შენ დაწერე სრული რიმეიქიო, ხოდა მე გეუბნები რო არ არის სრული და ეგ გამოდის ტყუილი :D
და ეხლა კიდე ტყუილს ამატებ :DDD მოდი გავიაროთ და სათითაოდ რაში ვცდები:
მონსტრებზე თქვეს შუა დეველოპმენტში რასაც ჭრიდნენ, მეტია რაფერზე. დამიდე სტატია სადაც გამოსვლამდე თქვეს ეგ. გამოოსვლის წინ ლიქებს არ ვგულისხმობ, სტუდიის განაცხადს ვგულისხმობ. თუ არადა კი ამაზე ვაპელირებ და თაღლითობას ვაბრალებ.
ეგ მეორე აბზაცი არის შენი წარმოდგენა AAA-ზე და გადასხვანაირებაზე და ჩემი წარმოდგენა ეგ არ არის, მაგაზე ვერ შემეკამათები, ნამეტნაი სუბიექტურია შენ რა წარმოგიდგენია და მე რა წარმომიდგენია :D ამას ვერ მომყიდი ისე რო კარგია, ჩემთვის უგემოვნობის აპოთეოზია :D მითუმეტეს მეორე ნაწილი დევს მაგალითად და მესამეს ფაზლები ორიგინალშიც არ იყო რაღაც სასწაული, პირიქით ბლოკბასტერულ მუღამში ჯდებოდა. შენ შენი სტანდარტი გაქვს მე ჩემი, რაზეც ვკამათობ არის ფაქტებიდან გამომდინარე ობიექტური შეჯამება :D
ჩამოვყვეთ ახლა:
ორიგინალის რამდენიმე გასვლის გზა ამოჭრილია და ერთ რელსზეა დასმული
ლოკაციებიდან: სითი ჰოლი ამოჭრილია (თავისი სიუჟეტით)
პარკის ლოკაცია ამოჭრილია (თავისი სიუჟეტით)
სასაფლაო ამოჭრილია (თავისი სიუჟეტით)
ქლოქ თაუერი ამოჭრილია (თავისი სიუჟეტით)
ფაზლები ამოჭრილია
მონსტრები: ბრეინ საქერები ამოჭრილია
ობობები ამოჭრილია
გრეივ დიგერის ბოსი ამოჭრილია
ნემეზისის მეორე ფორმა ამოჭრილია
ნემეზის მესამე ფორმა ძაღლად გადააქციეს
ბრედსაც აღარ კლავს
მთელი თამაში დევნა აღარაა, არის ლოკაციაში დევნა და მერე QTE ან ბოსად
(RE2 Remake-ის დონის დევნის დონეც ვერ მისცეს)
სიუჟეტიც ბუნებრივად შემცირებულია და სხვანაირად მიდის
დამატებულია რამდენიმე ლოკაცია და გაზრდილია ლაბორატორია და ჰოსპიტალი - ანუ ვიღაცის მემკვიდრეობაზე ტიპებმა ჩათვალეს რო ჩვენ უკეთესს ვიზავთო და სხვისი ნაწვალები ამოჭრეს და თავისი დაამატეს )))) პახოდუ მეუბნები რო ფაზლები არ ჯდებაო და რატო არ ჯდება მაგას ვერანაირად ვერ ამიხსნი, მე გეუნები რო ჯდება და ჯდებოდა :D
რაც შეეხება მეორეს რიმეიქს, საერთოდ არაფერი რას ნიშნავს?? სცენარიოში ბევრი რამეა ამოჭრილი და მე ვუწუნებ მაგას. მეტყვი რო არ არის ამოჭრილი ან არ უნდა დავუწუნო? ბაზარი არაა თუ არ არის ამოჭრილი ესაც შევადაროთ. რავი რა მიდგომაა ეგ, არ დაეწუნება და მე ვატრაკებ? შეგიძლია მეორეზე ჩემი კომენტარიც ნახო წინა გვერდზე
Post 1, Post 2 და მითხრა რას ვწერ ტყუილს და რაში არ მეთანხმები არგუმენტებით :D
EDIT:აქვე გაუგებრობა რო ავიცილოთ.
სრულში თუ გულისხმობ რო მთელი თამაში აიღეს და სრულად (მცირე ცვლილებებით) გადაიტანეს, აქ გეკამათები.
თუ გულისხმობ რო ძირფესვიანად სრულიად ყველაფერი გადაცვალეს და "გაათანამედროვეს", მაშინ ტყუილად გაბრალებ სიცრუეს და ბოდიში :D
დალშე მოდი ტერმინებშიც რო არ ავირიოთ, შემდეგ პუნქტებზე შევთანხმდეთ. დღეს გეიმინგ ჟურნალისტიკაში და გეიმინგ ფორუმებზე იხმარება შემდეგი ტერმინები - Remaster, Remake, Reimagine, Reboot.
რო მითხარი რემასტერი არაა და რიმეიქიაო, ეგ დავალაგოთ რიმეიქი რას ნიშნავს, იმიტო რო სტუდიებს ფეხებზე კიდიათ რიმეიქს არქმევენ გასაყიდად და კონკრეტულად პირველი ნაწილის რიმეიქი და მესამე ნაწილის რიმეიქი ორივე რიმეიქი ვერ იქნება, არ გამოდის ეგ, ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომაა და არ ჯდება ლოგიკაში.
Remaster - იგივე თამაში იგივე კოდით, დააფდეითებული რეზოლუცია, ტექსტურები, მცირე პაჩები.
Remake - ახალი თამაში ახალი ენჯინით/კოდით, რომელიც დიდწილად არის იგივე თამაში, ოღონდ შეიძლება ქონდეს დააფდეითებული სკრიპტი, უმნიშვნელოდ დამატებული ან მოკლებული სიუჟეტური დეტალები/კვესტები, სხვაობა განათების ესთეთიკაში (ზოგჯერ კარგი ზოგჯერ ცუდი) და ასე შემდეგ. მაგალითები: Crash N Sane Trilogy, Spyro Trilogy, Shadow of The Colossus PS4, Resident Evil 1 Remake, Tomb Raider Anniversary
Reimagine - ახალი თამაში მნიშვნელოვნად შეცვლილი სთორით, ლოკაციებით, პერსონაჟებით, ახალი ლორით, მაგრამ დარჩენილი იგივე ბაზისი. მაგალითად: DmC: Devil May Cry, Ratchet and Clank (2016)
Reboot - ნუ სერიების ახლიდან დაწყება ახალი გადაწყვეტებით. მაგალითად Tomb Raider Reboot, Thief Reboot
ამ შემთხვევაში ჩემი გაგებით ეგ მესამე ნაწილი გამოდის რეიმეჯინი, იმიტო რო აღებულია კონკრეტული ბაზისი და ბევრ ლეველზე წარმდგენილია სხვანაირად, არ მიყვება იგივე სიუჟეტს და ფაქტიურად შენდება ახალი თამაში კონკრეტული ახალი დეველოპერების ხედვით. ამ შემთხვევაში მე არგუმენტი არ მაქვს საკამათო, მე სუბიექტურად არასაჭიროდ და უხარისხოდ ჩავთვლი, შენ მაგარ პონტად ჩათვლი და წერტილი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.