Resident Evil - იაპონიაში ცნობილი როგორც Biohazard - Shinji Mikami-ს მიერ შექმნილი საკულტო სერიებია რომელიც დაიწყო 1996 წლიდან Playstation-ზე გამოსული თამაშით Resident Evil. წლების განმავლობაში სერიებმა სხვადასხვა კურსი აიღო და მრავალჯერ იცვალა სახე, მათ შორის Action თამაშებშიც კი გადაიზარდა. გამოდიოდა სხვადასხვა title-ები. იყო როგორც მთავარი ასევე Outbreak, Survivor, Chronicles და Gaiden სერიები. გაგრძელება ნახა კომიქსებში, ნოველებში, რადიო დრამებში, ფილმებში და კომპიუტერულ ანიმაციებში. სერიებმა დასაბამი მისცა ისეთ title-ებს როგორებიცაა Dino Crisis და Devil May Cry. ეს უკანასკნელი თავდაპირველად როგორც RE სერია ისე იქმნებოდა, თუმცა განსხვავებული სეთინგის გამო ახალ თამაშების სერიად ჩამოყალიბდა. თამამად შეიძლება ითქვას რომ Resident Evil-მა ძალიან დიდი სიტყვა თქვა და გეიმფლეის, ატმოსფეროს და სიუჟეტის მაგალითით დიდი პოტენციალი შეიტანა ჟანრში. ეს იყო უკვე მყარი საფუძველი და ნიმუში ახალი თამაშებისთვის. გამოდიოდა თამაშები რომლებიც ბაძავდნენ RE-ს თანამედროვე დახვეწილ გეიმფლეის, ამ თამაშებს შორის შეიძლება მოვიაზროთ ისეთი სერიოზული title-ები როგორებიც არის Fear Effect-ის და Parasite Eve-ის სერიები, Alone In The Dark: The New Nightmare და Galerians. Resident Evil იყო პირველი თამაში, რომლისთვისაც გამოიყენეს ტერმინი Survival Horror
იმის გამო რომ დიდი არეულობა არ შევქმნა, ამ თემაში ვაპირებ მხოლოდ მთავარი სერიების დადებას, მაგრამ ვინაიდან RE5-ის და RE6-ის თემა უკვე არის და RE4-იდან დაწყებული სერიებსაც სხვა კურსი აქვს აღებული, ამიტომ აქცენტს მხოლოდ კლასიკურ Resident Evil-ებზე გავაკეთებ (რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ. RE4 ზე და Revelation-ზე თემები ჯობია ცალკე იყოს). თუ მომავალში საჭირო იქნება Outbreak, Survivor და Chronicle სერიებზეც დავწერ მაგრამ სიმართლე რო ითქვას, ამ სერიებში შესული თამაშები ბევრად ჩამორჩება კლასიკურ სერიებს.
Retrospective: Episode 1, Episode 2, Episode 3
RESIDENT EVIL
Developer: Capcom
Publishers: Capcom
Platforms: PlayStation, Saturn, PC
პირველი თამაში სერიებში რომელიც 1996 წელს გამოვიდა Playstation-ზე, ხოლო მისი შემდეგი პორტირებები მოხდა Saturn-ზე და PC-ზე. Playstation-ზე თამაშის სულ სამი ვერსია გამოვიდა. ორიგინალის შემდეგ პირველი იყო მისი განახლებული ვერსია Resident Evil Director's Cut, სადაც Original რეჟიმთან ერთად დამატებული იყო Practice და Advanced რეჟიმები. Advanced რეჟიმი მოიცავდა Director's Cut კონტენტს, სადაც შედიოდა ახალ კოსტუმები, კამერის შეცვლილი ხედები და ლოკაციებში ნივთებისა და მტრების ახალი განლაგება, ხოლო Beginner დამწყებთათვის გათვლილი რეჟიმი იყო. შემდეგი განახლება Resident Evil Director's Cut Dualshock Ver. იყო, რომელსაც დაემატა დუალშოკ კონტროლერების ანალოგების და ვიბრაციის მხარდაჭერა, ასევე Masami Ueda-ს ორიგინალი მუსიკალური გაფორმება ჩაანაცვლა Mamoru Samuragochi-ის ახალმა კომპოზიციებმა, ხოლო Practice და Advanced რეჟიმები გადმოვიდა Beginner და Arranged სახელებით. 2002 წელს Gamecube-ზე გამოვიდა თამაშის სრულფასოვანი რიმეიქი, რომელიც იყო სრულიად ახალი თამაში, განახლებული გრაფიკით, გაუმჯობესებული გეიმფლეით და ახალი გახმოვანებით. 2006 წელს ორიგინალი ვერსიის Nintendo DS ზე პორტირებაც მოხდა სახელით Deadly Silence.
თამაშის სიუჟეტის განვითარება ხდება ქალაქ Racoon City-ის გარეუბანში, რომელიც შეძრა საზარელი მკვლელობების სერიებმა, მსხვერპლთა გვამების ნარჩენებზე კი აღინიშნება კანიბალიზმის კვალი. Racoon City-ის პოლიციის დეპარტამენტი მკვლელობების გამოსაძიებლად აგზავნის სპეციალურ საბრძოლო მაშველ რაზმს (Special Tactics And Rescue Service) იგივე S.T.A.R.S-ს. პირველი გაგზავნილი ბრავო ქვედანაყოფის კონტაქტიდან გასვლის შემდეგ იგზავნება მეორე, ალფა ქვედანაყოფი. მთავარი პერსონაჟებიც სწორედ ალფა ჯგუფის წევრები არიან - Chris Redfield და Jill Valentine, რომელთაც მოუწევთ მიტოვებულ რეზიდენციაში გადარჩენა, რთული თავსატეხების ამოხსნა და მკვლელობების მიზეზის წარმომავლობის დადგენა. ორივე პერსონაჟს თავისი სათამაშო სტილი აქვს, მაგალითად Jill-ს შეუძლია ჰქონდეს მეტი იარაღის ამუნიცია და lockpick რისი მეშვეობითაც ადვილად შეძლებს ჩაკეტილი კარების გაღებას, ხოლო Chris უფრო გამძლეა მონსტრებთან ბრძოლაში, ამუნიციაში კი შეზღუდული. Jill-ის და Chris-ის გარდა გადარჩენილები არიან Barry Burton, Albert Wesker და Rebecca Chambers, რომლებიც შემდგომ გამოსულ თამაშებშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
RESIDENT EVIL 2
Developer: Capcom
Publishers: Capcom
Platforms: PSX, PC, N64, DC, GC, Game.com
მეორე სერია რომელიც გამოვიდა 1998 წელს Playstation-ზე დადებითად შეფასდა კრიტიკოსების მიერ თავისი გრაფიკის, ატმოსფეროს, სეთინგის და აუდიოს გამო. გარკვეული ხნის შემდეგ კი თამაში რამდენიმე Top 100-ეულშიც შევიდა, ამ წარმატებამ განაპირობა მისი პორტირებები Windows-ზე, Nintendo 64-ზე, Dreamcast-ზე და Gamecube-ზე. Dreamcast-ის და Windows-ის ვერსიები მსგავსია და Dreamcast-ის ვერსია შედარებით გამოირჩევა გაუმჯობესებული გრაფიკული ხარისხით. Gamecube-ის ვერსია Playstation-ის მსგავსია გაუმჯობესებული გამოსახულებით, ხოლო Nintendo 64-ის ვერსია გრაფიკულადაც და აუდიო ხარისხითაც ჩამორჩება ყველა სხვა ვერსიას.
Resident Evil 2-ის მოვლენები ვითარდება პირველი ნაწილიდან 2 თვის შემდეგ Racoon City-ში. ქალაქში უკვე იფეთქა T-Virus-მა რომელიც ფარმაცევტული კომპანიის - Umbrella-ს მიერ შემუშავებული საიდუმლო ბიოლოგიური იარაღია. Racoon City-ის თითქმის მთელი მოსახლეობა ზომბად არის ქცეული. მთავარი პერსონაჟები ამჯერად არიან ახალბედა პოლიციელი Leon S Cennedy და კოლეჯის მოსწავლე Claire Redfield, რომელიც საკუთარ ძმას, Chris-ს ეძებს. ქალაქში შესვლის შემდეგ ორივე პერსონაჟი თავს შეაფარებს პოლიციის დეპარტამენტის შენობას, სადაც მათი გზები რამდენჯერმე გადაიკვეთება. პირველი ნაწილის მსგავსად თამაში ერთერთი პერსონაჟით იწყება, მაგრამ დახრუვის შემდეგ იხსნება პარალელური სიუჟეტი რომელიც რამდენჯერმე თამაშის გამნავლობაში გადაიკვეთა. ამიტომ სახეზეა Resident Evil 2-ის ორნაირი ვერსია: A Leon - B Claire Scenario (იწყება Leon-ით და დახურვის შემდეგ გრძელდება Claire-ით) და A Claire - B Leon Scenario (იწყება Claire-ით და დახურვის შემდეგ გრძელდება Leon-ით). აქედან Canonical ვერსია რომელიც ქრონოლოგიურად ემთხვევა სერიებს არის პირველი ვარიანტი, მაგრამ ეს არაფრით არ აკნინებს მეორე ვარიანტს.
თამაშის გეიმფლეი დიდად არ განსხვავდება პირველი ნაწილისგან, მთავარი ფოკუსი კვლავ თავსატეხებზე და გადარჩენაზეა, მაგრამ არის საინტერესო ინოვაციაც, მაგალითად პერსონაჟების ჯანმრთელობის სტატუსის გაგება შეიძლება მისი მოძრაობიდან გამომინარე - რაც უფრო დაჭრილია პერსონაჟი, მით უფრო უჭირს სიარული. ასევე მთავარი პერსონაჟის გარდა შესაძლებელი ხდება დამხმარე პერსონაჟით თამაში, მაგალითად Ada Wong და Sherry Birkin, რომლებიც სთორიში საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ. იარაღების და ამუნიციის რაოდენობა დაბალანსირებულია და საბრძოლოდ სხვადასხვა ტაქტიკების გამოყენება შეიძლება. Resident Evil 2 ის დახურვის შემდეგ იხსნება მინი თამაში The Mercenaries რომელიც შემდეგ სერიებშიც იქნა გამოყენებული.
RESIDENT EVIL 3: NEMESIS
Developer: Capcom
Publishers: Capcom
Platforms: PSX, PC, DC, GCN
მესამე სერია რომელიც წინა სერიების მსგავსად Playstation-ზე გამოვიდა 1999 წელს. მისი იაპონური სახელი იყო Biohazard 3: Last Escape. მომავალში პორტირებები მოხდა Dreamcast-ზე, Windows-ზე და Nintendo Gamecube-ზე.
ეს არის ბოლო სერია სადაც მოვლენები განვითარდა Racoon City-ში. სიუჟეტი გაყოფილია ორ ნაწილად, თამაში იწყება 1998 წლის სექტემბერს და მისი ნახევარი ვითარდება Resident Evil 2-მდე 24 საათით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი 2 დღის შემდეგ. მთავარი პერსონაჟი, უკვე ცნობილი S.T.A.R.S-ის წევრი Jill Valentine-ია, რომელიც ცდილობს Racoon City-იდან გაღწევას. მას დამხმარედ ევლინება Umbrella-ს ბიოლოგიური საფრთხის ჩამხშობი რაზმის (Umbrella Biohazard Countermeasure Service - UBCS) წევრი Carlos Oliveira. მასთან ერთად რაზმის წევრები არიან Mikhail Victor და Nicholai Ginovaef. RE3-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის ბიოლოგიური იარაღი, უძლიერესი მონსტრი Nemesis, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში დასდევს მთავარ პერსონაჟს. იგი წარმოადგენს დაინფიცირებულ Tyrant-ს, მისი ინტელექტის გასაზრდელად კი გამოყენებულია პარაზიტი რომელსაც კონტროლი აქვს სხეულის ნერვულ სისტემაზე და ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ტვინი.
თამაშის გეიმფლეი შედარებით დახვეწილია, თუმცა დიდი განსხვავება მაინც არ შეიმჩნევა. მაგალითად: გამარტივებულია კიბეებზე ასვლა, პერსონაჟს შეუძლია 180 გრადუსით შემობრუნება, დამატებულია ახალი სისტემა ამუნიციისთვის, სადაც შესაძლებელია საკუთარი ტყვია-წამალის დამზადება, თავსატეხები იცვლება და დამოკიდებულია არჩევანის გზებზე, ლოკაციებში შეინიშნება საწვავის კასრები რომლის აფეთქებაც შესაძლებელია. თამაშის დახურვის შემდეგ იხსნება მინი თამაში The Mercenaries - Operation: Mad Jackal, მისი პრინციპი იგივეა რაც მეორე სერიაში.
RESIDENT EVIL - CODE: Veronica
Developer: CAPCOM Production Studio 4, FLAGSHIP (scenario), Nextech, Sega
Publishers: CAPCOM
Platforms: DC, PS2, GCN, PS3, X360
Resident Evil-ის სერიები Playstation-ზე მესამე სერიით დამთავრდა. მომდევნო მეოთხე სერია 2000 წელს Sega Dreamcast-ზე გამოჩნდა სახელით Resident Evil Code: Veronica. იმავე წელს იაპონიაში Dreamcast-ზე გამოიცა თამაშის ოდნავ განახლებული ვერსია - Code: Veronica Kanzenban (Complete Edition), სადაც დამატებული იყო CGI cut scene-ები და ოდნავ გაუმჯობესებული ჰქონდა გრაფიკა. ეს განახლებული ვერსია Capcom-მა მსოფლიო მასშტაბით 2001 წელს გამოსცა PS2-ზე სახელით Code: Veronica X. იგივე ვერსია დაპორტირდა Nintendo Gamecube-ზეც. 2011 წლის სექტემბერში თამაშის HD ვერსია გამოვიდა PS3-ზე და XBOX360-ზე Resident Evil 4-თან ერთად.
Code: Veronica პირველი თამაშია სერიებში, სადაც დარენდერებული ბექგრაუნდების ნაცვლად სამგანზომილებიანი ბექგრაუნდები გამოიყენეს, თუმცა მოთამაშეს მაინც არ შეუძლია კამერის რაკურსის შეცვლა. შესაძლებელია ორნაირი იარაღის სროლა first person-იდან. უმეტესი ელემენტები გადმოტანილია Resident Evil 3 იდან, მაგალითად საწვავის კასრები და პერსონაჟის 180 გრადუსით შემობრუნება. ეს ორი სერია თითქმის ერთდროულად იქმნებოდა.
თამაშის მთავარი პერსონაჟები არიან Claire Redfield და Chris Redfield, ასევე მნიშვნელოვანი რლი აქვს Steve Burnside-ს, რომელიც support პერსონაჟია. სთორილაინი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნახევარი Claire-ის სიუჟეტია, მეორე კი Chris-ის. Racoon City-ს მოვლენებიდან სამი თვის შემდეგ Claire Redfield კვლავ საკუთარ ძმას ეძებს. ამ ძიებაში ის მოხვდება პარიზში, Umbrella-ს საკუთრებაში არსებულ საწყობში, სადაც ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდება. გაქცევის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება და Claire გადაყვანილი იქნება Rockfort Island-ზე. ამ პერიოდში კი Chris იღებს წერილს Leon S. Cennedy-სგან მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ. Chris-ის სიუჟეტი მოვლენების პარალელურად ხდება და თამაშის ბოლოს იკვეთება. მეორე და მესამე სერიის მსგავსად Code: Veronica-ს დახურვის შემდეგაც იხსნება მინი თამაში Mercenaries.
Resident Evil
Developer: Capcom Production Studio 4
Publishers: Capcom
Platforms: GCN, Wii, PS3, PS4, XBOX360, XBOXONE, PC
Capcom-ისა და Nintendo-ს შეთანხმების შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა სამი თამაშის გამოშვებას Nintendo Gamecube-ზე, 2002 წელს გამოვიდა პირველი Resident Evil-ის განახლებული ვერსია. Shinji Mikami-ს თქმის ეს იყო ორიგინალისგან 70%-ით განსხვავბული თამაში. 2008 წელს მოხდა პორტირება Wii-ზე. მოგვიანებით გაკეთდა თამაშის HD Remaster, რომელიც 2015 წელს გამოვიდა Steam-ზე, Playstation 3-ზე, Playstation 4-ზე, XBOX360-სა და XBOX ONE-ზე. თამაში გამოირჩევა თითქმის ფოტო რეალისტურად დარენდერებული ფონებით. ასევე აღჭურვილია ახალი გრაფიკით და გახმოვანებით, წინა სერიებიდან დაემატა პერსონაჟის 180 გრადუსით შემობრუნება და სხეულის ენით სიცოცხლის სტატუსის გამოხატვა. რიმეიქმა წარმოადგინა ახალი მართვის სისტემა რომელიც შემდგომ Resident Evil Zero-ში გამოიყენეს. დაემატა რამდენიმე ახალი ლოკაციაც. თამაშისთვის უფრო სერიოზული ტონის მისაცემად და გამართული თარგმანისთვის, ახლიდან გადაიწერა სკრიპტი. პირველი ნაწილის live action cutscene-ები ჩაანაცვლა კომპიუტერულმა ანიმაციებმა, რომელიც ასევე ახლიდან გაახმოვანეს. თამაშის სთორილაინი მთლიანობაში არ იცვლება, მხოლოდ თავსატეხების უმეტესობა არის განსხვავებული. Jill Valentine-ს და Chris Redfield-ს კვლავ მოუწევთ იგივე სიუჟეტის გავლა მიტოვებულ რეზიდენციაში, თუმცა ამჯერად უკეთ შეძლებენ მტრის მოგერიებას დანით და დამატებითი იარაღებით, Jill-ის აღჭურვილობაში შედის ელექტროშოკი ხოლო Chris-ს აქვს გასათიში ხელყუმბარა.
