Silent Hill, პლოტ ანალიზი > ფილმი

ციფრული პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ჩემი პროექტი
User avatar
Spawn
Posts: 157

Silent Hill

Unread post#1 » 27 Jan 2010 16:14

>>>

Silent Hill - Movie Plot Analysis

Silent Hill - იდუმალი ქალაქია დასავლეთ ვირჯინიაში, Toluca-ს ოლქი... ოდესღაც ეს საკმაოდ აყვავებული პატარა ქალაქი იყო, მაგრამ ახლა ის სრულიად მიტოვებულია - ამ ადგილს რუკაზეც ვერ ნახავთ. ხოლო საგაზეთო სტატიების მიხედვით, Silent Hill - შედის ამერიკის “Ghost - Town“-ის რიცხვში, სადაც ოდესღაც მდებარეობდა ნახშირის მომპოვებელი მაღარო, და მრავალი წელია არ წყდება მიწისქვეშა ხანძრები... მაინც რა გახდა ოდესღაც აყვავებული საკურორტო ქალაქის სრული დაცარიელების და მასში განვითარებული უცნაური მოვლენების მიზეზი?? ერთადერთი საშუალება, გავცეთ ამ კითხვებს პასუხი და საიდუმლოს ფარდა ავხადოთ, არის ამ ადგილის ისტორიის ყურადღებით შესწავლა და იმის გაგება თუ რა კოშმარები იმალება დროის ფარდის მიღმა.

1) 1974 წლამდე - ბნელი წარსული
უხსოვარი დროიდან Silent Hill-ში არსებობდა რელიგიური ორგანიზაცია რომლის სათავეში უმთავრესად ქალაქის ელიტა იდგა. სექტანტების რელიგია დაფუძნებული იყო იმ შეხედულებაზე, რომ ჩვენ დედამიწას ელოდება აპოკალიფსი - და ერთადერთი საშუალება ამ საშინელი მოვლენის თავიდან ასაცილებლად მათთვის იყო ის, რომ პერიოდულად “განეწმინდათ ცეცხლით“ გოგონები, რომლებიც ბოროტებას ატარებდნენ - ასე ვთქვათ, ალქაჯები. მაგრამ ვის ქონდა უფლება განესაჯა და გადაეწყვიტა რომელი იყო ალქაჯი და რომელი უდანაშაულო?? ამ როლს იღებდნენ თავის თავზე რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელები - ისინი მიუთითებდნენ არასასურველ მოქალაქეს, ფანატიკოსებს სჯეროდათ რომ ის მართლაც ალქაჯი იყო - და ცეცხლში წვამდნენ... ასეთი სასტიკი საიდუმლო რიტუალისთვის სექტის წევრებს ჰქონდათ განსაკუთრებული ადგილი - დარბაზი სადაც შეიძლება მოვხვდეთ Grand Hotel-ის 111-ე ოთახის გავლით, და სადაც შეეძლოთ დაუსჯელად ჩაედინათ ყველაზე კოშმარული დანაშაული (“განწმენდის“ ცერემონიალზე დაიშვებოდნენ მხოლოდ კულტის წევრები ცოდვილების გამოკლებით) ასე გრძელდებოდა უსასრულოდ ბევრჯერ და ხალხს სწამდა, რომ ისინი აღადგენდნენ სიწმინდეს და უდანაშაულობას, განდევლიდნენ ბოროტს, და ახკვეთავდნენ ბნელეთის დადგომას... მრავალი წელი იგონებდნენ ეს მეოცნებეები ისეთ რელიგიას, რომელიც გაამართლებდა მათ მოქმედებებს. სინამდვილეში, ნამდვილი ურჩხულები - ეს ადამიანები არიან. თავიანთი მოქმედებებით მათ თვითონ დადეს ეს ბოროტების მარცვალი... მაგრამ როდესღაც მოსავალი დამწიფდება და მოვა მომკელი, რომელიც აუწყებს ყველა ცოდვილს საშინელი შურისძიების შესახებ.

2) 1965 წელი (40 წლის წინ) – Alessa-ს დაბადება
ქალს, სახელად Dahlia Gillespie, შეეძინა გოგონა, რომელსაც დაარქვა “Alessa“ და მიუხედავად იმისა, რომ გოგონას არ ჰყავდა მამა (რაც Dahlia-ს ბევრ პრობლემას შეუქმნიდა - სექტანტები მას ჩათვლიდნენ ცოდვილად იმის გამო, რომ ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი), დედა მაინც ბედნიერი იყო გოგონას დაბადებით - გულში მას უყვარდა თავისი შვილი.

