პირველი პრის შუთერის ისტორია:
მინდა შემოგთავაზოთ Gameover.ge კიდევ ერთი სპეციალური რეტროსპექტივა რომელიც ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სათამაშო ჟანრის, პირველი პირის შუთერების ეძღვნება. ჩვენ დავბრუნდებით დროში და უკვე მივიწყებას მიცემულ კლასიკასთან ერთად, საყვარელი იარაღების სახეობებსაც გავიხსენებთ.

- 1973 წელი
- Maze War - უხილავი იარაღი
- დეველოპერი: Steve Colley
პირველი პირის შუთერების ჟანრი შორეულ 1973 წელს, ეიმსის (NASA) კვლევით ცენტრში მომუშავე დეველოპერი სტივ კოლლეის მიერ შექმნილი, ინოვაციური თამაშის Maze War გამოსვლით დაიწყო. მოთამაშე ლაბირინთში მოგზაურობდა, ერთი ნაბიჯით 90 გრადუსზე ბრუნავდა და თვალის ფორმის მონსტრების ხოცვით იყო დაკავებული. შემქმნელმა მალევე გაანალიზა, რომ დროთაგანმავლობაში მარტო თამაში მოსაწყენი ხდებოდა და ქსელის შესაქმნელად რამდენიმე Imlac PDS-1 მანქანა გააერთიანა (ყოველი მათგანი 8000 დოლარამდე ღირდა), რის შემდეგაც ლაბირინთში ერთად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა და ერთმანეთს ებრძოდა. მსგავსი მეთოდით არამხოლოდ FPS ჟანრი, არამედ თვითონ მულტიფლეიერ დესმაჩი იქნა დაბადებული. ამის გარდა, ეს იყო პირველი თამაში, სადაც გამოჩნდა ლეველის რუკა, ტურის რედაქტორი, სერვერული სისტემა და სხვა მრავალი.
აქვე სახსენებელი პროექტები: ტანკების "სიმულატორები" პირველი პირიდან Battlezone (Atari, 1980) და Hovertank 3D (id Software, 1991).
Maze War-ის შემდეგ სტივ კოლლეი მარსზე მოსიარულის ტექნოლოგის შექმნაზე მუშაობდა, სადაც ყველა მისი სათამაშო ნაშრომები გამოიყენა.

- 1991 წელი
- Catacomb 3-D: The Descent - ხელი
- შემქმნელი: id Software
მესამე ნაწილისთვის Catacomb პირველი პირის თამაშად გადაიქცა. მოცემულ, Ultima Underworld: The Stygian Abyss-ით შთაგონებულ, ბნელ ფენტეზი პროექტში, მოთამაშე ჯადოქრის როლში გამოდიოდა, რომელიც მოწინააღმდეგეებს ვაშკაცურად უკასტავდა მძლავრ ჯადოებს. ეს იყო პირველი შუთერი, სადაც მოთამაშეს მთავარი გმირის "იარაღის", ანუ ხელის დანახვა შეეძლო, რაც ნამდვილ ინოვაციად ითვლებოდა.
- 1992 წელი
- Wolfenstein 3D - Chain Gun
- დეველოპერი: id Software
Wolfenstein 3D - პირველი შუთერი კლასიკური გაგებით. არაბუნებრივ ფერებში შესრულებული იარაღის, ძალიან მაგრად წოდება ცოტა უცნაურია, მაგრამ მოზრდილი ზომის Chain Gun, თავისი ლამაზი ანიმაციის გამო, მაინც ყველას ძალიან გამოკვეთილად ახსოვს. მოცემულის პოვნა მეორე ტურშივე შეიძლებოდა, იგი ძალიან კარგად უმკლავდებოდა ბოსებს და მოწინააღმდეგეების გროვას, რის გამოც იმ დროინდელი გეიმერების საყვარელ იარაღად იქცა.
- 1993 წელი
- Doom – Pistol, Shotgun, Super Shotgun, Assault rifle, Rocket Launcher, Plasma Gun, BFG9000
- დეველოპერი: id Software
Wolfenstein 3D შემდეგ, ერთ წელიწადში გამოშვებული Doom-ის მეშვეობით id Software ნამდვილ საკულტო კომპანიად გადაიქცა. პროექტს რეალურად ლამაზი სპრაიტები და ანიმაციები დაემატა, რომლებიც გეიმერების ცნობიერებაზე, ნამდვილი 3D შუთერების გამოსვლამდე, უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა, მან ასევე წლებით ადრე განსაზღვრა იარაღების ჩამონათვალი ყველა მომდევნო შუთერებისთვის. შედეგად ჟანრის ყველა მიმდევარში მოცემული იყო ისეთი იარაღები როგორებიცაა, სტანდარტული პისტოლეტი, "აბრეზი" და ავტომატი. ხოლო ბოსებისთვის - რაკეტების მტყორცნი და რამდენიმე უნიკალური სუპერ იარაღი, მაგ. ჩქარა მსროლელი პლაზმა განი და დამანგრეველი Big Fucking Gun 9000.
- 1994 წელი
- Marathon - Magnum Mega Class, Zeus Class Fusion Pistol, Alien Weapon
- დეველოპერი: Bungie
Bungie-ის Marathon-მა გაცილებით ფუტურისტული იარაღები და რამდენიმე ჟანრის ინოვაცია წარმოადგინა, მაგალითად სთორითელინგი ტურში მიმოფანტული ტერმინალების მეშვეობით. ეს გახდათ პირველი შუთერი მაუსის ხედვის სრული მხარდაჭერით, ხოლო ზოგიერთი იარაღის ორივე ხელში დაჭერა შეიძლებოდა. ასევე გამოჩნდა ალტერნატიული სროლის რეჟიმის ფუნქციაც. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მაგნუმი, რომელიც მაღალი სიზუსტით და ვაკუუმში სროლის შესაძლებლობით გამოირჩეოდა, ასევე ენერგეტიკული ფიუჟენ-პისტოლეტი, თავისი პლაზმა ტყვიებით. ბოლოს, სუპერ გასროლის განსახორციელებლად ჯერ ენერგიის დაგროვება სჭირდებოდა, მაგრამ ეფექტი შესანიშნავი იყო. ეს გახლდათ ერთადერთი იარაღი რომელსაც მოწინააღმდეგეების სუპერ ფარების გახვრეტვა შეეძლო.
კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი თვითონ უცხოპლანეტელების იარაღი იყო, რომელსაც უზარმაზარი ძალა გააჩნდა, მაგრამ არცერთ მათგანზე ვაზნის გამოცვლა არ შეილებოდა, რის გამოც, ტყვიების გათავების შემდეგ მისი გადაგდება გიწევდათ. ქართველ მოთამაშეებს შორის მოცემული თამაშის შესახებ ბევრმა არ იცის - იმ დროს მაკის კომპიუტერები ჩვენთან იშვიათობას წარმოადგენდა, ხოლო თვითონ Pippin - Apple და Bandai მიერ წარმოდგენილი კონსოლი გაყიდვებში ჩავარდა.

- 1995 წელი
- Star Wars: Dark Forces - Jeron Fusion Cutter
- დეველოპერი: Lucas Arts
95 წლებიდან საინტერესო და დასამახსოვრებელი იარაღების შემქნის ექსპერიმენტები გაგრძელდა. ზუსტად ამ დროს წარმოადგინეს Star Wars: Dark Forces ავტორებმა ძალიან მაგარი იარაღი, რომელიც საშუალო დისტანციებზე ბრძოლისთვის იყო გათვლილი. Jeron Fusion Cutter თამაშის მეხუთე ტურში გვხვდება. მისი მწარმოებლობითი დანიშნულება - ქანების გამანადგურებელი, მაგრამ როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, იგი იმპერიის მებრძოლების სხეულებსაც მშვენივრად უმკლავდებოდა. ძირითადი სროლის რეჟიმში იარაღი ერთ მძლავრ გასროლას ახდენს, რაც მოწინააღმდეგეს ნაწილებად ფლითავს. მაგრამ მთავარი "Fანი" მაინც ალტერნატიულ გასროლას ქონდა - რეჟიმი როდესაც წინ ერთდროულად ოთხივე ტყვია მიფრინავს.
