The Elder Scrolls V: Skyrim, PC, X360, PS3

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11740

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#101 » 03 Nov 2011 11:47

მე ვერ მოვწვი. რასნიშნავს დახატული?
p.s. შენც ის დემო ხოარ ითამაშე რაც e3 იყო? თუ იმენა ოფიციალური, სრული ვერსიაა?

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#102 » 03 Nov 2011 15:21

ალბათ უნდოდა ეთქვა, ცუდად იყო დახატულიო. თორემ სანამ თამაშში ჩაისმება, ყველა თამაშის პერსონაჟი იხატება.

სრული ითამაშა 360-ის ვერსია, დემო არსად არ იქნება, ივენტებისთვის ჰქონდათ მარტო.
I won't miss.

Bulletstorm
Posts: 104

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#103 » 03 Nov 2011 16:20

ხო მაგისი თქმა მინდოდა შემეშალა

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#104 » 03 Nov 2011 21:58

Sound of Skyrim

Extremely impressed and inspired!!!
I won't miss.

Bulletstorm
Posts: 104

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#105 » 03 Nov 2011 22:02

გამიხარდა ჯოან ალენი რო ახმოვანებს ძაან ნიჭიერი მსახიობია :) თავისთავად კრისტოფერ პლუმერიც

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#106 » 03 Nov 2011 22:35

აუ ჯერემი სოული რა კაცია ვიდეოში, მართლა გენიოსია ეს ჩემისა! : D
შექმნეს არ არსებული ენა, დაწერეს TES-ის რითმის მუსიკა, აამღერეს ამ ენაზე სიტყვებით და მოარგეს სიუჟეტს, ეპიკური ვიკინგური ხმებით.

Mark Lampert - მაგარი კაცი! ამ პიროვნების მსგავსად რომ აკეთებდეს ყველა თავის საქმეს, დედამიწაზე ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა. ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან კონკრეტულად ამ კაცს. ჯერ ძველ GameInformer-ის ვიდეოებში (Sounds of Skyrim) ჩანდა როგორც მუშაობდა სკაირიმზე და აქ კიდევ ერთხელ respects. ბუნებაში ნატურალურ ხმებს იწერს და მერე ამუშავებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბუნებრივი და მორგებული ხმა მიიღოს.

ობლივიონის უდიდესი მინუსი ერთ-ერთ უმთავრეს პლიუსად არის გარდაქმნილი - გახმოვანება. დიალოგები ერთი სიამოვნება იქნება. როგორც ჩანს, მაგარ ემოციასაც ატანენ საუბრებს, იმედია სიუჟეტიც ასეთივე ემოციური იქნება და ეპიკური მომენტებიც გაიჩითება.

ერთადერთო რაც არ მომეწონა ვიდეოში, ეს იყო Greybeard-ები დასასრულისკენ. არა, თვითონ როგორც პერსონაჟები როგორ არ მომეწონნენ, მაგრამ მათი თამაშში ნახვა მინდოდა და არ ველოდი თუ წინასწარ გვანახებდნენ დეველოპერები. მათ სანახავად მთის 7000 საფეხურის გავლა უკვე წარმოდგენილი მქონდა. Christopher Plummer - ზედგამოჭრილი გამხმოვანებელი ფილსოფოსი ბერისთვის.

გახმოვანების ტექსტის დასტები გრაგნილებად უდევთ : D

საერთოდ, რაც ანოსნდაინ ინტერვიუებს, ივენტებზე პრეზენტაციებს და ა.შ. ვუყურებ, დევებს სულ ჩალურჯებული თვალები და უძინარი სახეები აქვთ. ეტყობა მართლა ღამეებს ათევენ მუშაობაში. respects ppl, respects.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#107 » 04 Nov 2011 23:29

Skyrim has officially gone gold!!!

დღეს სკაირიმზე მომუშავე გუნდი ოფიციალურად აღნიშნავს თამაშის ოფიციალურად დასრულებას. Skyrim-ზე მუშაობა ოფიციალურად სამი წლის წინ, Fallout 3-ის წარმოების დასრულების შემდეგ დაიწყო, ფურცელზე იდეა კი ობლივიონის რელიზიდანვე იწერება. სამი წლის განმავლობაში ეს ხალხი დაუღალავად შრომობდა და ღაამებს ათენებდა იმისთვის, რომ ჩვენამდე ღირსეული Elder Scrolls-ის ეპიზოდი მოეტანათ. მოროვინდის, ობლივიონის და FO3-ის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა დეველოპერების წევრთა რაოდენობა, სტუდიამ შეიძინა ბევრი ახალი ნიჭიერი ადამიანი, უკვე სტაჟირებულმა პერსონალმა კი ახალი ხედვით განაგრძო კრეატივის თამაშში ჩადება. დეველოპმენტის პერიოდში მთავარი მოტივაციას წარმოადგენდა ამ თაობის კონსოლების რესურსების მაქსიმალური გამოყენება და რაც შეიძლება მეტი კონტენტის ჩადება მასიურ, სიცოცხლით სავსე სამყაროში. მუშაობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ VGA 2010-ზე სრულიად მოულოდნელად ტოდ ჰოვარდმა Elder Scrolls-ის მეხუთე სერია ოფიციალურად დააანონსა.
>>>
ამ დროს უკვე ერთი წლის გაჟონილი იყო ჭორები სერიის მეხუთე ნაწილის შესახებ, რომლის დასაჯერებელი ფაქტიც იმ დროისთვის არ გაგვაჩნდა. ზუსტად ამ დღეს მრავალმა Elder Scrolls-ის ფანმა მოსვარა მონიტორი სიხარულისგან, რის მიხედვითაც Harry Patriadge-მა გააკეთა მოკლე-მეტრაჟიანი ანიმაცია სკაირიმის ანონსისა და რიგითი ფანის შესახებ
>>>
ანონსის შემდეგ Bethesda Game Studios-ის ფორუმებში იმდენი ხალხი შევცვივდით, სერვერები მოკვდა და დროებით ფორუმებიც გაითიშა. აღდგენის შემდეგ კი შეიქმნა მრავალი excited თემა თამაშის უამრავ საკითხზე თეორიებით, იმედებითა და შემოთავაზებებით.
რამდენიმე ხნის შემდეგ Matt Grandstaff-მა ფორუმზე დააანონსა პირველი გეიმფლეი ტრეილერის გამოქვეყნების თარიღი. დაიწყო საშინელი და უსასტიკესი დროის ათვლა დეკემბრის ტრეილერამდე. ბოლო წუთებში ოფიციალური გვერდის წამში ორჯერ refresh და ტრეილერის გამოჩენის დროს ისევ სერვერების სიკვდილი. თუმცა ის მალევე აიტვირთა იუტუბზე, სადაც უკვე მეორედ მოგვიხდა მონიტორების მასიურად გაწმენდა
>>>
ტრეილერის ნახვის შემდეგ ისევ უამრავი ტოპიკი, სტატია და პრევიუ მისი ანალიზისა და თამაშის მომავლის შესახებ. გაირკვა ბევრი ახალი დეტალი და შესაბამისად დაიბადა ბევრი ახალი იდეაც. ამ დროისთვის hype უმაღლეს დონეს აღწევდა. დღეები ნელა გადიოდა. თითოეული ახლად გამოქვეყნებული სქრინი თუ სტატია გულმოდგინედ ირჩეოდა და განიხილებოდა. GameInformer-მა დაიწყო სკაირიმის ერთი თვის განმავლობის ექსკლუზიური მასალის გამოქვეყნება. კადრები თამაშზე მუშაობის პროცესიდან. თამაშის მუსიკა და ხმა, ექსკურსია სტუდიაში, სკაირიმის არტი და სხვა საინტერესო ვიდეოები. მოვიდა hands-on-ებისა და პირველი პუბლიცისტური გეიმფლეი დემოების ჩვენებების დროც. ჯერ E3, მერე QuakeCon და შემდეგ PAX. ყველა ივენტი განსაკუთრებული ემოციითა და მოლოდინით სავსე გამოდგა. უკვე კარგად ვიცნობთ თამაშს, ყველა რასის პრესეტი ნანახი გვაქვს, პიტ ჰაინსის ტვიტერი დაბომბილია და დღემდე იბომბება კითხვებით და დროა HD ვიდეოების ჩვენების. წავიდა ამაზეც დროის ათვლა. სლაიერასა და ჩემს შორის მიმდინარეობს სუპერ მით ბოის გეიმფლეისა და პლეინსკეიპ ტორმენტის პლოტის დისკუსიები. ამ დროის ვეუბნები, რომ წუთი-წუთზე უნდა დაიდოს სკაირიმის HD ვიდეოები და ორგაზმი უნდა განვიცადო... იდება ვიდეოები. თითქმის იგივე footage რაც წინა ივენტებზე ვნახეთ, მაგრამ უფრო ვრცელი და მაღალი ხარისხის ვიდეოები.ნელ-ნელა, ახალ-ახალი დეტალების გარკვევასთან ერთად იზრდება მოლოდინიც.

ტიზერისა დრაკონულ ენაზე დაწერილი ტექსტის გაშიფვრიდან დღემდე თითქმის ერთი წელი გავიდა. და დღევანდელი დღე ოფიციალურად ცხადდება სკაირიმზე მუშაობის დასრულების დღედ.
ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა იმ სერიის ახალი ეპიზოდის გამოსვლამდე, რომლის თამაშებშიც უამრავი დრო და ემოცია გვაკავშირებს.
ჯერემი სოულის შედევრალური მუსიკა, მეთიუ კაროფანოს არტისტული ნამუშევარი, ტოდ ჰოვარდის დიზაინერული ხედვა და სხვა უძლიერესი ხალხის ერთობლივად შექმნილი თამაში, Skyrim, სულ მალე გამოვა Bethesda-ს სამუშაო ოფისიდან და მრავალ მოთამაშეს გადაიყვანს ახლად გაცოცხლებული სამყაროში.

მე პირადად ახლა ამას ვგრუხუნებ
>>>
სურათების სლაიდშოუ გუშინდელი ღამის - დეველოპერები აღნიშნავენ მუშაობის ოფიციალურად დასრულებას
>>>
I won't miss.

Bulletstorm
Posts: 104

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#108 » 04 Nov 2011 23:59

დრაკონს ვერ ვკლავ ტო ნერვები მეთხრება :@

Riddick
Posts: 11740

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#109 » 05 Nov 2011 00:58

Tom
შენთვის და დარწმუნებულივარ კიდევ რამდენიმე ფორუმელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა მოახლოვდა =) მეც მიხარია თქვენთან ერთად და მსიამოვნებს მოცემული ამბავი. მართლა შთამბეჭდავი და ამომწურავი ინფორმაციით გაივსო შენი მეშვეობით ეს თემა და გოლდზე გაგზავნის ცნობამ ეს კიდე ერთხელ დაამტკიცა. მართლა ვისურვებ რო ისეთი თამაში გამოვიდეს როგორსაც ამდენი ფანის ესეთი მოლოდინი იმსახურებს.

Bulletstorm
Posts: 104

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#110 » 06 Nov 2011 21:37

მაგარი Character ი შევქმენი :) პისიზე ალბათ ისეთს გავაკეთობ როგორც ორიგინალშია ძაან მომწონს

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#111 » 06 Nov 2011 22:24

მე პირადად ისეთი პერსონაჟის როლში ვერ შევალ, რომელიც უკვე ამდენჯერ მაქვს ნანახი, როგორც თამაშის PR გმირი. არა, რა თქმა უნდა თუ ისედაც ნორდი ვარიორის შექმნას აპირებდი, მოსულა, მაგრამ პრესეტებს და სხვისი ფანტაზიით შექმნილ პერსონაჟის მორგება ჩემთვის ურიგოა.

ჩემი პერსონაჟის სახელი, სიუჟეტური ფონი, გარეგნობა და ფილოსოფია უკვე კარგა ხანია, რაც შექმნილია. დარჩა თამაშში განხორციელება... სულ ცოტა ხანში გადაკვეთს ჯერალის მთებს და ამაყად გადმოხედავს ნისლში გახვეულ სიროდიილს ^^
I won't miss.

Bulletstorm
Posts: 104

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#112 » 06 Nov 2011 22:28

ნუ მაგაში გეთანხმები მარა რაღაც მაგის მსგავსი მინდა -_-

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#113 » 06 Nov 2011 22:41

კი, გასაგებია, სკაირიმის პონტშიც საკაიფოდ ზის ნორდი.
Morrowind - Dunmer
OB - Imperial
Skyrim - Nord
ახალი fav რასა იბადება სკაირიმის გამოსვლით. ვინც სერია მოროვინდით დაიწყო, საყვარელ რასად დანმერი აქვს მიჩნეული, ობლივიონის შემთხვევაში - იმპერიალი, სკაირიმზე ნორდი იქნება, ადგილობრივი მოდგმა. არა, აქამდეც ბევრი მოთამაშის ფავორიტია ნორდი, მაგრამ ეს სხვა, მასიური შემთხვევაა.

გამოქვეყნდა რიგით მესამე ვიდეო დეველოპერების დღიურის სერიიდან

Reaching New Heights: The World of Skyrim
>>>

>>>

>>>
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6152

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#114 » 08 Nov 2011 20:49

სიკვდილით დასჯის სცენა კაი იყო, იმედია ქალაქებში ხშირად იქნება ხოლმე ეგზეკუციები
ეს შემოდგომის გარემო გამისწორდა, ამინდს მოუხდა ეგ ატმოსფერო : D
ზუსტად მოარტყეს თარიღი როდის უნდა გამოეშვათ ))
სოფელი ძალიან მაგრაა დამუშავებული, რაღაც ძალიან ცოცხალი და რეალურის შთაბეჭდილებას ტოვებს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Bulletstorm
Posts: 104

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#115 » 08 Nov 2011 21:34

ლიჩნად მე უაზროდ მიმაჩნია ამდენი ვიდეოების და ინფოს გავრცელება მერე მუღამი იკარგება

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#116 » 08 Nov 2011 22:33

ასეთი ვიდეოების დადება არანაირად არ კლავს მუღამს და არც არაფერს ასპოილებს.
თუ ვინმესთვის პირიქითაა - შეუძლია არ ნახოს.
I won't miss.

Bulletstorm
Posts: 104

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#117 » 08 Nov 2011 23:21

რავი აბა ვისთვის როგორ :)

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#118 » 08 Nov 2011 23:39

არა ოფიციალურად ნამდვილად არ ვრცელდება ისეთი რაოდენობის თუ შინაარსის ინფორმაცია და მედია, რომ მნახველმა თავი სპოილერებში იგრძნოს. სკაირიმის შემთხვევაში თუ ვინმე დასპოილდა, ეს მოხდა ან გაჟონილი ინფორმაციიდან ან უკვე ვინც ითამაშა, იმ პიროვნებიდან. დეველოპერები აქამდე მაქსმიალურად ცდილობდნენ უშუალოდ სიუჟეტზე ორი სიტყვა არ გადაებათ, ლოკაციებიც სულ ერთი და იგივეა ყველგან ნაჩვენები. ზოგი კი ფიქრობს, რომ over hyped ხდება თამაში ბევრი PR და სიახლე/მედიისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში თამაში ნამდვილად იმსახურებს )
ახლა კი ნამდვილად უნდა ვუფრთხილდე ფორუმებს და სოციალურ გვერდებს, ძალიან ბევრმა ითამაშა უკვე და აქა-იქ სპოილერები დაფრინავს : D
I won't miss.

Riddick
Posts: 11740

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#119 » 09 Nov 2011 01:21

Bulletstorm ჯერ ამ ფორუმის ერთერთი მთავარი აზრია, რო სიახლეები დაიდოს და მომხმარებელმა რაცშეილება მეტი გაიგოს მისთვის საინტერესო პროექტზე =) ალბათ გატეხილი ვერსია რო გაქ ნათამაშები იმიტო ფიქრობ ეგრე, აბა ისე ანონსირებულ თემებს რაღა აზრი ექნებოდა. აი ოფიციალურად რო გამოვა, მერე დაიწყება ამ თემაში ის განხილვა რომელიც შენ დაგაინტერესებს.
p.s. არამარტო შენ )))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#120 » 09 Nov 2011 19:27

<<<

მორიგი დევ-დღიური.
ამჯერად ანიმაციის შესახებ

A Big Mountain to Climb: Animating Skyrim


Full Game Torrent Download
Crack Torrent Download
მოვიდა 10 ნოემბერი და გამოქვეყნდა პირველი რევიუებიც

"The world of Elder Scrolls V: Skyrim is a vast expanse of sheer beauty, danger, and adventure -- you can also terrorize townsfolk, get punched in the face by a giant, and fight a ton of dragons. Those are just a few of the reasons why we love this game so much." - GameSpy


"Skyrim may frustrate you at times, but it will work its way inside your skin and replace the marrow of your bones. It never gives you an opportunity to neatly stop playing. Even if you manage to tear yourself away, the locations and the people will rattle around in your head. It'll give you stories to tell your friends, (although you should remember that many people simply won't be interested), and it'll give you an entire region to bend, beautifully slowly, to your will." - Official Xbox Magazine UK

"Featuring the same kind of thrilling freedom of choice The Elder Scrolls series is known for along with beautiful visuals and a stirring soundtrack, playing Skyrim is a rare kind of intensely personal, deeply rewarding experience, and one of the best role-playing games yet produced." - IGN

რამდენიმე მიმომხილველისგან სრულყოფილი ქულაც დაიმსახურა.

"Whether you're slashing a dragon's wings, raising the dead back to life, or experimenting at the alchemy table, Skyrim performs the most spectacular of enchantments: the one that causes huge chunks of time to vanish before you know it." - GameSpot


"The Elder Scrolls V: Skyrim is breathtaking, engrossing and deep. With gameplay and visual improvements, Bethesda set a new standard in The Elder Scrolls series with Skyrim, and with the action/RPG genre. This most certainly should be the game of the year." - Digital Chumps

რევიუების წერა/გამოქვეყნება გრძელდება.
ჯერ-ჯერობით თითქმის ყველგან მთავარ მინუსად სახელდება ტექნიკური ბაგები.
შეგახსენებთ, რომ ხვალ თამაშთან ერთად day-one patch-იც გამოდის.

360-ის ვერსიის შეფასება მეტაკრიტიკაზე ამ დროისთვის - 95/100
I won't miss.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 350 guests