3) 1974 წლის დასაწყისი - სკოლის წლები
ამ პერიოდში ცხრა წლის Alessa სწავლობდა Midwich Elementary სკოლაში - მაგრამ ბედნიერი ბავშვების ნაცვლად მას უწევდა ყოველ დღე აეტანა თავისი კლასელების აბუჩად აგდება, ისინი მას ალქაჯს ეძახდნენ და მის მერხზე ამოჭრეს წარწერა “WITCH“ მაგრამ რატომ ექცეოდნენ მას ასე, რა დააშავა?? არაფერი... უბრალოდ საზოგადოებრივი აზრი: მშობლებმა უთხრეს თავიანთ შვილებს, რომ Alessa ცოდვის შვილია და არა ჰყავს მამა, და ბავშვებმაც დაიწყეს მისი დაცინვა, თითქოს მამის არარსებობა გოგონას ხდის რაღაც “სხვანაირს“, არა ადამიანს, არამედ ჯოჯოხეთის მოციქულს. სექტის გავლენა ქალაქში იმდენად ძლიერი იყო რომ სკოლაშიც კი პატარა ბავშვებს რელიგიური სულით ზრდიდნენ, უნერგავდნენ იმ აზრს, რომ “მათი მოწინააღმდეგეები აუცილებლად დაისჯებიან“ (All foes of the righteous will be condemned" - ასეთი წარწერა ეკიდა სკოლის შესასვლელთან) - ხოლო ქორწინებისგარეშე დაბადებული გოგონა ფანატიკოსების გაგებით ცოდვის ცოცხალი გამოხატულება იყო.

ხშირად Alessa იქამდე მიჰყავდათ, რომ მტირალი გოგონა ქალების ტუალეტში გარბოდა და იქ კაბინაში იმალებოდა - მაგრამ იქაც ვერ პოულობდა შვებას უცნაური დამლაგებლის Colin-ის გამო (ზოგიერთი მომენტის მიხედვით “other world“-იდან, აგრეთვე Alessa-ს მოგონებებიდან ვხვდებით, რომ დამლაგებელმა გოგონას რაღაც საშინელება გაუკეთა) Dahlia-ც კი, Alessa-ს სიყვარულის მიუხედავად უძლური აღმოჩნდა, ვერ წავიდა საერთო აზრის წინაამღდეგ, ერთადერთი, რაც მას შეეძლო, ეს შვილის ნუგეში იყო... ბავშვის თვალში დედა მისი დამცველი, ღმერთი იყო - მაგრამ ღმერთიც ხანდახან უძლურია ხოლმე.

4) 1974 წლის ნოემბერი (30 წლის წინ) - განწმენდის რიტუალი
როგორღაც რელიგიური ორგანიზაციის (Christabela) ერთ-ერთმა მთავარმა ქურუმმა დაარწმუნა Dahlia იმაში, რომ საჭირო იყო მისი ქალიშვილის სიბინძურისგან განწმენდა - ასე შვილისთვისაც უკეთესი იქნებოდა და დედისთვისაც (ალბათ Dahlia-მ მაშინ არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს “განწმენდა“). როგორც კი მივიდა გოგონასთან ერთად Grand Hotel-ში, სადაც “განწმენდის“ რიტუალი უნდა შეესრულებინათ, იგი მიხვდა, რომ მოატყუილეს - და სინამდვილეში მის შვილს დაწვას უპირებდნენ. მხოლოდ ეხლა მიხვდა, რა ჩაიდინა... შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გრძნობს დედა, რომელიც საკუთარ შვილს კარგავს - Dahlia გაიქცა დახმარების სათხოვნელად - მაგრამ უკვე გვიანი იყო...
ამ დროს სექტანტები შეეცადნენ დაეწვათ პატარა Alessa - მაგრამ რიტუალი არ გამოვიდა იმ მიზეზიტ, რომ ცერემონიის დროს გადაყირავდა ცხელი ნახშირით სავსე ქვაბი, და სასტუმროს მთელი შენობა გადაიწვა (სწორედ მაშინ დაიწყო ხანძარი Silent Hill-ში). როდესაც Dahlia-მ პოლიცია მოიყვანა, მათ იპოვეს მეტალის კარკასზე სექტანტების მიერ მიბმული ცოცხალმკვდარი გოგონა, რომელსაც მთელს სხეულზე დამწვრობები ჰქონდა - ბავშვის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო ოფიცერმა Tommas Gucci-მ (ამ ადამიანს არც შეეშინდა, საკუთარი ხელებით გაეხსნა გახურებული მეტალის ხელბორკილები, რათა გოგონა გადაერჩინა, და ამის გამო დიდი დამწვრობებიც მიიღო ხელისგულებზე) - მისი წყალობით Alessa-ს გადარჩენა მოხერხდა და მიიყვანეს საავადმყოფოში ცოცხალი.
ხანძრის ეს საბედისწერო დღე გახდა მთელი Silent Hill-ის არსებობის დასასრული - ბევრი დაიხოცა ხანძრის დროს, ბევრი - უკვალოდ გაქრა (მათი სხეულები ვეღარასოდეს იპოვეს)

5) 1974 წლის ნოემბერი - 1995 წელი - საავადმყოფო
მრავალი წელი გაატარა დამწვარმა Alessa-მ BrookHaven Hospital-ში (პალატა B151) - ის მხოლოდ ტკივილს, შიშს და მარტოობას გრძნობდა... როდესაც გტკივა და შეშინებული ხარ, შენი შიში და ტკივილი სიძულვილში გადაიზრდება, ხოლო სიძულვილი სამყაროს შეცვლას იწყებს. Alessa-ს სიძულვილი კი იზრდებოდა და იზრდებოდა - ის მასში დუღდა. ეს სიძულვილი ისეთი ძლიერი გახდა, რომ Alessa-მ თავისი ჯავრი იყარა უდანაშაულო გოგოზე - საავადმყოფოში მომუშავე Lisa Garland-ზე (რომელიც დაბრმავდა და “other world“-ის პატიმარი გახდა). შემდეგ გამოჩნდა ის - “Dark part of Alessa“, ნამდვილი დემონი. ერთადერთი, რაც მას სურდა, გადაექცია სამყარო ყველაზე საშინელ კოშმარულ სიზმრად, შური ეძია, აეძულებინა ეტანჯა ყველას, ვინც მას ტკივილი მიაყენა - და მაშინ მთელი სამყარო და Silent Hill-ი შთანთქა კოშმარულმა სამყარომ.
ხოლო ყველაფერი კარგი, რაც Alessa-ში დარჩა, აგრძელებდა არსებობას პატარა გოგონაში, რომელიც Alessa-მ გადამალა თავის მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის მიღმა - Toluca-ს ოლქის ბავშვთა თავშესაფარში.

6) 9 წლის წინ - ბავშვის პოვნა
9 წლის წინათ Toluca-ს ოლქის თავშესაფრის კარებდნან მონაზონმა, სახელად Margaret, იპოვა ახალშობილი ბავშვი - შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მიგდებული ბავშვი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო.
იმავე წელს თავშესაფარში მოვიდა უშვილო ცოლ-ქმარი - Christopher და Rose Da Silva, მათ იშვილეს ეს ბავშვი და დაარქვეს სახელად “Sharon”.

7) 2 წლის წინ - პლიციელის გმირობა
ფილმის მოვლენებამდე ორი წლით ადრე ვიღაცამ ბენზოგასამართი სადგურიდან მოიტაცა ბიჭუნა და დატოვა ის Silent Hill-ში, ჩააგდო შახტაში საიდანაც ბავშვი ვერ ამოვიდა. მაშინ პოლიციის ოფიცერი - გოგონა სახელად Cybil Bennet-ი, რომელსაც მოტაცებული ბიჭის მოძებნა დაავალეს, თვითონ ჩაეშვა შახტაში, იპოვა ბიჭი და გაატარა იქ სამი დღე, ეხმარებოდა ბიჭს, სანამ მაშველი რაზმი არ მოვიდა. ასეთი ალტრუისტული საქციელის შემდეგ Cybil-მა დაიმსახურა საუკეთესო პოლიციელის რეპუტაცია, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი დავალება ანდო.

