SteamPal, დეტალები > კონსოლი

გეიმინგ პროდუქცია ◀ ანონსის დეტალებები ◀ რელიზის აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
Riddick
Posts: 10895

SteamPal

Unread post#1 » 03 Jun 2021 15:13

SteamPal

>>>

25 მაისს Steam -ის ბეტა კლიენტის ფაილებში ნახეს SteamPal სახელწოდების მქონე მოწყობილობის მოხსენიება, რომელიც წარმოადგენს პორტატულ კონსოლს.

Ars Technic გამომცემლობამ რამდენიმე მის წყაროზე დაყრდონით, დაადასტურა რომ Valve რეალურად მუშაობს პორატულ სათამაშო PC-ზე.

ჟურნალისტების ინფორმაციის მიხედვით, მოწყობილობა იმუშავებს Linux ოპერაციულ სისტემაზე და შეძლებს PC თამაშების უმრავლესობის გაშვებას, ხოლო თუ წარმოების გაუთვალისწინებელი ხარვეზების გამო რაიმე არ გაიწელა, მისი გამოსვლა 2021 ბოლოსკენ არის დაგეგმილი.

მოწყობილობა წარმოადგენს მონობლოკს სენსორული ეკრანით და ჯოისტიკის მართვის ელემენტებით, რომელიც ვიზუალით და ფუნქციონალით ძალიან გავს Nintendo Switch, მხოლოდ მოსახსნელი Joy-Con გარეშე.

კონსოლს აქვს ტელევიზორებთან და მონიტორებთან მიერთების პორტი USB Type-C, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის დასჭირდება თუ არა დოკ სადგური.

ტექნიკური კომპლექტაციის თვალსაზრისით, მოწყობილობა აგებული იქნება Intel ან AMD ჩიპზე. მაგრამ ცნობილი არ არის იქნება თუ არა კონსოლის რამდენიმე სხვადასხვა სიმძლავრის მქონე მოდიფიკაცია.

SteamPal ერთ-ერთი პროტოტიპი Switch -ზე საგრძნობლად ფართეა და სტანდარტული ღილაკების, ტრიგერების და ანალოგების ნაცვლათ აქვს ორი მოზრდილი Steam Controller სტილის თაჩფადი.

პროექტი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პროტოტიპის დონეზე იმყოფება, რის გამოც ჯერ კიდევ ბევრჯერ შეიძლება გადაკეთდეს, ან თუ Valve -ს საკუთარი პროექტების გაუქმების სიყვარულს გავითვალისწინებთ, შეიძლება სართოდაც ვერ ვნახოთ ბაზარზე.

შესაძლოა ზუსტად ამ ცვლილებაზე მიანიშნებდა გეიბ ნიუელი როდესაც მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის Steam თამაშების კონსოლზე გამოშვების საკითხი უნდა გაირკვეს.

>>>

Ars Technic პუბლიკაციის პარალელურად მომხმარებლების ყურადღება, ორი კვირის წინ Reddit გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიპყრო, რომლის თანახმადაც Valve უკვე მუშაობს მის პორტატულ კონსოლზე რომელსაც ამაწლის მეოთხე კვარტლისთვის გამოუშვებენ.

Reddit თანახმად მოწყობილობაში მოცემული იქნება APU ან AMD მოდიფიცირებული ჩიპი, 7 ან 8 ინჩიანი დისფლეი და შეეძლება Steam მთლიანი ბიბლიოთეკის გაშვება. კონსოლის დაახლოებით ფასს 400 დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ.

ამ ყველაფრის პარალელურად, Steam კლიენტის ბოლო განახლების კოდში Valve -ს კონსოლთან პოტენციურად დაკავშირებული რამდენიმე სტროფი იპოვნეს. ისინი მიუთითებენ, რომ მოწყობილობაში შეიძლება ვნახოთ ტრექპადი, უკანა მოჭიდების ღილაკები და DualSense მსგავსი ტაქტილური უკუცემა.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests