SteamPal / Steam Deck, დეტალები > კონსოლი

სათამაშო ამუნიცია ◀ დეტალები ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ ინსტრუქცია
Riddick
Posts: 11598

SteamPal / Steam Deck

Unread post#1 » 03 Jun 2021 15:13

SteamPal

>>>

25 მაისს Steam -ის ბეტა კლიენტის ფაილებში ნახეს SteamPal სახელწოდების მქონე მოწყობილობის მოხსენიება, რომელიც წარმოადგენს პორტატულ კონსოლს.

Ars Technic გამომცემლობამ რამდენიმე მის წყაროზე დაყრდონით, დაადასტურა რომ Valve რეალურად მუშაობს პორატულ სათამაშო PC-ზე.

ჟურნალისტების ინფორმაციის მიხედვით, მოწყობილობა იმუშავებს Linux ოპერაციულ სისტემაზე და შეძლებს PC თამაშების უმრავლესობის გაშვებას, ხოლო თუ წარმოების გაუთვალისწინებელი ხარვეზების გამო რაიმე არ გაიწელა, მისი გამოსვლა 2021 ბოლოსკენ არის დაგეგმილი.

მოწყობილობა წარმოადგენს მონობლოკს სენსორული ეკრანით და ჯოისტიკის მართვის ელემენტებით, რომელიც ვიზუალით და ფუნქციონალით ძალიან გავს Nintendo Switch, მხოლოდ მოსახსნელი Joy-Con გარეშე.

კონსოლს აქვს ტელევიზორებთან და მონიტორებთან მიერთების პორტი USB Type-C, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის დასჭირდება თუ არა დოკ სადგური.

ტექნიკური კომპლექტაციის თვალსაზრისით, მოწყობილობა აგებული იქნება Intel ან AMD ჩიპზე. მაგრამ ცნობილი არ არის იქნება თუ არა კონსოლის რამდენიმე სხვადასხვა სიმძლავრის მქონე მოდიფიკაცია.

SteamPal ერთ-ერთი პროტოტიპი Switch -ზე საგრძნობლად ფართეა და სტანდარტული ღილაკების, ტრიგერების და ანალოგების ნაცვლათ აქვს ორი მოზრდილი Steam Controller სტილის თაჩფადი.

პროექტი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პროტოტიპის დონეზე იმყოფება, რის გამოც ჯერ კიდევ ბევრჯერ შეიძლება გადაკეთდეს, ან თუ Valve -ს საკუთარი პროექტების გაუქმების სიყვარულს გავითვალისწინებთ, შეიძლება სართოდაც ვერ ვნახოთ ბაზარზე.

შესაძლოა ზუსტად ამ ცვლილებაზე მიანიშნებდა გეიბ ნიუელი როდესაც მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის Steam თამაშების კონსოლზე გამოშვების საკითხი უნდა გაირკვეს.

>>>

Ars Technic პუბლიკაციის პარალელურად მომხმარებლების ყურადღება, ორი კვირის წინ Reddit გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიპყრო, რომლის თანახმადაც Valve უკვე მუშაობს მის პორტატულ კონსოლზე რომელსაც ამაწლის მეოთხე კვარტლისთვის გამოუშვებენ.

Reddit თანახმად მოწყობილობაში მოცემული იქნება APU ან AMD მოდიფიცირებული ჩიპი, 7 ან 8 ინჩიანი დისფლეი და შეეძლება Steam მთლიანი ბიბლიოთეკის გაშვება. კონსოლის დაახლოებით ფასს 400 დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ.

ამ ყველაფრის პარალელურად, Steam კლიენტის ბოლო განახლების კოდში Valve -ს კონსოლთან პოტენციურად დაკავშირებული რამდენიმე სტროფი იპოვნეს. ისინი მიუთითებენ, რომ მოწყობილობაში შეიძლება ვნახოთ ტრექპადი, უკანა მოჭიდების ღილაკები და DualSense მსგავსი ტაქტილური უკუცემა.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#2 » 18 Jul 2021 13:24

და აი ისიც
Steam Deck
დაანონსეს ოფიციალურად და მთელი ინტერნეტი ამაზე ლაპარაკობს.

CPU: AMD Zen 2 4c/8t, 2.4-3.5GHz (up to 448 GFlops FP32)
GPU: 8 RDNA 2 CUs, 1.0-1.6GHz (up to 1.6 TFlops FP32)
RAM: 16 GB DDR5
Display: 7" diagonal, 1280x800 (16:10), 60Hz LCD touchscreen
Audio: Stereo speakers that "pack a punch," says Valve, 3.5mm stereo jack, dual mics, multichannel USB-C/Bluetooth output
Controls: Two analog sticks with capacitive touch, D-pad, face buttons, analog triggers, bumpers, assignable grip buttons, "view" and "menu" buttons, gyro
Trackpads: There's two of them, and Valve says that they have "55% better latency compared to Steam Controller."
Battery: 40Whr, "2-8 hours of gameplay"
Size: 11.7" x 4.6" x 1.8"

ფასები მერყეობს 400$ - 530$ - 650$ და ძირითადად განისაზღვრება მეხსიერების სისწრაფის და ზომის მიხედვით.

დამატებით დეტალებში რეზიუმირება თუ გაინტერესებთ

პ.ს. ზომებით ნინტენდო სვიჩთან შედარება შედარება
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#3 » 25 Jul 2021 17:24

დეტალურად კონსოლის შესაძლო მინუსებზე და არა მარტო

ეხა ვფიქრობ ხო არ გავყიდო სვიჩი და ამის პრიორდერი ხო არ გავაკეთო (თუ შესაძლებელი იქნება საქართველოდან რამენაირად). 400 დოლარიან მოდელს დავითრევდი სიამოვნებით სანამ გადამყიდველები დედას **** . მარა თან პირველი პარტიის ყიდვა მაგარი სარისკო ამბავია. ეს სტილუსების პონტი არ მომწონს იმენა ჩაშენებული როა "შიგა". მოკლედ ვფიქრობ. თქვენ რას ფიქრობთ აბა?
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6084

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#4 » 25 Jul 2021 17:35

მე პორტატულის თემას მაგრა ნიტოდ ვუყურებ. რეალურად საჭიროება არ მაქ რო პორტატული მქონდეს.
ერთადერთი ჰენდჰელდის ქონა რაც მინდა არის Nintendo 3DS, ისაც იმიტო რო ემულატორზე ორი ეკრანი ნიტოა და ყველა თამაში კარგად არ ეშვება, ასევე ძველი DS-ის თამაშებიც შეიძლება, იოლად იმოდება და ძველი ემულატორებიც იყრება და ნუ 3DS ექსკლუზივები დონეა მე რა ჟანრებიც მევასება. სპეციფიური ტიპია სადაც ორი ეკრანისთვის დამზადებული თამაშებია და ძალიან იშვიათად იპორტება სხვაგან.
ეხლა ამ სტიმს რო ვუყურებ, რავი პისიზე რასაც ვთამაშობ ის რატო უნდა მომინდეს რო პორტატულზე ვითამაშო არ ვიცი, ან გარეთ უნდა იყო, ან დასასვენებლად და მასეთ დროს ან ეგზოტიკური 3DS უფრო გამისწორდებოდა ან საერთოდ თამაშებისგან დასვენება. მგზავრობის დროს გვერდზეც ვერ ვიყურები ცუდად ვხდები :D ხოდა რავი დალშე ბევრ თამაშს კიდე ფიქსები სჭირდება დ აპაჩები და მაგას რო არ მოხოდავს არავინ მაგ ჰენდჰელდზე კაი ხანი ეგაც ვიცი.
ასე რო 0 ინტერესი მაქ ამ მინი PC-ზე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#5 » 26 Jul 2021 01:08

