Board Games, საერთო თემა

პროდუქცია < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ანალიზი
Riddick
Posts: 11886

Board Games

Unread post#1 » 26 Dec 2024 23:36

გვინდა ერთი თემა ბოარდგეიმებზე. სამაგიდო თამაშებზე რომლებთანაც ცოტა უცნაური დამოკიდებულება მაქ, მეც და კიდევ ბევრ ჩემ ნაცნობს. უცნაურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადად არცერთი ბოარდგეიმი, რასაც ვთამაშობ დიდათ არ მომწონს, ბოლომდე ჩემი არ არი. ამ მდგომარეობამ კი გამიჩინა მუღამი, რომ აღმოვაჩინო რეალურად არი თუარა ისეთი თამაშები რომლებიც მართლა გამიტაცებს და მომანდომებს თამაშს.

ეს ყველაფერი შეკრებისას დალევის გარდა რამე აქტივობის გაჩენის მოთხოვნილებამ მოიტანა და რამდენიმე სხვადასხვა თამაშის ცდის მერე, მივხვდი, რომ ძალიან კარგი, საჭირო ელემენტია, რომელშიც მინდა რო ვერკვეოდე. მინდა მივაგნო ჩემ თამაშებს, ან გავარკვიო რომ ესეთი საერთოდ არ არსებობს (რაშიც ეჭვი მეპარება).

მოკლედ იყოს ერთი საერთო თემა სამაგიდო თამაშებზე, სადაც გავაზიარებთ გამოცდილებას, გაუწევთ, ან პირიქით არ გაუწევთ რეკომენდაციებს, სხვადასხვა პროდუქტებს.

მე კი დავიწყებ თამაშებით რომლებიც მიზანში მაქ და ვფიქრობ შეძენას (გამიზიარეთ გამოცდილება, თუ გითამაშიათ):

    Citadel deluxe
    Splendor
    7 Wonders: Duel
    Root
    DuDo Liers Dice
    Spirit Island
    Avalon
    Karkason

User avatar
SLaYeR
Posts: 6216

Re: Board Games

Unread post#2 » 27 Dec 2024 18:47

ავალონი მითამაშია და მაფიას პონტია, 7 კაცი უნდა მინიმუმ რო კაი გამოვიდეს და კარგია თუ ყველამ კარგად იცის მაფიის თამაში თუნდაც. მე ნუბი ვარ და არ გამოდიოდა სამარისად სახალისო ჩემთვის. დალშე სულ ჩხუბებს და ყაყანს ვუყურებდი )))
მაგ მექანიკაში არის კიდე კლასიკური Werewolf-ის შეცვლილი ვერსია: One Night Werewolf, რომელიც დროის ლიმიტში უნდა მორჩე და მანდ ბევრად ვკაიფობდი, ნაკლები ყაყანი იყო დროის სიმცირიდან გამომდინარე.
კარკასონეს აქებენ ლუდის თემაში კაკრაზ, რიპსტომაც დაითრია და მეგობარსაც დავათრევინე და ორივესგან დადებითი შეფასება მოვისმინე.
სპლენდორი პატარა რო ვიყო გამისწორდებოდა დასაწყებად, ახლა არც ესთეთიკა მიზიდავს მაგის და არც მექანიკა.
7 Wonders ორნაირია, ერთი ორიგინალია და მეორე დუელი, რომელიც ორ კაცშია მარტო. აი ორიგინალი ღირს ალბათ, მარა ლუდის თემაში ფართი გეიმად რამდენად წავა არ ვიცი.

კაროჩე მე რასაც დავაკვირდი ადრე დიდი ხნის რიესერჩიდან გამომდინარე, ლუდთან სათამაშო ვეშები იოლია და მალე მოსაწყენია. მანდ კატანი ლიდერობს, მარტივი ეკონომიკა და ტერიტორიების ათვისება აქვს და პირადი გამოვდილებიდან სადღაც 3 წელი ტრადიცია გვქონდა უბანში. პროსტა ბოლოს გული ამერია თამაშზე ისე ამომივიდა ყელში და დღემდე ხსენებაზეც ვწუხდები ))))

აი მთელი მაგ ჟანრის მუღამი კი იწყება როცა ლუდის გარეშე თამაშობ ისეთ თამაშებს სადაც ტექსტური ნაწილი დიდია. 5-6 საათიანი სტრატეგიები როა და ტვინი რო უდუღთ ხალხს. ზოგი დაჟე 2-3 დღეზე აბავს მაგეებს. Twilight imperium, Eclipse და მასეთი ვეშები. მარა ეს კომპიუტერული თამაშების მერე, საკმაოდ ნუდნი სათამაშოა და თან ამ ბორდგეიმების კულტურას მოითხოვს, ანუ კონკრეტული ბორდგეიმ ნერდების სასტავი უნდა გყავდეს რა, თორე წახვალ მასე და Europa Universalis-ს ან Crusader Kings-ს ითამაშებ. მოკლედ სტაჟიანი ბორდგეიმ სასტავი საზღვარგარეთ და რევიუერები, ძირითადად ამ სეგმენტში ტრიალებენ. boardgamegeek არის საიტი სადაც ქულებით აფასებენ თამაშებს და მანდაც ლიდერულ პოზიციებზე ასეთი რთული თამაშებია ხოლმე.

და ნუ არის კიდევ კატეგორია სერიოზული თამაშების, რომლებსც ნაკლები დრო მიაქვს, 45-120 წუთის ფარგებში. მაგალითად: Castles of Burgundy ან Scythe და რავიცი იმდენი კომპონენტი მოყვება თამაშს რო 1 საათიანი ან თუნდაც 2 საათიანი ხელის შემდეგ, არავის არ უნდა იმის ალაგება და ახლიდან გაშლა, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ ))) მითუმეტეს ლუდთან კატასტროფაა ხოლმე ეგ პროცედურა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11886

Re: Board Games

Unread post#3 » 28 Dec 2024 09:47

არა ლუდით სათამაშო ძალიან პრიმიტიული უნდა იყოს და მაგ გათვლით არ ვარისერჩებ.

უფრო უყურებ რაღაც შედარებით მინიმალისტურ, მაგრამ საინტერესო მექანიკების თამაშებს. აი ეს Citadel deluxe რაც ვნახე, ვფიქრობ რო საკმაოდ კარგი უნდა იყოს მაგ კუთხით.

ყველაზე მეტად არ მომწონს უნიკალური კარტებით თამაში, სადაც ყველა კარტი ფაქტიურად ახალი წესია, რომელიც უნდა დაამატო საერთოს. ეგეთი გეიმფლეი გასართობი არ არი ჩემთვის.

კიდე არ მომწონს უამრავი პატარა დეტალებით როა გადავსებული თამაში და დისკომფორტს რო ქმნის ორგანიზება.

ფიქსირებული სიტუაციის გარშემო რაც არი ეგეც დიდათ არ ასწორებს. აი მაგალითად კონკრეტულ სეთინგში და ლოკაციაზე რო ხდება, რომელიც რამდენიმე თამაშის მერე მოგბეზრდება.

User avatar
GHOST
Posts: 1981

Re: Board Games

Unread post#4 » 30 Dec 2024 23:11

მე Arcs გამისწორდა ძალიან.

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests