Board Games, საერთო თემა

პროდუქცია < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ანალიზი
Riddick
Posts: 11901

Board Games

Unread post#1 » 26 Dec 2024 23:36

გვინდა ერთი თემა ბოარდგეიმებზე. სამაგიდო თამაშებზე რომლებთანაც ცოტა უცნაური დამოკიდებულება მაქ, მეც და კიდევ ბევრ ჩემ ნაცნობს. უცნაურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადად არცერთი ბოარდგეიმი, რასაც ვთამაშობ დიდათ არ მომწონს, ბოლომდე ჩემი არ არი. ამ მდგომარეობამ კი გამიჩინა მუღამი, რომ აღმოვაჩინო რეალურად არი თუარა ისეთი თამაშები რომლებიც მართლა გამიტაცებს და მომანდომებს თამაშს.

ეს ყველაფერი შეკრებისას დალევის გარდა რამე აქტივობის გაჩენის მოთხოვნილებამ მოიტანა და რამდენიმე სხვადასხვა თამაშის ცდის მერე, მივხვდი, რომ ძალიან კარგი, საჭირო ელემენტია, რომელშიც მინდა რო ვერკვეოდე. მინდა მივაგნო ჩემ თამაშებს, ან გავარკვიო რომ ესეთი საერთოდ არ არსებობს (რაშიც ეჭვი მეპარება).

მოკლედ იყოს ერთი საერთო თემა სამაგიდო თამაშებზე, სადაც გავაზიარებთ გამოცდილებას, გაუწევთ, ან პირიქით არ გაუწევთ რეკომენდაციებს, სხვადასხვა პროდუქტებს.

მე კი დავიწყებ თამაშებით რომლებიც მიზანში მაქ და ვფიქრობ შეძენას (გამიზიარეთ გამოცდილება, თუ გითამაშიათ):

    Citadel deluxe
    Splendor
    7 Wonders: Duel
    Root
    DuDo Liers Dice
    Spirit Island
    Avalon
    Karkason

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 33 guests