Unread post#43 » 12 Aug 2022 20:21
Devil Summoner: Raidou Kuzunoha vs King Abaddon - რაიდოუს სერიების მეორე ნაწილია. პირველი ცუდი თამაშია მარა ეს ყველა კომპონენტში გაუმჯობესებულია, შეიძლება Persona 4-ივით გაპოლიშებული არ არის, მარა კარგი თამაშია როგორც JRPG ჟანრის წარმომადგენელი, ისე Shin Megami Tensei-ს ფრენჩაიზის.
სეთინგი ძალიან მრავალფეროვანია - იაპონიის ტაიშოს ერა (1912-1926), შემორჩენილი ნინჯების სოფელი თავისი ფოლკლორული წარსულით, ოკულტისტური ვაიბები რაც მთელ სეთინგს გასდევს, დეტექტიური ნუარის ბილდაფი და სერიებისთვის დამახასიათებელი აპოკალიპტური საფრთხე. ეს ყველაფერი კი ძალიან გემოვნებიანად არის ერთმანეთთან შეკავშირებული და არ იწვევს მოთამაშისთვის ამოვარდნილობის შეგრძნებას.
სიუჟეტი კარგად იწყება, ნახევარი თამაში რაღაც ფოლკლორული ჰორორივით მიდის, მომენტებში Siren-იც კი მახსენებოდა, მარა მეორე ნახევარი და განსაკუთრებით ფინალური მოვლენები Persona 3/4-ს ემსგავსება და უფრო დიდაქტიკური ხასიათის მორალური დილემების ატრაქციონი ხდება, რასაც თამაში უფრო თინეიჯერებისთვის განკუთვნილ კონტენტზე გადაყავს. თუმცა თამაშს ამ დილემებშიც აქვს ხარისხი და სვავს ისეთ კიტხვებს როგორიცაა: საზოგადოებისგან გარიყვა, ტრადიციები თუ ინდივიდი, ინდივიდის პირადი მორალური არჩევანი თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობა, ზღვარი იმედსა და სასოწარკვეთას შორის. შეიძლება ავტორები ამ ყველა თემას ამომწურავად და შედევრის დონეზე ვერ გადმოსცემენ, მარა გარკვეულ საფიქრალს ნამდვილად ტოვებენ.
გეიმფლეი საკმაოდ კარგია - ჯერ ერთი რო ეს ექშენი ბევრისთვის უფრო მისაღები ფორმაა, იმის მიუხედავად რო ვარკსვლავებს არ წყვეტს, მაინც კომბატს ტემპს უმატებს, ხოლო მეორე რო თამაში ისედაც ადვილია და იქ რენდომ ფუჟენი თუ გამოვიდა ახალი მთვარის დღეს და fiend დემონი დაიკრაფტა, საერთოდ ტყდება თამაში. მეც შემთხვევით ვისარგებლე და პირველი შემთხვევითი დემონის შემდეგ fiend-ების ოთხი მხედრის კოლექცია შევკარი. მოკლედ ყველა გაგებით სასიამოვნო სათამაშოა. ნუ random encounter-ები იმ ეპოქის მახასიათებელია და დღეს მოძველებულად მიიჩნევა, თუმცა არიან დემონები რომლებიც ამ სისტემას საკმაო ხნით თიშავენ დაბალი ლეველის ლოკაციებში. მინუსად შეიძლება ვთქვა რო საიდკვესტებია ცოტა დამღლელი, მარა ეგ ამ თამაშის პრობლემა არ არის, მეტიც - ბევრ მაგ დროის იაპონურ თამაშთან შედარებით მარტივი საიდკვესტების სისტემა აქვს.
მთლიანობაში კარგი და განსხვავებული Shin Megami Tensei სერია და Devil Summoner სუბსერიაა, რაც სერიების მოყვარულებისთვის არ არის გამოსატოვებელი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.