Half-Life on Consoles, Half-life-ს პორტების მიმოხილვა

ზოგადი და სპეც სტატიები ◀ ამბავი ◀ ისტორია ◀ პერსპექტივა ◀ რეტროსპექტივა ◀ გარჩევა ◀ ანალიზი
User avatar
Blankbanshee666
Posts: 182

Half-Life on Consoles

Unread post#1 » 19 Feb 2015 03:35

დღევანდელ რივიუში მინდა ვილაპარაკო Half-Life-ს რამდენიმე პორტზე და მის დამატებაზე რომელიც მხოლოდ ფლეისთეიშნ 2-ზე გამოვიდა, სახელწოდებით - Half-Life : Decay. ზოგადად Half-Life-ზე არაფერ ახალს არ ვიტყვი, ვინაიდან მთელი სტატიებია მიძღვნილი ამ თამაშისადმი, რომელსაც საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამავე განყოფილებაში.

Half-Life (Playstation 2)


>>>

როგორც მოგეხსენებათ Half-Life-ის PC რელიზი 1998 წლისთვის იქნა დაგეგმილი და საერთო აღიარება მოიპოვა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო FPS თამაში. ასევე Half-Life იყო კომპანია Valve-ს დებიუტიც. 3 წლის შემდეგ თამაში დაპორტირდა ფლეისთეიშენ 2-ზე და სეგა დრიმქასთზეც, მაგრამ ამ უკანასკნელის პორტირება ბოლომდე ვერ მოხერხდა და შესაბამისად გააუქმეს (რაზეც შემდეგ ვილაპარაკებთ). Playstation 2-ის პორტს pc ვერსიისგან განსხვავებით ჰქონდა უკეთესი გრაფიკა (ააჰ, a sweet 60 frame per second framerate), უკეთესი დიზაინი, მოდელების და ტექსტურების, და ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვქონდა გვეთამაშა Co-Op დამატება სახელწოდებით - Decay. ამის გარდა პორტს ქონდა 2 სხვა რეჟიმიც - Head To Head და Multiplayer Deathmatch. უფრო მეტიც, ზემოთხსენებული პორტი საშუალებას გვაძლევდა შეგვეერთებინა კლავიატურა და მაუსი ჩვენს კონსოლში, რაც დიდი პლიუსი იყო. პორტის ამოცანის ავტორი კომპანია Gearbox Software იყო.

>>>
ჩშშშ, ნუ ხმაურობ! არ გაიღვიძოს!

როგორც ყოველთვის, სთორი უცვლელია, ჩვენ ვიქნებით ფიზიკოს/მეცნიერის გორდონ ფრიმენის როლში, რომელმაც უნდა გამოასწოროს Fucked Up სიტუაცია ბლექ მეზას ლაბორატორიაში, სადაც წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად, იხსნება პორტალი პარალელურ სამყაროში და უცხოპლანეტელები გადმოდიან შეტევაზე. ასევე განსხვავება pc ვერსიისგან არის ავტო მიზანი როგორც უმეტესობა შუტერებში პლათფორმებზე, რაც გარკვეულწილად საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულიცაა, თუმცა თუ თქვენ პროფი ხართ, შეგიძლიათ ეს ფუნქცია გამოურთოთ. მაგრამ რაც მთავარია ეს ზუსტად ისეთივე Half-life-ია რომელიც ვიცით Pc-ზე და ყველას გვიყვარს. დაბალანსებულია, ჟანრის კანონებიც ტრადიციულად დაცულია და თითქმის ყველაფერი თავის ადგილზეა. ჩვენ მოგვიწევს მოგზაურობა ოფისებში, ლაბორატორიებში, წყალქვეშა კანალიზაციებში და ა.შ.

