S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl, შეხედულება

კონკრეტული თამაშები და პროდუქცია < პროექტზე < პროექტზე ვრცლად < გამოცდილება
Riddick
Posts: 11898

S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#1 » 05 Dec 2024 16:32

თამაშის საშუალო შეფასება ამ მომენტზე, როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე მოთამაშეებისგან არის -7.5

მთავარი რაზეც მიდის ლაპარაკი გახლავთ ტექნიკური მდგომარეობა - ბაგების რაოდენობა, რაც იმდენად კრიტიკულია, რომ ამ ეტაპზე არავინ არ უწევს თამაშს რეკომენდაციას. ამასთანავე ლაპარაკია ფუნდამენტური ელემენტების გაუმართაობაზე. მაგალითად გამართულად არ მუშაობს გახსნილი სამყარო და მასში გენერირებული მოვლენები (რაზეც იმედი აქვთ, რო დაიფიქსება). არ მუშაობს ეკონომიკა, არტიფაქტები და არი ბალანსის პრობლემები. ასევე გამოიყოფა მთავარი გმირის მოტივაცია და მის გარშემო აგებული, არადამაჯერებელი სიუჟეტი.
ყველაზე მტკივნეული კი არი ინგლისური გახმოვანება, რაც თამაშს იდენტობის ნახევარს აცლის. თან იმის მაგივრად, რო აქცენტით ლაპარაკობდნენ, გამართული ბრიტანულით მიდის დიალოგები, რაც ძაან ურტყავს იმერსიას.

პლიუსების საკმაოდ ბევრია. თვითონ გახსნილი სამყარო, რომელიც ამჯერად ერთი მთლიანი ლოკაციის სხითაა წარმოდგენილი, პოსტსაბჭოთა პოსტაპოკაფილსის ატმოსფერო, სროლის სისტემა, აზრიანი ქვესთები, ზოგადად როლფლეი და სურვაივალ ელემენტები, საკმაოდ კარგი არჩევანის სისტემით.

მოკლეთ როგორც უყურებ, რპოექტი ძალიან არაცალსახა და საკამათო მდგომარეობაშია, უბრალოდ ის ყველაფერი რაც ამ სერიის გულშემატკივარს უყვარს, მეტწილად ადგილზეა, რაც იმედს და მოტივაციას იძლევა ლოდინის.

ტექსტი უშუალოდ ჩემს მიერ ნანახი და მოსმენილის მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებაზე დგას და შეიძლება ბევრ რამეში იყოს არაზუსტი, რაც კიდევ უფრო უკეთესია, რადგან ვინც ითამაშებთ, ჩამისწოროთ და შეავსოთ ის ყველაფერი რაზეც ვილაპარაკე.

ძალიან დიდი იმედი მაქ რო საბოლოოთ ყველაზე ღირსეულ გაგრძელებას მივიღებთ.

>>>

Riddick
Posts: 11898

Re: S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#2 » 07 Dec 2024 01:54

ნერწყვები წამომივიდა ისეთი ატმოსფეროა პრიპეტში https://youtu.be/n7tnLgt9yVk?si=AnptMk7da5tp5jOf&t=1

User avatar
Ripster
Posts: 1872

Re: S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#3 » 10 Dec 2024 15:17

რაც გამოვიდა ვერ ვწყდები

ექსპლორინგი და ატმოსფერო აქვს ფენომენალური
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11898

Re: S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#4 » 13 Feb 2025 17:51

დღე ღამის მონაცვლეობის სისტემა ესეთი ჩქარი რატოა, არ გაღიზიანებდათ? მენიუში შევალ და რო გამოვალ ღამეა უკვე ))

Riddick
Posts: 11898

Re: S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#5 » 17 Feb 2025 13:58

თითქოს არაფერი ბოლომდე კარგად არ მუშაობს, არც ანიმაცია, არც დღეღამის მონაცვლეობა (რაც ზევით დავწერე), არც პერსონაჟის მოძრაობა, არც სროლა, არც რანდომ ენქაუნთერები, ყველაფერს პოლიში ჭირდება, მარა მაგის მიუხედავათ მაინც მუშაობს. ძველ, საყვარელ ნივაში ჩაჯდომასავით არი, ცუდია, ჭრაჭუნობს, მარა ემოციები მოაქ )

Riddick
Posts: 11898

Re: S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#6 » 21 Feb 2025 12:40

წონის შეზღუდვა და ჭამა არი ამ თამაშში სამაგალითო, ეპოქალური ყლეობა, რომელიც ერთ რიგში უნდა ჩაუდგეს ვიჩერის კითხვისნიშნებს )

Riddick
Posts: 11898

Re: S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#7 » 26 Feb 2025 03:08

ვერ ვთამაშობ, ძაან დაბაგულია მაინც, რო ვალოადებ ხალხმრავალ ადგილას ჭედავს. თან მაგას ემატება წონის პრობლემა, არმორი ჩამიცვია მძიმე და ლაითი გავყიდე. ეხა ვჩალიჩობ რო დავპაჩო და თან ედონი დავაყენო წონის... საქმეთ გადაიქცა ))

User avatar
grigoli1970
Posts: 864

Re: S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#8 » 26 Feb 2025 12:50

მეც მაგ ბაგების გამო ფეხს ვითრევ ჯერ ჩაწერაზე, წლის ბოლოს მაქ დაგეგმილი ამ თამაშის დაწყება

ისე ბევრი არ დამეთანხმება რაც ლოგიკურია მარა ჩემთვის მეტრო 2033 კი არი სტალკერიდან წამოსული თამაში მარა ჩემთვის მეტრო 2033 უფრო კაი სტალკერია ვიდრე თითონ სტალკერი
smothered in the crib

User avatar
Tom Clancy
Posts: 2116

Re: S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl

Unread post#9 » 28 Feb 2025 16:02

ვაა, ბოლო ორი დიდი პაჩი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული, ისე დავხურე, თითქმის უბაგოდ. მაგრად გამიმართლა ალბათ)
I won't miss.

Return to “Play”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests