https://www.reddit.com/r/residentevil/c ... ms_of_the/ ობიექტური და საჭირო კრიტიკა დაიდო რიმეიქის
https://www.youtube.com/watch?v=S_lFoGuSkeg კიდევ ერთი საინტერესო რევიუ დეტალებზე
აქვე ავხსნი რაში მდგომარეობს ჩემს მიერ ზედა პოსტში ნახსენები ხალტურა და რატო ხდის ეს ხალტურა თამაშს ერთფეროვანს.
ორიგინალ RE2-ში, როგორც ტოპიკის პირველ პოსტში წერია, არის სულ 4 სცენარიო ორ თამაშად:
პირვლი თამაში -
Leon A,
Claire B,
მეორე თამაში -
Claire A,
Leon B.
ეს სცენარიოები გვიყვება ორ სხვადასხვა დამოუკიდებელ სიუჟეტზე.
A Scenario იწყებს სიუჟეტს ერთი პერსონაჟით, როცა იხურება იხსნება B Scenario და გრძელდება მეორე პერსონაჟის პარალელური მოქმედებების ჩვენებით, რაც იძლევა ნამდვილ დასასრულს და ერთ მთლიან სთორის. A სცენარიოები ერთმანეტს გავს და B სცენარიოები ერთმანეთს.
მაგალითად:
A სცენარიოში ერთი პერსონაჟი სრულყოფილად გადის პოლიციის შენობას, გეიმფლეი ორიენტირებულია ფაზლებზე და ექსპლორაციაზე, ფაზლების ნაწილი მორგებულია ამ პერსონაჟზე, ებრძვის G მუტანტს, ბირკინის მეორე და მეოთხე სტადიებს. (მეოთხე სტადიაა ბოლო ბოსი).
B სცენარიოში მეორე პერსონაჟი ვერტმფრენის მხრიდან ხვდება პოლიციის შენობაში, ფაზლების ნაწილი მორგებულია ამ პერსონაჟზე, ხვდება მდევარ ტირანტს, ებრძვის ბირკინის პირველ და მესამე ფორმებს, ტირანტს და ბოლო ბოსად ყავს ბირკინის მეხუთე ფორმა. სიუჟეტი იკვრება და მთავრდება.
ოთხივე სცენარიოს გავლა იმიტომ არის საინტერესო რომ, პერსონაჟისთვის ექსკლუზიური მომენტები სხვადასხვანაირად ვითარდება სცენარიოებში (მაგალითად Leon A სცენარიოში Ada ვარდება ლაბორატორიის ხიდიდან, ხოლო Leon B სცენარიოში ტირანტი ჩეხავს და კვდება).
ამ ორ თამაშში არ იყო ახსნილი თუ რომელი იყო კანონიკური, მოთამაშეს თავად შეეძლო აერჩია რომელი ვერსია ერჩივნა, ორივე სრულყოფილი იყო. მომავალ სერიებში ადას სიცოცხლემ განაპირობა რო Leon A Claire B იქნებოდა კანონიკა, მარა მერე Claire A Leon B-დანაც აიღეს დეტალები და გაურკვეველი დარჩა ეს მომენტი. ორივეს ნაჯვარი გამოვიდა კანონიკური.
რიმეიქში სიტუაცია ასეთია:
A სცენარიოში ერთი პერსონაჟი სრულყოფილად გადის პოლიციის შენობას, ხვდება მდევარ ტირანტს, ებრძვის ბირკინის პირველ, მეორე და მესამე ფორმას, ბოლოს კი პერსონაჟისთვის ექსკლუზიურ ბოსს (ლეონი ტირანტს, კლერი ბირკინის მეოთხე სტადიას)
B სცენარიოში (2nd Run) მეორე პერსონაჟი ვერტმფრენის მხრიდან ხვდება პოლიციის შენობაში, დანარჩენი კი იგივეა, უბრალოდ ფინალში ხვდება ბირკინის მეხუთე ფორმას.
სიუჟეტური ცვლილებები საერთოდ არ არის, Leon A და Leon B ერთი და იგივე სიუჟეტია, ისევე როგორც Claire A და Claire B, გეიმფლეი ოთხივე ერთნაირია.
საქმე იმაშია რომ დეველოპერები საერთოდ არ აპირებდნენ B სცენარიოს ჩამატებას. მიზნად ჰქონდათ ყოფილიყო Leon და Claire, სადაც ეს ორი იქნებოდა ერთმანეთისგან განსხვავებული სიუჟეტები და შეკრავდა ერთ სრულ სიუჟეტს, თუმცა როგორც ჩანს ბოლოს გადაიფიქრეს და ოთხივე სცენარიო თითქმის ერთნაირად დაბეჭდეს. ამას დღეს არ მოჰყვება დიდი გამოხმაურება, ამდენი ხნის თამაში გააცოცხლეს და ძალიან გემრიელად, მარა რეალურად 30-40% კონტენტი მოკლებულია და copy/paste-ებით არის შევსებული. B Scenario მხოლოდ არკადული საიდუმლო ბოსის გახსნის მოვალეობას ასრულებს (თუ გინდა ბოლო ბოსი ნახო, კიდევ ერთხელ დახურე) და სიუჟეტის შეკვრა ფაქტიურად არ ჩანს. ლეონი და კლერი სულ ორჯერ ლაპარაკობენ თამაშის პროცესში, როცა ორიგინალში რადიოთი კონტაქტობდნენ და ახალი გასასვლელების გახსნას ამცნობდნენ. მთლიანობაში არც კანონიკა შეკრეს და სცენარიოების გავლას "მეორე თამაშის" დამატებითი კონტენტისთვის აზრი დაუკარგეს.
მთლიანობაში ოთხი ერთნაირი სცენარიოს დახურვა ძალიან დამღლელი პროცესი ხდება და იძლევა არკადული ჩელენჯის შეგრძნებას, რაც თავისთავად აუფერულებს ატმოსფეროს და იმ კარგ მომენტებს რაც პირველად თამაშის სიამოვნებისგან დარჩა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.