Megami Tensei Games, სერიის რეტროსპექტივა

საერთო შემეცნებითი სტატიები - #განხილვა #ისტორია #რეტროსპექტივა #ანალიზი #კვლევა ...
User avatar
SLaYeR
Posts: 6082

Re: Megami Tensei Games

Unread post#41 » 27 Jul 2022 11:12

პირველი ნაწილის PS1 პორტი თარგმნეს ფანებმა. ეს ვერსია ცოტა გაპოლიშებულია SNES ვერსიისგან შედარებით და მგონი მოვცხებ ამასაც ))))
დღეს Persona 2 Eternal Punishment პორტის თარგმანი დადეს ასევე ფანებმა. PS1 ვერსიაზე საკმაოდ ვიწვალე, თავისი დროისთვისაც ნელი ტანჯვა იყო და ეს გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელიც მხოლოდ იაპონიაში იყო გამოსული.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6082

Re: Megami Tensei Games

Unread post#42 » 30 Jul 2022 21:09

დავხურე პირველი ნაწილიც. იოლი თამაშია, საკმაოდ კარგიც არის მარა ლაბირინთული დანჯენები საშინელი დიზაინია იმ დროისთვისაც კი. მეორესაც ჰქონდა ეს პრობლემა, უბრალოდ მეორე ბევრად მასშტაბური თამაშია და დანჯენებშიც მეტი კონტენტი იდო, აქ პროსტა რენდომ გენერატორით წერდნენ ეტყობა ამ დანჯენებს და ართულებდნენ ნელნელა. სიუჟეტურადაც მეორეს დონე ვერაა მარა მოკლე სიუჟეტი ეხმარება გეიმფლეის და იოლია მიხვდე სად არის მთავარი გზა. დანჯენების ექსპლორაცია რო არ ჩავთვალო, ყველაზე იოლი JRPG თამაშია მგონი. საკმაოდ დაუბალანსირბელია სიმარტივის მხრივ - შუა თამაშში ვილეველე გიჟივით, ვიპოვე სერიოზული იარაღი და გავაძლიერე ბოლომდე, ავტო კომბატით ვხოცავდი ყველაფერს მაგის შემდეგ. დემონებსაც დიდი აზრი არ აქვს, ძირითადად სუსტები არიან და უფრო ბაფების და დებაფების დემონებია კარგი. სამწუხაროდ დემონების სკილები არ გადადის ახალ შექმნილ დემონში და ეგ მომავალ სერიებში დაუმატებიათ.
მეორე ნაწილი დღევანდელი ტექნოლოგიებით რო იყოს გამოსული მეოთხეს მსგავსად, იქნებოდა სიგიჟე. ეს ფაქტიურად მეორეს პროტოტიპი გამოდის, ფუნდამენტი რაზეც დაშენდა მეორე ნაწილი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6082

Re: Megami Tensei Games

Unread post#43 » 12 Aug 2022 20:21

Devil Summoner: Raidou Kuzunoha vs King Abaddon - რაიდოუს სერიების მეორე ნაწილია. პირველი ცუდი თამაშია მარა ეს ყველა კომპონენტში გაუმჯობესებულია, შეიძლება Persona 4-ივით გაპოლიშებული არ არის, მარა კარგი თამაშია როგორც JRPG ჟანრის წარმომადგენელი, ისე Shin Megami Tensei-ს ფრენჩაიზის.
სეთინგი ძალიან მრავალფეროვანია - იაპონიის ტაიშოს ერა (1912-1926), შემორჩენილი ნინჯების სოფელი თავისი ფოლკლორული წარსულით, ოკულტისტური ვაიბები რაც მთელ სეთინგს გასდევს, დეტექტიური ნუარის ბილდაფი და სერიებისთვის დამახასიათებელი აპოკალიპტური საფრთხე. ეს ყველაფერი კი ძალიან გემოვნებიანად არის ერთმანეთთან შეკავშირებული და არ იწვევს მოთამაშისთვის ამოვარდნილობის შეგრძნებას.
სიუჟეტი კარგად იწყება, ნახევარი თამაში რაღაც ფოლკლორული ჰორორივით მიდის, მომენტებში Siren-იც კი მახსენებოდა, მარა მეორე ნახევარი და განსაკუთრებით ფინალური მოვლენები Persona 3/4-ს ემსგავსება და უფრო დიდაქტიკური ხასიათის მორალური დილემების ატრაქციონი ხდება, რასაც თამაში უფრო თინეიჯერებისთვის განკუთვნილ კონტენტზე გადაყავს. თუმცა თამაშს ამ დილემებშიც აქვს ხარისხი და სვავს ისეთ კიტხვებს როგორიცაა: საზოგადოებისგან გარიყვა, ტრადიციები თუ ინდივიდი, ინდივიდის პირადი მორალური არჩევანი თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობა, ზღვარი იმედსა და სასოწარკვეთას შორის. შეიძლება ავტორები ამ ყველა თემას ამომწურავად და შედევრის დონეზე ვერ გადმოსცემენ, მარა გარკვეულ საფიქრალს ნამდვილად ტოვებენ.
გეიმფლეი საკმაოდ კარგია - ჯერ ერთი რო ეს ექშენი ბევრისთვის უფრო მისაღები ფორმაა, იმის მიუხედავად რო ვარკსვლავებს არ წყვეტს, მაინც კომბატს ტემპს უმატებს, ხოლო მეორე რო თამაში ისედაც ადვილია და იქ რენდომ ფუჟენი თუ გამოვიდა ახალი მთვარის დღეს და fiend დემონი დაიკრაფტა, საერთოდ ტყდება თამაში. მეც შემთხვევით ვისარგებლე და პირველი შემთხვევითი დემონის შემდეგ fiend-ების ოთხი მხედრის კოლექცია შევკარი. მოკლედ ყველა გაგებით სასიამოვნო სათამაშოა. ნუ random encounter-ები იმ ეპოქის მახასიათებელია და დღეს მოძველებულად მიიჩნევა, თუმცა არიან დემონები რომლებიც ამ სისტემას საკმაო ხნით თიშავენ დაბალი ლეველის ლოკაციებში. მინუსად შეიძლება ვთქვა რო საიდკვესტებია ცოტა დამღლელი, მარა ეგ ამ თამაშის პრობლემა არ არის, მეტიც - ბევრ მაგ დროის იაპონურ თამაშთან შედარებით მარტივი საიდკვესტების სისტემა აქვს.
მთლიანობაში კარგი და განსხვავებული Shin Megami Tensei სერია და Devil Summoner სუბსერიაა, რაც სერიების მოყვარულებისთვის არ არის გამოსატოვებელი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Cognition”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests