Mad Max, PC, PS4, Xone

კონკრეტული თამაშები - #ინტერესი #დეტალები #აღწერა #მიმოხილვა #გამოცდილება ...
User avatar
hellwalker
Posts: 5848
Contact:

Mad Max

Unread post#21 » 27 Sep 2015 10:38

რევიუებს ვუყურე და რაღაც Batman-ის Combat რო გადააბაო Dragon Age Inquisition და Ubisoft-ის თამაშების გაუთავებელ უაზრო side activity-ს ეგ არისო.

მაინც სასიამოვნო გასასვლელია მარა გრაინდინგი მოგიწევთ ტყუილადო.

დავიგრუზე, ვაბშე სხვანაირი წარმომედგინა. ასეთ რუკას რო ვხედავ წინასწარ მეზარება უკვე თამაში. პროსტა სამყაროში როცა არის ეგეთი ვეშები და რო დადიხარ შეგიძლია აღმოაჩინო თამაშის პროცესში მაინც რაღაცნაირი ბუნებრივია უფრო და იმის მიუხედავათ რომ უაზროა ნაკლებად გაღიზიანებს. აი რუკაზე როა თავიდანვე ყველაფერი გახსნილი და პროსტა სამუშაოსავით არის მიხვიდე 150 ტოჩკაზე და ერთი და იგივე რუტინული ტესკი გაიმეორო იმენა მესიკვდილება ეგეთი ლეველ დიზაინის თამაში. იმენა MMO-ს თამაშობ მარტო პროსტა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11592

Re: Mad Max

Unread post#22 » 12 Feb 2017 05:44

კარგი "B movie"-ს დონის თამაშია. სიუჟეტი: უბერავ და ამ შებერვას გაურბიხარ სადღაც შენივე მოგონილ ადგილას, სადაც იდეაში გინდა რო სიწყნარე მოიპოვო. პროსტა ამასობაში მიდიხარ და ხოცავ, აფეთქებ ყველაფერს რაც გზაზე გხვდება და რატომღაც მაინც იმათზე კაი ტიპიხარ ვისაც ხოცავ. ვიღაც მისტიური დაჩაგრული მესნი ხალხი იბირებს მერე შენ დაპყრობილ წერტილებს და შენ სამადლობელოს პონტში რაღაცას გიხდიან. და კი, გრინდია მთელი თამაში თითქმის. 11 საათია ვთამაშობ და მთავარი მისია არ გამიკეთებია ჯერ. მარა შემითრია. როგორც მექანიკა უფრო გამრავალფეროვნებული და შედარებით გაღრმავებულია. ძირითადად 4 რაღაცას ანვითარებ: პერსონაჟის ამუნიცია, სკილები, მანქანა, ბაზა. პერსონაჟის სკილებს რაღაც ეჩივმენტების მსგავსი აქტივობებით, ამუნიცია და მანქანა მისიებით და შიდა ვალუტით, ბაზას სპეშალ ნახაზებით. ანუ ბევრი რამის განვითარება გიწევს და შესაბამისად საიდებიც ბევრი ტიპის არი. ჯერჯერობით ვერთობი. უდაბნო დიდი და ატმოსფერულია, მანქანის ამბავშიც ყველაფერი კარგადაა გაკეთებული.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Riddick
Posts: 11592

Re: Mad Max

Unread post#23 » 27 Feb 2017 15:17

60 საათი და ყველა ეჩივმენტი ერთის გარდა (იმას ალბათ ვერც ავიღებ)
სამი რაღაცის გამო ვითამაშე, სამყარო, მანქანა, კომბატი.

სამყარო არი ძალიან დიდი, მარა RDR-ის ტიპის, ანუ სხვადასხვა სახეობის უდაბნოებით. და თავისებური ხიბლიაქ https://i.imgur.com/yP0fzPN.png. რამე საოცარი არაფერი არ ხდება, პროსტა ლოკაციებიდან დაწყებული, საიდებით და რანდომ ივენთებით დამთავრებული ყველაფერი ბოლომდე დამუშავებულია და რაცმთავარია ფილმის კანონებს იცავს ყველაფერში. რაც უფრო დიდხანს ჩერდები სამყაროში ნელნელა უფრო ცოცხლდება და ივსება დეტალებით. როლფლეის ელემენტი შემოდის და მექანიკების სიღრმე ხელს გიწყობს რო აყვე.
პოსტაპოკალიფსის სილამაზე კარგადააქვთ დაჭერილი და რაც ყველაზე მეტად მომწონს, მთლიანი რუკა რაღაც ერთ ლოკაციად აღიქმება.
ბაგები ბუნდოვანი 90-იანი წლების ფილმებიდან მახსოვს, უშუალოდ შენ რო თამაშობ ძაან მაგარი გრძნობაა. ღამე უდაბნოში რო მიადგავ მთვარის შუქზე https://i.imgur.com/raeKBeZ.png :)
რაღაც ესეთი კადრები მახსოვს https://i.imgur.com/S0Giopq.png
დროის ცვლილების ეფექტები კიდე ერთი მიზეზია დაგროვილი 60 საათის https://i.imgur.com/M9teiNT.png
რასაც ემატება ქარიშხალი რომელიც ფაქტიურად ცალკე გეიმფლეი მექანიკაა. შეილება შუა მისიაში დაიწყოს. აქ https://i.imgur.com/B32yRs5.png მაგალითად სისწრაფეში რაღაც უახლოვეს კეპამდე ძლივს მივედი , მანაქნა მეხისგან დაცულ ადგილას დავაყენე და დანთებულ ცეცხლთან ველოდებოდი როდის გადაივლიდა. ესეთი ერთი 4 სხვადასხვა ივენთი რო იყოს სენდბოქსებში კაი იქნება.

მანქანა ცალკე თემაა. არი მთავარი მაგნუმ ოპუსი, რომელსაც მთელი თამაში ანვითარებ და არი ცალკე მანქანები რომლებსაც მტერს პარავ და მერე გარკვეულ ჩელენჯებში იყენებ. და ეს ყველაფერი მუღამიანია, იმიტო რო მანქანის ფიზიკაა ძაან საკაიფო. ნაწილების დაყენება პირდაპირ იგძნობა პარამეტრებზე. ვალუტას კიდე ისე ვერ აგროვებ რო ყველაფერი ერთდროულად იყიდო.
აი ეს არი ბოლოს წინა სიძლიერის V8 მატორი https://i.imgur.com/uzeDRHX.png რომლის გახსნაც მაგარი ჩალიჩი იყო. მარა ეს არი სუ ბოლო V8 https://i.imgur.com/4X2E1rS.png, რომლის გამოც გადავწყვიტე რო ბარემ ყველა ეჩივკა გამეკეთებინა. მარა მანქანის ყველაზე ორიგინალური "ნაწილი" მაინც თვითონ მექანიკია https://i.imgur.com/CDaOCkX.png . მექანიკსაც ანავაროტებ თან )) და იმდენად შენიანი ხდება ტრანსპორტი რო რაღაც უაზრო საიდების კეთებაც აღარ გეზარება.

ყველაფერი რასაც ანვითარებ რეალურად იგრძნობა, მაგალითად ბაზები. სრული სიცარიელიდან რაღაც მსგავსს გავდა ბოლოს ერთერთი https://i.imgur.com/EscVDYF.png

