BioShock: Infinite, PC, PS3, X360, Vita

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Ripster
Posts: 1854

BioShock: Infinite

Unread post#61 » 13 Apr 2013 20:50

საიბერ ფოტოგრაფობა არასდროს მიზიდავდა მაგრამ დავდივარ და ყოველ წამს ღილაკს ვაჭერ თითს
ვენებში დადის ბიოშოკი. ისეთი რაღაცეები დავიჭირე რომ აი მართლა არ ველოდი
რა რთულია ლაპარაკი )) ერთ მხარეს შეაქებ უცებ მეორე გახსენდება მეორეზე მესამე და ძალიან იკარგები ბოლოს შენივე ნალაპარაკებში )) ეს უნდა ითამაშო ისე არ გამოვა.

პ.ს.
წინა ჩემ პოსტს ვაედიტებ და "100?" ს მაგივრად "100"ს ვტოვებ )))
>>>
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

BioShock: Infinite

Unread post#62 » 13 Apr 2013 20:58

გახსნა მართლაც რომ უმაღლესი დონის აქვს, პირველი შიდა ლოკაცია ფენომენალურია, შემდეგაც სოლიდურად გრძელდება. მერე ყველა მხრიდან ხალხის ხოცვა იწყება.
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1854

BioShock: Infinite

Unread post#63 » 14 Apr 2013 18:06

აუ სისველე დამაკლდა რაღაც პონტში ))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1854

BioShock: Infinite

Unread post#64 » 17 Apr 2013 18:40

აი ამის შემდეგ რა ჯანდაბა უნდა ვითამაშო, რომ ჩემი გაზრდილი თამაშებისადმი მოთხოვნები დამიკმაყოფილოს, არ ვიცი
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
GHOST
Posts: 1940

BioShock: Infinite

Unread post#65 » 18 Apr 2013 16:37

ამას რომ ვუსმენ, მიდგება რატომღაც.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

BioShock: Infinite

Unread post#66 » 28 Apr 2013 07:11

მთელი გულით მინდა შევაქო ეს თამაში მარა არ გამომდის, შედევრი იყო თქო იმასაც ვერ ვიტყვი, რაღაც უფრო მეტი იყო ........
smothered in the crib

Girei
Posts: 12

BioShock: Infinite

Unread post#67 » 05 May 2013 14:33

Tom Clancy wrote:გახსნა მართლაც რომ უმაღლესი დონის აქვს, პირველი შიდა ლოკაცია ფენომენალურია, შემდეგაც სოლიდურად გრძელდება. მერე ყველა მხრიდან ხალხის ხოცვა იწყება.

ეგეთი ქაოსური ხოცვები ხშირად იჩეთებოდა პირველშიც და მეორეშიც,უბრალოდ ამ გარემოს არ მოუხდა ,თითქოს ცალკე აღებულად სიამოვნება არის კომბატიც,მარა ერთად შერეული მართლაც ნიტოდ იგრძნობა :D

კიდე ერთი მინუსი ისაა რომ,მოწინააღმდეგების სთორი არაა ჩაღმავებული

მე 9.0 ით შევაფასებდი

User avatar
grigoli1970
Posts: 844

BioShock: Infinite

Unread post#68 » 06 May 2013 01:08

კიდე ერთი მინუსი ისაა რომ,მოწინააღმდეგების სთორი არაა ჩაღმავებული

მოწინააღმდეგეებში ვის გულისხმობ? ყოველ 5 წუთში რო გესევიან ეგენი კომსტოკის ან ფიცროის არმიაა და პატარპატარა დიალოგები ხშირად გვხვდება მაგათ შორის მარა საინტერესო დიალოგები, ნუ კომსტოკის და მაგის ცოლის , ფიცროის, ფინკის, სლეიტის ისტორია საკმარისად ჩაღრმავებულად თუ არ გეჩვენება ეგ სხვა საკითხია
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

BioShock: Infinite

Unread post#69 » 02 Aug 2013 12:53

DLC ები ჩემზე მაგრად ალბათ იშვიათად რო ვინმეს ეზიზღებოდეს მარა ეს გამონაკლისია

User avatar
grigoli1970
Posts: 844

BioShock: Infinite

Unread post#70 » 07 Sep 2013 02:10

როგორც მივხვდი სხვა განზომილებაში და სიტუაციაში იქნება მოყოლილი ბუკერის ამბავი ამ დლს-თ, ბიოშოკის სტილშიც მაგრად ჯდება ეგ, თორე ვერანაირი სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე ამ პატარა ვიდეოდან რაც გვანახეს, თუმცა შეილება ეს მოსაზრება გაამყაროს ამ დამატებამ : the mind of the subject will desperately struggle to create memories where none exist . ორივე შემთხვევაში შედევრს ველოდები და იქნება კიდეც დარწმუნებული ვარ
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

BioShock: Infinite

Unread post#71 » 08 Nov 2013 11:28

იმენა პირველი რაც მომივიდა თავში თეორია ის იყო ენდინგი, რაღაც უფრო ჩახლართულს მოველოდი.

თამაში კარგია ძალიან მაგრამ შედევრი ნამდვილად არ არის ჩემი აზრით, ვერ ვიგრძენი ის ატმოსფერულობა რაც პირველ ორ ნაწილს ქონდა, მთელი აქცენტი ელიზაბეტზე იყო გადატანილი და სამყარო რაღაცნაირი სტატიური და მკვდარი იყო, ხედებიც რავი მალე მომბეზრდა, მფრინავი ქალაქის ეფექტი ცოტა ხანი დარჩა მარტო და ძირითადი გეიმპლეი ჩვეულებრივ ლოკაციებში ხდებოდა, რაღაც Dishonored-ის უფრო გადანათებულ ვერსიაში.

კომბატით და ექსპლორაციით ძაან მოვიწყინე, პოსტერები და ჟურნალები ძაან ცოტა იყო ძველებთან შედარებით. უფრო სთორის ჩართვებს მიყავდა ტემპი. სთორი კარგი იყო და თავის მხრივ უნიკალური გააჩნია აღმოსავლურ ისტორიებს რამდენად ჩაეძიები პარალელებში, მაგრამ შედევრი არ იყო ჩემთვის რავი.

ანუ საერთო ჯამში ჩემი აზრით ძალიან კარგი თამაშია მშვენიერი ისტორიით, კომბატი მოსაწყენია და world მთლად ისეთი კარგი ვერ არის როგორც პირველ ორ ნაწილში. ზედა კომენტებით ჩანს რომ ბევრი არ მეთანხმება მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა თამაშმა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

BioShock: Infinite

Unread post#72 » 08 Nov 2013 15:54

hellwalker
მეორედ დახურე და შეგეცვლება აზრი, უკვე 2 ჯერ თუ დახურე და მაინც ეგრე ფიქრობ ესეგი შენ გემოვნებაში არ ჯდება პროსტა თორე ამაზე ატმოსფერული და ჭკვიანური თამაში თითზე ჩამოსათვლელია ყველაზე კრიტიკულად რო იმსჯელო მაინც
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

BioShock: Infinite

Unread post#73 » 08 Nov 2013 16:18

ატმოსფერული არ არის თქო არ მითქვამს, უბრალოდ წინა ნაწილებში მეტად იგრძნობოდა ეს, უფრო სათუთად იყო დამუშავებული გარემო, მესამეში აქცენტი ელიზაბეტზე და მაკრო დეტალებზე მეტად იყო მაშინ როცა პრიქველებში ფაქტიურად მარტო გარემო გადმოსცემდა ისტორიის უმეტესობას. სულ დასაწყისში ვიგრძენი მარტო საჭირო დეტალიზაცია როცა გაცნობენ სამყაროს, მერე დამუშავების დონე დაეცა საგრძნობლად.

გემოვნებაშიც ჯდება მიყვარს ესეთი სეტინგები, სთორი და თამაში მომეწონა ძალიან. უბრალოდ უნაკლო შედევრი ნამდვილად არ არის, რაღაც დეტალები წინა ნაწილებთან შედარებით ნაკლებად დამუშავებულია, კომბატი სერიოზული პრობლემაა განსაკუთრებით როცა ლეველ დიზაინი ორჯერ და სამჯერ გაგატარებს ერთი და იგივე ლოკაციებში, სიუჟეტის ბოლო ნაწილი ცოტა ნაჩქარევად ვითარდება და გარკვეული პერსონაჟების "გაუცხოვება/გამისტიკებამ" ბოლოსკენ დამირღვია იმერსია და ემოციური კავშირი. მთლიანობაში ჩემი აზრით რაღაც ექსტრა მუხტი აკლია და დამუშავება რაც მართლა შედევრად აქცევდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

BioShock: Infinite

Unread post#74 » 09 Nov 2013 00:13

კომბატი წინების ჯობდა ფაქტია, რაპტურეს მერე ამაზე კაი რავიცი რა უნდა მოეფიქრებინათ თორე კიბატონო მეც რაპტურე მირჩევნია კოლუმბიას. მარა რაღაც სასწაული შეგრძნებაა მთავარ გმირთან სიახლოვის, როგორც წესი ყოველთვის რამე ჩახლართური თამაში როცა მთავრდება ყვენალაირ ვარიანტს განვიხილავ გონებაში, მარა საშინლად დავითრგუნე როცა 2-3 თვეში დახურვიდან გამახსენდა თამაშის დასაწყისში რო წინადადება ჩითავს, მთელი თამაში მახსოვდა აბათ მარა თავიდანვე ისეთი სიახლოვე ვიგრძენი პერსონაჟთან რო ავტომატურად გამოვრიცხე ეგ ვარიანტი. იმენა თავის დაჯერება დავიწე რო ეგრე ცუდად არ იქნებოდა ყველაფერი თქო და ცოტახანში გამახსენდა რო ეს ყველაფერი მე კი არა თამაშის გმირს გადახდა თავს.
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

BioShock: Infinite

Unread post#75 » 12 Nov 2013 19:06


User avatar
grigoli1970
Posts: 844

BioShock: Infinite

Unread post#76 » 13 Nov 2013 23:42

ვარგის ვერსიას თუ ნახავთ ვინმე დადეთ რა ლინკი
smothered in the crib

User avatar
grigoli1970
Posts: 844

BioShock: Infinite

Unread post#77 » 17 Nov 2013 00:20

ძაან სერიოზული იყო, ბოლოსკენ ისეთი შეიყვანეს ჟრუანტელმა დამიარა. ბუკერისნაირად არცერთი პერსონაჟი არ შემყვარებია და მაგრა გამიტყდა ისეთი დასკვნები გამოვიტანე ამ დამატებიდან, პროსტა ამაზე გენიალურს ვერაფერს მოიფიქრებდნენ ალბათ.
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

BioShock: Infinite

Unread post#78 » 11 Dec 2013 18:32

მიჭირს ცალსახა აზრის ჩამოყალიბება, საკამათო პროექტია ნამდვილად. ძალიან ბევრ მომენტშიაქ ჩასვრილი და მინდა ცოტა გავშალო. არი რაიმდენიმე ძირითადი ფაქტორი რამაც მაგრად დამწყვიტა გული. ქვევით ჩამოვწერ რაზეც დავიგრუზე ყველაზე მაგრად:

1. და ყველაზე ფუნდამენტური ეს არის ლეველ დიზაინი, ანუ წინა ნაწილების ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი პლიუსი, რომელზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. და ვისაც მიუქცევია ამ მომენტისთვის ყურადღება, მგონი ყველა დამეთანხმება, რომ პირველ და მეორე ბიოშოკში ატმოსფეროს ერთერთი მთავარი გენერატორი იყო ზუსტად ლოკაციები, რომელებიც ისე იყო აწყობილი, რომ სხვა თამაშების ასობით კვადრატულ კილომეტრიან რუკებს მერჩივნა. მსგავსი რამ არცერთ თამაშში არ მახსენდება, ყველა ტური იყო პატარა სამყარო, ქონდა თავის მთავარი თემა (ვიზუალის მხრივ) და ამ თემას ანვითარებდა. დავდიოდი და მარტო თვალიერებით იმხელა სიამოვნებას ვიღებდი რო მეკიდა დალშე ეყველაფერი. და ეხა ინფინიტში რა მოხდა, ტიპებმა აიღეს და ეს ყველაფერი გადააქციეს ყველაზე საზიზღარ და უკვე ყველა მხრიდან მოჭმულ სწორხაზოვან ავტოსტრადათ, რომელზეც დაგაყენებენ ესე თავიდან და იმაზე მიდიხარ ბოლომდე და თუ სადმე გადასახვევს დაინახავ, ანუ სადღაც არი ერთი კარები რომელშიც დევს ოქრო, ან ტყვიები ... ჯერ მარტო ამის გამო დავიკიდე ეს თამაში ოცდამეერთეზე, მარა ყველაფერი მინდა რო ჩამოვწერო.

2. ყველას კარგად გახსოვთ ალბათ Rapture ბინადრები. ყველაზე სლაბი და უმნიშვნელო მტრები ყველაზე ორიგინალურად და საინტერესოდ იყვნენ რეალიზებული - მასკიანი, ადამზე მონადირე, გაგიჟებული "ნარკომანები" და მათი დიალოგები, ან ფრაზები. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოწინააღმდეგეები საბოლოოთ თამაშის სახე გახდა და რატო? იმიტო რო სახასიათო იყო ყველა მათგანი. აქ კიდე დაწყებიდან ბოლომდე Infinite ძაღლობას ებრძვი... ანუ ტიპებს რომლებიც არაფრით არ გამირჩევიან საერთოდ და თამაშის კიარა ინგეიმ პოსტერზეც კი არ ხატია არცერთი. მათ კი მოგვიანებით იგივე ვიდზე მყოფი აჯანყებულები ცვლიან.
მინი ბოსები მეტნაკლებად საინტერესოთ გამოიყურებიან, მარა ბიგდედის ეფექტის 30% ვერ ახდენენ კსაჟალენიუ.