ხო, გარეთ რო ვარ, ესე სპონტანურად გამოყენებისთვის ყველანაირი ელექტრონული მოწყობილობა მაგრად მახატია უკვე მეც. ძაან იშვიათად რო ამოვიღო და ვითამაშო, დაჟე სადმე ყაზბეგში ნახევარი დღე რო მაქ თავისუფალი, პროსტა აუდიო წიგნებს უსმენ და ეგეც მყოფნის. მარა იმდენად შემაბა თითონ გაჯეტმა, რო რაღაც ინდი ვეშებს, რასაც პისიზე სუ ვდებ ხოლმე სიამოვნებით ჩაუჯდებოდი ამაზე. ძველ შუთერებს და სახასიათო რეტროსაც დაუბრუნდებოდი. თან მგონია რო რაღაც ბევრი გამოყენება მოეძებნება კიდე დროთა განმავლობაში.
სვიჩზე ვფიქრობდი რო გავალ სადმე სპეციალურად, დრო რო მექნება ამის სათამაშოდ, დავჯდები ბუნებაში და ვიკაიფებ ხოლმეთქო, მარა ეგ მუღამი არ მომც და ამაზეც ვცდიდი იგივეს.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#6 » 26 Jul 2021 01:20

აქამდე რატომ არ გააკეთეს მე ის მიკვირს.
ნინტენდოს სულში ჩააფურთხებენ ამით ;დ
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6084

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#7 » 26 Jul 2021 04:28

Riddick
ხო მეც ეგეთი ფიქრები მაქ ხოლმე ჰენდჰელდებზე და ვიცი რო თავს ვიტყუებ სულ. აგერ მასე გასვლა რო ვქნა ბედნიერად ქინდლს ჩავუჯდებოდი და არავინ არ შემაწუხებდა საათობით ვიკითხავდი, მარა სახლში მიწევს მაინც ეგ ამბავი :D
ძველ რეტროს რაც შეეხება, ბევრი თამაში კი იცი რო დამატებით პაჩებს მოითხოვს ხოლმე, ხოდა წარმოიდგინე ახლა ჯერ ისე პისიზე ეზარება ხალხს ეგ მოდების დაყენება და პორტატულის სისტემაზე ცალკე პაჩები უნდა დამზადდეს ან დაკონვერტირდეს და მერე დაყენდეს. Valve მაგაზე პასუხისმგებელი არაა, ფაბლიშერები არიან და პისიზე არ ხოდავენ დაჟე მაგას, ერთი იმდენი თამაში ირთვებოდეს და პრობლემებს საერთოდ არ აგვარებენ, მოდერების საქმეა ეგ. აი მაგალითად ძველ Tomb Raider-ებს ხუთ წელში ერთხელ თუ აღირსებს ვინმე წესიერი მოდერი წესიერ პაჩს და ეხლა მაგ პაჩის დაკონვერტება რამდენ ხანში მოხდება წარმოიდგინე :DDD
ეს ჰენდჰელდი რასაც აითვისებს ეგ იქნება ალბათ ინდი რა, AAA თამაშების ოპტიმიზაციებს ცალკე ამ ჰენდჰელდისთვის არ გააკეთებს არავინ (ზოგი პისიზეც ვერ აოპტიმიზებს ბოლომდე) და ისევ სისტემა რამდენად მოერევა მაგაზე იქნება დამოკიდებული. ამას კიდე როგორც ცალკე კონსოლს რო მიუდგნენ რაზეც თამაში გაკეთდება, მანდ უკვე სხვა ფინანსური პოლიტიკის დალაგება მოუწევს Valve-ს. მაგ შემთხვევაში თამაში ცალკე სტიმზე უნდა გამოვიდეს და ცალკე სტიმპალის საფორთი უნდა ქონდეს და თავისი კონკრეტული ფასი, ცალკე ბიბლიოთეკა უნდა იკვრებოდეს სტიმფალის.

