Megami Tensei Games, სერიის რეტროსპექტივა

სპეც კვლევები ◀ რეტროსპექტივა ◀ ისტორია ◀ ამბავი ◀ განხილვა ◀ კვლევა ◀ ანალიზი
mortuus
Posts: 6

Megami Tensei Games

Unread post#21 » 09 Oct 2011 17:39

თან Velvet Room-ის ლურჯი ფერებიც Blue Velvet-ის რეფერენსი უნდა იყოს

yup
იყო კიდევ ერთი-ორი minor მსგავსებაც...

p.s. P4 anime sux, და საერთოდ ყველა ანიმე რაც Megaten-ზე გამოსულა, კომერციული სვლაა მეტი არაფერი

არც მე მომეწონა დიდად.ზედმეტად ეტყობა,რომ თამაშზეა დაფუძნებული.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Megami Tensei Games

Unread post#22 » 09 Oct 2011 17:45

Mūlus wrote:yup
იყო კიდევ ერთი-ორი minor მსგავსებაც...

თამაშში მასწავლებელი ამბობს რო ყოველ 50 წელში Inaba-ნისლით იფარებაო
ვიღაც მოხუცი კიდე ახალგაზრდობას იხსენებს და Midnight Radio-ს ახსენებს, Shadow და ნისლი Inaba-სთან ერთმანეთთან დაკავშირებულია და ადრეც მომხდარაო
Silent Hill-თან მსგავსება ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

mortuus
Posts: 6

Megami Tensei Games

Unread post#23 » 09 Oct 2011 17:56

თამაშში მასწავლებელი ამბობს რო ყოველ 50 წელში Inaba-ნისლით იფარებაო
ვიღაც მოხუცი კიდე ახალგაზრდობას იხსენებს და Midnight Radio-ს ახსენებს, Shadow და ნისლი Inaba-სთან ერთმანეთთან დაკავშირებულია და ადრეც მომხდარაო
Silent Hill-თან მსგავსება ))

))
ერთი ჟანრის ნაწარმოებებში(და არა მხოლოდ) ბევრი სახის მსგავსების აღმოჩენა შეიძლება in a way.
PC-ზე გამოსულებიდან რომლით ჯობია რომ დავიწყო ისე?

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Megami Tensei Games

Unread post#24 » 09 Oct 2011 18:05

PC-ზე არცერთი არაა, თუ ითამაშებ ეს სერიები უნდა ითამაშო ემულატორით

Playstation: Persona 2 Innocent Sin და Eternal Punishment
Playstation 2: Shin Megami Tensei Nocturne
Playstation 2: Digital Devil Saga 1,2
Playstation 2: Persona 3FES, P4
DS: Devil Survivor
DS: Shin Megami Tensei: Strange Journey
Soul Hackers როცა გადაითარგმნება, ან PS-ზე ან Sega Saturn-ზე, ორივეს ძალიან კარგი ემულატორი აქვს

Raidou Kuzunoha-ს არ გირჩევ, უფრო გასართობია

დანარჩენი ძალიან old school არის და არამგონია SNES ემულატორით first person-ში ჰარდკორ ფანის გარდა ვინმემ ითამაშოს. თან ძირითადად ამ თამაშებში ატმოსფერო და სეთინგი გადმოსცემს აზრს, Persona 2-ში ჩადეს კარგი სთორი და DS Title-ებში, P3 და P4 სთორი ჩემი აზრით ბავშვურია, ფუტურისტული ჰარი პოტერის და სკუბი დუს reimagine, პროსტა კარგად არის გაკეთებული და Demon Fusing მაგარია, თან ლოკაციებია ისე დამუშავებული გეგონება მართლა იქ ცხოვრობ, P4-ის ამინდის ცვალებადობები რეალურად მოქმედებდა ჩემ განწყობაზე, ასეთი რაღაცეებია დაჭერილი კარგად
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

mortuus
Posts: 6

Megami Tensei Games

Unread post#25 » 27 Oct 2011 22:34

Persona 2 Innocent Sin და Eternal Punishment
ჯერ Eternal Punishment დავიწყე და at certain point გამომიგდო Windows Can't Load This Screen Saver
შენახვაც ვერ მოვასწარი :waah:
Innocent Sin-ზეც same
რაც ვითამაშე მომეწონა ძალიან,just ყოველ მეორე ნაბიჯზე,რომ დემონებთან "ურთიერთობა" გიწევს :waah:
Ost მშვენიერ Psychedelic Atmosphere-ს ქმნის ორივეში ^^

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Megami Tensei Games

Unread post#26 » 04 Nov 2011 22:10

თუ ითამაშებ Innocent Sin-ით დაიწყე, prequel ია ნაწილობრივ, ნაწილობრივ პარალელური მოქმედება, ოღონდ მომენტებში შეიძლება მოგწყინდეს, ჰარდკორ თამაშებია საერთოდ ეს მეგატენის თამაშები, Persona 3 და Persona 4-იც თავისი relaxing გეიმფლეის მიუხედავად ბრძოლბის ამბავში უსასრულო grinding-ის ნიმუშია, მარა მომენტი თუ დაიჭირე და ტაქტიკა სწორად შეარჩიე ძალიან გაიადვილებ საქმეს
კარგია რო მოგეწონა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Megami Tensei Games

Unread post#27 » 08 Oct 2012 01:41

Shin Megami Tensei IV Trailer პორტატული Hardcore JRPG კვალობაზე მეტად განვითარებული და სერიოზული ჩანს.. ძალიან მომეწონა
>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11059

Megami Tensei Games

Unread post#28 » 08 Oct 2012 10:52

რაღაც მეეჭვება მაგის ინგლისურ ენოვანი ვერსიის გამოშვება. ჩინეთის კედლის იქით დარჩება ))
I see the fire in Your eyes, You better run ...

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Megami Tensei Games

Unread post#29 » 08 Oct 2012 11:28

არა გამოუშვებენ
SMT3 ის შემდეგ სულ უშვებენ ინგლისურენოვან ვერსიებს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Megami Tensei Games

Unread post#30 » 05 Feb 2015 16:45

Persona 5-ის სტილიზირებული და იმედის მომცემი ტრეილერი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Megami Tensei Games

Unread post#31 » 12 Mar 2015 19:39

Shin Megami Tensei III: Nocturne დავხურე. პირველად 2010 წლის იანვარში ჩავუჯექი სათამაშოდ, რამდენიმე საათი კარგად ვითამაშე მარა პირადული პრობლემების გამო არ მეყო გაგრძელების ნერვები. რამდენჯერმე ვცადე გაგრძელება გარკვეული პერიოდების შემდეგ მარა არც მერე მყოფნიდა ნერვები და ხასიათს მიფუჭებდა. ამ ბოლო პერიოდში დავიწყე ახლიდან, ვითამაშე, გავუძელი, შევირგე და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა ის არის რო თითქმის თამაშის ყველა ელემენტი ნებისმიერ მომენტში ერთმანეთს ავსებს და ქაჩავს, პატივისცემას გრძნობ რო თითოეულ ადგილას ცდილობენ ატმოსფეროში ჩაგძირონ და პერსონაჟის ბედზე გაფიქრონ, იქ გაგრძნობინონ თავი და ბოლომდე ჩაგრთონ მოვლენებში, რაღაც დინამიკაში ხარ და მოთხოვნილება გაქვს გაიგო შემდეგში რა მოხდება.. თითონ სთორი დეპრესიული და დამთრგუნავია იდეურად - განადგურებული სამყარო, არანაირი იმედი, ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც ნელნელა ეგუები რეალობას, ეჩვევი სამყაროს და შენ ადგილს იმკვიდრებ. ვიზუალი, ესთეტიკა, მუსიკალური გაფორმება და კომბატი ძალიან მაღალ დონეზე შესრულებულია, შეიძლება ტექნიკური თვალსაზისით არა მარა მოთამაშემდე მაქსიმალური immersive experence მოდის, ზოგჯერ ჩერდები მუსიკას უსმენ, მერე ძლიერი დემონების და ტაქტიკურად დალაგებული გუნდით შემართებით მიდიხარ ახალ dungeon-ში, ბოსებთან ბრძოლისას ხმას მაღალზე უწევ და დაკვირვებით არჩევ სკილებს რითი შეუტიო, გამარჯვების შემთხვვაში კი დასასეივებლად გარბიხარ. ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს არის ლაბირინთული dungeon-ები თავისი puzzle-ებით, რომელიც ასე მგონია შეგნებულად ჩასვეს წინა სერიების ძველი მიდგომის გამო, რაც ძალიან დამღლელი იყო და მოთამაშის მიმართ სადიზმი, მარა მეორე მხარემ მაინც ბევრად გადაწონა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Megami Tensei Games