3. თამაშში დაჟე პატარა ნამიოკიც კი არაა რაიმე სახის მინი გეიმზე. ტურეტების, სეიფების, კარებების გატეხვა აღარ ხდება მოთამაშის მიერ. ატმიჩკები დატოვეს, მარა საერთოთ არანაირი ეფექტი აღარააქ, ანუ გეიმფლეი მექანიკას არ წარმოადგენს, პროსტა გაქ ეს 20 ატმიჩკა რომელიც ყველგან ყრია და თუ რამეა ერთ კნოფკას აჭერ და ელიზაბეტი აღებს (გინდ პროსტა გაგიღია და გინდ ვითო რო ვინმემ გააღო ანიმაციის მერე ბაზარი).

4. იარაღების უმეტესობა საეთოდ არ მიხმარია, პროსტა მოთხოვნილება არ იყო და მითუმეტეს ინტერესი. აღარაა წინას მსგავსის აფდეითების სისტემა, ანუ იარაღი ვიზუალურად აღარ იცვლება გაძლიერების მერე. არი რაღაც უაზრო ავტომატები და მუხები, აი საერთოთ რო არ მოგინდება სროლა.

5. პერკები (ანუ 4 სლოტიანი ზმანი). დადიხარ და იღებ რაღაც ჩემოდნებს, რომლებიც გიძლიერებს გარკვეულ შესაძლებლობებს, როგორც წინა სერიებში იყო, მარა პრობლემა ისაა, რო 30 ცალიდან 27 სრულიად გამოუსადეგარია. ცვეტში ბოლოს მქონდა ერთი 20 ცალი ხელით ჩხუბის პერკი რომლებსაც იმენა ტესტერებიც არ გამოიყენებდნენ ალბათ და მქონდა 30 ცალი ამ საჰაერო რელსების პერკი რომელზეც თამაშში ალბათ სუ 10 წუთზე მეტი არ კიდიხარ ))) მაგრად დავიგრუზე.

ამ ყველაფერს ემატება უკვე გადასაგდები ანრეალ ენჯინი, რომელიც პროსტა არაა მსგავსი, გადანათებული და გაბრწყინებული ლოკაციებს შესაქმნელად მოგონილი. იმენა კრივოი ვიდზეა თამაში, მითუმეტეს BF3 მერე რო ვითამაშე უფრო გამოკვეთილათ ჩანდა. არვიცი ვის რამდენად მოეწონა კოლუმბია მარა მე იმენა დავბრმავდი, გავგიჟდი ამ ბილიკზე სირბილით და ბახა ბუხით.

სიუჟეტს რაც შეეხება თავიდან დამაინტერესა, მარა ბოლოს ისეთი აჯაფსანდალი დადეს რო სერიოზული მაინდFაქი მომივიდა. პარალელური სამყაროების თემა ძალიან დაბალ დონეზეა ამოხსნილი და იმდენად უაზროთ განიმარტება ამ ვითო ტყუპების და რეალურად ერთი ფიზიკოსის გენიალურობით, რო მაგან კიდე ცალკე დამგრუზა. პროსტა სიუჟეტის დაჯმა ცოტა უფრო დეტალურად მინდა, ეხა დავიღალე და მერე ცალკე დავწერ მაგაზეც.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

BioShock: Infinite

Unread post#79 » 11 Dec 2013 22:04

ტყუბეპი არ არიან ეგენი :D ბევრჯერ უსვამენ ამ თამაშში ხაზს იმას რო წრეს არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო, ამ შემთხვევაშიც ეგ თეორიაა მართალი. ვაბშე მეორედ დახურე გირჩევ და სიუჟეტს უფრო დაწვრილებით მიუყევი, პარარელური სამყაროები თუ არ გევასება სხვა ახსნაც აქვს სცენარს თუ დაუკვირდები კარგად, დამატებას თუ დახურავ უფრო გაერკვევი ყველაფერში, გეიმფელიზე გეთანხმები მართლა არ იყო წინების დონე მარა რავი მე ვაბშე არაფერს შევუწუხებივარ იმდენად საინტერესო სიუჟეტია და საინტერესო თემებია წამოჭრილი თამაშში.
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

BioShock: Infinite

Unread post#80 » 20 Mar 2014 01:56

BioShock Infinite: Burial at Sea 2 - 1,2,3

პირველი ითამაშეთ ვინმემ? დავიკიდე ეს თამაში მთავარი კომპანიის მერე, მარა ეს ორი DLC მაინტერესებს რატომღაც.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 38 guests


cron