Ouya, აღწერა > კონსოლი

ფიზიკური პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Ouya

Unread post#1 » 15 Jul 2012 17:16

>>>

რამდენიმე კვირის წინ, Android-ის ოპერაციულ სისტემაზე შექმნილი, იაფიანი სათამაშო კონსოლის შესახებ გარკვეული ხმები გავრცელდა. ხოლო უკვე 11 ივლისს, Kickstarter-ის რესურსზე, ახალი კონსოლის მხარდაჭერის გვერდი გამოჩნდა. საიტის საშუალებით, იდეის ავტორები, სტუმრებს, ახალი კონსოლის, სახელად Ouya დაფინანსებას სთავაზობენ. ახალი კონსოლი Google პოპულარული OC-ის მეოთხე ვერსიის გამოყენებით იქმნება და მისი კონპონენტები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • ოთხბირთვიანი პროცესორი Tegra 3
  • 1 გბ ოპერატიული მეხსიერება
  • 8 გბ შიდა ფლეშ მეხსიერება
  • HDMI 1080p გაფართოების მხარდაჭერით
  • Wi-Fi 802.11 b/g/n/
  • Bluetooth LE 4.0
  • USB 2.0 ერთი პორტი
  • და უკაბელო ჯოისტიკი
Ouya-ს შექმნით დაკავებულნი არიან ისეთი ადამიანები როგორებიც არიან Xbox-ის შექმნაზე მომუშავე, ედ ფრაისი და Amazon Kindle პლანშეტის ერთერთი შემქმნელი, მუფფი გადიალი. "Ouya-ს ყველა კონსოლი - ეს არის შემქმნელის ნაკრები რომელიც არ საჭიროებს ძვირად ღირებულ ლიცენზიებს" - იუწყებიან პროექტის საიტზე. - "ჩვენმა პლადფორმამ შესაძლოა სამუდამოთ შეცვალოს AAA კლასის თამაშების შექმნის პროცესი". შეგიძლიათ მოკალათდეთ საკუთარ საძინებელ ოთახში და ძველი დროის მსგავსად, იქ იმუშავოთ "დიდ" თამაშებზე. Ouya-ს თამაშების გავრცელება free-to-play მოდელით არის დაგეგმილი. შემქმნელების თქმით, ამ ნაბიჯზე წასვლა მათ Team Fortress 2 და League of Legends წარმატებულმა პოლიტიკამ გადააწყვეტინათ. ახალი პლადფორმის გამოსვლას მხარი ასევე რამდენიმე ცნობილმა დეველოპერმაც დაუჭირა - ბრაიან ფარგო (Wasteland, The Bard’s Tale), ჯორდან მეხნერი (Prince of Persia, Karateka), მარკუს პერსტონი (Minecraft, Scrolls), ჯენოვა ჩენ (Journey, flОw) და სხვები.

>>>

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც გულშემატკივრების მხარდაჭერა აღმოჩნდა. Ouya-ს შექმნისთვის დაახლოებით 20 000 ადამიანმა ერთი დღე ღამის განმავლობაში ორ მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარი გადარიცხა (შეგახსენებთ, რომ პირვანდელი გეგმის მიხედვით 950$ ათასის მოგროვება იყო საჭირო). დღეის მონაცემებით კი მხარდამჭერთა გადარიცხული თანხა უკვე 4,800,000$ დოლარამდეა ასული, ხოლო წინ კიდევ 24 დღეა დარჩენილი (საიტის მისამართი). ouya-ს შექმნელთა გუნდი შოკირებულია მოცემული შედეგით. მათი თქმით, Kickstarter-ზე მომხდარი ეს შემთხვევა, პირდაპირ ადასტურებს, რომ კონსოლების თემა ჯერ კიდევ შორს არის ამოწურვამდე. Ouya-ს პირველი ქარხნული პროტოტიპები 2013 წლის მარტში უნდა გამოჩნდეს. კონსოლის ღირებულება 99 დოლარი იქნება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Ouya

Unread post#2 » 25 Jul 2012 20:29

5,495,749-ზე არიან ასულები უკვე. თვითონ კონსოლი იქნება სტანდარტული ზომის "კუბიკრუბიკისხელა". შიდა ნაწილები - 4 ბირთვიანი ARM-პროცესორი Nvidia Tegra 3, 1 გიგაბაიტი მეხსიერება, 8 გიგაბაიტი ფლეშ მეხსიერება და USB პროტი.

საბოლოოთ მაინც ვერ ვხდები რატო მიდის ამ პეროექტის ესე გამწარებული ფინანსირება გეიმრების მხრიდან... რას უნდა ველოდო ბანძი ნეთბუქის დონის კონსოლისგან?

Riddick
Posts: 11696

Ouya

Unread post#3 » 22 Aug 2013 12:54

კონსოლის ახალი რეკლამა ))

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests


cron