თამაშს, ჩვეული MMORPG-ისგან განსხვავებული მისიების სისტემა ექნება. მომაბეზრებლი დავალებების მაგივრად გამოჩნდება დინამიური მოვლენების სისტემა, რომელიც ზემოქმედებს და ცვლის სამყაროს იმის მიუხედავათ, იღებს თუ არა მოთამაშე მათში მონაწილეობას. მოთამაშეს კი, მისი მონაწილეობით, ან არ მონაწილეობით შეუძლია ზეგავლენა იქონიოს მოვლენის შედეგზე, რომელიც შემდგომში გარეზამყაროზე აისახება. მოცემულის შედეგათ, სამყარო გამუდმებით იცვლება და გეიმერს 100% დარწმუნებით არასდროს შეეძლება იმის თქმა თუ რა ხდება ამათუიმ რეგიონში კონკრეტულ მომენტში.
სიუჟეტური შემადგენელი
თამაშში მოცემულია რამდენიმე კატეგორიათ დაყოფილი, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული, სიუჟეტური ხაზი. მსოფლიოს საერთო ისტორია კი ერთერთ მათგანს წარმოადგენს - უძველესი დრაკონების გამოღვიძება და მათ მიერ Tyria-ს მიწებზე მოტანილი განადგურება. სიუჟეტის მეორე მაგალითად სათავგადასავლო გილდიის Destiny’s Edge-ის აღმსავლის და დაცემის ისტორია მოიაზრება. ამის გარდა არსებობს ყველა პერსონაჟის საკუთარი სიუჟეტი, რომელიც მისი შექმნის მომენტიდანვე გენერირდება, ხოლო პერსონაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სიუჟეტის, ისტორიის, მისი პირადი ცხოვრების, სახლის და ურთიერთობების განვითარებაზე აისახება. და ბოლო, ყველა რეგიონისთვის დამოუკიდებლად გენერირებადი, სამყაროს მიმდინარე ისტორია, განუწყვეტლივი მოვლენების განვითარებით, რაც გარკვეულ ფრაქციებს, რასებს და ცალკეულ პერსონაჟებს ერთმანეთში ურთიერთქმედების პერსპექტივას აძლევს.
Sidekick-სისტემა
«sidekick» სისტემა თქვენი და თქვენი მოწინააღმდეგის ლეველის გათანაბრებას, ან იმ მომენტში მდებარე ლოკაციის პირობებიზე მოსარგებ მოდიფიცირებას ახდენს. დაბალი ლეველის პრესონაჟი, რომელსაც მაღალი ლეველების შეტაკებებში, ან სხვა ტიპის მოვლენებში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს, ავტომატურად გაძლიერდება და განვითარებულ მოთამაშეებს სათანადო დონეზე დაუდგება, ხოლო მოთამაშე რომელიც, პირიქით, დაბალი ლეველების ზონებში/ივენთებში დააპირებს მონაწილეობის მიღებას, ავტომატურად მოსლაბდება. World vs. World-ის ზონაში ორი პერსონაჟის შეტაკების დროს, დაბალი ლეველის მქონე პერსონაჟის ლეველი ავტომატურად იმატებს და მოწინააღმდეგის ძალებს უტოლდება.
Person vs Person
Guild Wars 2-ის PvP-ში ყველა მოთამაშე, ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, ერთიდაიგივე ლეველზე იბრძვის, ასერომ გამარჯვების მოპოვებისთვის, თქვენი თამაშის უნარი და სწორი სტრატეგია უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება. თამაშის PvP ორ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი. ესენია ჩქარი დაკავშირების სქემით შექმნილი მატჩები და სერვერთა შორისი შეტაკებების რეჟიმი.
PvP მატჩები - მოთამაშეთა გუნდები ერთმანეთს მოწინააღმდეგეების ხოცვაში და სტრატეგიული წერტილების დაკავებაში ეჯიბრებიან, რის მეშვეობითაც უგროვდებათ ქულები. PvP მატჩებში სტრატეგიული მიზნების შეცვლის მექანიზმის მეშვეობით უდიდესი მრავალფეროვნებაა შემოტანილი - მოთამაშეებს ერთ მატჩში უზარმაზარი დრაკონის შეტევის გადატანა, ხოლო მეორე მატჩისთვის მოწინააღმდეგის თავდაცვის დანადგარების განადგურება მოუწევთ.
World vs World (WvW) - Guild Wars 2-ში ეს არის ეპიკური ბრძოლა სამყაროებს (სერვერებს) შორის შეუზღუდავი მოთამაშეების რაოდენობით. მოცემული ტიპის Person vs Person შეტაკებები, ტირიის გამყოფი სამყაროების/რეალობების გასაყარზე, the Mists-ის ტერიტორიებზე ჩატარდება. WvW-ს ბრძოლებში ყველა ლეველის, ყველა ტიპის განვითარების მქონე და წარმომავლობის PvE პოერსონაჟს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ყოველ კვირას ჩატარებული ბრძოლების საფუძველზე, ერთნაირი ძალების სხვადასხვა სამყაროები, სამ ნაწილად დაჯგუფდება და საბოლოოთ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში წარსდგებიან.
P.S. 28 აგვისტოს გამოდის და არგინდათ სექტემბერში დავიწყოთ ერთად? საკმაოდ კარგი MMO ჩანს ძალიან ბევრი აქებს და ჩემი აზრით კარგი ვარიანტია... თან რაც ყველაზე ძაან მომწონს საბსქრიფშენი არ ჭირდება (ანუ თვიური გადასახადი არ უნდა) როგორც პირველი იყო, იყიდი თამაშს და აღარ იხდი ყოველ თვე...