The Elder Scrolls V: Skyrim, PC, X360, PS3

კონკრეტული თამაშები და პროდუქცია < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#1 » 07 Jun 2011 18:12

The Elder Scrolls V: Skyrim!

>>>
  • Developer: Bethesda Softworks
  • Publisher: Bethesda Entertainment
  • Genre: Role-Playing
  • Engine: 'Creation-Engine'
  • Release Date: 11.11.11.
  • Platforms: PC, X360, PS3
Oblivion'ის გამოსვლის წლიდან თითქმის 5 წლის ლოდინის შემდეგ, VGA 2010'ზე Morrowind'ის პროექტის
ხელმძღვანელმა და Oblivion'ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა Todd Howard'მა ოფიციალურად
დაადასტურა შარშან გაჟონილი ინფორმაცია სერიის შემდეგი ნაწილის - Skyrim'ის შესახებ.
იქვე მოხდა თიზერის ჩვენება და პირველადი ინფორმაციის გავრცელება,
რომელიც მოიცავდა იმას, რომ TES V
იქნება მეოთხის (Oblivion) სიქველი, მოქმედება განვითარდება ტამრიელის პროვინცია Skyrim'ში, თამაშის
ენჯინი იქნება სრულიად ახალი, დიდი როლი ექნებათ დრაკონებს და მთავარი პერსონაჟი - Dragonborn (Dovahkiin).
რელიზად კი ამა წლის 11 ნოემბერი გამოცხადდა.

► Show Spoiler

თიზერთან ერთად clicker-and-drag სურათი (რომელიც ნაჩვენებია თვითონ თიზერში) შეგიძლიათ ნახოთ აქ

► Show Spoiler

6 იანვარს GameInfomer'ის საიტზე დაიდო სტატია, რომელიც გულისხმობდა შემდეგს:
Bethesda'სგან მიუღიათ 14 გვერდი ინფორმაცია და სქრინები მომავალი მონსტრის (Skyrim) შესახებ, რომელსაც თებერვლის ნომერში გამოსცემდნენ.
საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ჟურნალის ყდაზე ასახულია სიმბოლოები, რომელნიც იდეაში "დრაკონების ენაზეა" დაწერილი (სპეციალურად შექმნილი Bethesda'სგან), მათი გაშიფრვა კი "ააშკარავებს" თიზერს და სთორის პირველ სიტყვებს გვაძლევს.
გაშიფრული სიმბოლოები თავისი განმარტებებით გამოიყურება ასე:

  • Dovahkiin Dovahkiin
  • Naal ok zin los vahriin
  • Wah dein vokul mahfaeraak ahst vaal
  • Ahrk fin norok paal graan
  • Fod nust hon zindro zaan
  • Dovahkiin Fah hin kogaan mu draal
  • Ahrk fin kel lost prodah
  • Do ved viing ko fin krah
  • Tol fod zeymah win kein meyz fundein
  • Alduin feyn do jun
  • kruziik vokun staadnau
  • voth aan bahlok wah diivon fin lein
    ინგლისურად:
  • Dragonborn Dragonborn
  • By his honor is sworn
  • To keep evil forever at bay
  • And the fiercest foes rout
  • When they hear triumph's shout
  • Dragonborn for your blessing we pray
  • And the scrolls have fortold
  • Of black wings in the cold
  • That when brothers wage war come unfurled
  • Alduin bane of kings
  • Ancient shadow unbound
  • With a hunger to swallow the world

>>>

რამოდენიმე დღეში (2-3) ზუსტად ამ ნომრიდან ერთ-ერთ ფორუმზე ნაადრევად (არაოფიციალურად) გამოქვეყნდა ინფორმაციისა და სქრინების ნაწილი.
ზემოთ ნახსენები ინფორმაცია მომავალი თამაშის შეშახებ ცვლილებებსა და დამატებებს ეხება.
მაგალითად, თამაშის მოქმედება განვითარდება ობლივიონის სიუჟეტიდან 2 საუკუნის შემდეგ. დამატებულია ორ-ხელიანი საბრძოლო იარაღები, გასწორების პროცესშია მესამე პირის ხედვა, დახვეწილია დიალოგების სისტემა: NPC'თან დიალოგის დაწყებისას თამაშის პროცესი არ ჩერდება, ისიც არ არის მოთამაშეზე არაბუნებრივად დამზერებული, არამედ აგრძელებს მის მოქმედებას (ვითარებასთან შესაბამისად), რაც ამ ყველაფერს რეალურს და დახვეწილს ქმნის. ყველა იარაღთან პერსონაჟს გააჩნია უნიკალური მოძრაობები, ასევე ხდება მტერთან ბრძოლისას. იხვეწება პერსონაჟის შექმნის ფუნქცია. ჩრდილები დინამიურია. თამაშში იქნებიან ბავშვებიც. ასევე იხვეწება პერსონაჟების მოდელები, სახის ემოციები - ყველა რასისთვის განსხვავებული იერი იქნება შექმნილი. Dragonborn'ს ეყოლება მრჩეველი, სახელად Esbern, რომელიც გადარჩენილი ბლეიდია (გილდია, რომელიც ემსახურება სამეფო საგვარეულოს. ობლივიონში უხუცესი ბლეიდია Jaufre.). იქნება 5 სხვადასხვა დიდი ქალაქი და ბევრი პატარა დასახლება. გაუმჯობესებულია სტიქიური მოვლენები: თოვლი არ იქნება მარტივი ტექსტურის, ქარის ხეებზე ზემოქმედება საგრძნობად რეალური იქნება, ისევე როგორც წყლისა და წვიმის ეფექტი. მოთამაშე ამჟამად ვერ ირბენს ერთი და იგივე სიჩქარით როგორც წინ, ისე უკან. დადასტურებულია შემდეგი ქმნილებები: zombies, skeletons, draugr, trolls, mountain giants, ice wraiths, giant spiders, dragons, wolves, horses, elk, mammoth, saber-toothed cats.
ასარჩევად გვექნება 10 რასა..

პოსტი სრული სახით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ
სქრინები იმავე სიახლიდან:

>>> >>> >>> >>>

მცირე რამ Skyrim - როგორც პროვინციის შესახებ:
Skyrim არის ტამრიელის უკიდურესი ჩრდილოეთ პროვინცია, მთიანი, თოვლიანი რეგიონი. ასევე, ყველაზე ნაკლებად სტუმართმოყვარე მხარეებს შორის. ის უხსოვარი დროიდანაა სხვადასხვა რასის ცივილიზაციის კერა. უკანასკნელი ცნობებით, სკაირიმში დომინირებენ ნორდები, რომელთა სამშობლოდაც ითვლება. Merethic ერის გვიან პერიოდამდე მიწა მთლიანად ეკავათ ელფებს, სანამ საბოლოოდ არ გაძევდნენ Merethic ერის გვიან პერიოდში ნორდების მიერ, რომელთაც სათავეში ედგა მათი მეფე Ysgramor, რომლის მოღვაწეობის, დაბადებისა და სიკვდილის თარიღები ისტორიას არ შემოუნახავს.
Skyrim ბევრი დიდი ბრძოლა-გადატანილი მიწაა, რომლის ლანდშაფტი სწორედა მ ფაქტორის გამოა შეცვლილი და საბოლოოდ უსწორმასწორო. ადგილობრივ ნორდებს სჯერათ, რომ ისინი წარმოიშვნენ აქ, ასობით ქვის საფეხურით მისასვლელ მთა High Hrothgar'ზე, როცა ისინი უბრალოდ პროვინციაში იმიგრირებულ რასას წარმოადგენენ. სხვადასხვა ხალხის მიგრაციები სწორედ ის მიზეზი იყო, რამაც Skyrim'ს მრავალ ომ გადატანილი პროვინციის სახელი მისცა.
ბრეტონები და რედგუარდები დღესაც ცნობილნი არიან, როგორც აქტიური მეამბოხეები პროვინციაში. მათი წინააღმდეგობა აღინიშნება ძირითადად ქალაქ Jehenna Elinhir'ში. Bend'r-mahk'ის ბრძოლამ რეგიონის ფართოზე ზეგავლენა მოახდინა და მიასაკუთრებინა Hammerfall'ისა და High Rock'ის ტერიტორიების მცირე ნაწილი.
Skyrim'ის არქიტექტურა აისახება სიროდიილის ჩრდილოეთის ქალაქ ბრუმაში. მშენებლობაში გამოიყენება მტკიცე ქვა და მხვილი ქვა ყინვის კარგად გასაძლებად. უმეტეს წილად სახლებს გააჩნიათ სარდაფი, მიწისქვეშა ნაკვეთი.
ეს საკმაოდ შეძლებული პროვინციაა, შესაბამისად აქვს მდიდარი ადგილები. "Solitude" -- ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საგრაფოა რეგიონში, ადგილი, სადაც შედგა მეფე თაიანის ქალაქ-სახელმწიფო Dawn'ის დედოფლის, Macalla'სთან შეუღლება.
მხარეში აღინიშნება მოროვინდის გავლენაც, კერძოდ Winterhold'ში, სადაც მოროვინდიდან დევნილებმა შეაფარეს თავი, და მოიტანეს იდეები დატოვებული მიწიდან.
რეგიონი ამჯამად Jsashe'ს (თვითაღიარებული Lorkhan'ის ქურუმი) სამფლობელოს წარმოადგენს.

