Unread post#189 » 15 Oct 2014 23:27
დავხურე. სპეციალური რეკომენდაციის გამო სუ ბოლო სიძლენეზე დავიწყე თამაში და სამწუხაროდ Dishonored მსგავსად მომიწია მოქცევა - კაციშვილისთვის ხელი არ მიხლია ნახევარი თამაში, ნუ ეს სანამ უკვე ძაან ყელში არ ამოვიდა )) რის გამოც გადავწყვიტე შემეცვალა ტაქტიკა, რამაც შედარებით უფრო დააბრუნა უშუალოდ გეიმფლეის მუღამი. კი, შევეცდები რო ყველა ასპექტს გამოვეხმაურო, მაგრამ პირველ რიგში მაინც უარყოფითით მინდა რო დავიწყო და შემდეგ უკვე დადებით მხარეებზე გადავალ. და დავიწყებ გეიმფლეით რომელსაც აშკარად გამოკვეთილი პრობლემებიაქ. პირველი და ყველაზე მთავარი ალბათ მაინც თამაშის ძრავია, რომელიც არ ვიცი რატომ, მაგრამ უკვე ძალიან მოძველებული იყო. ძრავის არ მოწონებასთან ერთად რამდენიმე ამ შემადგენელთან დაკავშირებული ელემენტიც არ მომივიდა გულთან ახლოს, მაგ. იარაღების სროლა, უ-ოთკუთხედესი ლოკაციები (ეს ძალიან თვალში მხვდებოდა ბოლომდე), დებილი ხელოვნური ინტელექტი (წინ რო გიდგანან და ვერ გხედავენ), AI დაბალი დონის გამო სტელსიც საერთოდ უინტერესო გახდა (სუ სახეში ვესროდი ბოლოს გლუშიწელიანს და ერთმანეთზე გაგორებულ თანამოძმეებს რო უყურებდნენ აქ რაღაც ნიტო ხდებაო-ზე, საერთოდ პულიმიოტის ამოღება მინდოდა), საშინლად გამაღიზიანებელი ბოსფაითები, საიდ მისიების კატასტროფული სიმცირე და კიდევ ერთი ამასთან პირდაპირ კავშირში მყოფი დეტალი - ფსევდო გახსნილი სამყარო, რომელიც ერთი გარბენის მერე უინტერესო ხდებოდა. რავი შეილება არ დამეთანხმოთ, მაგრამ პრობლემები ნამდვილად არი, უბრალოდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თამაში არ მომწონებია, არა, მომეწონა, მაგრამ გარკვეული რაკურსით და ეხლა ზუსტად ამ ნათელ მხარეებზეც ვილაპარაკებ. პირველ რიგში აღვნიშნავდი თვითონ ამბავს რომლის მოყოლასაც დეველოპერები ცდილობენ და რაც საკმაოდ კარგად გამოუვიდათ - ამბავი კაცობრიობის გადაუჭრელ და დამაფიქრებელ პრობლემებზე, რომლებზეც საათობით შეიძლება მსჯელობა. ასევე ძალიან მომეწონა თვითონ დიალოგების სიტემა, რომელიც ინტერაქტიულობის გამო საკმაოდ უცხოდ და საინტერესოდ გამოიყურებოდა. არაუშავს თვითონ პერსონაჟების დამუშავების დონესაც (ზოგიერთი მათგანი ნამდვილად დასამახსოვრებელია, თუნდაც მთავარი გმირი). ზევით ჩამოთვლილი გეიმფლეი მინუსების მიუხედავათ, ცოტა საკვირველია მარა თამაში მაინც ძალიან ატმოსფერული გამოვიდა, რაც არ შეიძლება რო პლიუსში არ ჩაუთვალოთ. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, ეს იყო თვითონ აუგმენტაციები, რომლის განვითარებაც ზოგ მომენტში რეალურად უკეთესობისკენ ცვლიდა გეიმფლეის. საერთო ჯამში კი, ეს არის თამაში რომელიც თანამედროობაზე გაფიქრებს და მის საკმაოდ დამაჯერებელ სურათს იძლევა, რითიც უკვე მგონი ყველაფერი ნათქვამია.
p.s. SLaYeR მაგრად მაინტერესებს რა განსხვავებაა პირველსა და მესამე ნაწილს შორის და ღირს თუ არა თამაში, თუ არ დაგეზარება ცოტა მოყევი რამე.