Slacker
ვერ ჩააფურთხებენ იმიტო რო ნინტენდოს დონის compatibility ძალიან დიდი ხანი ვერ ექნებათ თამაშებზე :D როგორც კონსოლურ მარკეტში ჩააფურთხეს ვინმეს სულში ისე ჩააფურთხებენ აქაც. პისისთვის დამზადებული ან დაპორტილი თამაშის მინი ჰენდჰელდზე გაშვება უპრობლემოდ არ გამოვა გამორიცხულია და ეგ ვერ შეედრება კონკრეტულად ჰენდჰელდ სისტემისთვის დამზადებულ თამაშს, მითუმეტეს ნინტნედოს დონის პერფექციონისტ მიდგომებში :D
თუმცა მე კონკურენციით ხარისხის გაზრდას მივესალმები და ყოველთვის მიხარია ხოლმე კონკრეტულ ნიშაში ახალი სიტყვის მოლაპარაკე ხალხი, მარა აქ ეგ იმედი არ მაქვს. მაგალითად სეგა რო აკეთებდეს ახლა ახალ ჰენდჰელდს და ითხოვდეს რო კონკრეტულად ჩემი ჰენდჰელდითვის დაამზადეთ თამაშებიო, ეგ იქნებოდა სასიხარულო ამბავი და მერე დრო გვაჩვენებდა ვინ ვინ ჩახია :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#8 » 26 Jul 2021 10:17

თუ ზოგადად პორტატივი არ გჭირდება მაშინ დეკის ფუნქციის მოძებნა მაგარი რთულია, ყველაფერი რო დაიკიდო, ექსკლუზივების გარეშე კონსოლია. აქ უბრალოდ მოდის იმის მუღამი, რო გექნება დამოუკიდებელი სათამაშო პისი, რომელზეც თუ ვინდოუსი ნორმალურად წავა, შეგილია შეაგდო 512 გიგაბაიტი და დაყენო ყველაფერი რისი დაყენებაც და გამართვაც გამოვა + საკმაოდ კარგი მონაცემებიაქ ემულაციის + დააყენო სტიმი, ეპიკსთორი, გოგი და გექნება რაღაც დამოუკიდებელი სათამაშო მოწყობილობა, რომელსაც თუ მოგინდა ჩაიგდებ ჩანთაში და წაიღებ სადმე ...
ანუ პრივილეგიები არი განუსაზღვრელი და აქედან გამომდინარე საეჭვო, მარა ვფიქრობ რომ თუ ხარისხიანი გაჯეტი იქნა, ყველა პონტში მოეძებნება გამოყენება. ძლიერი ქომუნითი შეიკვრება და ჯერ მარტო ის დააგენერირებს რეკომენდირებული გამოყენების მიმართულებებს.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6084

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#9 » 26 Jul 2021 10:28

ნუ თუ ვინდოუსი დაყენდა - რაც ოფიციალურად თუ არა მოდერების საშუალებით მაინც მოხდება, მაგ შემთხვევაში როგორც ვინდოუსზე ვუშვებ თამაშებს მასე გავუშვებ მანდაც, მოდინგით, ფიქსებით და ამბებით. ეგ ოკეია, მარა მანდ თავს იჩენს ის მხარე რო თუ უნდა ვიწვალო, ამ პატარა ეკრანზე რატო ვიწვალო როცა პისიზე შემიძლია იგივე ვქნა?
ეპიკსთორი კაი ვარიანტია იმიტო რო მანდ ისეთ თამაშებს არ დებენ დამატებითი რაღაცეები რო ჭირდებათ, მარა შეზღუდულია მაინც არჩევანი. გოგი ოდნავ უკეთესია სტიმზე მაგ გაშვების ამბავში, მარა ცალკე ჩალჩი უნდა მაინც მაგას მოდებზე და კონტროლერის საპორტებზე, რაც დამატებითი მოდინგის გარეშე გამორიცხული ხდება.
ახლა გადავიდეთ ოპტიმიზაციაზე, აი ვინდოუსის ოპტიმიზაცია ხო პიზდეცია, და ეხლა ეგ 30 FPS-ზე ჩაკეტილ ჰენდჰელდზე, რავი მაგალითად რის ხარჯზე უნდა გაუშვას მაგან Dark Souls 3? :DD და რავი დაუნგრეიდებული Low-ზე თამაში კიდე ისეთი პონტია ეხლა. ეგ რო ეგეთი ადვილი საქმე იყოს ცალკე ჰენდჰელდის დევკიტებს ხო არ მოიფიქრებდნენ, ყველა ვინდოუსის გაშვებაზე იჩალიჩებდა.
ხოდა რავი ემულატორებისთვის კიდე 100$ Fire HD 10 + ჯოისტიკი, 400$ სიგიჟე გამოდის უკვე. რავი 400$-ად იმენა პორტატულის მუღამი რო მქონდეს ისევ სვიჩს დავითრევდი და ხან ტელევიზორზე მივაერთებდი და ხან ისე, იმის გარანტია მაინც მექნებოდა რო ზედმტი წვალება არ მომიწევდა არაფერზე.
ვერანაირ ნიშას ვერ ვუძებნი რას შვრებია, SteamOS-ის მაგალითზე პირდაპირ ფეილი მგონია. ფეილი კი იმაში მდგომარეობს რო ფლეიერებს გარანტია არ ექნებათ ესა თუ ის თამაში გადმოწერონ და პირდაპირ გაუშვან, შეზღუდულად რასაც ექნება საპორტი ეგ კი ბატონო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#10 » 26 Jul 2021 10:49

40 დოლარად რო ყიდის ნინტენდო სტიმის ინდი პროექტებს და მაგით რო რაღაც სახელს იმკვიდრებს კარგი ტიპის, ეგ არი ის ფაქტი რატომაც მომწონს მე სტიმ დეკის გაჩენა. რაც მე სტიმის უბრალო დოკ სტანციაში ფული მივეცი და დენის ადაფტორის შოვნაზე ვიწვალე, იმენა განოლდნენ ისეთი პრო***ბაა მაგ კონსოლის ეკოსისტემა. ექსკლუზივების უმეტესობაც რეალურად ბუტაფორიული თამაშების რახარუხია და მაგას ყველაზე გვიან ხვდები, იმიტო რო თავიდან ჰაიპტრეინზე ზიხარ და გიტყდება მერე აღიარება. მოკლედ მე ვერ შევიყვარე.
დეკზე არ ვიცი რა იქნება, მარა მინიმუმ ის ვიცი რო იქნება ყველაზე იაფი და თან ბევრი დამატებითი ფუნქციონალის მქონე მოწყობილობა, რომელიც მისი მასიურობის გამო ყველა ვარიანტში გაიჩენს საკუთარ ქომუნითის და შესაბამისად გამოყენების მიმართულებებს. თუ ადამიანისთვის პორტატული გეიმინგი საინტერესოა და უსწორდება, მოუძებნის გამოყენებას. მე, რო გამოდიოდეს, გავხდიდი ჩემ რაღაც რეტრო გაჯეტად და ისეთ ძველ ვეშებს დავაყენებდი რომლებიც სუ მენატრება, მარა პისიზე არ ვაყენებ. ერთიან ბაზას გავაკეთებდი ძველი, ემულირებული, მაღაზიების თამაშების და თან მექნებოდა იმის პრასვეტი რო ყველგან წამეღო, ამის გამო წავსულიყავის სადმე და მეკაიფა ბუნებაში თუნდაც მაქსპეინის თამაშით, დრო რო მექნება.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6084

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#11 » 26 Jul 2021 10:58

ხო სვიჩი იდეალური არაა, მარა ეგ მიზეზები რაც თქვი გეთანხმები. მეც კონკრეტული მიზეზების გამო არ მაინტერესებს და არ გამჩენია სურვილი მეყიდა. რაღაც კონკრეტული ექსკლუზივების გამო თუ არ გინდა პოხუია ჩემთვის.
1. თამაშების ფასი
2. ცოტა ისეთი ექსკლუზივი რაც მე მაინტერესებს
3. პორტატულისთვის რო დრო გამოვნახო ეგეთ ლოკაციებში არ ვმოძროაბ
4. პატარა ნაწილიც რო გაუფუჭდეს დიდი ხარჯია

ამ სტიმდეკის ფასები გადავამოწმე და 400, 500 და 700 დოლარებია მოცულობების მიხედვით. რავი ძვირია ძაან. ემულატორებისთვის ჩინური დივაისით ან ანდროიდ პლანშეტით იზავ იგივეს. ამის მუღამი თუ იქნება ის მუღამი უნდა იყოს რო გამოვიდა საიბერპანკი, ჩაწერო და ბატარეა არ დადნეს, მოგინდა მაქს პეინი და კონტროლერის საფორთი უნდა ქონდეს მიკონფიგურბული ფაბლიშერისგან. ხოდა ეგ რო ეგრე არ იქნება ეხლავე ვიცი, რავი აქ რეალურად გემრიელა გაუშვებ ჰადესს, კონტროლს (თუ ბატარეა არ დადნა), ჰოლოუ ნაითს, ბრეიდს, პორტალს, ჯეტეას და ზოგადად იმ მეინსტრიმ ვეშებს რასაც გემრიელი კონტროლერის საპორტიც მოყვება თავიდანვე და ბატარეასაც არ ადნობს. ამის იქით მარკეტინგით შექმნილი ზღაპრების სფეროა. ოდესმე თუ დავინახავ რო Tomb Raider 1,2,4-ს ვინმე გაუშვებს ამაზე, ვიტყვი რო Ultra ვეშების გარდა ყველაფერს უშვებს, ძაან კაიათქო :D მარა ჯერჯერობით მე რო ეხლა პორტატულები მაინტერესებდეს და მოდინგი ისედაც არ მეზარება, მასეთი ტიპებისთვისაა :DDD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#12 » 26 Jul 2021 11:08

ჩათვალე რო პატარა დივაისი გაქ, რომელიც თუ რამეა შეგილია გაძეძგო იმ ყველაფრით რაც გევასება და თუ პორტატულ ეკრანზე არა, უცებ დაუკონექტო მონიტორს და სკუჩნათ ჩაუჯდე რაღაცეებს. ანუ პერსონალურიდან დამოუკიდებელი გასართობი გაჯეტის მუღამად ვხედავ მე. პერსონალურს კიდე როგორც სათამაშოდ ნამდვილად ვეღარ აღვიქვავ უკვე. და ნუ მანდ გააჩნია პირვერ რიგში ვინდოუსის დაყენება რამდენად მიზანშეწონილი იქნება და მერე შენ როგორც ამბობ, უკვე მართვის ამბები და თავსებადობა. ანუ ისევ იგივესთან მივდივარ, არი ძაან საეჭვო პრივილეგიების ვეში, მარა მაინც ძაან მაინტერესებს. მინდა რო მქონდეს რა ის დევაისი რაც დავწერე, ჩემთვის კარგად მილაგებული :)
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6084

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#13 » 26 Jul 2021 11:18

კი კაცო ეგ მეც მინდა :D ბიბლიოთეკაში რასაც ხელს დავადებ იმის ჩართვა რო შემეძლოს და თავისუფლად თამაში - Xinput საპორტი ყველა თამაშს! და წესიერი ოპტიმიზაცია თუნდაც 30FPS-ზე, რავიცი გეიმინგ სამოთხე მოიხოდებოდა ჰენდჰელდში )))) მაგას თუ ცალცალკე ემულატორების თემაც დაემატებოდა და პროცეორი გაუქაჩავდა რა ჯობია, მაგაში 700$-ის გადახდაც არ იქნებოდა ძვირი.
მე იმას ვაწვები პროსტა რო ტიპებს მაღაზიაში რო თაამაშები უდევთ, მაგალითად ძველი - რომელსაც კონტროლერებისთვის მოდერებს უნდა მიაკითხო და თუ ვერ ერკვევი შეიძლება ვაბშე ვერ გაუშვა. ან ახალი - სადაც ზოგი ბანძი პორტია და ერთი და ორი წელი პაჩავენ, მანდ მაგარი მოტყუებული იჩითები კაცი რა. 1$-ად ნაყიდი ძველი თამაშებიც კი ხინჯად მაქ გულში რო არ ეშვება, რატო უნდა გადავიხადო თუნდაც 10 თეთრი თამაშში თუ ვერ ვუშვებ :D და ეხლა ჰენდჰელდში რო ვიხდი 400$-ს და თუნდაც ძველ Legacy of Kain-ებს ვერ ვიხსენებ რაც ბიბლიოთეკაში მაქ :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#14 » 26 Jul 2021 17:49

უფრო ღრმა ანალიტიკა და აზრები დივაისზე https://www.youtube.com/watch?v=NiNKxzMI4K0
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#15 » 30 Sep 2021 09:01

ნიუსების ახალი პაკეტი კონსოლზე https://youtu.be/XwT0hga9Hd4?t=29
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Tom Clancy
Posts: 2077

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#16 » 30 Sep 2021 13:18

ვერ გავიგე მინდა თუ არა
მივიდეთ, გავესაუბროთ
მივიდეთ, გავესაუბროთ

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#17 » 30 Sep 2021 13:33

მე ნაღდად ვიცი რო მინდა, მარა რათ მინდა ეგ არ ვიცი )))
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6084

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#18 » 30 Sep 2021 13:43

მე იმენა არ მინდა )))))))) რო მაჩუქოთ გავყიდი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2077

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#19 » 30 Sep 2021 17:09

ინდი დევობის მხრივ თუ გამომიჩნდა დრო მაშინ მაგრად ღირს, იმენა საკაიფო დევ კიტია :D

არა ისე პორტატულად თამაში ძაან მიყვარს, აი ნინთენდო სვიჩის გაუმჯობესებულ ვერსიას დავითრევდი სიამოვნებით.

რა მინდა იდეალური პორტატულისგან:
1. მოზრდილი ეკრანი, რაც ამ სტიმ დეკს აქვს
2. სვიჩზე რომ არის გემრიელად, ბუნებრივად მორგებული კონტროლები და რეზოლუცია, ყველა თამაში ეგრე
3. ხანგრძლივი ბატარეა, ან მინიმუმ ოფცია რო შეერთებული მქონდეს დასატენად, მაგრამ მაინც ითამაშებოდეს (მხოლოდ დეკით არ იტენებოდეს, როგორც სვიჩი)
4. ექსკლუზივების გარდა, უმეტესი ინდი თამაში ხელმისაწვდომი იყოს, რასაც სხვა პლათფორმებზე ნახავ

ვიქნები ბედნიერი.
აი ეს დღეებიც საღამოს დაღლილი მივედი სახლში და არ მქონდა კომპთან ჯდომის თავი, დავწექი და დაძინებამდე 1 საათი ვითამაშე ჯიგრულად სვიჩზე. ამიტომ მართლა მინდა რამე კიდევ ერთი საფეხურით წინ წაწეული პორტატული სათამაშო.
მივიდეთ, გავესაუბროთ
მივიდეთ, გავესაუბროთ

Riddick
Posts: 11598

Re: SteamPal / Steam Deck

Unread post#20 » 30 Sep 2021 17:41

სვიჩი მტკენდა ხელს რო მეჭირა დიდხანს და ეს ბევრად დიდია. მგონია რო მაგარი არაკომფორტული გაბარიტებიაქ, სერიოზულად ხმარების თვალსაზრისით. რაღაც მოუქნელი, დიდი ტაბლეტივით არი. ეგ მგონია რო ძაან ჩაა*ვავს. მარა, მეორეს მხრივ სვიჩის ეკრანი მართლა უაზროდ პატარაა თანამედროვე თამაშების სათამაშოთ. და მანდ ის ჩანს ჩემი აზრით, რო პორტატივზე უშუალოდ პორტატივის თამაშები უნდა გამოდიოდეს. ეს სტაციონალური პისის ვეშები ვერ იცხოვრებს ჰენდჰოლდზე და პარალელურად კარგი ჰენდჰოლდი ვერანაირად ვერ იქნება. დეკის ვერ აღვიქვავ პორტატივად.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Return to “Gaming Gear”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests


cron