დღეს - მოვლენები ფილმში, Silent Hill
==============================

9 წლის Sharon Da Silva-ს გამუდმებით ესიზმრება უცნაური სიზმრები, რომლებშიც ხედავს საიდუმლოებით მოცულ გოგონას. ხანდახან Sharon-ს მთვარეულობის ნიშნებიც აღენიშნება, და სიზმარში სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით მიდის, და ყველაფერ ამასთან ერთად, ძილში უეცრად იწყებს ყვირილს და იძახის - Silent Hill-ს - მაგრამ გამოღვიძებისას აღარაფერი ახსოვს. არ არის გასაკვირი, რომ მშობლები უკიდურესად შეშფოთებულები არიან - მათ გოგონას ხომ აშკარად რაღაც უბედურება სჭირს. მამა (Christopher) სთავაზობს მოათავსონ გოგონა საავადმყოფოში გამოსაკვლევად, მაგრამ დედა (Rose) თვლის, რომ ასეთი მეთოდები შედეგს არ მოიტანს, და ჯობია გოგონა წაიყვანონ Silent Hill-ში, რომ გამოარკვიონ შვილის უცნაური დაავადების მიზეზები.
ამგვარად, ერთ მშვენიერ დღეს, Rose-ი, ქმრისგან მალულად, წაიყვანს გოგონას და წავლენ მიგდებულ Silent Hill-ში, რაც ნამდვილად არ იყო კარგი იდეა. მგზავრობის დროს Sharon-ს კვლავ რაღაც უცნაურობა ემართება - მიუხედავად იმისა, რომ ადრე გოგონას დახატული ნახატები იყო მკვეთრი და ფერადოვანი, რაღაც მიზეზების გამო ქალაქთან მიახლოებისას მისი ხატვის მანერა რადიკალურად იცვლება: გოგონას ნახატები ხდება შავბნელი და შიშით სავსე - იქ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე ბნელ ადამიანს, რომელთაც პატარა გოგონა უჭირავთ, ორ გოლიათს რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ, გოგონა ხელებით ჰყავდათ დაჭერილი (თითქოს მათი გახლეჩა უნდოდათ) და უცნაურ ეკლესიას ცეცხლის ფონზე... აღსანიშნავია, რომ გაღვიძებულ Sharon-ს აღარ ახსოვს, როგორ დახატა ეს საშინელი სურათები.
გზაზე მათ ხვდებათ პოლიციის ოფიცერი Cybil Bennet-ი. პოლიციელის ინტუიცია კარნახობს, რომ აქ რაღაცა ვერარის წესრიგში და გადაწყვეტს დედა-შვილის დაკავებას, რომლებიც რატომღაც მიტოვებულ ქალაქ-მოჩვენებაში მიდიოდნენ. მაგრამ Rose ახერხებს პოლიციელის დევნას თავი დააღწიოს. და როდესაც დედა-შვილი თითქმის მივიდა Silent Hill-ში, მანქანაში უეცრად შიშხინს იწყებს რადიო, რაც ძალიან აშინებს პატარა Sharon-ს. Rose-ის ყურადღება მანქანის მართვიდან გადააქვს რადიოსკენ, რომ გამორთოს - და უეცრად ხედავს პატარა გოგონას სილუეტს გზაზე - უკანასკნელ მომენტში საჭეს აბრუნებს მარცხნივ, რათა გოგონას არ დაეჯახოს და ახდენს ავარიას...
როდესაც Rose-ი გონზე მოდის, აღმოაჩენს, რომ ყველაფერი დაფარულია გაუვალი ბურუსით და მოდის უცნაური “თოვლი“, რომელიც შემოწმებისას “ფერფლი” აღმოჩნდა. ყვირილზე არავინ პასუხობს - რჩება შთაბეჭდილება, რომ გარშემო არც ერთo სულიერი არ არის. და რაც მთავარია - Sharon-ი გაქრა!! გოგონას ძებნაში Rose-ი Silent Hill-ში შედის - და მოშორებით დაინახავს შვილის სილუეტს. მაგრამ რატომ არ პასუხობს გოგონა დედეს დაძახებაზე?? შეშფოთებული Rose-ი უკან მიჰყვება შვილის კვალს, რომელსაც საბოლოოდ უცნაურ გზაჯვარედიანმდე მიჰყავს. იქ კი იწყება კიდევ უფრო უცნაური მოვლენები: შორიდან ისმის სირენის ხმა და უეცრად ქალაქს სიბნელე მოიცავს. ცოტა ფიქრის შემდეგ Rose-ი გადაწყვეტს გააგრძელოს შვილის ძებნა - პატარა სანთებელელის მბჟუტავ შუქზე იგი “other world“-ის ბნელეთში აღმოჩნდება. გისოსები... სისხლი... და იქ Rose-ხედავს ჯვარზე გაკრული ადამიანის დასახიჩრებულ სხეულს - რომელიც აგრძელებს სიცოცხლეს სასიკვდილო ჭრილობების მიუხედავად და განიცდის დაუსრულებელ ტანჯვას!! და მხოლოდ აქ ხვდება Rose-ი, რა კოშმარშიც მოხვდა, მაგრამ უკვე გვიანია. უეცრად საიდანღაც საშინელი არსებები გამოჩნდნენ, Rose-ი პანიკაშია და ცდილობს მათგან თავის დაღწევას, მაგრამ ეს მას არ გამოსდის...
გონზე მოსული Rose-ი ხედავს, რომ გარშემო აღარავინაა - იქნებ ეს მხოლოდ სულელული სიზმარი იყო?? მაგრამ არა, ქუჩაში კვლავ მოდის ეს უცნაური თოვლი-ფერფლი. გარშემო ყველაფერი ბურუსით არის მოცული, გზებზე კი გამოუცნობი უფსკრულებია. ერთერთ ასეთ უფსკრულთან Rose-ს შეხვდება უცნაური ქალი, რომელსაც თითქმის დაკარგული აქვს ადამიანის სახე - Dahlia Gillespie. მანაც დაკარგა გოგონა... მაგრამ როდესაც Rose-ი, რაღაც მიზეზის გამო, თავის მედალიონში მოთავსებულ Sharon-ის სურათს აჩვენებს, Dahlia იწყებს ყვირილს, რომ Sharon-ი ეს მისი შვილია - შეიძლება Gillespie-ი ერთადერთი შვილის დაკარგვით ბოლომდეა ჭკუიდან გადასული, ან იქნებ მის უცნაურ ქცევაში აზრი იმალება??
Rose-ი გაექცა ჭკუიდან გადასულ Dahlia-ს და შემთხვევის წყალობით გადაეყრება ძველ ნაცნობს - პოლიციელ Cybil Bennet-ს რომელიც მას ადრე შეხვდა და ბავშვის მოტაცებაში დაეჭვებულმა, მაშინვე დააპატიმრა დედიკო სიჩქარის გადაჭარბებისთვის. როგორც ჩანს Cybil-ს წარმოდგენა არაა ქვს.

