Developer: Number None
Publisher: Number None
Official Site: www.braid-game.com
მოკლედ თამაშზე:
Braid არის puzzle პლატფორმერი რომელიც შექმნილია ინდი დეველოპერის Jonathan Blow-ს მიერ. თამაში გამოვიდა 2008 წლის 6 აგვისტოს XBOX360-ზე და XBOX Live Arcade-ზე, ხოლო 2009 წლის 6 აპრილს Windows-ისთვის. Hothead Games-მა გამოუშვა თამაშის პორტირებული ვერსია Mac-ისთვის 2009 წლის 20 მაისს და Playstation Network-ისთვის 2009 წლის 12 ნოემბერს.
Jonathan Blow-მ თამაშის სამ წლიანი პროექტი თავისი ხარჯებით დააფინანსა. ვებკომიქსების მხატვარი David Hellman კი იქამდე მუშაობდა მხატვრულ სტილზე სანამ Blow-ს ხედვა არ დააკმაყოფილა. Braid-ის დაუმუშავებელმა ვერსიამ მხატვრული გაფორმების გარეშე 2006 წლის Independent Game Festival-ზე აიღო ჯილდო "ინოვაცია თამაშის დიზაინში"(Innovation in Game Design)
Braid-ის სთორი შთაგონებულია ისეთი ლიტერატურული და კინო ნამუშევრებისგან როგორებიცაა Italo Calvino-ს Invisible Cities, Alan Lightman-ის Einstein's Dreams, Robert A. Heinlein-ისThe Cat Who Walks Through Walls, და David Lynch-ის Mulholland Drive. Blow-ს მიზანი იყო თამაშს შეძლებოდა გონების და აზროვნების განვითარება და ხალხს მიეღო ისეთი გამოცდილება რასაც სხვაგან ვერ მიიღებდა. თამაში წინ წევს თემებს როგორიც არის მიტევება, ნატვრა, იმედგაცრუება. ხოლო სთორი cutscene-ების ნაცვლად მოთხრობილია "გადაშლილ წიგნებზე".
თამაშის სთორი ერთი შეხედვით თითქოს Super Mario Bros.-ს გავს მაგრამ ყველაფერი უფრო ღრმა და კომპლექსურია. მთავარი პერსონაჟი Tim ეძებს პრინცესას რომელიც "ბოროტმა და საზარელმა მხეცმა დაატყვევა". მისი დამოიკიდებულება პრინცესას მიმართ ძირითადად გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ის რომ Tim-მა დაუშვა გარკვეული შეცდომა და იმედოვნებს ამ შეცდომის გამოსწორებას ან თუ შესაძლებელი იქნება წაშლას. თამაშის პროგრესთან ერთად ტექსტი რომელიც თითო სამყაროს დასაწყისში გხვდება იძლევა დამატებით ინფორმაციას Tim-ის თავგადასავალზე, რაც თავის მხრივ თითო level-ის გეიმფლეის მექანიკაზეც აისახება.
Braid-ის საუნდტრეკებად გამოყენებულია Magnatune-ის ლიცენზირებული მუსიკები. Jonathan Blow-ს აზრით, ერთის მხრივ ეს შეამცირებდა დეველოპმენტის ხარჯებს და მეორეს მხრივ კომპოზიტორები რომლებიც თამაშისთვის საუნდტრეკებს წერენ მისი აზრით ვერ შექმნიდნენ იმ განწყობას რაც მას ჩაფიქრებული ჰქონდა. Blow-მ ტრეკები ისე აარჩია რომ მათი მოსმენა არ ყოფილიყო შესამჩნევად ერთფეროვანი და მოსაწყენი რთული puzzle-ის ამოხსნის დროს, ამასთანავე მუსიკის უკუღმა დატრიალებას განსხვავებული და საინტერესო ეფექტი უნდა ჰქონოდა. არჩეული მუსიკის შთაგონებით მომავალში თამაშის background artwork შეიქმნა.
Torrent Download
Gameplay Video