RPG–ში მთავარი აქცენტი არის პროტაგონისტზე და მის განვითარებაზე, იქნება ეს მისი ხასიათის, პიროვნების განვითარება თუ მისი ფიზიკური მონაცემების და უნარების. მთავარი პერსონაჟი როლურ თამაშებში ერთგვარი ვირტუალური ორეულია მოთამაშის, და თამაშის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ თუ როგორი იქნება პროტაგონისტი თამაშის დასრულებისას, ყველა თამაშში სხვადასხვა სტილის თავისუფლება არის პერსონაჟის ჩამოყალიბებისას. Bioware–ის თამაშებში თქვენ პერსონაჟის მიერ თითოულ წარმოთქმულ სიტყვას და ქმედებას აკონტროლებთ, იაპონურ როლურ თამაშებში არჩევანი ძირითადათ კოსმეტიკურია.

მეგობრები იკრიბებოდნენ და "Helms Deep"–ს ბრძოლას ჯოხებით და ზურგზე მოსასხამის მსგავსად წამოცმული გადასაფარებლებით ათამაშებდნენ. დროთა განმავლობაში ამან უფრო მცირე მაშტაბები შეიძინა, და თამაში საღამოობით, სახლის მყუდრო ატმოსფეროში გრძელდებოდა. მაგრამ აქ გაჩნდა საჭიროება გმირების და მტრების სიძლიერის, მაგიის დამრტყმელი ძალის დადგენის. ასე შეიქმნა პირველი სამაგიდო თამაშები, რომლებსაც შემდგომში "Pen and Paper Role Playing Games", ან უბრალოდ სამაგიდო RPG ეწოდათ.

D&D–ის სათამაშო სისტემით თამაში რამდენიმე ფენტეზი სამყაროში შეიძლება, რომლებსაც სეთინგები ჰქვიათ. მათ შორის ყველაზე პოპულარული არის "Forgotten Realms", სამყაროს რასები ძალიან ჰგავს ბეჭდების მბრძანებლის რასებს, თუმცა სამყაროს დანარჩენი ნაწილი განსხვავდება ტოლკიენის შედევრისგან, განსაკუთრებით კი მაგია. რასების და პროფესიების არჩევანი იცვლებოდა D&D სათამაშო სისტემის განვითარებასთან ერთად, მაგრამ ძირითადი სათამაშო პრინციპები საერთო იყო.
Dungeon & Dragons – ს თამაშობდა რამდენიმე მოთამაშე, როგორც წესი სახლის მყუდრო ატმოსფეროში. თითოეული მოთამაშე ქმნიდა თავის პერსონაჟს, მის სტატისტიკურ მონაცემებს და მათ პროგრესს სპეციალურ ცხრილებიან ქაღალდზე იწერდა, ასევე ხშირად მოთამაშეები ქმნიდნენ პერსონაჟის ბიოგრაფიას და ხასიათს, რომლის მიხედვითაც იღებდნენ მნიშვნელოვან მორალურ გადაწყვეტილებებს. თითოული თამაშს ჰყავდა "Dungeon Master"-ი, რომლის როლიც ვიდეო თამაშებში კომპიუტერმა აიღო თავის თავზე. ეს იყო ერთგვარი მთხრობელი, რომელიც აღწერდა თამაშის გარემოს, ლაპარაკობდა სამყაროს ბინადარი პერსონაჟების სახელით და იბრძოდა მტრების და მონსტრების მაგივრად.
ბრძოლა ხდებოდა სვლების მეშვეობით, თითოეულ ქმედებას გარკვეული რაოდენობის სვლები სჭირდებოდა, მოთამაშეები და მათი მტრები რიგრიგობით აკეთებდნენ სვლებს და შემდეგ ხდებოდა ამ სვლების შედეგების გამოთვლა. თამაშში ინტერესის და მოულოდნელობის ეფექტის შემოსატანად იყენებდნენ სხვადასხვა ფორმის კამათლებს, თითოეული სტატისტიკა მრავლდებოდა კამათელის გაგორების შედეგად მიღებულ რიცხვზე და მისი სიძლიერე იცვლებოდა ამის მიხედვით. ყველაზე დაბალი კომბინაციის გაგორება უდრიდა Critical Fail–ს, ყველაზე მაღალის Critical Hits.
სტატისტიკის გამოთვლის პროცედურას დიდი დრო მიჰქონდა, რაც ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ თამაშიდან მიღებული მთავარი სიამოვნება საინტერესო ისტორიების მოყოლაში და თავგადასვლებში იყო.

"World of Darkness" კიდევ ერთი წარმატებული სამაგიდო RPG-ა, ამ თამაშის სამყარო პოპულარულ საშინელებათა ჟანრის ფიქციას ეფუძვნება. ეს არის ღრმა, სტილით აღსავსე ბნელი სამყარო, რომელიც ხიბლავს თავი დეტალურობით და სხვადასხვა როლის თამაშის შესაძლებლობით. თამაშის სამყაროში თქვენ მისტიური რასების როლს ირგებთ, რომელთაგან ყველაზე პოპულარული ვამპირების რასაა. ამ RPG–ში მთავარი თქვენი პერსონაჟი და მისი ისტორიაა, ბრძოლა და პერსონაჟის ფიზიკური განვითარება ნაკლებად მნიშვნელოვანი არის. რაც ბევრად ღრმა და საინტერესო გამოცდილებად იქცევა კარგი ისტორიების მოყვარული მოთამაშეებისთვის.
ერთ-ერთი პირველი ისტორიას შემორჩენილი როლური თამაში არის გერი ვაისჰანტის(Gary Whisenhunt) და რეუ ვუდის (Ray Wood) მიერ 1974 წელს შექმნილი "dnd". ამ თამაშს ჰქონდა ბევრი გეიმპლეის ელემენტი რომლებიც შემდეგში როლური თამაშების ბაზისად იქცა. თქვენ ირჩევდით რასას, ანაწილებდით ქულებს ფიზიკურ მახასიათებლებში (ძალა, ინტელექტი, მოქნილობა და ა.შ) და ნელნელა ბნელი დანჯენის სიღრმეებისკენ მიიწევდით. გზადაგზა "სართულებს" აგრესიულ ბინადრებისგან წმენდდით, აგროვებდით ათას საჭირო და არასაჭირო ნივთს და მოგზაურობის ბოლოს დაამარცხებდით თამაშების ისტორიაში პირველ "ბოსს", ოქროს დრაკონს. რომლის ჯადოსნური სფეროთი.. დანარჩენის თავად მიხვედრა არ გაგიჭირდებათ.
თამაშის პრინციპი მარტივი იყო, თქვენ იღებდით ქვესტებს Lord British–ისგან, იკვლევდით მიწისქვეშეთს და ამარცხებდით 10 ზრდადი სირთულის მქონე ბოსს. Lord British გერიოტის მეტსახელი და მისი სათამაშო ალტერ ეგოა. Akalabeth–ისგან მიღებულმა წარმატებამ საშუალება მისცა გერიოტს შეექმნა ლეგენდარული Ultima–ს სერიები.
მაგრამ პირველი CRPG-ის გამოჩენიდან 30 წლის შემდეგაც კი, სამაგიდო როლური თამაშების ბაზისებს არ გასცდენია როლური თამაშები, და არც ნიშნები არსებობს ამ ვითარების შეცვლის. RPG დღევანდელი სახე ბევრი გეიმერისთვის საყვარელი და შეუცვლელი გახდა, თუმცა საინტერესოა რა გამოვა, თუ დავუბრუნდებით დროს როდესაც სამაგიდო RPG–ების შექმნის საჭიროება გაჩნდა და ვიფიქრებთ თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო RPG დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. როგორ შეიცვლებოდა ან შეიცვლება თავგადასავლების და ფენტეზი სამყაროში ცხოვრების სიმულაცია რომელსაც RolePlaying Games ვუწოდებთ.