Unread post#32 » 28 Mar 2015 06:31

პირველი პერსონას ძველ საუნდტრეკებს ვუსმენდი და ეხლა მივხვდი რატო დარჩა ხალხი მაგის რემასტერით უკმაყოფილო.
ძალიან კარგი საუნდრეკები აქვს 96ის ვერსიას, ვაბშე სხვა მუღამი ექნებოდა თამაშს.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Megami Tensei Games

Unread post#33 » 17 Sep 2015 18:03

Persona 5 Trailer იმედია გაკეთდება ჩემი PS3 გამოსვლამდე, ყველაფერი ერთმანეთზე მიეწყო და დამრჩა კონსოლი უყურადღებოდ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Megami Tensei Games

Unread post#34 » 20 Jul 2020 19:01

დიდებული ამბები იდება სვიჩზე 2021-ში:
ჟანრის შედევრი - Shin Megami Tensei III: Nocturne-ის HD Remaster გამოდის. ვიზუალურად ემულატორზეც მასეთია, მარა ამას მგონი გახმოვანებაც მოყვება და ეგ კარგი პლუსი იქნება. PS4-ზეც დადასტურდა და იქნებ Steam-ზეც დადონ...

ასევე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Shin Megami Tensei V-ის გამოსვის დროც დადასტურდა და ძალიან იმედის მომცემად გამოიყურება

აქვე დავამატებ. თუ ვინმე სერიების თამაშს გადაწყვეტს და შეფასებების შემოწმებას დააპირებს, მეტაკრიტიკზე თუ არ ვცდები შარშან რევიუ ბომბერები შეესივნენ SMT სერიებს და User Score დააკლეს, როცა წლების განმავლობაში ძალიან მაღალი ქულები ჰქონდა და archive.net-ზე შეიძლება ამის შემოწმება. ეს დაბომბვა დიდი ალბათობით SMT-ს და Persona-ს ფანებს შორის განხეთქილებამ გამოიწვია. ამ განხეთქილების მიზეზი ისაა რო ძირითადად სერიების ფანები სირთულის მოყვარულები არიან და პერსონას იოლი და მასაზე მორგებული გეიმფლეი არ მოსწონთ, რის გამოც ონლაინ ფორუმებზე და სოც ქსელებში ზემოდან უყურებენ მათ ვინც მხოლოდ პერსონას თამაშობს, ხოლო მეორეს მხრივ პერსონა სერიებმა (3-4) მთელი ფრენჩაიზი გადაარჩინა casual friendly მიდგომით და დასავლურ მარკეტზე ადგილი დაუმკვიდრა )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Megami Tensei Games

Unread post#35 » 20 Mar 2021 03:23

დაანონსტა სტიმზე SMT III: Nocturne https://store.steampowered.com/app/1413 ... _Remaster/
10/10 ჯოჯოხეთური ჰარდკორ შედევრი <3

რა დაემატა რემასტერს:
Remastered 3D models and backgrounds - ემულატორზე ისედაც ასე იყო, ანუ აფსქეილი + რაღაც ტექსტურები და მშვენიერია.

Additional difficulty settings - უფრო რთული დამიმატონ!

Suspend save -- save your progress whenever you need! - ეს ძალიან გააიოლებს თამაშს, დანჯენის შუაში რო კვდებოდი და 20 წუთის გრაინდინგი გეკარგებოდა ეგ იყო ძირითადი სირთულე ამ თამაშის თორე კომბატის ჰარდკორობა ინტელექტის მასტიმულირებელი კაიფში გადასული სიამოვნება იყო.

Voiced audio -- choose between Japanese and English VO - აი იაპონური გახმოვანებით საერთოდ სხვა ლეველზე ავა, ამის გამო ნამდვილად ღირს ნულიდან დავიწყო და ყველა ტანჯვა ახლიდან გავიარო.

რაიმე მოდით თუ დაემატება ერთი ღილაკით რენდომ ენქაუნთერების გათიშვა (რაც სკილით მახსოვს რო ისედაც შეგიძლია), ნებისმიერი საწუწუნო მოიხსნება თამაშზე :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Megami Tensei Games

Unread post#36 » 19 May 2021 14:46

გამოვიდა SMT III: Nocturne-ის რემასტერი PC-ზეც და როგორც ასეთი რემასტერი დაპორტვის თვალსაზრისით არცერთი ვერსია არ ვარგა, არც PC-ზე და არც Switch-ზე. პრობლემები არის ოპტიმიზაციაში და არსებული თამაშის ცუდ upscale-ში, შესაბამისად კრიტიკა რაც მოხვდა მაგ კუთხით მართებულია. დამატებული კონტენტი რაცაა ეგ კარგია.
ყიდვა ჯერჯერობით არ ღირს, თუ დაპაჩავენ ან დასაფიქს მოდს დადებს ვინმე მერე კი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Megami Tensei Games

Unread post#37 » 15 Jun 2021 22:45

Shin Megami Tensei V https://www.youtube.com/watch?v=1PgRBcRi5NY
ალბათ ორი წელი არ დამიპორტავენ ამას სტიმზე ეს არასწორები :(
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Megami Tensei Games

Unread post#38 » 15 Jul 2021 08:56

https://www.youtube.com/watch?v=Gu_4XMujHNE სთორი ტრეილერი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Megami Tensei Games

Unread post#39 » 31 Jul 2021 10:48

Shin Megami Tensei IV - ემულატორზე ვითამაშე როგორც იქნა. რაღაც ისეთი custom ლეიაუთი გავაძრე ემულატორისთვის რო კარგ ზომებში დალაგდა ეს ორი ეკრანი და გემრიელად წავიდა. თან დააფსქეილებული ტექსტურებიც მოვიძიე რო დიდ ეკრანზე პიქსელებად არ ყოფილიყო. თვითონ თამაშს რაც შეეხება ძალიან დიდებული რამეა, როგორც JRPG ტრადიციაში, ისე თამაშად.
გეიმფლეი - სწრაფი კომბატი აქვს, ოდნავ გაადვილებული და მომენტებში მოთამაშის სასარგებლოდ დაუბალანსირებელი, მარა არა გატეხილი. ეს სისწრაფე დიდი პლუსია იმის გათვალისწინებით რო თამაში საკმაოდ დიდია და კომბატიც ხშირი. მობებთან ბრძოლა რუკაზე ხმლის დარტყმით ხდება ბოლო პერსონა სერიებივით და ეს ცოტა არ მომეწონა იმის გამო რო არიდება მიჭირდა სუსტი მობების. რუკა საკმაოდ მასშტაბური და გამოსაძიებელია, ნელნელა იხსნება და მერე ბევრი საიდკვესტის ძიებაში კარგი გართობა იწყება, მარა სახელები არ აწერია რაიონებს და old school დიზაინში გადადის. ეს არ ვიცი რამდენად პლუსია ან რამდენად მინუსი, ოლდ სქულის გამო ძალიან ვისიამოვნე, მარა მომენტებში მავიწყდებოდა სად რა იყო. ტოკიოს რაიონებს კი ვიცნობ ასე შორიდან, მარა მაინც ტოკიოს მაცხოვრებლისთვის უფრო გასაგები იქნება ეს ვიდრე ჩემთვის.
სთორი - ძალიან საინტერესოდ იწყება, პერსონაჟებიც საინტერესო ყავს, სეთინგიც ძალიან გემრიელია, მარა ბოლოსკენ ბრტყელდება სიუჟეტი. თამაშში მიღბეული გადაწყვეტილებებით გროვდება უჩინარი ქულები, რითაც ავტომატურად გკეტავს თამაში კონკრეტულ ფინალურ გზაზე. ამის გამო პერსონაჟები ამ გზების სარეკლამო სახეები უფრო ხდებიან, იმის ნაცვლად რო ფინალისკენ უფრო გაღრმავდნენ. არ ვამბობ რო ცუდი ხდება, მარა შედევრის პოტენციალს ანიავებს და ზოგადად კომპლექსური სთორი ამ სერიებს არ გამოსდის. სამგიეროდ რასაც სთორიში აკლებენ, იმას სეთინგის ორიგინალურობით, ფილოსოფიური დილემებით და მოვლენების განვითარებით ინაზღაურებენ.

რო შევაჯამოთ, ძალიან აკრგი სტარტერია დამწყებებისთვის, თამაში როგორც სიუჯეტურად, ისე მუსიკალური გაფორმებით, სერიებისთვის ყველა საჭირო დამახასიათბეელ რეფერენსს იყენებს და თან ძალიან გემოვნებით. ამას გარდა ისეთი მასშტაბური და ისეთი კონტენტით სავსე თამაშია რო, ახლა მეხუთე ნაწილი ამხელა დონის ვერ იქნება, წარმოუდგენელია. ამ პატარა დივაისმა ხელი შეუწყო როგორც ჩანს უფრო კონტენტზე აქცენტს და გამოვიდა PS1-ის დონის კონტენტით სავსე JRPG, რამდენიმე დღე რო გაცხოვრებს შიგნით. ცუდია რო აქამდე პორტი არ გაკეთდა პისიზე, კი მესმის რო ჰენდჰელდისთვისაა დამზადებული მარა თუნდაც იაფი ძველი თამაშის პორტის სახით ძალიან კარგი საქმე გამოუვიდოდათ დამწყებებისთვის. თვითონ 3DS აღარ გამოვა აწი, ემულატორზეც გრაფიკულად იდეალური არ გამოდის და ამ დონის თამაში ასე არ უნდა მიეცეს დავიწყებას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Megami Tensei Games

Unread post#40 » 28 Aug 2021 14:35

Shin Megami Tensei II - დასასვენებლად სანამ წავიდოდი, ვფიქრობდი რა მეთამაშა მეოთხეს შემდეგ და უბრალოდ კიდევ ერთხელ მოვსინჯე რამდენად წავიდოდა სიძველე და გაკვირვებული დავრჩი რო პირველივე თხუთმეთ წუთში ისე ჩამითრია ბოლომდე დახურვა გადავწყვიტე. აქამდე რამდენჯერმე მქონდა ნაცადი დაწყება და სიძველეს ვერ ვეგუებოდი, მარა ამჯერად პირიქით გათიშვაც არ მინდოდა.
რაც შეეხება თამაშს კი, ძველია, თავისი დროისთვისაც ტოპი ნამდვილად არაა, მარა ამას ინაზღაურებს 80-90-იანების კიბერპანკ ანიმეების შთაგონებით და ოკულტურ თემატიკაში მოქცევით. ატმოსფერო და ესთეთიკა დღესაც კი კარგია. სიუჟეტი საკმაოდ თამამი და საინტერესო, გეიმფლეი ნელი მარა ფურცელზე საკმაოდ გამართული, გეიმ დიზაინი მომენტებში ჰარდკორისკენ გადახრილი მარა მომენტებში გასაოცარი.

სიუჟეტი ერთი შეხედვით b movie დონეა, მარა სიმბოლიკებით და თემებით რო ჩაყვე შეიძლება დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასაც კი მოარგო და კარგადაც გაფიქროს კონსპირაციებზე. თვითონ სიუჟეტის სტრუქტურა ხარისხობრივად კარგია და პლოტ ტვისტებიც საინტერესოა. ნუ ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა კომიკური ელფერი დაყვება სულ თამაშს, ვინაიდან რელიგიურ პერსონაჟებზე და თემებზე ისე გადარბიან და გადმორბიან რო მთლად სერიოზულად ვეღარ აღიქმება სიუჟეტური მოვლენები - განსაკუთრებით დასავლური კულტურის წარმომადგენლისთვის, თუმცა 90-იანების იაპონური თინეიჯერული პერსპექტივა იხსნება ამით და იმ მხრიდან საკმაოდ საინტერესო უნდა ყოფილიყო თავის დროზე. გეიმ დიზაინის კუთხით სიუჟეტის გადმოცემას ორ ნაწილად დავყოფდი. თამაში პირველ ნახევარში მინიშნებებით გიკვალავს გზას და იოლია გამოიცნო თუ სადაა შემდეგი სიუჟეტური ლოკაცია, ეფლობი სამყაროში და ინტრიგაში, აი მეორე ნახევარში უკვე ძალიან რთულდება გაიგო სად არის სწორი გზა და თამაშI გაიძულებს ყველაფეირ გამოიკვლიო ამხელა სამყაროში და გავლილი ადგილებიც დამახსოვრებული გქონდეს, რაც რეალურად ცუდი დიზაინია ჩემი გაგებით და თამაშის ტემპს ტყუილად ანელებს - საერთოდ არ არის საჭიროება სიუჟეტის ასეთი ხერხებით გაწელვის. ასეთ მომენტებში უკვე გინდა თუ არ გინდა walkthrough უნდა მოიხმარო, ან 90-იანებში დაბრუნდე და მეტი თამაში არ გქონდეს სათამაშო. პერსონაჟების და მონსტრების დიზაინი ძალიან ბუნებრივად ჩასმულია სეთინგში, დაჟე მასე კარგად და ბუნებრივად ახალ სერიებშიც კი არაა.

გეიმფლეი first person-შია და random encounter კომბატი აქვს. კომბატში კარგი ის არის რო შესაძლებელია დამახსოვრბული სკილებით ავტომატური ბრძოლის წაყვანა და უბრალოდ კომბატის ყურება. კომბატი ზოგან ხშირია, ზოგან არა, თუმცა არის სკილები რაც დაბალი ლეველის დემონებთან კომბატს აუქმებს და დამღლელი როგორც ასეთი არ არის ეს კომბატი - რა თქმა უნდა ემულატორზე შიგადაშიგ ასწრაფებით, თორე კონსოლზე საკმაოდ ნელია ყველაფერი და დღევანდელი პერსპექტივით დამღლელია. დანჯენებში გადაადგილება არის ერთფეროვან ლაბირინთებში გზის გაკვლევა და ჩვეულებრივი მარაზმი, თუმცა ეს სერიების ერთერთ სავიზიტო ბარათად იქცა მომავალში და მთელი მიმდევრები ყავს, რაც ჩემთვის გაუგებარია. ამ გადაადგილებებშიც ემულატორი დამეხმარა, ვინაიდან მე არ მიყვარს walkthrough-ზე მიყოლა და მინდა ყველაფერი გამოვიკვლიო, ამ ასწრაფებით კი ყველა რუკას თითქმის ბოლომდე ვხსნიდი მოკლე დროში.

მთლიანობაში ისეთი თამაშია რო მთელი ფრენჩაიზის დასაწყისს და განვითარებას გაცნობს, რაღაც წერტილია საიდანაც ბევრნაირად შეიძლებოდა სერიების და სპინოფების განვითარება, თან იმდენ მასალას იძლევა რო ოდნავ მაინც თუ იცნობ სერიებს, მთელ მონახაზს დაწერ ახალი სერიის შესაქმნელად. კი აქვს სიძველე, სირთულე, ცუდი დიზაინერული გადაწყვეტები და ალბათ მარტო ისტორიისთვის თუ ითამაშებს კაცი, მარა ამავდროულად აქვს ისეთი კონტენტიც რის გამოც შემიძლია ვთქვა რო სერიების მოყვარულთათვის აუცილებელიც კია თამაში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Research”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests