Hidetaka Miyazaki, ინტერვიუ

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
Riddick
Posts: 11696

Hidetaka Miyazaki

Unread post#1 » 24 Mar 2015 01:33

რამდენიმე დღის წინ PlayStation ბლოგზე გამოქვეყნდა პატარა ინტერვიუ გეიმდიზაინერ ჰიდეტაკა მიაზაკისთან, ცნობილი ისეთი პროექტებით როგორიცაა Demon's Souls, Dark Souls და Bloodborne. წარმოგიდგენთ ინტერვიუს:

>>>


Souls სერიის თამაშები ჰორორებათ არასდროს ითვლებოდნენ, მაგრამ აზრად მხოლოდ რამდენიმე თამაში მომდის რომლებიც იგივე დონის შიშის და საშინელების შეგრძნებას ნერგავენ მოთამაშეში. როგორც ჩანს იგივე ხერხს Bloodborne-შიც გამოიყენებთ - მხოლოდ ტრეილერის ყურებისგან უკვე თმები ყალყზე მიდგება...

ჰ.მ.: არის რამდენიმე მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა გრძნობდნენ მოთამაშეები შიშს, განსაკუთრებით Bloodborne-ში, რომელშიც "სულებთან" შედარებით უფრო "ცივი" ატმოსფეროა წარმოდგენილი. ჩვენ მისგან ჰორორის გაკეთება მიზანმიმართულად არ გვიცდია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეს ქონდეს ეს შიშის და საშინელების შეგრძნება, ეს გრძნობები პირდაპირ არის დაკავშირებული მოთამაშის მიერ ამ ყველაფრის გადალახვის და შემდგომში მნიშვნელოვანი მიღწევის გრძნობის დაუფლებასთან.

ამასთანავე, პირადად მე დარწმუნებულივარ, რომ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხანდახან შეუძლია საკმაოდ სასტიკი და დაუნდობელი იყოს. ისეთი თამაშის სამყაროს შექმნა, რომელიც მოთამაშესთან მეგობრულია - ეს ის არ არის რაც მე მინდა და არც ის რანაირადაც მსოფლიოს ვხედავ. იქნება ეს ბუნება თუ საზოგადოება, გარესამყარო ყოველთვის სასტიკია - ზუსტად ამის გამოხატვა მინდა ჩემს თამაშებში.

ვიცი, რომ მოთამაშეებს შორის არიან ისინი, რომლებსაც Demon’s Souls ჰაბ სამყაროს წყობა ურჩევნიათ, მაგრამ ჩემი აზრით, თქვენი თამაშების ერთერთი ყველაზე გამორჩეული ღირებულება Dark Souls სამყაროს უჩვეულო წყობაში მდგომარეობს - ლოკაციები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთიანობაში გრანდიოზულ, დახვეწილ ორიგამის ქანდაკებას ქმნის. როგორ მიუდექით Bloodborne დიზაინს და სათამაშო სამყაროს რეალიზაციას?

ჰ.მ.: მე ორივე თამაშიდან საუკეთესოს აღება მინდა. ყველა ლოკაცია კვლავ ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული, როგორც პირველ Dark Souls-ში, მაგრამ ამასთანავე დაბრუნდება Demon’s Souls ჰაბ სისტემაც.

თვითონ სამყარო გარკვეულ ასპექტებში საკმაოდ მრავალფეროვანია - ისევე როგორც Dark Souls - მაგრამ, საერთო ჯამში ყველა ლოკაცია მაინც უწინდებურად, ანუ უნაკეროდ ერწყმის ერთმანეთს. მათში წვდომის მოსაპოვებლად თქვენ ცენტრალურ ლოკაციებამდე მოგიწევთ მისვლა, რომლებიც ერთგვარი პორტალების როლში გამოდის. ეს იმისთვის კეთდება, რომ გაგიადვილდეთ იმ ლოკაციებში გადაადგილება, რომლებიც ადრე გექნებათ გახსნილი.


Demon’s Souls და Dark Souls გამოსვლის შემდეგ ამ თამაშების პოპულარობა ძალიან გაიზარდა და ეხლა, უზარმაზრი რაოდენობის თაყვანისმცემლების მოგროვების შემდეგ, ისინი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშებად ითვლებიან. როგორი დამოკიდებულება გაქვთ/როგორ ართმევთ თავს ამხელა გადარეულ და თქვენს თამაშებზე შეყვარებულ სამომხმარებლო ბაზას?

ჰ.მ.: პირველრიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოხარულივარ მსგავსი გულშემატკივრების ყოლით. როდესაც ჩემი ქმნილებები მათ მოლოდინებს ემთხვევა, მოვიტყუებოდი, არაფერს არ ვგრძნობდთქო, რომ ვამბობდე, მე ძალიან მსიამოვნებს მათი გამოხმაურებების კითხვა და მოსმენა.

ადამიანები, რომლებიც ჩემ თამაშში ამდენ დროს ხარჯავენ და ჩემს მიერ შექმნილ თამაშებს ესეთი ვნებით განიხილავენ... მე ხშირად შევდივარ ქსელში და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ იმას, რასაც ისინი წერენ. რათქმაუნდა, ყოველთვის არის რაღაც, რაზე კითხვაც არც ისე სასიამოვნოა - მაგრამ ამის გათვალისწინებით, მე მაინც დიდ სიამოვნებას ვიღებ მოთამაშეების კომენტარების კითხვისგან. როდესაც რაიმეს შემქმნელი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ რას გეუბნებიან მომხმარებლები, ეს რჩევები ყოველთვის უნდა გამოიყენო მომდევნო პროექტში. ამასთანავე დიდი სიამოვნებაა იმის აღქმაც, რომ ვიღაც შენს თამაშში ასობით საათს ატარებს.

როდესაც გასული წლის ბოლოს PlayStation Experience-ზე შეერთებულ შტატებში ჩავედი, მე Q&A პანელზე ზუსტად ესეთ მოთამაშესთან ერთად მომიწია ყოფნა, და აი ზუსტად მაშინ გავაანალიზე თუ რამხელა იყო მათ მიერ ჩემი თამაშებით გატაცების დონე.

გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ადამიანების უმეტესობა თქვენს თამაშებზე მათი მაღალი სიძნელის გამო არიან ჩაციკლულები, ამ დროს კი არ ითვალისწინებენ სხვა ასპექტებს (მაგალითად ატმოსფეროს, ან ისტორიას..)?

ჰ.მ.: მე ამას არ ვთვლი რამე სახის პრობლემად. ჩემთვის სრულიად გასაგებია, როდესაც ხალხი ამის შესახებ მეკითხება, მე მიხარია რომ მოთამაშეებს ეს მოსწონთ - ამ კუთხით მე იმის მოწინააღმდეგე რომ ხშირად მეკითხებოდნენ ჩემი თამაშების სიძნელეზე. პირიქით, ვთვლი, რომ საუბრისთვის ძალიან კარგი თემაა.

როგორც თამაშების შემქმნელი - ან როგორც რაიმეს შემქმელი - როდესაც ადამიანები ჩემი ქმნილებით არიან გატაცებულები, მისმევენ შეკითხვებს და ინტერესდებიან ამ ყველაფრით, ეს ნიშნავს, რომ ჩემი შრომა ფუჭი არ ყოფილა, რისთვისაც მე მათი ძალიან მადლობელივარ.

ჩემი სოციალური ცხოვრების საუბედუროთ, მე ვიცი, რომ "სულებს", გადათამაშების ძალიან დიდი ზღვარიაქვთ, და ყოველ ჯერზე, როდესაც მე მათ უბრუნდები, საკუთარი თავისთვის სულ ახალ ახალ საიდუმლოებებს ვაგნებ. როგორ მიუდექით New Game+ შექმნას Bloodborne-ში?

ჰ.მ.: საერთო მექანიკა უცვლელი დარჩა, მაგრამ პირადად თამაშის შემდეგ, ვფიქრობ, რომ თქვენ იგი Souls-ის სერიებისგან ცოტა განსხვავებული მოგეჩვენებათ. იმის მიუხედავათ, რომ თვითონ ჩანაფიქრი Dark Souls-ისას გავს, იგი სხვანაირად იგრძნობა. New Game+ და New Game++ შეგრძნებები სრულიად განსხვავებული იქნება თქვენთვის.

მარტივი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ Bloodborne თამაშს პასიურად ვეღარ შეძლებთ (თავდაცვითი ბრძოლის სტილით). ეს კი ყველა Game+ში უფრო გამოკვეთილად გამოჩნდება. Souls-ისგან განსხვავებით, ყველა მომდევნო Game+ში გავლით მოთამაშე სრულიად ახალ გამოცდილებას შეიძენს. მე მინდა, რომ მოთამაშეები ყოველი ახალი New Game+ საკუთარ თავს ახალ გამოწვევას უცხადებნენ, რათა საბოლოოთ კარგად გაიგონ თუ სადამდე არიან წამსვლელები.

ქსელში Souls გულშემატკივრებს შორის უკვე დიდიხანია მიმდინარეობს დიალოგი იმაზე, რომ Bloodborne-ში, სხვა სერიებთან შედარებით, ნაკლები იარაღების სახეობები იქნება წარმოდგენილი. შეგიძლიათ განვიმარტოთ თუ როგორი სახის იარაღების სისტემასთან გვექნება საქმე?

ჰ.მ.: Souls-ის სერიებთან შედარებით, Bloodborne იარაღების როდენობა ნამდვილად ნაკლებია, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილება ახალი თამაშის დიზაინის გამო იქნა მიღებული.

ყველა იარაღს გარკვეული ტრანსფორმაცია შეუძლია - ანუ ფაქტიურად ერთ იარაღს რამდენიმე სხვადასხვა "ფორმა" არსებობს და ამასთან ერთად თამაშის სხვადასხვა სტილიც. თქვენ ასევე Blood Gems მეშვეობით მათი გაძლიერება შეგეძლებათ. თამაშში სხვადასხვა სახის გაუმჯობესებებია წარმოდგენილი, და ყველა სხის იარაღს მათი სამი სლოტი გააჩნია. მაგალითად, ერთ-ერთი გაუმჯობესების გამოყენებით, შეგიძლიათ დაწიოთ დარტყმისთვის საჭირო ძალის მარაგი.

თქვენ მათი სხვადასხვანაირად შერწყმა შეგიძლიათ - "სულების" იარაღების როდენობა Bloodborne მსგავსი დაკონფიგურირების მერე მეორე პლანზე გადადის. ყველას შეუძლია ამათუიმ იარაღის საკუთარ სტილზე მორგება და შემდომში ამის სხვადასხვანაირად გამოყენება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Hidetaka Miyazaki

Unread post#2 » 24 Mar 2015 02:40

ვიცოდი ეს მარა მაინც წაიღო სულში, კაია რო თარგმნე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 30 guests


cron