

Riskers - Download Demo (.zip 102MB)
თამაში არის 2.5D top down action. Story კომიქსის სტილის cutscene-ებით.



რას ფიქრობთ აბა? თუ გატესტავს ვინმე და თამაშის +/- ებს დაწერს ან რამე იდეებს ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები. :)
SLaYeR wrote:სალამი შოთას. კარგი საქმე წამოგიწყია წარმეტებები. გადმოვწერე მარა ძალიან ჭედავს, კადრებად გადადის და იქნებ გასწორდეს როგორმე ;/
Riddick wrote:ჩემთან საკაიფოდ მიაქ ყველაფერი
edit: ეხა ჩავრთე კიდე, ვიარე ჯერ არაფერ არ ჭირდა, მარა მომკლეს და თავიდან რო დაიწყო მაგრა ჭედავდა.
პ.ს. ზოგადად ისე გავიარე ქალაქში, როგორც გახსნილ ლოკაციაზე და ატმოსფერო იგრძნობა ძაან საინტერესო. ვიზუალური სტილი, პერსონაჟის ანიმაცია, ამინდის ცვალებადობა, მუსიკა და ხმები უხდება ერთმანეთს. სიამოვნებით ვითამაშებდი რამე უცნაურ ქვესთს ესეთი ფორმით, ქალაქში ხეტიალი და რაღაცეების პოვნა რო უნდა (გამომძიებლის გრძნობა გამიჩდა). ფარინგეთის ზამთრის მუღამი გამახსენდა რატომღაც. ან რო მიდიხარ და ნიპრიჩომ რამე რო ხდებოდეს ზოგ ადგილას მაგრა ჩაეწერებოდა სურათში.
ერთადერთი რაც შევამჩნიე, დღის და ღამიც ცვლილება ხდება რაღაც უცებ, ბაგია ალბათ
Riddick wrote:რო განაახლე ისიც ჩავრთე ჭედვის გასატესტად, ჯერ მოვკვდი და თავიდან რო დაიწყო აღარ ჭედავდა. მერე ტიპებს რო ურტყავდი და მეკიდებოდნენ დამაინტერესა რამდენს ავიკიდებდი http://i.imgur.com/jcCS1fV.png )))
hellwalker wrote:კაი წამოწყებაა ! ^^
სამწუხაროდ ვერ ვითამაშე ჩემთანაც ძაან ჭედავს.
სტიმზე, მარკეტინგზე, დისტრიბუციაზე ა.შ. რამე თუ დაგჭირდეს დაგეხმარები რითაც ვიცი.
ხო sleepmargin 0-ზე დავაყენე და წაიღო.
ესეიგი ჩემი აზრი და წარმოდგენა ასეთია:
თითონ ატმოსფერო კომიქსების feel-ზეა და მომწონს, პერსონაჟების და მანქანების მოდელებზე განათების დამუშავება თუ გამოვა კარგი სტილიზირებული შედეგის მიღწევა შეიძლება. 90-იანების ნიუ იორკი და Spiderman 2 გამახსენდა რატომღაც https://youtu.be/vrfNy2qzz0E?t=3m42s
პერსონაჟებიც და ქალაქში მოსიარულე ხალხიც ალბათ მოუხდება რო იშვიათად მეორდებოდნენ, მაგალითად ბავშვიანი ქალები გადასასვლელზე, შლაპიანი მოხუცები, ჯინსებიანი პანკები და ახალგაზრდა ნერდები სხვა სიცოცხლეს მისცემს. ფერები და ერთი ორი მოდელის შტრიხი შეძლებს ამას და რანდომზე გენერირება გააცოცხლებს ეგრევე ქალაქს.
ასევე ქალაქის ambient აუდიო გაფორმებას შორიდან მომავალი სირენების ხმა ან შიგადაშიგ სიგნალიზაციების ხმები რო დაემატოს ბევრად გააძლიერებს ქალაქის დამოუკიდებლად ცხოვრების შეგრძნებას. მოგვიანებით 2-3 random event-ის დასმაც შეიძლება დამოუკიდებლად რო მეორდებოდეს, მაგალითად პოლიცია მისდევდეს ვინმეს ან რომელიმე შენობას ცეცხლი ეკიდოს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ეტაპზე ქალაქი მთავარ ბირთვად წარმომიდგენია და დიდი იქნება თუ პატარა მაინც ვფიქრობ რო კომიქსებთან შეხება და იქ ქალაქის წინ წამოწევა აუცილებელია :D:D გეიმფლეის დინამიკა რო გამოვა წინა პლანზე და სიუჟეტური პრიორიტეტები დალაგდება, მერე უკვე გადანაწილებასაც მოახდენ რას დაუთმო ყველაზ მეტი დრო.
თითონ გეიმფლეი იდეაშივე გასართობი წარმომიდგენია, სხვადასხვა დასარტყამი იარაღებით, მანქანებით და ასე. Hotline Miami-ის ინსპირაცია კარგი ვარიანტი იქნება აქ, მასეთი ჩელენჯზე ორიენტირებული არა ოღონდ, შედარებით ადვილი და ჩელენჯები სიუჟეტის მიხედვით რო იყოს ჩასმული (ამისთვის 2-3 მექანიკის მოფიქრებაც შეიძლება თემატურად რამე)
hellwalker wrote:პირველი 8 და 10 FPS შორის თამაშობს მეორე 10-ია.
Skylake I5-ის ინტეგრირებული მიყენია ეხა. დაახლოებით ალბათ Nvidia 930~940-ის დონისაა.
რავი უნითი რომ იყოს უფრო შევძლებდი დახმარებას. მარა ზოგადად 3 პრობლემაა ხოლმე.
1) Draw Calls - გრაფიკა თუ არ არის ოპტიმიზიებული. ყველა ენჯინს თავისი ზაობი აქ. Unity მაგალითად ერთგვაროვან ნივთებს არენდერებს ერთ Draw Call-ში და მაგიტო უნდა შეუწყო ხელი რომ ერთგვაროვნად აღიქვას ობიექტები. ერთი მატერიალი რო ქონდეს, ერთი scale და ა.შ.
2) ფიზიკა, აქ მაქსიმალურად კონსერვატიული უნდა იყო, რაც იზრდება თამაში მით უფრო რადიკალურად იმატებს დატვირთვა. რაც გეიმპლეისთვის კრიტიკული არაა გასათიშია ფიზიკა. მათ შორის პარტიკლებზე.
3) კოდი - შეილება რამეს ასპაუნებ და არ შლი და გროვდება ბევრი instance. შეილება რაღაც ობიექტები სულ უშვებს კოდს როცა რაღაც ინტერვალით გჭირდება მარტო.
Unity-ს აქ Profiler ეგეთი tool რომელიც გაჩვენებს FPS -ის განაწილებას. რა ფუნქცია რამდენ FPS მიაქ. მანდაც რამე მსგავსი თუა ნახე და გაზომე.
SLaYeR wrote:ჩემთან GTX 760-ზე 60FPS დაიჭირა უპრობლმოდ, ასე აყენია სეთინგები.
CreateTexturesOnDemand=0
AlternateSyncMethod=0
VertexBufferMethod=0
SleepMargin=0
Users browsing this forum: No registered users and 4 guests