    Skyrim'ის ქალაქები:
  • Dawnstar -- რეგიონის ჩრდილოეთში
  • Falkreath -- სამხრეთი
  • High Hrothgar -- Snow-Throat მთაზე
  • Markarth Side -- დასავლეთი
  • Rifton -- სამხრეთ-აღმოსავლეთით
  • Whiterun -- აღმოსავლეთი
  • Solitude -- ჩრდილო-დასავლეთი, ერთ-ერთი უმდიდრესი საგრაფო ტამრიელში
  • Whiterun - -აღმოსავლეთი
  • Windhelm -- ჩრდილო-აღმოსავლეთი
  • Winterhold -- ჩრდილო-აღმოსავლეთი, ეს მდიდარი და გავლენიანი ქალაქი პროვინციის ერთგვარ სახეს წარმოადგენს
>>>

პროვინციის ღირსშესანიშნავი ადგილები:

Haafingar (Solitude):
Skyrim-ის საპორტო ქალაქი, სადაც მდებარეობს ცნობილი Bards' College - მგოსანთა დიდი სკოლა. თავისი დიდი შენობით.
ნავსადგური მუდმივად გადაჭედილია პროვინციის ტყის შეშითა და დამარილებული თევზეულით დატვირთული ნავებით, რომელნიც ყოველდღიურად ანხორციელებენ მიმოსვლას Wayrest (High Rock-ში, Bjoulsae-ს მდინარეზე გაშენებული დამოუკიდებელი რეგიონი), Anvil (სიროდიილის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კერძოდ Goald Coast-ზე მდებარე სანაპირო ქალაქი, რომელსაც გასასვლელი აქვს Abecean-ის ზღვაზე) და Senchal-ის (Elsweyr-ში მდებარე, ტამრიელის ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი) მიმართულებით, სადაც ორმხრივ ვაჭრობას ეწევიან აღნიშნული საქონელით.
როგორც აღინიშნა, აქ მდებარეობს Bards' College, მისი საკუთარი ხელობა-საქმიანობით ცნობილი მოსწავლეებით, რომელიც დაარსდა სკაირიმში 'ალესიას ფლირტის' პერიოდში.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის მთელს ტამრიელში სამუშაოს პოვნა რთულ საქმეს არ წარმოადგენს, იქნება ეს წარჩინებულთა ოჯახი თუ სიროდიილის აღდგენილი სამეფო კარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა არჩევს გაჰყვეს სახელგანთქმული აღმზრდელის გზას, როგორიცაა Callisos და Morachellis

Windhelm:
ოდესღაც პირველი იმპერიის დედაქალაქი, Ysgramor-ის დინასტიის სასახლე, ახლაც დომინირებს "ძველი ქალაქის" ტერიტორიაზე.
"მეფეების სასახლე" ერთ-ერთია პროვინციის იმ მცირე რაოდენობის უძველეს შენობათაგან, რომელნიც ამჟამად შემორჩენილია და გარკვეულ წილად ფუნქციონირებენ.

Throat of the World:
ეს არის ყველაზე მაღალი მთა Skyrim-ში, და სიმაღლით მეორე წერტილი მთელს კონტინენტზე.
ნორდებს სჯერათ იმ ლეგენდის, რომელიც ასწავლის, რომ ადამიანები წარმოიქმნენ აქ, როდესაც ცამ მიწას ჩაჰბერა.
"დაბრუნების სიმღერა" არა მარტო Ysgramor-ის შურის მაძიებელი მიზნით დაბრუნებას შეეხება Saarthal-ის განადგურების შემდეგ, არამედ ნორდების იმ მიწაზე ხელ-ახლა მოსვლას, სადაც მათ სჯერათ, რომ დასაბამი მიეცათ (მაშინ, როდესაც სწორედ აქ განიცადეს მიგრაცია, და არა პირიქით, როგორც თავად მიიჩნევენ).
პროვინციაში მომთაბარეები მოგზაურობდნენ იმ იმედით, რომ ავიდოდნენ შვიდიათას საფეხურს და მიაღწევდნენ High Hrothgar-ს, სადაც ყველაზე ძირძველი მკვიდრნი - Greybeard-ები ცხოვრობენ, და სულ უფრო და უფრო იმისკენ მიისწრაფიან, რომ დაამყარონ ცის ხმასთან მაქსიმალური ჰარმონია

>>>

ცის შვილები - Children of the Sky:
ნორდების გაგონებაზე ყველას თვალწინ წარმოუდგება სიმაღლით გამორჩეული რასა გრძელი, ხშირი თმით. აქვთ ყინვის გაძლების განსაკუთრებული უნარი (მაგიური ყინვების წინააღმდეგაც კი)
ამ რასის ხალხი ცნობილნი არიან, როგორც ენთუზიაზმითა და შემართებით აღსავსე მებრძოლები, და მოქმედებენ მთელი ტამრიელში, როგორც სამხედრო ხალხი ან დაქირავებული მეომრები. იყენებენ საბრძოლო მეთოდების არატრადიციულ გზებს.
რასის სხვადასხვა პროვინციებში იმიგრირებული მიმოქსაქსული წარმომადგენლები ძირითადად სახლდებიან რეგიონის სხვა პუნქტებთან შედარებით მაღალ და ცივ ადგილებში, რაც მათ თავიანთ სამშობლოს აგონებთ.
ისინი ასევე არიან ძირძველი მეზღვაურებით, რომლებიც ზღვაოსნობით დასაბამიდან ირჩენენ თავს. ზღვა სწორედ Atmora'სთან არის კავშირში, ადგილთან, სადაც ტამრიელში მიგრაციამდე ცხოვრობდნენ. მეზღვაური ნორდები შესაძლებელია შეგვხვდეს ტამრიელის თითქმის ყველა სანაპიროზე, როგორც კაპიტნები, ვაჭრები, მეთევზეები, etc.

"The cities of Skyrim are a testament to Nord ingenuity and craftsmanship.
Chief among them are Solitude, seat of the High King and capital of the province; Windhelm, ancient and bonored, a jevel in the snow; Markarth, carved into the living rock itself, in ages long since past; Riften, nestled in the golden shadows of the Fall Forest, whence comes delicious fish and mead; and Whiterun, built around the hall of Jarraskr, home of the most noble Companions and revered Skyforge." - Hrothmubd Wolf-Heart, Nords of Skyrim

როგორც ამ რასის სახელი მიგვანიშნებს, ისინი ჩრდილოეთიდან არიან (Nord - North). მათ დასაბამი მიეცათ უკიდურეს ჩრდილოეთ კონტინენტ Atmora'ში. ის მცირე რამ, რაც ცნობილია ამ კონტინენტის შესახებ, შენახული და გადმოცემულია იმ ჩანაწერებში, რომლებიც ამჟამად ეკუთვნით ელფებს და არ არის ღია, ხელმისაწვდომი იმპერიალ სწავლულთათვის. თუმცა ცნობილია, რომ Atmora არის იგივე Elder Wood. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდა, კარგად ერგება ცივ კლიმატს, უძველეს დროში ის უნდა ყოფილიყო ექსტრემალურად მყინვარე კონტინენტი, დაახლოებით იმ დონის, როგორიც დღეს სკაირიმია.
არსებობს გადმოცემის წყარო, რომელიც გულისხმობს შემდეგ ფაქტებს: იმიგრაციის პერიოდში Atmora მოიცვა სასტიკმა და სისხლიანმა სამოქალაქო ომმა, და კაცმა, სახელად Ysgramor, მშვიდობიანი მოსახლეობა გამოდევნა ყველა მხირდან, და აიძულა გაეცურათ სამხრეთისკენ. მიწა, რომელიც კონტინენტიდან სამხრეთით მომავალ ზღვას შეხვდა, იყო Skyrim'ის ჩრდილოეთ ნაპირი, კერძოდ - Hsaarik Head, ტამრიელის კონტინენტის უკიდურესი ჩრდილოეთ მწვერვალი. მათ ახალ მიწას დაარქვეს Mereth (Skyrim'ის ძველი სახელი).