Resident Evil: Zero
Developer: Capcom Production Studio 3
Publishers: Capcom
Platforms: GCN, Wii, PS3, PS4, XBOX360, XBOXONE, PC
Resident Evil Zero იყო მეორე სერია რომელიც გამოვიდა Gamecube-ზე, Capcom-ის და Nintendo-ს მოლაპარაკების თანახმად. ასევე ეს იყო უკანასკნელი Resident Evil-ის სერია, სადაც ტრადიციული გეიმფლეის სისტემა გამოიყენეს, რადგან Capcom-ის კომერციული ინტერესების გამო, Shinji Mikami მივიდა იმ აზრამდე რომ კარგი იქნებოდა შეცვლილიყო შემდეგი სერიის გეიმფლეი და დაწყებულიყო სრულიად ახალი სთორილაინი, განსხვავებულ სეთინგში, რაც შემდგომ Resident Evil 4-ში განხორციელდა. 2008 წლის ბოლოს მოხდა თამაშის Wii-ზე პორტირება. 2016 წელს გამოვიდა თამაშის HD Remaster ვერსია Steam-ზე, Playstation 3-ზე, Playstation 4-ზე, XBOX360-სა და XBOX ONE-ზე. Resident Evil Zero-ს სთორილაინი წარმოადგენს სერიების prequel-ს რომელიც პირველ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ხდება. S.T.A.R.S-ის ბრავო ქვედანაყოფი იგზავნება საზარელი მვლელობის გამოსაძიებლად Racoon City-ის გარეუბანში მდებარე მთებში. თავდასხმის შედეგად მათი ვერტმფრენი დაეშვება Racoon City-ს ტყეში, სადაც ჯგუფი აღმოაჩენს გადაბრუნებულ პოლიციის ფურგონს და ორი ოფიცრის დასახიჩრებულ გვამს. თამაშის მთავარი პერსონაჟები არიან S.T.A.R.S-ის ბრავო ჯგუფის წევრი - Rebecca Chambers და შეერთებული შტატების ქვეითი რაზმის ყოფილი წევრი Billy Coen. მათ ერთობლივი ძალებით მოუწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა და ბნელი საიდუმლოების ამოხსნა. თამაშის მნიშვნელოვნი გეიმფლეის ელემენტია "partner zapping system", რომელიც ორი პერსონაჟის ერთდროულად კონტროლის საშუალებას იძლევა. შესაძლებელია როგორც ორივე პერსონაჟის ერთად ტარება, ასევე მათი გაყოფაც და ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციების ძებნა. ამ სისტემაზე აწყობილია თავსატეხებიც. როგორც წინა სერიებში, პერსონაჟები აქაც განსხვავდებიან, მაგალითად Rebecca-ს შეუძლია ბალახების მოგროვება და ვიწრო ადგილებში გავლა, თუმცა სუსტია შეტევის მიმართ, ხოლო Billy-ს თან აქვს სანთებელა, შეუძლია გაუმკლავდეს მძიმე ობიექტებს და უფრო მეტად აიტანოს მტრის შეტევა, სამაგიეროდ მას არ შეუძლია ბალახის შეგროვება.
Resident Evil Code: Veronica X-ის გამოსვლის შემდეგ, Capcom-მა გამოსცა დოკუმენტური ვიდეო სახელად Wesker's Report სადაც Albert Wesker ლაპარაკობდა გასაიდუმლოებულ ინფორმციაზე წინა სერიების ვიდეოებთან თანხლებით. 2003 წელს მოხდა ამ Report-ის ახლიდან გამოცემა, სადაც ჩაემატა ინფორმაცია Resident Evil Zero-დან. რეპორტის ტექსტური ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე: Wesker's Report.
ვინაიდან მთავარი სერიების გარდა სხვა სერიებშიც მოიპოვება საინტერესო დოკუმენტები, არსებობს კარგი საიტი Project Umbrella, სადაც შესაძლებელია ყველა ამ ფაილის ნახვა ინგლისურ ენაზე - Project Umbrella All Files
თუ ვინმეს რუსულად დააინტერესებს, ეს არის რუსული საიტი, სადაც თამაშის განყოფილებაში მოიპოვება ყველა ინფორმაცია Resident Evil Forever
Resident Evil-ის 15 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოვიდა სერიებში ასახული მოვლენების 65 გვერდიანი ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, რომლის ნახვაც შეიძლება ამ ლინკზე - Project Umbrella Timeline