როგორც იქნა განახლდა ბლოგი ახალი და მეტად საინტერესო პოსტით.
ახლახან GameInformer-მა გამოაქვეყნა სტატია თამაშში არსებული არქიტექტურის შესახებ, ეს ვრცელი პოსტიც მთლიანად მას ეძღვნება, თუმცა ახლა უკვე პირველი პირის მხრიდან (თამაშის დეველოპერი).
ქვემოთ ზოგადად გადმოვცემ პოსტის შინაარსს და აქა-იქ საკუთარ აზრსაც ჩავწერ.
ამა წლის ზაფხულამდე დეველოპერებს თამაში უკვე გამართული ჰქონდათ. ამ დროისთვის ტერიტორიებზე განლაგებულ კონსტრუქციებს მხოლოდ ზედაპირული როლი ეკისრათ და უბრალოდ ნახატის ჩამნაცვლებელ ფუნქციას ასრულებდნენ.
ამის შემდეგ კი მათზე მუშაობა ორ არქიტექტურულ კომპანიასთან ერთად გუნდმა სერიოზულად დაიწყო. ამ ორი კომპანიიდან ერთი შენობა-ნაგებობების დაგეგმარებაზე, ხოლო მეორე ლანდშაფტზეა ფოკუსირებული.
მუშაობის ამ კუთხით დასაწყებად აუცილებლად ჩათვალეს თვითონ კუნძულის ისტორიის შექმნა და ჩამოყალიბება - რამდენი ხანია, რაც კუნძული არსებობს, რა ტიპის ხალხი ცხოვრობდა ამ ადგილას, რა სტილის ნაგებობებს აშენებდნენ ისინი, და როგორ იყენებდა ახალი თაობა ამ ძველ ნაგებობს, რომელიც ძველი თაობის აშენებულია.
ბლოუ ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ საკითხს, თუ როგორ აღიქვამს მისთვის ახალ ლოკაციას მოთამაშე, რას იგრძნობს ერთიდან მეორე, ჯერ გამოუკვლევ ტერიტორიაზე გადასვლისას. მისი თქმით, ტერიტორიების სტრუქტურის დანახვა ორი მხრით შეიძლება: ზედაპირული და დაკვირვებული. ზედაპირულად აღქმისას მოთამაშე ტერიტორიას უყურებს მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორ მოახდენს ის ეფექტს მის თამაშზე. ანუ რა შეუზღუდავს თავისუფლად მოძრაობას, რა შეაკავებს გადაადგილებისას, რომელი თავსატეხი მიიქცევს ყურადღებას და ა.შ. ხოლო დაკვირვებული თვალი შეამჩნევს იმ არსებით მნიშვნელობას, რაც რეალურად დევს არქიტექტურაზე ფოკუსირებული მუშაობის ნაყოფში. ეს კი არის წარსულის ანაბეჭდი თანამედროვე შენობებზე, ძველი თაობის მიერ დატოვებული კვალი ახალი თაობისთვის, როგორ ცვლის ახალი ხალხი ძველი ხალხის მიერ აშენებული ნაგებობების სახეს და როგორ ინარჩუნებს ნაგებობა ძველ სახეს.
უკვე ვხვდებით, რომ ბლოუს ამით უნდა დაგვანახოს თავისი ფიქრები და შეხედულებები სამყაროზე. ამ ნაგებობებით გადმოცემულ ფილოსოფიაში დებს თავის აზრს იმ ყოველივეზე, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს, მაგრამ სიტყვებით რთულად ან არ გადმოიცემა. შეგვიძლია ეს საკითხი უფრო გლობალური გავხადოთ და წარმოვაჩინოთ, როგორც დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის ეტაპობრივი განვითარება; როგორ იცვლებოდა ცხოვრება დროთა განმავლობაში; ვინ როგორ ცვლიდა და ვინ როგორ იღებდა მას; როგორ არის დარჩენილი თანამედროვეობაში ძველი სული.
ყველაფერი ის, რასაც სამყარო გვეუბნება და ითვლება, როგორც თამაშის ფონური სიუჟეტი, დაკავშირებულია მის მთავარ სიუჟეტთან - ვინ არის მოთამაშე, რატომ იმყოფება კუნძულზე, როგორ დაბრუნდეს სახლში. ასე, რომ თამაში ორიენტირებულია, მომართოს მოთამაშე, ითამაშოს დაკვირვებით და რაც მეტს დაუკვირდება და დაინახავს დეტალებს, მით მეტს და უკეთ შეიცნობს თამაშის აზრს.
არქიტექტურის გონებრივად დაგეგმარება/დამუშავება ამ ყველაფრის წარმოჩენას უკეთესს და ცოცხალს ხდის. თამაშის ახალი ბილდი, რომელშიც უკვე ჩამატებულია ელეგანტური და აზრის მქონე კონსტრუქციები, უფრო აღრმავებს და "ასერიოზულებს" თამაშს. ბლოუ მაქსიმალურად ცდილობს, არ შეცდეს დეტალებში, რადგან მისი თქმით, სწორედ ეს დეტალები ქმნის თამაშს ღრმას და თუ ამ ასპექტში რამე არასწორად წავიდა, იგი მთლიანად არღვევს თამაშის ფუნდამენტს.
მას შემდეგ, რაც დეველოპერებმა ეს ახალი ბილდი პროექტზე არამომუშავე პირებს უჩვენეს, მათ თქვეს, რომ ახალმა განახლებამ, კერძოდ კი კონსტრუქციებმა, თამაში ახალ დონეზე აიყვანეს. სწორედ ამას უმიძნებს ბლოუ - დიდად დაიხმაროს ჭკვიანურად დაგეგმარებული არქიტექტურა ღრმა აზრის გადმოცემაში.
ქვემოთ ნახავთ რამდენიმე სქრინშოთს თამაშის შედარებით ახალი სტადიიდან.
ლოკაციები და კონსტრუქციები, ზოგი before/after ტიპის სურათი:
სქრინშოტები თამაშის საბოლოო ეტაპს არ წარმოადგენენ. გარეგნული მხარე კიდევ უფრო დაიხვეწება და საბოლოოდ ბევრად უკეთეს სახეს მიიღებს.
მართლა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს ეს კაცი და მთელი გუნდი საერთოდ. მაგრამ მაინც ბლოუა პროექტის თავიც და ბოლოც. უკვე მიყვარს ეს თამაში. ერთ-ერთია იმ თამაშებთაგან, რომლებიც თავიანთ ღრმა აზრს და სიუჟეტს hand holding-ის მაქსიმალურად პატარა დოზით გადმოსცემენ. მიხვდით ალბათ რასაც ვამბობ. ტექსტის, დიალოგის და სხვა სტანდარტული სთორი-თელინგის სტილის ნაცვლად სათქმელის ბევრად რთული და ღრმა კუთხით მოტანა მოთამაშეებამდე. That's like a boss job, in my oh so humble opinion. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ვინმე თამაშში არქიტექტურაზე ყურადღების გამახვილებით ამდენს თუ მიაღწევდა. აჰა, მიაღწია, აბა რა ქნა, უკვე ვგრძნობ რასაც განვიცდი ამის თამაშისას.
კიდევ ერთხელ - breathtaking experience იქნება ამის თამაში ჩემთვის.
I won't miss.