ისტორია გრძელდება, მრავალმა წელმა განვლო პროვინციაში ადამიანებისა და ელფების კეთინგანწყობილ და მშვიდობიან ცხოვრებაში. ეს იყო ჰარმონიის ხანა. თუმცა რასული დაპირისპირებები თანდათონობით ღვივდებოდა და ორი მოდგმის ურთიერთობაც იძაბებოდა. დიდი ხანი არ იყო დარჩენილი კონფლიქტის საბოლოო ამოხეთქვამდე.
საწინააღმდეგოდ იმ მცდარი ისტორიებისა, რომელნიც მიაწერენ Ysgamor'ს ტამრიელში პირველი დასახლების შექმნას, არსებობს წყაროები, რომელნიც მოგვითხრობენ იმ მოსახლეობის შესახებ, რომელნიც მისი და მისივე კოლონისტების იმიგრირებამდე ცხოვრობდნენ კონტინენტზე და ცივილიზაციის კერაც აქ ჰქონდათ შექმნილი. დიახ, ისინი მხოლოდ იმიგრაციის გვიან ტალღაში მოყვნენ, და არ იყვნენ პირველი მოაზროვნე ქმნილებები აღნიშნულ მიწაზე.
ცნობილი არ არის, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, მაგრამ არ არის ის, რომ ალდმერებმა (Aldmer -- პრო-ელფები, ტამრიელის ერთ-ერთი უძველესი მოდგმა) ნორდების ქალაქ-სახელმწიფო Saarthal მიწასთან გაასწორეს, ამოხოცეს ყველა ვინც წინააღმდეგობა გაუწიათ და ვინც ვერ გაიქცა. არსებობს ვარაუდი, რომ მათ ეს მკრეხელობისა და სხვა გამოწვევების საპასუხოდ ჩაიდინეს. ამ ღამეს დაერქვა 'Night of Tears".
ამ თავდასხმისგან გადარჩენა შესძლეს მხოლოდ ნორდმა მეფე Ysgamor'მა და მისმა ორმა შვილმა, რომელნიც შემდეგ გაიქცნენ კვლავ Atmora'ში.
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, როდესაც ის 500 თანამოძმესთან ერთად დაბრუნდა შურის საძიებლად. მათ ჯერ მომხდარ ადგილას ამოხოცეს ელფები, შემდეგ კი ტამრიელში მათი მთელი მოდგმა გაანადგურეს.
პირველი ერის 241 წელს მეფე Vrag'მ დაიწყო მისი გეგმის განხორციელება, რომელიც 'Conquest of Skyrim'-ის სახელითაა ცნობილი (სკაირიმის დაპყრობა). მან ბრძოლის კულმინაცია მოახდინა ნორდების პირველ იმპერიაში. მისი მსვლელობა წარმატებით დასრულდა.
50 წლის განმავლობაში Skyrim მართავდა მთელს ჩრდილოეთ ტამრიელს: High Rock'ის ტერიტორიის უმრავლეს ნაწილს და მთლიანად ამჟამინდელ Morrowind'ს. ამბიციური ნორდი ლიდერები რამდენიმეჯერ შეეცადნენ ჩრდილოეთ სიროდიილის დალაშქვრას, თუმცა Jerrall'ის მთები ძალიან დიდი და რთულად გადასალახი ბარიერი გახლდათ.
საუკუნეების განმავლობაშ სკაირიმის სამეფო იმარჯვებდა და მარცხდებოდა ბრძოლებში.
პირველი ერის 415'ე წელი იმპერიის დაცემის თარიღი აღმოჩნდა, ეს იყო Ysgamor'ის შთამომავლობის უკანასკნელი წარმომადგენლის, მეფე Borgas'ის სიკვდილის დრო. როდესაც სამმართველო საბჭოს არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი მეფის ასარჩევად, გაღვივდა შიდა სამოქალაქო ომი. პროვინციამ მისი მთელი ძალაუფლება High Rock'სა და Morrowind'ში დაკარგა და გაიყო სხვადასხვა დამოუკიდებელ სამეფოებად.

"Those who become Emperor and light the Dragonfires are surely Dragonborn - the proof is in the wearing of the Amulet and the lighting of the Fires.
But were they Dragonborn and thus able to do these things - or was the doing the sign of the blessing of Akatosh descending upon them?
All that we can say is that it is both, and neither - a divine mystery."
    - Emelene Madrine, The Book of the Dragonborn

Thu'um
"T h e W a y o f t h e V o i c e"

ნორდებს ძველი ტრადიციის სახით გააჩნიათ მაგიის საკუთარი, უნიკალური სულიერი ფორმა, რომელსაც თავად 'ხმის გზას' (The Way of the Voice) უწოდებენ. დაარსებულია ქარის სათაყვანებლად, რომელიც მათთვის ანსახიერებს *Kynareth-ს.
როგორც ზემოთ დაიწერა, ნორდები თავიანთ თავს მიიჩნევენ ცის შვილებად, ნორდის ხმა და სუნთქვა მისთვის სასიცოცხლო არსს წარმოადგენს. მათი ხმის გამოყენებისას ის გარდაიქმნება მაგიურ ყვირილად/thu'um-ად. შაუთები გამოიყენება ხანჯლების გასალესად, მტრის შორ მანძილზე გადასაგდებად ან დიდი და ძლიერი მოწინააღმდეგისთვის ზიანის მისაყენებლად. ამ ხმების ოსტატებს The Toungues ჰქვიათ (ქართულად ცუდად ითარგმნება, ამიტომ უბრალოდ tongue-ად მოვიხსენიოთ), და მათი ძალა ლეგენდარულია. მათ უმრავლესობას - განსაკუთრებით ძლიერებს - არ შეუძლიათ ილაპარაკონ გარემოსადმი მცირე თუ დიდი ზიანის მიყენების გარეშე. იძულებულნი არიან ხალხთან ურთიერთობისას გამოიყენონ სიმბოლური, მინიშნებითი ენა (sign language, ყრუ-მუნჯებივით) ან ისაუბრონ წერით. შეუძლიათ ასეულობით მილის დაშორებით გაისროლონ ბგერები და გადაადგილდნენ მათი საშუალებით.
მოროვინდის დაპყრობისა და პირველი იმპერიის დაარსების ჟამს, მებრძოლი არმიის ყველა დიადი ნორდი მეთაური სწორედ The Tongues მიეკუთვნებოდა -- Derek the Tall, Jorg Helmbolg, Hoag Merkiller, ეს უკანასკნელი ლორეში შესულია მხოლოდ ერთი პატარა ხაზით, მოღვაწეობის დაუდგენელი თარიღით. ომის დროს, ქალაქებზე თავდასხმისასარმიას არ უხდებოდა ალყის შემორტყმა, მათი ძლიერი ხმა პირდაპირ ანგრევდა ქალაქისა და ციხე-სიმაგრეების კარიბჭეებს, მებრძოლები ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე შედიოდნენ მტრის უკვე ღია ტერიტორიებში. მაგრამ, ნორდების საუბედუროდ, უძლიერესი tongue - Jurgen Windcaller, გახდა პაციფისტი, და უარჰყო 'ხმის ხელოვნების' ომში გამოყენების ტენდენცია, ეს იდეა კი მოგვიანებით გაბატონდა, რაც ნიშნავდა, რომ ნორდთა ლაშქარი ვეღარ გამოიყენებდა ამ გამარჯვების მომტან ძალას. მან შთანთქა ჩვიდმეტი უძლიერესი ოსტატის ხმა მებრძოლთა სკოლიდან სამი დღით - მანამ, სანამ მისი მოწინააღმდეგეები ძალ-ღონე მილეულნი იწვნენ, შემდეგ კი მისი მოსწავლეები გახდნენ. ამის შემდეგ მას უწოდებენ 'მშვიდს' - The Calm.
დღეს ყველაზე ძლიერი და გამოცდილი ოსტატები განმარტოებით ცხოვრობენ უმაღლეს წერტილებში, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ აქვთ სიტყვები წარმოთქმული - როდესაც ახალგაზრდა ტიბერ სეპტიმის ბედი ხალხს განუცხადეს (როგორც გადმოცემულია სიროდიილში).
იმპერატორმა ტიბერ სეპტიმმა დააარსა 'ხმის ხელოვნების სასწავლებელი' სკაირიმის დასავლეთში, ქალქ Markarth Side'-ში. შემდეგ კი უზრუნველჰყო იგი მუდმივი შემოსავლით, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა 'ხმის ოსტატები' მალე ბრძოლის ველზე დაბრუნდნენ.

>>>

(Markarth Side)

აი ეს კი მოგვცემდა იმაზე ფიქრისა და ვარაუდის უფლებას, რომ ისინი შეიძლება სერიის მომავალ ნაწილში, Skyrim-ში ცოცხლად ვიხილოთ.
როგორც თავად კარგად კარგად იცით, ეს (ზემოთ მოყვანილი) არის პირველი სქრინი TES V: Skyrim-იდან, რომელიც დეველოპერების სამუშაო ოთახებიდან გავიდა და ვნახეთ, საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ჩემი თეორიით და სავსებით რეალური შესაძლებლობით, ეს ნაგებობა არის Imperial College of the Voice.

*Kynareth -
სამოთხის, ქარის, ელემენტების, უხილავი სულების ქალღმერთი, ცხრა/რვა ღვთისმეტყველიდან ერთ-ერთი. მოგზაურებისა და მეზღვაურების მფარველი. ნორდები მას Kyne-ად მოიხსენიებენ. წვიმას უწოდებენ მის ცრემლებს, რომელსაც ღვრის Lorkhan-ისთვის, რომლის ამბავიც ცალკე თემაა.

(ამონარიდი ზოგადად Lore და "ჯიბის მეგზური"-დან)

ვიდეოები თამაშზე მუშაობის პერიოდიდან:
The Elder Scrolls V: Skyrim - Sound Design
The Elder Scrolls V: Skyrim - Composing Theme
The Elder Scrolls V: Skyrim - Designing Shouts and Dragons
The Elder Scrolls V: Skyrim - The Art Of Skyrim
The Elder Scrolls V: Skyrim - Time-Lapse Art Video
The Road To Skyrim: Todd Howard - Getting into the Industry
The Road To Skyrim: Todd Howard - State of the Industry
The Road To Skyrim: Todd Howard - State of the Industry
The Road To Skyrim: From Arena To Skyrim
Bethesda Game Studios tour with Todd Howard

საჭირო ლინკები:
Bethblog
TES Official Web-Page
TES Official Forum
UESP
Imperial-library
Skyrim on GI
Skyrim Nexus

► Show Spoiler

► Show Spoiler

>>>

- ოფიციალურად ჯერ-ჯერობით გამოუსვლელი მთავარი მუსიკალური თემის (main theme) გადაკეთებული, დაედიტებული და პიანინოზე შესრულებული ვერსიები (თუ რომელიმეს MP3 ვერსია მოგინდებათ, გამოაგზავნეთ PM): -

8-bit version
Orchestral Cover
Orchestral Cover (no choirs)
Piano by Taioo

► Show Spoiler

► Show Spoiler

- E3-ზე და QuakeCon-ზე ნაჩვენები დემოს სუფთა, მაღალი ხარისხის ვიდეო სამ ნაწილად -

დამატებითი ინფორმაციისთვის გამოგადგებათ შემდეგი მისამართები:

Official Bethesda Forum?
Official Bethesda Blog
Official ElderScrolls
Unofficial Elder Scrolls Pages (UESP)
Imperial Library
Skyrim wiki

Box Art

>>>

Welcome to the land of Skyrim

>>>

I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#2 » 08 Jun 2011 16:24

I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6211

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#3 » 11 Jun 2011 13:43

ახალი ვიდეო მაინც არ დადეს ხო? ისევ მაღლა რო დევს მაგაზე გაკეთდა ხო რევიუ?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#4 » 11 Jun 2011 14:32

IGN-მა და GS-მა ისევ ის ანახეს და lame კითხვები დასვეს, მეტი არაფერი.
E3-მდე ამბობდნენ ჯამში 30 წუთიანი ჩვენება გვექნება-ო, ალბათ დახურულ ოთახში იყო დანარჩენი.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#5 » 14 Jun 2011 22:07

I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6211

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#6 » 27 Jun 2011 16:13

მთელი ვიდეო დებილივით ვუყურებდი, ვერ გავიგე რა ხდებოდა და ბოლოს გამოვყლევდი
ცხვრები რა საჭირო იყო ვერ მივხვდი ოღონდ ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#7 » 06 Jul 2011 11:52

უპასუხეს კითხვებს

>>>

ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ.
ობლივიონის Fan Q&A მოიცავდა 100-ზე მეტ კითხვას, აქ კი სულ 25 კითხვაა მოცემული და პირველი კითხვა we're not talking about that yet-ით დაიწყო.

აქ მოცემული ინფორმაციიდან უმრავლესობა აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა მაინც კარგია და არის რამდენიმე ახალი პასუხიც ინტერვიუში,
მაგალითად:
male/female სქესის გმირებს განსხვავებული ანიმაციები აქვთ გაკეთებული, ასევე Beast რასებს (Argonian, Khajiit)-საც საკუთარი, უნიკალური ანიმაციები ექნებათ ბრძოლისას.
თამაშში შეგვეძლება რომელიმე NPC-სთან დამეგობრება/დაქორწინება (ამას ერჩივნათ უფრო მეტი დრო დაეთმოთ კომპანიონებისთვის IMHO, თუ ძალიან კარგად არ გამოუვიდათ, ამას დავაბრალებ.)
უიშვიათესი და ყველაზე ძვირად ღირებული საჭურველი - Dragon Armour.
ორთაბრძოლები ტავერნაში ^^

Lycanthropy - არაფერი უთქვამთ (იმედია იქნება).
საბრძოლო იარაღების ჩამონათვალში არ შედის შუბები.

დანარჩენი ვიცოდით რა..

მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ შეიძლება შემდეგ ნაწილებადაც გააგრძელონ, როგორც ეს ობლივიონის გამოსვლის დროს იყო.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6211

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#8 » 06 Jul 2011 12:31

You can get married, and your spouse can move in if you own a house
Your leaning toward good or evil isn't represented by a number
Boss fights are not just enemies with more HP. They use a variety of tactics
Don't count on destructible environments
Skyrim has tavern brawls!
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Alucard
Posts: 435

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#9 » 06 Jul 2011 13:58

ყოველთვის წარსულ დროს მივტიროდი რატო მაშინ არ დავიბადე სანამ ხმალი ხოდში იყო თქო და მგონი ცოტა შემიმსუბუქებს ეს თამაში მაგ მწუხარებას.

User avatar
SLaYeR
Posts: 6211

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#10 » 06 Jul 2011 21:34

დრაკონები ბოსები და ტაქტიკები არ ვიცი მე, თამაშს თუ დავიწყებ ცოლი მომყავს და rest rest rest rest rest რეჟიმით ვცხოვრობ x D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#11 » 06 Jul 2011 23:31

არავის არ ეკიდა რომანტიზმის ინფო ჩემზე მეტად, ლიკანთროპია (ამ სიტყვის ქართული ეკვივალენტი?) უფრო მინდოდა.

არა რა, თავიდან ბოლომდე, ძირ-ფესვიანად უნდა გადავღეჭო, ბალახების გათელვა, ტავერნაში ბოთლების დალეწვა და კასრების გახვრეტა, მამონტებისთვის ეშვების მომტვრევა, გოლიათების კომბლების გადატეხვა, თანგებზე ხმამაღლა დაღრიალება, დრაკონებისთვის მუსრის გავლება და დრაუგრების ცეცხლში ჩაწვა მინდა!

უნდა გამოვყლევდე იმდენი უნდა ვითამაშო.
I won't miss.

Riddick
Posts: 11871

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#12 » 07 Jul 2011 02:37

კაი შემართებაგაქ და ვგრძნობ რო გალურჯებამდე ითამაშებ =)
მეც მაგრად მომეწონა რამდენიმე მომენტი, განსაკუთრებით დრაკონების რანდომ გადაადგილების ამბავი. საერთოდ მსგავსი რანდომ ამბები მაგრად ამართლებს თუ სწორად არის გამოყენებული (თუნდაც დიაბლოს მეპის ამბავი გაიხსენეთ). ერთი სიტყვით რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი - არა დასკრიპტული - მომენტი მით უფრო ბუნებრივი და ინდივიდუალური თავგადასავალი გამოუვა ყველას და დამიჯერეთ მაგაზე მაგარს ვერაფერს ვერ იზავენ

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#13 » 07 Jul 2011 16:22

კი random encounter-ები იქნება სულ.
თითქმის ყველა ინტერვიუში ისმის - "not scripted" "we never know what they're going to do right now" "that dragon can land everywhere" და ა.შ.
ამას დამატებული Radiant AI/Radiant Story.

აქვე კარგი ამბავი - Jeff Baker დაბრუნდა!
ვინც არ იცის თუ ვინ არის ეს პიროვნება, გეტყვით, რომ ეს კაცი ახმოვანებდა Dunmer-ებს მოროვინდში, გამხმოვანებლად ნამუშევარია შემდეგ თამაშებში:

The Elder Scrolls III: Morrowind
The Elder Scrolls III: Tribunal
The Elder Scrolls III: Bloodmoon
The Elder Scrolls IV: Oblivion
Fallout 3
The Wheel of Time
Star Trek Legacy
Unreal II: The
The Elder Scrolls Adventures: Redguard
Star Control 3

სწორედ ის უნდა იყოს Dark Elf-ის გამხმოვანებელი! და არა Craig Sechler!
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6211

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#14 » 07 Jul 2011 17:44

Tom Clancy
ძალიან badass ხმა აქვს მაგ კაცს!
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#15 » 07 Jul 2011 22:34

E3-ის 30 წუთიანი დემოს მთლიანი აუდიო ვერსია

>>>

ახალი არაფერია.. უბრალოდ ხმა ისმის მთლიანი დემოს განმავლობაში რაც ილაპარაკა ტოდმა და რამდენიმე NPC-ს საუბარი.

სკაირიმი QuakeCon-ზე ნამდვილად იქნება:
"Id's John Carmack will give the keynote and Bethesda's Todd Howard will show off The Elder Scrolls V: Skyrim, while Prey 2 (shown above) and Rage will also be in attendance. It's possible that Doom 4 will be a surprise for convention goers during Carmack's keynote, but we'll just have to wait and see."
QuakeCon ტარდება ივლისის პირველ რიცხვებში.
>>>

და Gamesutra-ს ინტერვიუ Todd Howard-თან:
>>>
უშუალოდ სკაირიმზე ახლის მოწოდებაზე ორიენტირებული არ არის, პირადად უსვამენ საკითხებს, როგორც გეიმ დეველოპერს.
"Great games are played, not made" © Todd Howard.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#16 » 12 Jul 2011 18:29

Ray Laderer-მა თავისი ბლოგზე გამოაქვეყნა სამუშაო სტუდიის რამდენიმე სურათი
>>>
► Show Spoiler

უმეტესობა რა თქმა უნდა ნაცნობია, მაგრამ მაინც ღირს სანახავად, ახლებიც არის, მაგალითად მთის თხა და ტროლის სხვა ნახატები ^^
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6211

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#17 » 12 Jul 2011 18:45

რა მაგარი ოთახია, დამლაგებლად ვიმუშავებდი ცოტა ხნით : DDDD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#18 » 15 Jul 2011 14:38

ახალი სქრინშოტები GameInformer-ის ახალი ნომრიდან:
► Show Spoiler
I won't miss.

Riddick
Posts: 11871

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#19 » 15 Jul 2011 21:52

რაღაც მეჩვენება რო ეს დრაკონები ძაან გამოაცოცხლებს თამაშის სამყაროს

User avatar
SLaYeR
Posts: 6211

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#20 » 15 Jul 2011 22:53

მეც მაგრა მისწორდება დრაკონები, რაც დაიწერა აქამდე ინფოები ბრძოლებზე მაგისი გათვალისწინებით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Play”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests


cron