავს. ანუ აქ მოხდა მოთამაშის მხრიდან როლის თამაში, მან შეცვალა სცენარი - ნორდთან იმპერიალი ვაჭარი არ მისულა.

ზემოთ დამავიწყდა მიმეწერა, რომ მდინარეს ადიდებასთან ერთად შეუძლია შეიცვალოს მიმართულება, ანუ თამაშის გეოგრაფია ნაწილობრივ იცვლება ^^
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#24 » 20 Jul 2011 20:02

Bethesda-ს ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა QuakeCon-ის სრული ცხრილი

>>>
Skyrim Presentation – Friday, August 5th at 1:00 pm
Presented by Todd Howard

შემდეგი პრეზენტაცია 90 წუთის შემდეგაა, შესაძლოა ამ დროს შესვენებაც არ იყოს, ანუ საათ-ნახევარი სკაირიმს დაეთმობა.
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1855

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#25 » 20 Jul 2011 20:50

ნეტავ მალე გამოვიდეს
უკვე მოვრჩები მალე Oblivionს :D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#26 » 20 Jul 2011 20:57

11.11.11.-ია გამოსვლის თარიღი.
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1855

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#27 » 20 Jul 2011 21:01

ვიცი ვიცი
მაგ თარიღს რა დამავიწყებს
:(
უბრალოდ მინდა დრო მალე გავიდეს :D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#28 » 01 Aug 2011 20:10

No! Noo!! Nooohohohohooo!...
QuakeCon live streaming is NOT happening

>>>

მოკლედ, FB-ს გვერდზე დაიწყო გამოკითხვა თუ რომელი რასის გმირის შექმნა და სქრინის ნახვა გვინდა ამ კვირას.
ჰო და ჯერ-ჯერობით 803-მა ნუბმა მისცა ხმა ნორდებს, მაგრამ დანმერები მაინც ვიგებთ - 1000+ ხმა აქვს Dark Elf-ს ^^
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#29 » 05 Aug 2011 00:13

დაიწყო QuakeCon და 13 ადამიანი უკვე თამაშობს ჩვენს სკაირიმს - link 1 link 2 link 3
ხვალ და ზეგ ამ დროისთვის Skyrim და Dishonored-ის info update და complain fest იწყება ;)
ეს განწყობისთვის

>>>

რომელიც ფორუმიდან გაგზავნილმა ჯაშუშმა გადაიღო
edit: ესეც პირველი ნიუსის მოწოდება GI-ისგან - Link
edit #2: link 1 link 2 link 3 lin 4

>>>
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#30 » 05 Aug 2011 22:47

ტაკს.. დადასტურდა Dark Brotherhood (როგორც იქნა, ოფიციალურად), ასევე Pick-Pocketing (ან სკილად ან პერკად), ახალი გილდია (სავარაუდოდ minor faction).
და რაც მთავარია - Collector's Edition!!!
და-და-და-დან და-დაააან:

>>>

edit: დავიგრუზე, ალკოჰოლს უნდა მივეძალო..
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#31 » 06 Aug 2011 08:49

Tom Clancy wrote:ტაკს.. დადასტურდა Dark Brotherhood (როგორც იქნა, ოფიციალურად), ასევე Pick-Pocketing (ან სკილად ან პერკად), ახალი გილდია (სავარაუდოდ minor faction).

edit: დავიგრუზე, ალკოჰოლს უნდა მივეძალო..

მაგარი ინფოა, განსაკუთრებით pick pocketing-ზე ^_^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#32 » 06 Aug 2011 13:40

ამ collector's edition'ზე მეც არ ვიტყოდი უარს, და ფასი რამდენიაქ ბრატ (: (დაახლოებით მივხვდი აქ რამდენიმეს რა დაემართებოდა მაგ სურათზე ... )))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#33 » 06 Aug 2011 14:09

ფასი არის $150 ამერიკაში, ავსტრალიაში $200, ევროპაში 150 ევრო , დიდ ბრიტანეთში 130 ევრო.
მაგრად გამიტყდა, ძალიან. ახლა ამ ქანდაკების გამო მემაზება ეს art-book და making of. არა და როგორ ველოდებოდი, დეკემბრიდან ამის ანონსს ვუსატკავებ და ბრაახ ალდუინი ლამის ცოცხლად ჩასვეს, ფასი თითქმის გააორმაგეს და ტრანსპორტის ფასიც მოშნად გაიზარდა.
ამხელა ქანდაკების ჩასმას და ფასის ასე მომატებას კომფლექტში ერთი ოფიციალური საუნდტრეკის დისკი ჩაედოთ და კიდევ ბლომად რამე ჩაეტეოდა. რამდენსაც პირი დარჩა ღია ამ ფიგურაზე, მინიმუმ ორი იმდენი ფასს, წონას და კომფლექტის შემადგენლობას უჩივის. ფორუმზე და ბლოგის კომენტარებში გმინვაა ფანების.
უნდა დავჯერდე ახლა სტანდარტულს რუკით.
art-book რომ ვნახე nerdgasm დამემართა და ამ ქანდაკებამ.. ow hell..

I'm a sad panda..
აქვე მივაწერ QuakeCon-ის პრეზენტაციის შემდეგ მოგროვებულ ინფორმაციას:

Dark Brotherhood დადასტურდა.
Beast რასებს ჰუმანური უკანა კიდურები ექნებათ (ვიღაცას მოროვინდი ცუდად ახსოვს).
Sneaking , Pickpocketing და lockpicking დადასტუდა სკილებად.
მდინარეებში და ტბებში მოცურავე ორაგულები შეგვიძლია ხელით დავიჭიროთ.
თამაშში იქნებიან ძროხები და ქათმები, შეგვიძლია მათი კვერცხები მოვიპაროთ ^^
შეგვიძლია შევუერთდეთ დაჯგუფება - Shield-Brothers, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი minor გილდიაა.
მცენარეებში შედის ლავანდრი და ტუნდრის ბამბა, რომელთა მოკრეფაც შესაძლებელია.
იმ შემთხვევაში, თუ მოვიპარავთ ცხენს, ამ დროს კი ვერავინ გვხედავს, ქალაქის მცველები არ გამოგვეკიდებიან.
ასევე შესაძლებელია გვარდიელების მოქრთამვა და დაშინება (who's psychic now? fuck yeah..)
თამაშში იქნებიან მგოსნები, რომლებიც თხოვნის შემთხვევაში შეგვითხზავენ და შეგვისრულებენ ნაწარმოებებს.
Skyrim-ს გააჩნია Aurora Borealis-ის საკუთარი ვერსია (თუ არ იცით რა არის, დაგუგლეთ და სურათით მიხვდებით)
საბოლოოდ ცნობილი გახდა სკილების სრული სიაც:

WARRIOR
-Archery
-Block
-Heavy Armor
-One-Handed
-Two-Handed
-Smithing

MAGE
-Alteration
-Conjuration
-Destruction
-Illusion
-Restoration
-Enchanting

THIEF
-Alchemy
-Light Armor
-Lockpicking
-Pickpocketing
-Sneak
-Speechcraft


დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა გამოქვეყნდა საკოლექციო გამოცემის სურათი და აღწერა
>>>
შედის დეველოპერების ფილმი - 'თამაშზე მუშაობის პროცესი' (making of), 200 გვერდიანი art-book, სკაირიმის პროვინციის მაღალი ხარისხის რუკა და ალდუინი ცოცხლად, იგივე world eater დრაკონი/ღმერთის ქანდაკება. რომლის ფასი შეადგენს $150-ს ამერიკაში, $200-ს ამერიკაში, 150 ევრო ს ევროპაში და 130 ევროს დიდ ბრიტანეთში.
I won't miss.

Riddick
Posts: 11701

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#34 » 06 Aug 2011 15:46

Dark Brotherhood დადასტურდა

ეს უფრო დეტალურად რას ნიშნავს?

მდინარეებში და ტბებში მოცურავე ორაგულები შეგვიძლია ხელით დავიჭიროთ.

მართლა მიხარია მსგავსი ინფორმაციის წაკითხვა. მარტო მე ვფიქრობ რო მსგავსი მომენტები ძაან ბევრს შემატებს თამაშს?

თამაშში იქნებიან მგოსნები, რომლებიც თხოვნის შემთხვევაში შეგვითხზავენ და შეგვისრულებენ ნაწარმოებებს.

მგოსანზე რაღაც სლეიერა გამახსენდა, მარა ამ წინადადებისთვის ვორნის ღირსივარ. ვერ შევიკავე თავი... + ეს - Skyrim-ს გააჩნია Aurora Borealis-ის საკუთარი ვერსია (თუ არ იცით რა არის, დაგუგლეთ და სურათით მიხვდებით)

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#35 » 06 Aug 2011 16:09

ეს უფრო დეტალურად რას ნიშნავს?

DB-ზე ბევრის წერა შემიძლია, მაგრამ ახლა არ არის საჭირო და უბრალოდ ზოგადად დავწერ - Dark Brotherhood არის გილდია ტამრიელში (Tamriel - Elder Scrolls-ის სამყაროს პლანეტის Nirn იგივე Mundus-ის ერთ-ერთი კონტინენტი), რომელიც გვხვდება Daggerfall-ში, Morrowind-ში და Oblivion-ში. მოროვინდში მათი წევრი ვერ გავხდებით, მაგრამ ობლივიონში და df-ში პირიქით - ერთ-ერთი უმთავრესი როლი აქვს მოთამაშის ისტორიაში. გილდია შეადგენს ასასინების (დაქირავებული მკვლელები) ჯგუფს, მისი წევრები კი ასრულებენ კონტრაქტებს, რომელთა მიზანი ვინმეს ჩუმად მოკვლას შეადგენს. ობლივიონში ყველაზე კარგი ქვესტ-ლაინი Dark Brotherhood-ს აქვს და Skyrim-ში დადასტურება ყველას გაუხარდა.
მარტო მე ვფიქრობ რო მსგავსი მომენტები ძაან ბევრს შემატებს თამაშს?
ნამდვილად არ ფიქრომ მარტო შენ. ასეთი რამეები მნიშვნელოვნად აღრმავებს თამაშის დეტალიზაციას, რაც დიდ როლს თამაშობს თამაშის უკეთ აღქმაში და შეფასებაში.
მგოსანზე რაღაც სლეიერა გამახსენდა

xD
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#36 » 07 Aug 2011 17:40

დაილიკა QuakeCon-ის დემოს პრეზენტაცია
>>>
რამდენიმე სურათი ამოვიღე ვიდეოდან (ხარისხი extra low but worth seeing)

► Show Spoiler
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#37 » 10 Aug 2011 11:30

დაპირებული Dunmer-ის სქრინშოტი
>>>
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#38 » 10 Aug 2011 12:15

შიგ ხომ არ აქვთ ეს რა არის
გილზერაის გავს
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#39 » 10 Aug 2011 14:14

hellwalker wrote:შიგ ხომ არ აქვთ ეს რა არის
გილზერაის გავს

სხვა გარეგნობაც ექნებათ მარა ეს დამევასა მაგარ ვიდზეა ^_^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#40 » 10 Aug 2011 14:31

CC-ში default და NPC Dunmer-ები მაინტერესებს მე.
ღამის Whiterun-იც ვნახეთ ^^
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 99 guests


cron