მარა მაინც ძაან უცნაური, მოყვარულზე ორიენტირებული თამაშია. ძირითადი კონტენტი თითქმის არაა. ალბათ სადღაც 10% მთელი თამაშის, ისიც თავში და ბოლოში (საკმაოდ მარტივი, მარა სევდიანი). დანარჩენი რასაც აკეთებ ესაა უდაბნოში სიარული და ტერიტორიებზე მტრის გავლენის შემცირება, რაც რამდენიმე ტიპის დავალებით შემოიფარგლება. და ჩდება კითხვა თუ რატო უნდა აკეთო რუტინა. იმიტო რო ეგ მომენტიც ხარისხიანად არი გაკეთებული. არი უამრავი ინტერესის წერტილი, მარა აფსოლიტურად არცერთი არაა კოპიფეისთი. ყველა ლოკაციის დაპყრობას რაღაც გამორჩეული ელემენტიაქ. ყველა ჯართის მოსაგროვებელ პუნქტს რაღაც თავის ინდივიდუალური მუღამიაქ დაჭერილი. და კი ძაან ბევრია, მარა თუ არ გისწორდება თამაში არ გაძალებს. თუ გისწორდება კიდე არ გატყუებენ და ბოლომდე მრავალფეროვანია. ამის გამო მთლიანად სამყარო ხდება ფასეული. არი მომენტები როცა მომბეზდა და ვიფიქრე დავიკიდებთქო, მარა რო ვრთავდი მინდებოდა ისევ. უამრავი ოფციაონალური ადგილი ვნახე რომელიც ძაან გამისწორდა. მაგალითად ეს სახლი შუა უდაბნოში, რამდენიმე მეტრ ქვიშაში https://i.imgur.com/9wol6uJ.png , კდეზე ჩუმათ მიშენებული ორ ადგილიანი შელთერი, უმაგრესი სპალნით https://i.imgur.com/ddEgyz1.png , ერთად დახოცილი წყვილი https://i.imgur.com/MCSbszi.png , მესნი ფანატიკოსები https://i.imgur.com/wK70ZJD.png და კიდე უამრავი. ცვეტში ხეტიალის და ჯართის შემგროვებლის სიმულატორია https://i.imgur.com/6uSteeT.png, პროსტა ხარისხიანი და ფილმის სიყვარულით იგრძნობა დაწყებიდან ბოლომდე.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Tom Clancy
Posts: 2077

Re: Mad Max

Unread post#24 » 16 Oct 2021 23:34

ამას და საიბერიას ტრილოგიას რო ვთამაშობ პარალელურად, რაღაც პრობლემა მაქ ხო?)
მივიდეთ, გავესაუბროთ
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Tom Clancy
Posts: 2077

Re: Mad Max

Unread post#25 » 18 Oct 2021 17:27

თამაში აშკარად რომ შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ რაც არის იმას ბოლომდე რომ ირგებ და სუბიექტურად გისწორდება ყველაფერი, ეგრე ვარ :D

ანუ ობიექტურად ბევრი რამე შეიძლება უკეთ იყოს გაკეთებული, ისეთი რამეები სადაც რომელ წელს გამოვიდა თამაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სეთინგი, სამყაროში ნავიგაციის და ინტერაქციის სტილი და რამდენიმე გეიმფლეი გადაწყვეტილება, რაც Just Cause-ს, Red Faction: Guerilla-ს და ცოტათი არქეიმის სერიებს გაგონებს, მყოფნის იმისთვის რო საღამოობით შევირგო გემრიელად.
მივიდეთ, გავესაუბროთ
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Tom Clancy
Posts: 2077

Re: Mad Max

Unread post#26 » 27 Oct 2021 01:49

ძერსკი შოტი გამომივიდა:

>>>
მივიდეთ, გავესაუბროთ
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Tom Clancy
Posts: 2077

Re: Mad Max

Unread post#27 » 03 Nov 2021 22:40

სადღაც 50 საათში დაიხურა, კარგი გასეირნება იყო. სასწაული სთორის და უმაღლესი დონის გეიმ დიზაინის მოლოდინი არც მქონია, გემრიელად ვიმოგზაურე მკვლელი ჯართით, გიჟურ მიწებზე)

კარგი სქრინშოთები დამიგროვდა (კარგი იქნება თუ ცალკე გახსნით სქრინებს და ისე დაათვალიერებთ, full screen-ზე უკეთ ჩანს)
https://imgur.com/a/R6m1ElW

ჩემს ფავორიტს დიდად დავდებ:
>>>
მივიდეთ, გავესაუბროთ
მივიდეთ, გავესაუბროთ

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 32 guests