ფილმის პერსონაჟები
================

ფილმი “Silent Hill“ გვთავაზობს საკმაოდ ბევრ პერსონაჟს. ზოგიერთი ჩვენ უკვე ვიხილეთ თამაშში, დანარჩენები კი აბსოლუტურად ახლები არიან.

>>>

1) Sharon Da Silva
Rose და Christophe Da Silva-ს გოგონა სინამდვილეში Alessa-ს კოპიას წარმოადგენს. ეს მხიარული და სიცოცხლის მოყვარული გოგონა თავისი მეორე ნახევრისაგან აბსოლიტურად განსხვავდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარსული მაინც ბრუნდება მასთან და ჩაითრევს ფილმის კოშმარულ მოვლენებში. ბოლოს და ბოლოს იგი რჩება “ნისლიან ქალაქში“ თავის დედასთან, Rose-თან ერთად.
სახელი: წარმოდგება სახელისაგან “Cheryl” - პერსონაჟის სახელი თამაშის პირველი ნაწილიდან ანალოგიური ბედით.
მსახიობი ქალი: Jodelle Ferland - ეს გოგონა ასევე ცნობილია მისტიკური სერიალით “Kingdom Hospital”, რომელიც გადაღებულია სტივენ კინგის რომანის მოტივების მიხედვით. ფილმში იგი ერთდროულად 3 პერსონაჟს ასახიერებს: Sharon-ს, Alessa-ს ბავშვობაში, და “ბნელ Alessa-ს”. "This girl is special! She knows how to play nasty and she knows how to play pure innocense" - აღფრთოვანებით ლაპარაკობს რეჟისორი Gans-ი Jodelle-ს გარდასახვის ნიჭის შესახებ. ინტერნეტში არსებობს Jodelle-ს საიტი რომელიც ამ მისამართზეა http://www.jodelle-ferland.2ya.com. აქ დაწვრილებით შეგიძლიათ შეიტყოთ არტისის ფილმოგრაფიის შესახებ, აგრეთვე დატანჯოთ ისედაც მოუცლელი გოგონა სულელური ფანატიკური კითხვებით “როგორი აზრის ხარ შენს პერსონაჟზე ფილმიდან“, “თამაშობდი თუ არა Silent Hill-ს გადაღებამდე“ ა.შ.

>>>

2) Rose Da Silva
Sharon-ის გამზრდელი დედა, რომელმაც გადაწყვიტა წაეყვანა გოგონა Silent Hill-ში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი საკმაოდ გულჩვილია და სულაც არ წარმოადგენს დასავლეთის კინოში ფართოდ გავრცელებული ქალის ტიპს “სუპერმენი კაბაში“, იგი ყველაფერს იღონებს, რომ დაიცვას საყვარელი გოგონა. საბოლოოდ Rose-ი Sharon-თან ერთად ნისლიან ქალაქში რჩება
პროტოტიპი: Rose-ის სახის შექმნისას ფილმის შემქმნელების შთაგონების წყაროები იყვნენ Harry Mason-ი პირველი ნაწილიდან და Heather-ი მესამე ნაწილიდან.
მსახიობი Rose-ის როლი განასახიერა ინგლისელმა მსახიობმა Radha Mitchell-მა, რომელიც ცნობილია ფილმით Pitch Black. რეჟისორის გამონათქვამების თანახმად, Radha Mitchell-ი იდეალურად შეეფერებოდა მგრძნობიარე და მზრუნველი დედის როლს (თუმცა, სინამდვილეში მას ბავშვები არ ჰყავს). როგორც თავად Radha გამოტყდა, მიზეზი რის გამოც მან ფილმში ითამაშა ეს არის... მომხიბვლელი Christophe Gans-ი ("I think the major attraction to me was…Christophe"). ახსანიშნავია ასევე, რომ როდესაც გოგონამ პირველად წაიკითხა სცენარი, ის მას იმდენად საშინლად მოეჩვენა, რომ ათი გვერდის მერე შეეშინდა და მიატოვა კითხვა.

>>>

3) Christophe Da Silva
Sharon-ის გამზრდელი მამა, რომელიც საერთოდ არ იწონებდა Rose-ის იდეას გოგონას Silent Hill-ში წაყვანაზე. მას შემდეგ, რაც მისი ცოლ-შვილი დაიკარგება Silent Hill-ში, Christopher-ი ინსპექტორ Gucci-სთან ერთად მთელ ქალაქში ეძებს მათ - მგრამ ვერ პოულობს, იმიტომ რომ ისინი სხვადასხვა სამყაროებში იმყოფებიან. (Rose-ი და Sharon-ი “ნისლიანში”, თვითონ “ნორმალურში“) ასე, მაგალითად, “სკოლის“ სცენაში Christopher-ი და Rose-ი იმყოფებიან ერთიდაიგივე ოთახში, მაგრამ საერთოდ ვერ ხედავენ ერთმანეთს ფილმის მოვლენების პროცესშის, Christopher-ი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს რომ გაიგოს რა მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მისი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
მსახიობი: Sean Bean - ცნობილია ფილმით “Lord of the Rings” ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება.

>>>

4) Cybil Bennett
ალტრუისტულად განწყობილი ქალი - პოლიციელი ქალაქ Brahams-იდან, რომელიც მზად არის თავი გასწიროს სხვების გულისთვის. ის ნისლიან Silent Hill-ში ხვდება, როდესაც მოტოციკლეტით მისდევდა Rose-ს და Sharon-ს და მოხვდა ავარიაში. შემდგომში იგი ეხმარება მთავარ გმირს, რითიც შეუძლია, მაგრამ საბოლოოდ სექტანტების ხელით კვდება - მას პოლიციელის საყვარელი ტაბელური პისტოლეტიც არ შველის. რეჟისორი ასეთ კომენტარს აკეთებს “ამ ნისლიან ქალაქში პოლიციელები ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთესად არ ისვრიან“.
მსახიობი Laurie Holden. Christopher Gans-ი თავის დღიურში იმის შესახებ, თუ Cybil-ის როლში რატომ აირჩიეს ეს მსახიობი, წერს: “როდესაც პირველად დავინახე Laurie გარეგნულად საერთოდ არ ჰგავდა Cybil-ს, მაგრამ მე ვიცოდი, რომ იგი იდეალურად შეეფერებოდა ამ როლს მისი მოძრაობის ბუნებრივობის, შინაგანი ძალის და სილამაზის გამო“ ახსანიშნავია, რომ როგორც Laurie გამოგვიტყდა, იმისათვის, რომ უკეთესად შეეგრძნო თავისი პერსონაჟი, მან SH1-იც კი ითამაშა - და მივიდა Cafe-ში Cybil-თან პირველ შეხვედრამდე. აი რას ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თავის პერსონაჟზე: “Cybil-ი გაიზარდა Barham-ში - პატარა ქალაქში Silent Hill-თან ახლოს. იგი ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია, რადგანაც ცამეტი წლის იყო, დედა რომ მოუკვდა, მამა კი ფაქტიურად არც ჰყოლია. Braham-ში რელიგიის ძლიერი გავლენა იყო, ამიტომ მგონია, რომ იმან, რომ Cybil-ის დედა ნამდვილი მორწმუნე იყო და საშინელ ტანჯვაში მოკვდა... ნამდვილად დაამჩნია ნაიარევი Cybil-ის სულზე. იმის გამო, რაც დაემართა დედას, გოგონა ერიდებოდა ყველანაირ რელიგიას. ამის გამო Cybil-ი საკმაოდ მარტოსული გახდა, მას არ ჰყავდა ბევრი მეგობარი. მაგრამ ეს Cybil-ისთვის ნორმალური იყო, რადგან მან იპოვა მიზანი ცხოვრებაში - “ემსახურე და დაიცავი“. განსაკუთრებულად ცდილობს ბავშვების დაცვას. მის ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა... მგონია, რომ Cybil-ი რაღაც განსაკუთრებით უდგება ბავშვების დახმარებას, იმიტომ რომ შინაგანად მას სურს, იგრძნოს თავი დედად“.

>>>

5) Dahlia Gillespie
Alessa Gillespie-ს დედა რომელსაც შვილი ძალიან უყვარდა, მაგრამ ვერ გაუწია წინააღმდეგონა ფანატიკოსების აზრს. Dahlia - ერთადერთია მთელს ქალაქში, რომელსაც შეუძლია დაუბრკოლებრივ იყოს კოშმარულ სამყაროში, შიშის გარეშე იქნეს მოკლული - მაგრამ იგი არ სჭირდება ბნელეთს... ეს პერსონაჟი თამაშშიც არსებობდა, მაგრამ ფილმში Dahlia-ს სახე საწინაამღდეგოდ არის შეცვლილი - ერთადერთი, რაც დარჩა თამაშიდან - ეს Dahlia-ს ჩვევაა, ილაპარაკოს გაუგებარი ფრაზებით.
მსახიობი: Deborah Kara Unger - მან ასევე ითამაშა მისტიკურ ფილმში “White Noise“, რომლის სიუჟეტის ზოგიერთი ასპექტი აშკარად იკვეთება Silent Hill 2-ის იდეებთან. მსახიობი ფილმში თავის პერსონაჟს შემდეგნაირად აღწერს:
"Dahlia's been extraordinary because I think, to Christophe's credit, and certainly the entire crew and special effects and design, he's really, really captured the essence of her and then extended her into the psychological nightmare that would capture the imaginations of the gaming fans. So it was a much deeper exploration than I anticipated. I'm a big lurker on all the [web] sites and I love the varying competing analysis on all the different characters.... With Dahlia, it's been an extraordinary psychological journey for me, as an actor, to embrace this walker between worlds. And, as a mad and slightly cryptic prophet, akin to obviously the essence of the game, this has been just a delight to play…"

>>>

6) Alessa Gillespie
ფანატიკოსების მიერ დამწვარი გოგონა, რომლის ტკივილმა და სიძულვილმა შექმნა კოშმარული სამყარო.
მსახიობი: Tanya Allen - ითამაშა Alessa 40-წლის ასაკში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ფილმის შუა ნაწილში საწოლზე მწოლიარეს და “ხოცვა - ჟლეტის“ ფინალურ სცენაში. Jodelle Ferland ითამაშა Alessa 9 წლის ასაკში მოგონებების სცენებში.

>>>

7) Alessa-ს ბნელი მხარე
პატარა გოგონა, რომელსაც სწყურია სექტანტებზე შურისძიება. რეჟისორი აღწერს მას, როგორც “აბსოლუტური ბოროტების განსახიერებას“
მსახიობი: Jodelle Ferland

>>>

8) ექთანი წითელ ტანსაცმელში
ეს ექთანი უვლიდა დამწვარ გოგონას საავადმყოფოში, მაგრამ Alessa-ს სიძულვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ მან იგი საბრალო ექთანზე გადმოანთხია, დააბრმავა იგი და სამუდამოდ მოათავსა მისი სული კოშმარულ სამყაროში. ჩვენ მას ვხვდებით იმ ოთახში, სადაც პოულობენ დამწვარ Alessa-ს - როგორც ჩანს, იგი გამუდმებით ტირის და გარკვეული მიზეზების გამო, არ სურს, რომ მისი დამახინჯებული სახე ვინმემ ნახოს.
პროტოტიპი: ექთნის პროტოტიპს წარმოადგენს გოგონა Lisa Garland-ი Silent Hill 1-იდან, რომელიც ასევე Alessa-ს კოშმარული სამყაროს ტყვე იყო (თუმცა, იგი არავის დაუბრმავებია).

>>>

9) Colin
უცნაური დამლაგებელი, რომელიც 30-წლის წინ Midwich School-ში მუშაობდა. ჩვენ მას ვხედავთ Alessa-ს მოგონებებში, ვხედავთ მის გვამს “ნისლიან სამყაროში” და ვხედავთ მას მონსტრის სახით “კოშმარულ სამყაროში“. გარკვეული მიზეზების გამო Alessa-მ იგი ყველაზე მეტად შეიძულა - ამის გასაგებად საკმარისია შევხედოთ მის გვამს “სხვა სამყაროში“ ანდა იმას, თუ რა საშინელ მონსტრად გვევლინება იგი “კოშმარულ სამყაროში“. Christopher Gans-ი თავის დღიურში სვამს კითხვას, თუ რა საშინელება ჩაიდინა ისეთი რომ ასედი ხვედრი დაიმსახურა: "Of course the big question was "what did this guy DO to deserve to become a monster?". ზოგი ფიქრობს მან სცემდა Alessa-ს ზოგი ფიქრობს მან ძალა იხმარა მასზე. ყოველ შემთხვევაში ფილმში ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობთ.

>>>

10) Tomas Gucci
პოლიციის ინსპექტორი, რომელიც მონაწილეობდა Alessa-ს გადარჩენაში Silent Hill-ის ხანძრის დღეს - მისი მამა ქალაქში ცხოვრობდა და საპარიკმახეროს მფლობელი იყო, მაგრამ ხანძრის დროს დაიღუპა. როგორც ვხედავთ, თავისი მოვალეობის შესრულებისას, Gucci-მ გადაარჩინა გოგონა, მაგრამ უძლური იყო 30 წლის მამის გადასარჩენად - ასე რომ მან კარგად იცის ახლობელი ადამიანის დაკარგვის სიმწარე....
ეს მშვიდი და ჭკვიანი ადამიანი Christopher-ს ურჩევს, არ ჩაიდინოს სისულელე და არ ჩაერიოს სხვის საქმეში. ის აგრეთვე დიდ პატივს სცემს Cybil Bennett-ს და თვლის, რომ ის ყველაზე კარგად მოახერხებს Silent Hill-ის დაკარგული ხალხის მოძებნას.
გვარი: პერსონაჟის გვარი წარმოადგენს მინიშნებას თამაშის პირველ ნაწილზე, სადაც პოლიციელი სახელად Gucci, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვის საქმეს იძიებდა, დაიღუპა მიზეზით, რომელიც გულის შეტევას ჰგავდა, პირველი ნაწილის მოვლენებამდე რაღაც დროით ადრე მაგრამ გვარის გარდა მასთან ფილმის პერსონაჟს არაფერი საერთო არ აქვს.
მსახიობი: Kim Coates