>>>
ყველასათვის საყვარელი ბლექ მეზას მეცნიერები

***

Half-Life : Decay (an Exclusive Ps2 expansion for Half-Life)


>>>

როგორც ზემოთ ვახსენეთ, Half-Life-ის პორტს ფლეისთეიშენზე მოჰყვება ქო-ოფ დამატება Decay, რომლის სეთინგი და სთორი დაფუძნებულია ქრონოლოგიურად იმავე მოვლენებზე, რაც თვითონ Half-Life-ში ხდება, უბრალოდ, როგორც სხვა დამატებებში, დიქეის მიზანია დაგვანახოს სთორი სხვა კუთხით, განსხვავებული პროტაგონისტებით. მოთამაშეები ირგებენ 2 მეცნიერის - ქოლეთ გრინის და ჯინა ქროსის როლს, რომლებიც იმავე ლაბორატორიაში მუშაობენ, სადაც ჩვენი გორდონ ფრიმენი. ისინი ანალიზს უკეთებენ სხვადასხვა ანომალიურ მატერიალებს წამოღებული პლანეტა ქსენიდან, ტელეპორტაციის ექსპერიმენტებიდან გამომდინარე. მაგრამ როცა ექსპერიმენტი წარუმატებლად ჩაივლის და მოხდება უცხოპლანეტელების ტელეპორტირება ლაბორატორიაში, მეცნიერები ერთიანდებიან ერთ გუნდად და თანამშრომლობენ 2 მეცნიერთან - დოქტორ რიჩარდ კელერთან და დოქტორ როსენბერგთან ერთად, რათა მოახდინონ სიტუაციის განმუხტვა და სტაბილიზაცია.

>>>
დიახ ჩვენ ამ 2 მომხიბვლელი მანდილოსნით მოგვიწევს თამაში ^^

გეიმფლეი თითქმის იგივეა, თუმცა აღსანიშნავია ქო-ოფი სფლით-სქრინის მეშვეობით. ასევე ტურის დასრულების შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ვნახოთ სტატისტიკა, ვინ როგორ ესროლა მტერს თავში, სიზუსტე და ა.შ. ასევე არის ე.წ. rank სისტემა, A-დან F-მდე. და თუ ჩვენ 9ვე მისიას A-ზე დავასრულებთ, საშუალება გვეძლევა ვითამაშოთ ბონუს ქო-ოფ მისია - Xen Attacks, სადაც,ჩვენ უცხოპლანეტელების მხარეს ვართ, კერძოდ კი ვორტიგონტებისკენ.

>>>
მე ვხედავ სინათლეს !

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, დიქეის საკმაოდ დეტალიზირებული და დახვეწილი გრაფიკა ჰქონდა Half-Life-ის პორტისგან განსხვავებით. თამაში იყენებდა ახალ მოდელებს, სწორედ იმ მოდელებს რომელიც იყო დამატება Blue Shift-ის High Definition Pack-ში, უკეთესი გრაფიკით და რა ყველაზე მთავარია სახის დახვეწილი ანიმაციებითაც კი. ერთი სიტყვით, დიქეის ვიზუალური მხარე საკმაოდ ხარისხიანი და დახვეწილი ჰქონდა. 2001 წლის 18 აგვისტოს სიერამ განაცხადა რომ, დიქეი თითქმის მზად იყო და ის უკვე კომპანია სონის გადასცემდა რამდენიმე დღეში დასამტკიცებლად. ხოლო მთლიან Half-Life-ს ps2-ისთვის მიენიჭა Gold-ის სტატუსი 30 ოქტომბერს და უკვე 14 ნოემბერს, თამაშმა დღის შუქი იხილა.

>>>
ჰმმ, არ ვიტყოდი პიცაზე უარს :3

2005 წელს, უკრაინელი დეველოპორების ჯგუფმა გადაწყვიტა დაეპორტირებინა დიქეი პერსონალურ კომპიუტერზე, ერთგვარი მეთოდის აღმოჩენის წყალობით, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა ორიგინალი თამაშის ps2 ფაილები დაეპორტირებინათ ვინდოუსზე. პორტი 2007 წელს ბეტა-ტესტირების სტადიაში იყო, და უკვე 2008 წლის 23 სექტემბერს პორტმა მზის შუქი იხილა. PC პორტს ყველა დადებითად შეხვდა და ისიც აღნიშნეს რომ, დიქეი აუცილებლად უნდა გამოსულიყო PC-ზეც თავისდროზე. ხოლო ორიგინალ დიქეის კი პრესისგან სუსტი შეფასება მოჰყვა, მაგრამ მთლიანობაში იდეა, რომლის მიხედვითაც 2 მოთამაშე უნდა დახმარებოდა ერთმანეტს სხვადასხვა ფაზლების ამოხსნაში - მოიწონეს. საიტმა Allgame-მა აღწერა თამაში როგორც ორიგინალი Half-Life-ს ბონუსი, მაგრამ ასევე აღნიშნა რომ ვინაიდან თამაში მხოლოდ 2 მოთამაშისთვის იყო განკუთვნილი, single-ში თამაშის დროს საშინელი ტანჯვა იქნებოდა პერსონაჟების წამდაუწუმ გადაცვლა.

>>>

***

Half-Life (Cancelled Dreamcast port)


>>>

ასე და ამგვარად ვილაპარაკეთ ფლეისთეიშენის პორტზე და დადგა დრო შევეხოთ უკანასკნელ "განწირულ" პორტს დრიმქასთზე. როგორც პს2-ზე, იმავე წელს იგეგმებოდა ამ პორტის გამოშვებაც, თუმცა ორივე პორტი დრიმქასთის კონსოლზე და მაკზე დამთავარებული იყო, გაყიდვაში არცერთი არ იყო გაშვებული. გირბოქს სოფთვეარი ამას ხსნის იმით რომ, მათ კონტრაქტი ამოეწურათ ვალვესთან და სიერასთან 2000 წლის ბოლოს. ECTS (European Computer Trade Show)-ზე, წარდგენილი იყო ე.წ. დემო ვერსია პორტის, სადაც დეველოპერები რენდი პიჩფორდი და ბრაიან მარტელი დემონსტრაციას აწყობდნენ მოცემული დემოვერსიის და ინტერვიუებსაც იძლეოდნენ. როგორც pc და Ps2 ვერსიების ქონდათ საკუთარი დამატება, დრიმქასთის ვერსია ითვალისწინებდა ექსკლუზიურ დამატებას - Blue Shift-ს, სადაც სთორი იგივეა თუმცა ჩვენ მოგვიწებდა თამაში ლაბორატორიის დაცვის წევრის როლში.

>>>
გრაფიკული განსხვავება

რაღათქმაუნდა დრიმქასთის პორტი ითვალისწინებდა, უფრო დახვეწილ და გამართულ ვიზუალურ მხარეს, და ლამაზ ტექსტურებს, თავისი პოლიგონებით, თუმცა რელიზიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პორტი გააუქმეს. სიერამ აღნიშნულ ფაქტზე თავი გაიმართლა რომ, ეს მარკეტინგული სვლის შეცვლა იყო, მას შემდეგ რაც დრიმქასთის დღეები დათვლილი იყო. მაგრამ ! თამაშის 95 % დასრულებული იყო და როგორღაც გაჟონა ინტერნეტში, ასე რომ, ვისაც გაქვთ ეს კონსოლი, თავისუფლად შეგიძლიათ გადმოწეროთ, ჩაწეროთ დისკზე და თამამად ითამაშოდ, თუმცა Loading-ის სქრინი სამუდამოდ ჩარჩება თქვენ თავში, ვინაიდან იგი ყოველ 20-25 წუთში ჩნდება ლეველის განმავლობაში :/

>>>
პირადად მე დრიმქასთის გორდონი უფრო მომწონს :3

რაც შეეხება თვითონ Blue Shift-ს, იმავე წელს გამოუშვა ვალვემ უკვე პერსონალურ კომპიუტერებზე, მაღალი გაფართოების ნაკრებით, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, გვეთამაშა დამატებაც და ორიგინალი თამაშიც უფრო უკეთესი გრაფიკით. ხოლო 2013 წლის 24 იანვარს კი, მაკის მფლობელებს ეღირსათ პორტი, რომელსაც ისინი იყიდდნენ სთიმის მეშვეობით. იმედია რივიუ საინტერესო იყო და მოგეწონათ :)

>>>

© Blankbansheee (AKA - Head Crusher)

Riddick
Posts: 10880

Half-Life on Consoles

Unread post#2 » 19 Feb 2015 18:45

საერთოდ არაფერი არ ვიცოდი ამ პორტებზე, ინფორმატიულია thx.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 182

Half-Life on Consoles

Unread post#3 » 19 Feb 2015 21:58

სენკს ^^ ხო ვცდილობ საინტერესო რამეებზე ვწერო ხოლმეე :3

Return to “Research”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests


cron