სიუჟეტი:
დიახ, ჩვენი შემდეგი მიმოხილვა ისევ ზომბებს ეხება(თუ საქმის კურსში არ ხართ,წაიკითხეთ ჩემი მიმოხილვა Evil Dead:Regeneration), მაგრამ ამჯერად ჩვენ არ მოგვიწევს მათი დახოცვა, არამედ ჩვენ ვიქნებით ზომბის როლში. თქვენს წინაშეა ცნობილი ჰიტის Halo-ს ძრავზე აგებული შედევრი Stubbs The Zombie In Rebel Without a Pulse ! Stubbs The Zombie-ს სიუჟეტი შემდეგშია: თამაშის მთავარი გმირია ედვარდ "სტაბზ" სტაბლფილდი, უიღბლო კომივოიაჟერი, რომელიც მოკლული იქნა 1933 წელს დიდი ეკონომიკური კრიზისის დროს ოტის მონდეიმის მიერ. მიზეზი რის გამოც ოტისმა სტაბზი მოკლა ცოტა უცნაურია. როცა ოტისი სახლში დაბრუნდა, მან წაუსწრო სტაბზს თუ როგორ კოცნიდა ის თავის ქალიშვილს მეგი მონდეის. ოტისმა სტაბზს დაახალა თავისი მუშკეტი(თოფი) და დამარხა იმ ადგილას, სადაც აშენდა ქალაქი ფანჩბოული. ოოო, ქალაქ ფანჩბოულზე არაფერი მითქვამს? ეს იყო გამოგონილი ქალაქი, რომელიც მდებარეობდა პენსილვანიაში, 1959-ში. დავუბრუნდეთ სიუჟეტს. 9 თვის შემდეგ ოტისის შვილს მეგის გაუჩნდა შვილი ენდრიუ მონდეი, რომელიც შემდგომ გახდა წარმატებული მრეწველი და ფანჩბოულის დამაარსებელი. რამოდენიმე ხნის შემდეგ სტაბზი აღდგება მკვდრეთით და გადაწყვეტს შური იძიოს.

GAMEPLAY:
თქვენ გგონიათ, რომ ზომბი მხოლოდ ნელა დადის და სხვებს აზომბირებს? თქვენ ცდებით. სტაბზს სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს, მათ შორისაა: 1) კუჭის ბომბები - დიახ თქვენ არ მოგესმათ, კუჭის ბომბები როგორც ცოცხალი C4-ია. მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით სტაბზი ბომბს ისვრის და სასურველ ადგილზე ეწებება, ვაჭერთ ისევ ბომბი ფეთქდება. 2)ხელის კონტროლი - სტაბზის ამ შესაძლებლობით შესაძლებელია სხვა ადამინების მართვა. ამ დროს სტაბზი ხელს იძრობს და ადამიანთან მიახლოებისას ახტება პოლიციელს, ჯარისკაცს ან სპეცრაზმელს და ვმართავთ. მაგრამ გაითვალისწინეთ ამ დროს სტაბზი დაუცველია და ძალიან ადვილია მისი მოკვლა. ეს პროცესი დაახლოებით ასე გამოიუყურება:

ჰაერის გაფუჭება -სტაბზის ეს შესაძლებლობა ეფექტურია მაშინ, როცა პოლიციელები ალყას შემოგვარტყამენ და რამოდენიმე წამში ეკრანზე Game Over ეწერება. ამ შესაძლებლობის დროს სტაბზი ჰაერს აფუჭებს და იქ მყოფები რეტიანდებიან. ძალიან ადვილია მათი ზომბირება E-ს დაჭერის შემდეგ.
Head Bowling - ეს შესაძლებლობა იმაზე მიუთითებს, რომ ზომბებს ბოულინგის თამაში შეუძლიათ. სტაბზის ფეთქებადი თავი გაგორებისას ძალიან ეფექტურია მტერთა ბრბოს წინააღმდეგ. ზომბირების პროცესზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. მაგ. ადამიანს ეგრევე ვერ დავაზომბირებთ(მაგრამ დავარტყამთ თუ არა ერთხელ, ორჯერ, მსხვერპლი რეტიანდება, და მერე თქვენ მიხვდებით რაც უნდა ქნათ),ხოლო როცა მსხვერპლს უკნიდან მივეპარებით, E-ს დაჭერის შემდეგ ის ჩვენი ზომბების არმიას შეურთდება. Stubbs The Zombie-ში აგრეთვე შეასაძლებელია ტრანსპორტით სარგებლობა.მოგეხსენებათ, რომ ფანჩბოული მომავლის ქალაქია და ამ ქალაქში მომავლის ტრანსპორტიცაა. სტაბზს შეუძლია ამ ტრანსპორტით სარგებლობა.
უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ სიცოცხლეს რეგენერაცია შეუძლია, ანუ თუ დაგაკლდათ სიცოცხლე, დაიცადეთ რამოდენიმე წამით და თქვენი სტაბზი კვლავ ჯანმრთელი და უვნებელი იქნება.
გრაფიკა:
მართლაც, Halo-ს ძრავის წყალობით Stubbs The Zombie-ს შესანიშნავი გრაფიკა აქვს. თითოეული დეტალი და პერსონაჟი ისე რეალისტურად გამოიყურება, რომ თავს ნამდვილ მომავლის ქალაქში იგრძნობთ.

ხმა და ეფექტები:
თამაშში გამოყენებულია ისეთი საუნდტრეკები როგორიცაა: Mr.Sandman, Lolypop, If I only had a Brain და სხვა. მართალია ეს სიმღერები სხვადახვა მომღერალს ეკუთვნის, მაგრამ ჯგუფმა Orange-მა მათ შენსანიშნავი რემიქსი გაუკეთა.
შეფასება -საბოლოო ჯამში Halo-ს ძრავზე აგებული ზომბი-სიმულატორი, რომელიც შიშის მაგივრად სიცილს გამოიწვევს, ღირსეულად იმსახურებს 8,0 ქულას.

©Head Crusher