Move, მიმოხილვა > მართვის სისტემა

ფიზიკური პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება
Riddick
Posts: 11696

Move

Unread post#1 » 22 Apr 2010 01:19

>>>

ამ ბოლო დროს Sony-ის არაერთხელ უსაუბრია მის ახალ კონტროლერ PlayStation Move-ის თაობაზე, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკით იმის გაგება თუ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს ძალიან ძნელია. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ აქტიურად ვტესტეთ Move და დავკითხეთ ყველა მისი შემქმნელი, ვისი მოძებნაც კი მოვახერხეთ, რათა რაცშეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვეგროვებინა ამ ახალი ტექნოლოგიის შესახებ. ამ ეტაპზე PS Move-ზე არ არის სერიოზული თამაშები, მაგრამ ეს ნამდვილად გასაოცარი ტექნლოგია გახლავთ. გააგრძელეთ კითხვა იმისთვის, რომ გაიგოთ თუ რა ხერხებს გამოყენებიტ ვტესტეთ კონტროლერი და თუ რა თამაშები ვითამაშეთ მისი დახმარებით.

PS Move ანალიზი
-------------------------

ახალი ტიპის PS3-ის კონტროლერი, ახლა უკვე PlayStation Move-ი, გაყიდვაში ამაწლის შემოდგომაზე გამოჩნდება. ამერიკელი მოთამაშეები მის ყიდვას PlayStation Eye-ს კომპლექტში შეძლებენ დაახლოებით 100$ დოლარად (67£).

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ახალ კონტროლერში არაფერი შთამბეჭდავი არ არის - გარეგნულად იგი Wii Remote-ის პორტატულ მოდელს გავს, ხოლო საწყისი თამაშები ძალიან უბრალო და ერთფეროვანია. არის რამდენიმე ნათელი წერტილი, მაგრამ ტექნოლოგიური რევოლუციისთვის ეს საკმარისი არ არის. ზუსტად ამგვარ პრობლემებზე ისაუბრა Giant Bomb-ის წარმომადგენელმა Jeff Gerstmann-მაც: "ჩემთვის Sony-ის ახალი ქმნილება რაღაც უსიცოცხლოდ გამოიყურება. კი - მათ აქვთ Wii Sports-ის მსგავსი თამაში, მაგრამ Nintendo-ს თამაშისგან განსხვავებით ამაში არანაირი ატმოსფერო არ იგრძნობა."

>>>

მაგრამ როდესაც ჩვენ ყველა იმ მომენტისთვის მოცემული თამაში გავსინჯეთ, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. კამერის ბრწყინვალე მგრძნობელობა, სხეულის მოძრაობების ამოცნობა და მათი დაფიქსირება მართლაც შეუჩნევლად ჩქარა ხდება, რაც არანაირ უარყოფით დამოკიდებულებას არიწვევს. კი - ჩვენ ვამოძრავებდით ცუდი ტექსტურებით აწყობილ რობოტს ცარიელ ოთახში, მაგრამ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები მართლაც წარმოუდგენელ და ფუტურისტულ შეგრძნებას ტოვებს.

შემდეგ გავსინჯთ იარაღის სროლის დემო, რომელიც Sony-მ პირველად ყოფილ E3-ზე აჩვენა. კონტროლერის ჩქარი ტრიალი და მისი ჰაერში აგდებაც არ იწვევდა მოძრაობის დაფიქსირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სისტემის მოტყუება ჯოისტიკის ზურგსუკან დამალვითაც ვერ მოვახერხეთ. Motion capture-ის ტექნოლოგიების ექსპერტმა Doug Beck-მა აგვიხსნა თუ რა მეთოდით მუშაობს მოცემული ტექნოლოგია: "სისტემას შეუძლია რკალური მოძრაობების დაფიქსირება, აქედან გამომდინარე იგი მუშაობს იმ შემთხვევაშიც თუ იგი იმყოფება რაიმე ობიექტის უკან, რაც უფრო რთული მოძრაობების შესრულების საშუალებას იძლევა. თუ Move-ი კამერის ხედვის არიალიდან გაქრეა მოძრაობის გამომთვლელი მაინც იძლევა მოცემული მოძრაობის კომპენსაციის საშუალებას."

>>>

მოცემულმა დემონსტრაციამ ოპტიმიზმი შეგვმატა. დიახ - თავიდან იქნება მხოლოდ კაზუალური თამაშები, მაგრამ Move-ის მომავალი ბევრად საინტერესოდ გამოიყურება. მას აქვს გამოცდილი გეიმერების აუდიტორიის დაპყრობის შანსიც.

>>>

1) სფერო
-------------------
მთავარი ელემენტი - მცირე გაბარიტიანი ბურთი. იგი საკმაოდ მკვეთრად ანათებს იმისთვის, რომ გაირჩეს სიბნელეში და არის საკმაოდ მოზრდილი იმისთვის, რომ უზრუნველყოს "სიღრმის" ზუსტი აღქმა. თუ კონტროლერი ნაწილობრივ დამალულია, PS3 მაინც შეუძლია მისი მოძებნა სამ განზომილებიან სივრცეში.

