თარიღი: 8.11.2010 23:59:59.
ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, თემქის დასახლება, Ozzy-ს გეიმერული ბუნაგი.
მისია: 1 წამში უნდა მოხდეს Call Of duty Black Ops-ის გადმოწერის დაწყება.
მოქმედი პირი: Ozzy.
მისიის მიმდინარეობა:
9.11.2010. 00:00:00 - Ozzy იწყებს თამაშის გადმოქაჩვას
რამოდენიმე დღის წვალების შემდეგ მაინც მოვახერხე თამაშის ჩაწერა და აი დადგა ჩემი ნანატრი დღეც. დავაჭირე თამაშის იკონს მაგრამ არ ჩაირთო. მივხვდი რაშიც იყო საქმე და ჩუმად ჩავილაპარაკე "ოხ ეს პირატები, არაფერი არ გამოსდით ხარისხიანი." და მერე დავაყოლე "მეზობელო გამოდი უნდა დაგთვალო (მეზობელო და არა მეზობლებო!), რა მიქენი შეჩემისა ხო დამღუპე და დამაკარგინე ჩემი დაპრეორდერებული CODBO..." მაგრამ უცებ მივხვდი ჩემი ზე-Pro-ული ინსტინქტებით რომ დრო უნდა დამებრუნებინა 9 ნოემბრისთვის. დავაბრუნე და ამუშავდა ჩვენი დაკრეკილი Black Ops...
თამაშის ინტრომ ძალიან დამაინტრიგა, მივხვდი რომ "რაცხა სასწაული უნდა ყოფილიყო, სიმონ!", დაველოდე და გამოჩნდა რაღაც მონიტორი სადაც გამოვიდა ნაწერები, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს წარწერები მთავარი მენიუ იყო, დავაჭირე თამაშის დაწყებას და ჰოი საოცრებავ! აღარ მომიწია ლოდინი loading screen-ის ყურებით. პირდაპირ დაიწყო "ჩემი" წამების სცენა, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე გაგრძელდა...
სპოილერებს თავი რომ ავარიდოთ გადავალ პირდაპირ პლიუს-მინუსებზე.
დავიწყოთ იმით რომ საკმაოდ საინტერესო "ზღაპარს" მოგვითხრობს ჩვენი პერსონაჟი. 40-60იანი წლებია და ჩვენ გვაქვს ისეთი იარაღის გაჯეტები როგორიც საქართველოს არმიას არამც თუ ქონია, არამედ მომავალი 20 წლის მანძილზე არც ექნება... ლაპარაკი მაქვს ინფრაწითელ და სითბურ სამიზნეებზე. "კარგით რა, ბატონო გუბაზ",რა უნდა ასეთ გაჯეტებს 60იანი წლებში?
ეხლა გადავიდეთ უდებილეს ხელოვნურ ინტელექტზე... მტრის ჯარისკაცებს თუკი ესვრის ვინმე შენიანი, შენ ისე შეგიძლია ჩაუარო მათ, რომ ერთი ტყვიაც არ მოგხვდება (ნუ თუ ტყვიას შენთვითონ თუ არ შეუშვერ შუბლს), მაგრამ ეს არც ისე ადვილია რადგანაც ძალიან ბევრი AI არის ხოლმე დაყრილი ერთ ადგილზე...
ერთი შეხედვით გრაფიკულად იგივე ძრავზეა Black Ops, რომლებზეც მისი წინამორბედები MW,WAW და MW2 მაგრამ რატომღაც ლაგი ჩნდებოდა ერთ ან ორ ბირთვიანი პროცესორების მქონე კომპიუტერზე (გამიმართლა Quad რო მაქვს ^^).
არის კიდევ რამოდენიმე წვრილ-წვრილი გაუმართაობები, მაგალითად კედლებში გაჭედვა, გრანატის ჰაერში გაჩერება, იარაღის მოდელის გაქრობა და ა.შ. მაგრამ იმედია გამოსწორდება შემდეგ Update-თი.
მართალია ეს მინუსები ნერვებზე ამშლელია მაგრამ ძალიან ცოტა დრო გაქვს მათ შესამჩნევად რადგაცან მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგალითად მიდიხარ და ირგვლივ არავინ ჩანს, უცებ თავზე გეცემა ვიღაც ვიეტნამელი და დანას გირტყავს, შენ კიდე უნდა მოასწრო და მოიცილო იგი (შემდეგ ,რაღა თქმა უნდა, უნდა მოკლა).
სთორი ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით კი მთავარი პერსონაჟის (Mason-ის) თავს გადამხდარი ამბები, ისე კარგადაა ყველაფერი გაკეთებული რომ შენი თავი მართლა იმ მოვლენების მონაწილე გგონია, შეიძლება უცებ აჰყვე ემოციას და მონიტორს რამე მძიმე ბლაგვი საგანი ჩაარტყა დრაგოვიჩის დანახვისას მისი მკვლელობის მიზნით.
ჩემი აზრით ამ თამაშის შემქმნელებმა თავისი საქმე 95%ით კარგად შეასრულეს. შექმნეს მშვენიერი თამაში რომელშიც გეიმერი ერთვება მთელი სულით და გულით, გამოხატავს ემოციებს ისე როგორც გამოხატავდნენ იმ მოვლენებში ყოფნის დროს, დაკარგავს თავისი ცხოვრების ძვირფას საათებს ისე, რომ კი არ ინანებს, არამედ მადლობას გადაუხდის Activision-ს ძვირფასი დროის დაკარგვაში.
ის 5% კი თვითონაც არ იციან სად წავიდა...
მისია შესრულებიულია...
კავშირის დასასრული...
© Ozzy.