- 1995 წელი
- Descent - Fusion Cannon
- დეველოპერი: Parallax Software (Volition Inc.)
95 წლის მარტში Parallax Software-ის Descent გამოჩნდა. მასში მოთამაშე პატარა გამანადგურებელს მართავდა, რომელიც ინაპლანეტური ვირუსით შეპყრობილ რობოტებს ანადგურებდა - მოცემული რობოტები ვირუსის გავრცელებამდე მთელი მზის სისტემის ფარგლებში, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებლებს წარმოადგენდნენ. ეს იყო პირველი სამგანზომილებიანი შუთერი პირველი პირიდან, სადაც უფრო პოლიგონალური გრაფიკისათვის ავტორებმა სპრაიტებზე თქვეს უარი. თამაში მართვის თავისუფლების ექვს დონეს გვთავაზობდა, მათ შორის ღერძის გარშემო ბრუნვას (რაც ბევრ მოთამაშეში ღებინების გრძნობის გამძაფრებას იწვევდა).
Descent-ში 6 ძირითადი და 5 დამატებითი იარაღი ფიგურირებდა, მათი სროლა ერთდროულადაც შეიძლებოდა, მთავარია ტყვიები გყოფნოდათ. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი Fusion Cannon გამოდგა, რომლის აღებაც მეათე ტურში იყო შესაძლებელი. იგი უზარმაზარ ტყვიებს ისროდა და შედარებით სლაბ მოწინააღმდეგეებს ერთი გასროლით ანადგურებდა. ხოლო ღილაკის დაჭერის და გაჩერების შემთხვევაში, უფრო დიდი სიძლიერის გასროლის გადატენვა ხდებოდა. მაგრამ ზომის გრძნობაც უნდა ვიცოდეთ: თუ კურსორს დროზე დიდხანს არ აუშვებდით, იარაღი ხომალდის დაცვის სიმძლავრის დაგდებას იწყებდა.

- 1996 წელი
- Duke Nukem 3D - Mighty Boot, Shrink Ray, Freezethrower
- დეველოპერი: 3D Realms
Duke Nukem 3D-ს ინოვაციურობა იარაღის და ახალოს ბრძოლის მექანიკის თანმიმდევრობითი გამოყენებით იყო გამოწვეული, რაც ეფექტური და რაცმთავარია, ბრუტალური მკვლელობების სადემონსტრაციოდ ძალიან კარგად გამოდგა. Shrink Ray მოწინააღმდეგეს მინიმალურ ზომამდე აპატარავებდა, Freezethrower ყინულის ლოდათ აქცევდა - ეს ყველაფერი კი დუკის მძლავრი ფეხსაცმელით გასანადგურებლად იყო მიმართული.
- 1996 წელი
- Quake - ნაჯახი, Super Nailgun, Thunderbolt
- დეველოპერი: id Software
id Software პირველ, მთლიანად სამ განზომილებიან შუთერს, ბევრი უნიკალური იარაღი გეიმფლეიში არ შემოუტანია, იგი უფრო ბნელ ატმოსფეროზე, ხორცის ათლილ ნაჭრებზე და რთულ ტურებზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ თამაშში მინიმუმ სამი საინტერესო სახეობის იარაღი მაინც გამოჩნდა. ხელით დარტყმა ნაჯახით შეიცვალა, ლურსმნების მსტყორცნი სროლის მაღალი ტემპის და სიმძლავრის გამო საკმაოდ გამოსადეგი იარაღი გახდა, განსაკუთრებით მისი განვითარებული ვარიანტი, ხოლო მეხების მტყორცნი Thunderbolt შეუნიღბავ აღფრთოვანებას იწვევდა.
ამავე წელს ასევე Parallax Software-ის Descent II გამოვიდა.
ამავე წელს ასევე Parallax Software-ის Descent II გამოვიდა.
- 1997 წელი
- GoldenEye 007 - RC-P90, Sniper Rifle
- დეველოპერი: RARE
Goldeneye 007 პირველი პირის შუთერების ნამდვილ გარღვევად იქცა, მან მოთამაშეებს მთლიანად სამ განზომილებიანი გრაფიკა და ფილმების დამახასიათებელი სანახაობრიობით გამორჩეული, ავტომატური დამიზნებით წარმოდგენილი მართვა შესათავაზა. ამის გარდა, ეს იყო პირველი შუთერი, სადაც რეალიზებული იყო 30 სხვადასხვა იარაღზე მეტი, გამოჩნდა ისეთი გაგება როგორიცაა სტელსი, სნაიპერის იარაღი და ნასროლის კარების მეორე მხარეს გატარების შესაძლებლობა. ნოვატორული სნაიპერის გარდა, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი რეალური ბელგიური მოდელის FN P90 აღებული RC-P90 იყო, რომელიც თავისი გამანადგურებელი ძალის და აბოიმის ზომის გამო უამრავი მოთამაშის საყვარელ იარაღად გადაიქცა.
- 1997 წელი
- Turok: Dinosaur Hunter – Chronosceptor, Particle Accelerator, Tek Bow
- დეველოპერი: Iguana Entertainment (Retro Studios)
Turok - პირველი არა Nintendo-ს გამოშვებული თამაში N64-ზე. მაგრამ ამის მიუხედვათ ეს მაინც იაპონური კომპანიის სტილის პროექტი გახლდათ. პირველი პირის შუთერის და ედვენჩერის ნაზავი - ცენტრალური ჰაბით, რომლიდანაც დიდი სამყაროს სხვადასხვა ადგილებში მისასვლელი გზები იხსნებოდა. თამაშში 14 სახეობის სხვადასხვა იარაღი იყო შესული - შვილდისარიდან დაწყებული, რომელიც ფეთქებად ისრებს ისროდა, სუპერ ტექნოლოგიური იარაღებით დამთავრებული, ისეთი როგორიცაა Chronosceptor. ბოლო იყო უნიკალური რელიქტი, რომლის ქონაც დაკარგული მიწის მართვის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ ამისთვის მისი ნაწილებად აწყობა იყო საჭირო.
ყველა ტურში თითო ფრაგმენტი იყო დამალული. აწყობილი იარაღი "სტაფის" მსგავსად გამოიყურებოდა, რომელიც ენერგიას აგროვებს, ხოლო შემდეგ ისვრის ლურჯი ნათებით რაც ძალიან ძლიერ აფეთქებას იწვევს. ეს იყო ყველაზე მძლავრი და ეფექტური იარაღი, რომლის მოხმარების საშუალებასაც მხოლოდ თამაშის ბოლოსკენ გვაძლევდნენ.
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი იარაღი იყო Particle Accelerator, რომლის აღებაც მეხუთე ტურისთვის შეიძლებოდა. მოცემულიც ენერგიის დაგროვებაზე იყო მორგებული, ხოლო გასროლის შემდეგ გარკვეულ რადიუსზე ყველა მოწინააღმდეგე იყინებოდა, შავდებოდნენ, იწყებდნენ ელექტრო იმპულსების გამოცემას და საბოლოოთ უბრალოდ ფეთქდებოდნენ...

- Blood – Pitchfork, Flare Gun, Aerosol Can, Voodoo Doll
- დეველოპერი: Monolith Productions
ვამპირების საკულტო თამაში Monolith-ისგან იმ მომენტისთვის ტექნოლოგიურად უკვე მოძველებული იყო, მაგრამ მოთამაშეებს თავისი ბნელი ისტორიით და უზომო სასტიკობით დაამახსოვრდა. მთავარი გმირი, მკვტრეთიდან აღმდგარი შავი-ღმერთის კულტზე მონადირე. საინტერესი იარაღებს შორის იყო ჩანგლები, რომლებითაც მოწინააღმდეგეების გაჩხვლეტა შეიძლებოდა, Flare Gun, რომელიც ამომწვავი ტყვიებით ისვროდა (აალებული მოწინააღმდეგეები მხიარულად იქნევდნენ ხელებს და ყვიროდნენ) და Aerosol Can, რომელშიც გაერთიანებული იყო სანთებელა და პატარა გაზის ბალონი. მაგრამ მოწინააღმდეგეების განადგურების ერთ-ერთი ყველაზე მხიარული მეთოდი მაინც ვუდუს კუკლების გამოყენება იყო. არასტანდარტული ტიპის იარაღები სტუდიის საფირმო მარკასავით გადაიქცა.
- 1997 წელი
- Shadow Warrior – კატანა, Railgun, Guardian Head, Ripper Heart, Sticky Mines
- დეველოპერი: 3D Realms
3D Realms ახალი პროექტი განსხვავებული სეთინგით და იარაღებისადმი ახლებური მიდგომით გამოირჩეოდა. კატანა მხიარულად ფატრავდა ახლოს მყოფ მოწინააღმდეგეს, რიპერის გული დამაბნეველ ასლს აჩენდა, ხოლო მოჭრილი თავი ცეცხლებს ისროდა და გამოყენების სამი ვარიანტით იყო წარმოდგენილი. ამის გარდა, Shadow Warrior იყო პირველი შუთერი, სადაც გამოჩნდა მიწეპებადი ყუმბარები და "რელსები", რომლებიც მომავალში Halo და Quake სიქველების სავიზიტო ბარათი გახდა.
ამავე წელს ასევე გამოვიდა Quake II id Software-ისგან.
ამავე წელს ასევე გამოვიდა Quake II id Software-ისგან.
- 1998 წელი
- Turok 2: Seeds of Evil - Cerebral Bore, Tranquilizer Gun, Razor Wind
- დეველოპერი: Iguana Entertainment (Retro Studios)
დინოზავრებზე ნადირობა 98 წელს განახლდა და აქვე გამოჩნდა Cerebral Bore იარაღიც. მის განმასხვავებელ ნიშნად სპეციალური სახის დრონი ითვლებოდა, როლეიც გასროლის შემდეგ მოწინააღმდეგის თავს ეძებდა, მოხვედრის შემდეგ კი ჩონჩხის ხვრეტას იწყებდა, ტვინთან მისვლის შემდეგ კი საზარლად ფეთქდებოდა. შესაძლოა ეს იყოს ყველაზე დაუნდობელი იარაღი ვიდეოთამაშებში, რაცკი ოდესმე დეველოპერების მიერ შექმნილა.
კიდევ ერთი საინტერესო ეგზემპლიარი - Tranquilizer Gun. თუ მოთამაშეს ცოტა სიცოცხლე და ტყვიები რჩებოდა, ხოლო წინ მძლავრი მოწინააღმდეგე იდგა, თქვენ მისი დაძინება შეგეძლოთ. მოწინააღმდეგის ზომის მიხედვით, 1-დან 7 ტყვიამდე დაგჭირდებოდათ.
ამასთან ერთად თამაშში მფრინავი დისკიც გამოჩნდა - Razor Wind, რომელიც ბრჭყალებიანი ბუმერანგის პრინციპით მუშაობდა. კბილანებზე სისხლის დანახვის დროს სასიამოვნო აღსაქმელი ხდებოდა ფაქტი, რომ თქვენმა რკინის მეგობარმა თავისი სველი სამუშაო წარმატებით შეასრულა.

- Half-Life – Crowbar, Tau Cannon
- დეველოპერი: Valve Corporation
იმ წელსვე გამოსული Half Life, ლეველების და იარაღებისადმი ახლებური მიდგომის გამო, შუთერების ჟანრის ნამდვილ რევოლუციად იქცა. ხოლო "ქათ სცენებისგან" განთავისუფლებული თხრობის სტილი ნამდვილი ბომბა გახდა. მოთამაშეს სიუჟეტური მოვლენების საკუთარი თვალებიდან ყურება შეეძლო რის გამოც თამაშის ატმოსფერო კიდევ უფრო ძლიერდებოდა. მოცემული ილეთი შემდგომში ძალიან ბევრმა სტუდიამ გამოიყენა.
თამაშში ასევე იყო იარაღები, რომლებიც შემდგომში საკულტო გახდა - მთავარი მათგანი ჩვეულებრივი ძალყანი (ანუ "ლომი") აღმოჩნდა, რომლითაც გორდონ ფრიმენი არამხოლოდ მარტოხელა მოწინააღმდეგეებს უმკლავდებოდა, არამედ ინთავისუფლებდა გასასვლელებს, ტეხავდა საკეტებს და გამოსადეგი ნივთებით სავსე ყუთებს.
რეალისტური იარაღების გარდა, თამაშში იყო ერთი ძალიან საინტერესო "ტაუ-ლეფტონებით" მსროლელი თოფი, რომელიც კედლიდან არეკლილი ბილიარდის ბურთის პრინციპით ისროდა. ბლექ მესის სიღრმეებში შექმნილ, Tau Cannon ნამდვილად გამანადგურებელი ძალა გააჩნდა, მას არ ჭირდებოდა გადატენვა და ქონდა სროლის ორი რეჟიმი, რომლიდან ერთერთსაც კედლებში სროლა და რამდენიმე მოწინააღმდეგეეში ერთად გატარება შეეძლო. მისი გამოყენება განსაკუთრებულად გასართობი მულტიფლეიერში გახდა, სადაც დეველოპერებს მისი ალტერნატიული გასროლის ძალა საგრძნობლად ქონდათ გაზრდილი და თუ ამხტარზე იატაკს ესროდით, თქვენი პერსონაჟი იმ წამსვე ჰაერში ფრინდებოდა. მოცემულ ტექნიკას გაუს ჯამფინგი დაარქვეს, ხოლო მისი მეშვეობით მოთამაშეები რუკის ყველაზე მაღალ წერტილებში ადიოდნენ.

- Unreal - Flak Cannon, ASMD Shock Rifle
- დეველოპერი: Epic Games, Digital Extremes
მომავალში Gears of War შემქმნელების შუთერი, მოთამაშეს პირველ რიგში თავისი ტექნოლოგიურობით და გრაფიკით ანცვიფრებდა. მასში ერთდროულად სამეცნიერო-ფანტასტიკა და შუასაუკუნოვანი მოტივები იყო შეთავსებული. იარაღები გამოირჩეოდა უცხოპლანეტური დიზაინით, მაგრამ ფუნქციონალით, Flak Cannon და ASMD გამოკლებით, უმეტესწილად სტანდარტული იყო. პირველი თავის ნორმალურ რეჟიმში დიდ დისტანციაზე გაშლად საფანტს ისროდა, ხოლო კედელში მოხვედრის შემთხვევაში, ტყვიები მისგან სხვადასხვა მიმართულებით ირეკლავდა. ალტერნატიულ რეჟიმში იარაღიდან ყუმბარა ფრინდებოდა, რომელიც შეხების შემთხვევაში იმწამსვე ფეთქდებოდა.
ხოლო შოკური თოფი ნამდვილი შოკი იყო (ASMD). ჩვეულებრივ რეჟიმში იგი სხივს ისროდა, რის გამოც ერთგვარი სნაიპერის შემცვლელი იყო, ხოლო ალტერნატიულ რეჟიმში ცეცხლოვან მეხს უშვებდა. ყველაზე დიდ ეფექტს კი ნელი ცეცხლოვანი მეხის, შედარებით სწრაფი სხივით აფეთქება იძლეოდა.

- Starsiege: Tribes – Electron Flux Gun a.k.a. ELF
- დეველოპერი: Dynamix
მოცემული წლის კიდევ ერთ აღმოჩენად Starsiege: Tribes გამოდგა, ეს იყო კლასიკური მულტიფლეიერ გასართობების ფუძემდებელი, ისეთების როგრიცაა Battlefield. მასში წარმოდგენილი იყო უზარმაზარი, 32 კაცზე გათვლილი ლოკაციები, გუნდური ურთიერთქმედება და სპეციალიზაციები. ამის გარდა, თამაშში გამოჩნდა ჯეტპაკი და უცნაური იარაღი, რომელსაც მოგვიანებით ELF შეარქვეს. მის მთავარ დანიშნულებას მოწინააღმდეგისგან ენერგიის ამოწოვა წარმოადგენდა, რისი მეშვეობითაც მოთამაშე მოწინააღმდეგეს ჯეტპაკის გამოყენებაში უშლიდა ხელს.
- 1999 წელი
- Aliens Versus Predator – უცხო
- დეველოპერი: Rebellion
ორი ცნობილი ფილმის მიხევით შექმნილი შუთერი სამი ძალიან განსხვავებული კომპანიით დაგვამახსოვრდა - ქვეითით, უცხოთი და მტაცებლით. განსაკუთრებულად უცხო გამოირჩეოდა, მას კედლებზე და ჭერზე გადაადგილება შეეძლო, სადაც მოთამაშე, მოწინააღმდეგის ბრჭყალებით აკუწვის, კუდით განგმირვის, ან შემზარავი ყბებით გაკბეჩვისთვის შესაბამისი მომენტის ლოდინს იწყებდა.
- 1999 წელი
- Half-Life: Opposing Force - Shock Roach, Spore Launcher
- დეველოპერი: Gearbox Software
Half-Life-ის დამატებას თამაშში რაიმე განსაკუთრებული ინოვაცია არ მოუტანია, მაგრამ საინტერესო, უჩვეულო დადგმის მეთოდის გამო გახდა, როდესაც თამაშის მთავარი გმირი ორიგინალში მომხდარ მოვლენებს იგივე დროს, მაგრამ სხვა კუთხიდან უყურებდა. და რათქმაუნდა იარაღები. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი Spore Launcher - უზარმაზარი ამფიბია, რომელიც ხელებში იკლაკნებოდა და ყველანაირად საკუთარი უცხოპლანეტიანელობის გამოვლენას ცდილობდა. და ასევე Shock Roach - უზარმაზარი "შოკის მომგვრელი" ტარაკანა.
აღნიშნულ წელს ასევე გამოვიდა Medal of Honor - Dreamworks Interactive, Unreal Tournament - Epic Games და Quake III Arena - id Software.
აღნიშნულ წელს ასევე გამოვიდა Medal of Honor - Dreamworks Interactive, Unreal Tournament - Epic Games და Quake III Arena - id Software.
- 2000 წელი
- Perfect Dark - Laptop Gun, FarSight XR-20
- დეველოპერი: RARE
სექსუალური ჯოანა დარკის თამაშმა GoldenEye 007 იდეები გააგრძელა, რითიც კონსოლის მოთამაშეების გული მოიგო. საინტერესო იარაღებს შორის იყო ავტომატი Laptop Gun, რომელიც ტრანსფორმირდებოდა გადასატანი კომპიუტერიდან, და ასევე შეეძლო კედლებზე მიმაგრება, საიდანაც ტურეტივით ისვრიდა. ხოლო უცნაურ იერზე მყოფ FarSight XR-20 კედლებში დანახვა და მათში სროლა შეეძლო.
- 2000 წელი
- The Operative: No One Lives Forever – მომაკვდინებელი პომადა და დუხი
- დეველოპერი: Monolith Productions
მის დარკის გარდა, 2000 წლის სათამაშო სცენაზე კიდევ ერთი ცხელი ქალბატონი გამოჩნდა - შპიონი ქეით არჩერი. 60 წლების ბოევიკების სტილში შესრულებულ თამაშს, ჟანრში რამდენიმე საინტერესო და დასამახსოვრებელი გაჯეტი შემოჰქონდა. მთავარი გმირის არსენალში ისეთი უჩვეულო ნიმუშები ფიგურირებდა როგორებიცაა, მომწამლავი დუხი და ასაფეთქებელი-"პომადა".
ამავე წელს ასევა გამოვიდა Counter-Strike - Sierra, TimeSplitters - Free Radical Design და Descent 3 - Outrage Games.
გაგრძელება იქნება ...
ამავე წელს ასევა გამოვიდა Counter-Strike - Sierra, TimeSplitters - Free Radical Design და Descent 3 - Outrage Games.
გაგრძელება იქნება ...