>>>

2) ღილაკი T
--------------------
ღილაკი T - მოთავსებული კონტროლერის უკანა მხარს, Action კნობკასთან კომბინაციაში მოძრაობის დაფიქსირების საშუალებას იძლევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში იგი გახდება სხვადასხვაგვარი რიჩაგების/ისრების/გამოსართველების/სროლის და სხვა ამდაგვარი ატრიბუტების გამოსაყენებელი ძირითადი კნოფკა.

3) Action-ის კნოფკა
------------------------------
მართალია Sony-ის წარმომადგენლებმა ამ კნოფკას მოქმედების ღილაკი შეარქვეს, მაგრამ ეს მისი სრული სახელი არ არის. იგი განლაგებულია თქვენი ცერა თითის თავზე და წარმოდგენს გადაკეთებულ Buzz Remote-ის ვარიანტს - იგი გამოდგება კაზუალური თამაშებისთვის, ჯოისტიკზე მისი მოძებნა ყველაზე ადვილია.

4) კნოფკები მთავარ პანელზე.
----------------------------------------
ისინი შემოტრიალებულნი არიან 45 გრადუსით, მაგრამ ვისაც ოდესმე PlayStation-ი უთამაშია მათი ამოცნობა არ გაუჭირდება. მათი ზომა მათივე ფუნქციონალობის შესაბამისია, უბრალო მოთამაშეები არ დაიბნევიან, ხოლო რთული თამაშებისთვის მათი განლაგება ყველაზე კონფორტულია. Start/Select-ის კნოფკები Move-ის გვერდზე დიდი აკურატულობით არის დამალული.

ნავიგაციის კონტროლერი (Navigation Controller)

>>>

ეს არის დამატებითი კონტროლერი რომელსაც PS Move-ის გან დამოუკიდებლად გაყიდიან - მისი შეცვლა ჩვეულებრივი Dualshock-ითაც შეგიძლიათ, უბრალოდ დუალის ერთ ხელში დაჭერა საკმაოდ მოუხერხებელია. ყურადღება მიაქციეთ D-pad-ის განლაგებას (ჯვარისებრი კნოფკები) იგი არცთუისე მოსახერხებლადაა განლაგებული ანალოგის სტიკის ქვეშ, ზუსტად ისე როგორც D-pad Wiimote-ზე A კნოფკის ქვემოთ. მასზე დასაჭერად სავარაუდოდ ცერა თითის ამოგდება მოგიწევთ.

FAQ Move-ზე
------------------------------------
რამდენი PS Move კონტროლერის გამოყენება შეილება ერთდროულად ერთ კონსოლზე?
შეილება 4 კონტროლერის ერთად გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი თავები სხვადასხვა ფერია, რათა PS3-მმა მათი განსხვავება შეძლოს.

>>>

რას ცვლის სფეროს ფერი?
კონტროლერში ჩაყენებულია სამი სხვადასხვა ტიპის დიოდი. ძირითადად ირჩევს თვითონ შემქმნელი, მაგრამ ასევე იცველბა ავტომატიურად, რათა იყოს უფრო ადვილი დასაჭერი PS Eye-სთვის.

როგორ იტენება?
ისევე როგორც Dualshock - უერთდება PS3-მს

აქვსთ თუ არა ვიბრაცია?
კი - მას ააქვს იგივე ვიბრაციის ფუნქცია რაც Dualshock 3-ს.

მე მაქვს EyeToy კამერა, იმუშავებს იგი Move-სთვის?
კი თუ იგი არის PS3-მის და არა ძველი მოდელის.

Move-ის ყველა თამაში ნათამაშები და შეფასებულია.

--------------------------------------------------------------
>>>

ტეხნო დემო Painting
---------------------------
დიახ, Painting-ი თამაშამდე ვერ ქაჩავს, მაგრამ მოცემულმა ტექნო დემომ Move-ის სიზუსტის დემოსნტრირება ყველა სხვა თამაშზე უკეთესად შეძლო. აღვნიშნავთ, რომ Sony-ს წარმომადგენელმა რიჩარდ მარკსმა მისი ხელმოწერის დემონსტრირებაც კი მოახერხა. ფერის შესაცვლელად, მას მხოლოდ ეკრანზე განთავსებულ პალიტრაში მოუწია სფეროს ჩაყოფა.
პოტენციალი: 5/5

>>>

Augmented reality ტექნო დემო
--------------------------------------
თამაში ითვლიდა ტორსის, თავს და სიმულირებდა ხელების მოძრაობას ყოველგვარი დაგვიანების გაეშე. მოცემულმა დემონსტრაციამ ჩვენ სასიამოვნოდ გაკვირვებული დაგვტოვა Move-ს შესაძლებლობებით და თავი დამნაშავედ გვაგრძნობინა რადგან ჩვენ მას Wii-ს ვადრიდით.
პოტენციალი: 5/5

>>>

SOCOM 4
-----------------
მიმთითებლის - დასამიზნებლად, ნავიგაციის კონტროლერის - გადასაადგილებლად გამოყენებით, SOCOM 4-ის მაგალითზე დავინახეთ თუ როგორ შეილება გამოიყურებოდეს, Move ჰარდკორ თამაშებში. მოწინააღმდეგეების განადგურება კარგად გამვიდა, მაგრამ მართვა ცოტა არა კორექტულად იქცეოდა. წამყვანი დიზაინერის Travis Steiner-ის თქმით, ტესტირების დროს ტარდებოდა მატჩები ორი ტიპის ჯგუფებს შორის, ერთ მხარეს ქონდა Move ხოლო მეორეს DualShock 3. Move გაიმარჯვა და მათ სამარცხვინოდ გაანადგურეს მოწინააღმდეგე.
პოტენციალი: 3/5

>>>

Motion Fighter
-----------------------
მოცემული თამაში დაფუძვნებულია ტანის მოძრაობებზე, როგორც Wiimote-ის უმეტესი fainting-ი. იმედი გაგვიცრუა 1vs1 ის ტიპის მატჩების უქონლობამ, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იყო პროექტის გადაწყვეტილება, დაფუძვნებული გეიმერების სლაბ მონაცემებზე ქუჩურ ცხუბში, და არა ტექნიკური შეზრუდვების ბრალი. ეს იყო მხოლოდ 20% თამაშის ბილდის მარგამ ის უკვე კარგი მგრძვნობელობით გამოირჩეოდა, გამოიყურებოდა ასევე ძალიან კარგად.
პოტენციალი: 4/5

>>>

Move Party
--------------------
კაზუალური თამაშების კრებული Party, მომხიბლავ პერსპექტივად მივიღეთ, მაგრამ ეს მთლად ის არ აღმოჩნდა რასაც ჩვენ ველოდით - ძნელია ინტერესის შენარჩუნება ისეთი თამაშებისადმი სადაც გაუთავებლად გიწევს მონსტრის თმების გაკრიჭვა და ბუზების ჩოგბურთის რაკეტკით ხოცვა.
პოტენციალი: 3/5

>>>

Sports Champions
----------------------------
ჩვენ შეუდექით ორი თამაშის ტესტირებას რომლებიც Sony-იმ Wii Sports-ის საპასუხოდ შექმნა. თამაში არ გამოიყურებოდა ისე მომხიბლავად როგორც Nintendo-ს ქმნილება, მაგრამ მართვის ხარისხი ნამდვილად განუმეორებელი ქონდა. პიპონგი თავისუფლად მუშაობდა ღილაკების გარეშე, ხოლო გლადიატორების შერკინება, სადაც თქვენ ფარ ხმალს გამოყენებით 1 1-ზე ებრძვით ოპონენტს, ზუსტად იმეორებდა ჩვენს მოძრაობებს და ამასთანავე ძალიან კარგადაც გამოიყურებოდა.
პოტენციალი: 4/5

>>>

The Shoot
-------------------
კიდევ ერთი ნაკლებად საინტერესო wii-ს სტილის პროექტი, The Shoot ეს არის ერთგვარი ტირი, სადაც რამდენიმე მარტივი მოძრაობით გიწევს უეცრად გამომხტარი მოწინააღმდეგეების განადგურება. თამაში ტანის მდებარეობის გასარკვევად PSEye-ს იყენებს (რაც ჩვენს მხარეს ნასროლი ტყვიების აცილების საშუალებას გვაძლევს).
პოტენციალი: 2/5

>>>

TV Superstars
----------------------
გადაიღეთ სურათი თქვენი ავატარისთვის და გააგზავნეთ იგი ტელევიზორის დასაპყრობად (თუ ეს ისაა რაც თქვენ გსურთ). ეს კაზუალური თამაში გთავაზობთ რამდენიმე უბრალო მინი თამაშს (იმოძრავეთ და აცეკვეთ საკუთარი პერსონაჟი) ჩააცვით მათ "სასაცილო" კოსტუმები. თამაში არის უფრო ქალბატონებისთვის. ქალბაონებისთვის რომელთაც ცუდი გემოვნებააქვთ თამაშებში.
პოტენციალი: 1/5

>>>

Brunswick Pro Bowling
--------------------------------
თამაში Wii sports-ის ბოულინგზე უარესი გამოვიდა, იგი მართლაც გლუკების პაკეტს გავდა. ჩვენ წარმოგვიდგინეს პრე ალფა ბილდი და თამაშმა ნამდვილად გაგვიცრუა იმედები.
პოტენციალი: 0/5

Source

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests


cron