
და ამ ყველაფერში ვგულისხმობ Metaverse და NFT (ბლოკჩეინ თამაშებს). რომლებზეც ჯერ დიდათ არაფერი არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ გვატკენენ ტვინს მომავალში...
კულტურის ფარგლებში, რომ დავრჩეთ აგერ პატარა დისქრიფშენი ორივესი:
Metaverse
A metaverse is a network of 3D virtual worlds focused on social connection. In futurism and science fiction, the term is often described as a hypothetical iteration of the Internet as a single, universal virtual world that is facilitated by the use of virtual and augmented reality headsets.
NFT
Non-fungible token - A non-fungible token is a unique and non-interchangeable unit of data stored on a blockchain, a form of digital ledger. NFTs can be associated with reproducible digital files such as photos, videos, and audio.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო და ფიგურალურად ავხსნა, იმ დონეზე რაც მესმის - Metaverse არის ვირტუალური "სოციალური" სივრცის, ახალ ეტაპზე გადაყვანის მცდელობა, რომელიც ძირითადად უნდა მოხდეს სხვადასხვა VR სათვალეების მეშვეობით (ვირტუალური რეალობის). ანუ იქნება რაღაც ვირტუალური გარემო, სადაც სათვალის გამოყენებით შეძლებ "ყოფნას" და იმ აქტივობების კეთებას, რასაც ეხლა ჩვეულებრივი ბროუზერის გამოყენებით შვრები.
ხოლო NFT, ძალიან გამარტივებულ ენაზე, რომ ვთქვა, არის საშუალება, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ იყიდოთ რაიმე სახის ციფრული "ფაილი" - ნახატი, 3D მოდელი, აუდიო ჩანაწერი და სხვა - ნებისმიერი ციფრული "რაღაც" რაც შეგიძლია რო ვინმეს "შეტენო" როგორც "პროდუქტი".
და საქმე რაშია. ჯერჯერობით Metaverse არ გადავსულვართ და საეჭვოა მოგვინდება თუ არა ყოველდღიურობაში სათვალეების ხმარება, მაგრამ NFT დანერგვა უკვე სრულფასოვნად მიმდინარეობს და მათ შორის რათქმაუნდა თამაშებშიც.
ანუ ეს არის ახალი მეთოდი თამაშების ციფრული სამყაროების მონეტიზაციის, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია იყიდოს ნებისმიერი ერთეული რამ, ამ შემთხვევაში თამაშების მაშტაბით - შენობა, NPC, სატრანსპორტო საშუალება, გემი და სხვა...

იდეაში სიგიჟეა, მაგრამ სიგიჟე რომელმაც შეიძლება რომ ძალიან დიდი ფული მოიტანოს, განსაკუთრებით ონლაინ თამაშებში - სიტყვაზე CSGO სკინი რომელიც მარტო შენ გაქ, წარმოიდგინეთ რა მოხდება ფასებზე.

მე კი ამ ყოველში მინდა უკეთ გავიგო, წარმოვიდგინო თუ რეალურად რას აპირებენ. ფაქტია რომ რაღაც ლეგენდარული "лахатрон" ამუშავების მომსწრეები ვხდებით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიაზრებ როგორ აისახება ჩვენს ყოველდღიურ მოხმარებაზე, რა პლიუსები და მინუსები აქ ამ ყველაფერს და რას უნდა ველოდოთ, როგორც თამაშებში, ასევე ზოგადად ონლაინ სივრცეში - სადაც აწი ყველა "ნოლიანის და ერთიანის" ცალკე მონეტიზაცია უნდათ და ჰაერზე გადასახადის დაწესებაც ალბათ. ვიდისკუსიოთ ამაზე და თუ რაიმე თემასთან ახლო, საინტერესო რესურსები იქნება ისიხ გამოუშვით.