>>>

11) Christabela
რელიგიური ორგანიზაციის უზენაესი ქურუმი, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და მონაწილეობდა 9 წლის Alessa Gillespie-ს განწმენდის ცერემონიაში. მისი იდეოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ გაანადგუროს (დაწვას) ყველაფერი, რაც მას არ ემორჩილება. ბოლოს და ბოლოს Alessa ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯს საძულველ Christabela-ს. “ცალსახად უარყოფითი“ პერსონაჟის მკაფიო მაგალითი.
სახელი: მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟის სახელი ნასესხებია Silent Hill-ის კომიქსებიდან (Silent Hill Paint it Black, Silent Hill Dead\Alive), სინამდვილეში ამ პერსონაჟებს შორის არანაირი სიუჟეტური კავშირი არ არის. არ გვჭირდება Silent Hill-ის სერიების დიდი ექსპერტობა, რომ მივხვდეთ, რომ ეს სახელი იყო სარეკლამო სვლა, რათა ფანების ინტერესი გამოეწვია.
პროტოტიპი: თუ ყურადღებით ადევნებთ თვალს Christabela-ს მიმიკას და ქცევას, შენიშნავთ, რომ პერსონაჟის სახე ბევრ რამეში დაფუძვნებულია Claudia-ზე SH3-იდან. მით უფრო, თუ თამაშში Claudia-ს ბოროტმოქმედს ვერ დავარქმევთ, აქ რელიგიური ორგანიზაციის ქურუმის სახით ჩვენ მივიღეთ ბოროტმოქმედი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
მსახიობი: Alice Krige - ცნობილია ფილმიდან “Star Trek: First Contact”. ინტერვიუში მსახიობი გამოგვიტყდა, რომ გადაღების წინ მოუწია SH-ს რაღაც ნაწილის თამაში - თუმცა, ძალიან ცოტა ხნით.

12) Anna
გოგონა, რომელმაც დაარღვია სექტის აკრძალვები და წავიდა “დემონის“, ტერიტორიაზე, რათა დედისთვის საჭმელი მოეტანა. Cybil-ი და Rose-ი ხვდებიან Anna-ს Grand Hotel-ში - გარკვეული მიზეზების გამო იგი საშინლად ვერ იტანს Dahlia-ს. ბოლოს, როდესაც ბნელეთი ჩამოწვება, გოგონა იმის მაგივრად რო თავშესაფარში გაიქცეს, შესასვლელში ელოდება Dahlia-ს, რათა ქვები ესროლოს - შედეგად ვერ ასწრებს გადარჩენას და იღუპება “მხეცის“ ხელით (მას უფრო ვიცნობთ სახელით Pyramid Head).

13) Eleanor
Anna-ს უნუგეშოდ დარჩენილი დედა, რომელიც გოგონას დაკარგვას დარდობს - მაგრამ Christabela აწყნარებს მას.

14) Adam
Christabela-ს ყველა ბრძანების შემსრულებელი.

15) Margaret
მონაზონი, რომელიც მუშაობს Toluca-ს ოლქში მდებარე ბავშვთა თავშესაფარში, და რომელმაც იპოვა კარებთან მიგდებული პატარა გოგონა, რომელიც შემდგომ Christopher და Rose-მა იშვილეს.

>>>

© Spawn
God made the priest – devil made the skomorokh

Riddick
Posts: 11700

Silent Hill

Unread post#2 » 06 Aug 2011 19:39

ამდენი ხნის გახსნილია ეს თემა და დარწმუნებულივარ ერთ ხელზე ჩამოსათვლელ ადამიანსაც არ ექნება წაკითხული (: მარა აი დღეს რაღაც ინტერესი გამიჩნდა და გადავწყვიტე გადამეკითხა.

1-7 ნაწილები ფილმის წინასიტყვაობა - პრეისტორია გახლავთ, რამაც სიმართლე გითხრათ ყველაზე უფრო დამაინტერესა მოცემულ სტატიაში. ძალიან დეტალურადაა რამდენიმე საინტერესო ფაქტი ახწერილი რაც აქამდე არ ვიცოდი, და მესიამოვნა წაკითხვა.

8 ნაწილი უშუალოდ ფილზმე იწყება საუბარი, და ასევე საინტერესოდ იკითხება, უბრალოდ ბოლოს რაღაც უჩვეულო დასასრულიაქ და იმედია ახსნის ავტორი (:

შემდეგ მოდის პერსონაჟების განხილვა, რასაც სათითაოდ დაუმატე სურათები და ასევე ბევრი საინტერესო რამ ამოვიკითხე - მაგ. Dahlia Gillespie, Colin'ის და Christabela'ს ბიოგრაფიას უფრო ღმადაც ჩავეძიებოდი.

ვისაც თავისუფალი დრო გაქვთ ყველას გირჩევთ ამ არც თუ ისე კარგი ფილმის, ძალიან კარგი განხილვის გადაკითხვას. ფილმი თამაშიდან გამოედინება, რომლის ხარისხიც, ჩემი აზრით უდაოა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Silent Hill

Unread post#3 » 06 Aug 2011 21:07

მე ეს მაქ წაკითხული როცა Spawna გავიცანი მაშინ, ჯერ თამაშზე წავიკითხე და მერე ფილმზე დაწერა, ამას გარდა SilentPyramid-ის ორიგინალიც მაქვს ^__^
Christabella-ზე ვერაფერს ვერ გაეცნობი აწი )))))))
პრეისტორია კიდე ფილმისთვის კარგია, თამაშისტვის sux, SH Origins-ის sux მაგ მხრივ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 27 guests


cron