Nintendo Switch, გამოცდილება და აზრები > კონსილი

გეიმინგ პროდუქცია ◀ დეტალებები ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 1988

Re: Nintendo Switch

Unread post#21 » 24 Sep 2021 12:50

ჩემთან პირიქით, ბოლო დროს დავახლოვდით დიდხნიანი პაუზის შემდეგ

მე თავიდან 1-2 თვე ვთამაშობდი ზელდას, ზელდას რომ მოვრჩი ან უბრალოდ მედო ან ბავშვები რომ მოდიოდნენ მარიოს თამაშებს და ენიმალს ქროსინგს ვურთავდი და მორჩა.

რამდენიმე თვე მედო ესე და ახლა ისევ ავიღე ხელში, Edmund McMillen-ის ერთი შედარებით ახალი თამაში მაინტერესებდა ძაან და აღმოვაჩინე რომ სვიჩზეც ყოფილა, ჩემდა გასაკვირად უმარტივესად და ვიყიდე ნინთენდოს e-shop-ში და ჩავიწერე. შვებულებაში გავედი 1 კვირით და დილით და საღამოობით ვთამაშობდი ხოლმე. ძაან გამისწორდა პორტატულში გემრიელი ინდის თამაში და მივაყოლე კიდევ რამდენიმე თამაში, ერთერთი Thronebreaker-ია (ვიჩერის სამყაროდან ინდის მასშტაბის თამაში რო გამოუშვეს)

თბილისში დაბრუნებისას მოვიწამლე ისე რო ვერ დავდიოდი, ჰოდა დავითრიე სვიჩი და იქიდან მოყოლებული ახლაც ვერ ვწყდები Thronebreaker-ს.

დასკვნა: კარგია სადმე თუ მიდიხარ და ცოტა დრო გექნება სათამაშოდ, უფრო კარგია ისე ცუდად თუ ხარ რო PC-სთანაც ვერ ჯდები :D

აი სთიმ დეკი კაი რაღაც ახსენე, მე რა ველიუბის გამოც ავიღე ისევ ხელში სვიჩი, ფაქტიურად ყველაფერი ექნება სთიმ დეკს, თუ ის გამოვიდა რასაც გვპირდებიან. სვიჩი დამრჩება ისეთი ექსკლუზივებისთვის, რომლებიც დამაინტერესებს (ზელდას გაგრძელება მაგალითად ან რამე ინდი რაც მარტო სვიჩზე იქნება)
კანადიელი დეველოპერები

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest