Project.Yūdachi 夕立, პროექტი

ციფრული პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ჩემი პროექტი
User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Project.Yūdachi 夕立

Unread post#1 » 09 Jun 2015 04:06

Chapter I - Project.Yūdachi
მოგესალმებით, სანამ wtf -ს გაიფიქრებთ იქამდე დაგასწრებთ და გეტყვით რომ ეს ტოპიკი მიეძღვნება ჩემს მიერ ჩაფიქრებულ ახალ პროექტს სახელად Yūdachi (სახელზე ცოტა მოგვიანებით) რომელიც შეეხება High End კომპიუტერის აწყობას, Custom Made Water Cooling სისტემით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ალბათ 4-5 თვეა უკვე გასული იმის შემდეგ რაც ამ გეგმის განხორციელება დავიწყე, შედეგად თავიდანვე ჩემი არსებული კომპიუტერი გავყიდე (ვინაიდა დაწყებისთვის კაპიტალი მჭირდებოდა) და შემდეგ უკვე ნელნელა გროვებით და სხვადასხვა ჩათლახობებით, მათ შორის ეშმაკისთვის სულის მიყიდვით, უკვე თითქმის დამთავრების ეტაპამდე მივაღწიე, თუმცა ეტაპებზე ცოტა მოგვიანებით, ეხლა სახელს რაც შეეხება...
Yūdachi გახლდათ იმპერიალისტური იაპონიის ნავის battleship destroye-ი, რომელიც გახლდათ Hatsuharu -ს კლასის გაუმჯობესებული ვერსია The Shiratsuyu Class Destroyer -ი.
რატოა Yūdachi ესეთი მნიშვნელოვანი? და რატო გახდა იგი ინსპირაციის წყარო? შეგიძლიათ ვრცლათ წაიკითხოთ ამ ბმულზე, მერწმუნეთ არ ინანებთ Yuudachi and Iron Bottom Sound...
კარგი, პროექტი გასაგებია და ტოპიკის აზრი? პროექტის აზრი იმაში მდგომარეობს რომ, თუ გადაწყვიტავთ მომავალში მსგავსი პროექტის ჩაფიქრებას, არ შეგეშინდებათ და ცოცხალი მაგალითი გექნებათ თვალთ, ჰაი ენდ წყლის გაგრილებაზე სისტემის აწყობა მოითხოვს უამრავი ინფორმაციის და ფულის მოძიებას, როგორც მე აღმოვაჩინე პირველად საკმაოდ რთული განსახორციებელი პროექტია და მსგავსი ტოპიკი რომ მენახა სადმე ინტერნეტში, ძალიან გამიადვილდებოდა საქმე, ასევე შემდგომ შეგეძლებათ ამ ტოპიკში კითხვების დასმა Water Cooling ზე და მასთან დაკავშირებული ნუანსებზე და მე შეძლების და გვარად გიპასუხებთ კითხვებზე, ასე რომ მემგონი გამოსადეგარი ტოპიკი იქნება და არა მარტო სამარიაჟო...

Chapter II - Starting Point
რათქმაუნდა როცა ჰაი ენდ კომპიუტერს აწყობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მართლა ჰაი ენდია და მასზე ძლიერი არარსებობს, მსგავსი მარაზმი უნდა ამოიგდოთ თავიდან და თქვენი ბიუჯეტის შედეგად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში როცა კომპიუტერის აწყობაზე ფიქრობ, რათქმაუნდა უნდა დაიწყო "დედა დაფიდან" (ამ სიტყვას ერთერთ ქართულ ინტერნეტ მაღაზიაში გადავაწყდი) მე მაგალითად ძალაინ ხამი ვარ "დედა-დაფების" და ყოველთვის ROG ის Motherboard ებზე ვაკეთებ ხოლმე არჩევანს, ჩემ შემთხვევაში გადავწყვიტე ბარეღამ ახალ ჩიფსეტზე ამეწყო ვინაიდან ძალიან მხილბავს X99 და ასევე ახალი თაობის HASWEL ის CPU ები, სხვა რომ არაფერი ვთქვათ Quad Chanel DDR4 ებზე, (კი საკმაოდ ძვირი ღირს თუმცა საკმაოდ სექსუალურადაც გამოიყურება!)
Motherboard - Rampage V Extreme Review
სიმართლე გითხრათ Rampage IV უფრო სექსუალურად გამოიყურება ვიდზე, თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ ამას რომ EKWB-ს Monoblock დაედგმება, რა ვიდზე დადგება! ამაზე მოგვიანებით...
პროცესორს რაც შეეხება აქ შორს არ წავსულვარ და მთლად ისე არ გამიჭედავს რომ Exreme ვერსია დამეთრია, თუმცა არანაკლებ მხეცკბილა CPU გახლავთ
CPU - Intel Core i7-5820K Haswell-E 6-Core 3.3GHz LGA 2011-v3 140W
ოპერატიულ მეხსიერებას რაც შეეხება, ყოველთვის არის ხოლმე ისეთი მომენტი როცა კოპიუტერს აწყობ, როცა RAM -ს ყიდულობ, როცა "დედა-დაფა" ზე ცარიელი რამის სლოტები რჩება! მე არასდროს არმქონია ცხოვრებაში ის მომენტი რომ "დედა-დაფა" ზე არსებული რამის სლოტები ბოლომდე შემევსო, ყოველთვის ვზოგავდი აქ ფულს და რათქმაუნდა ხშირ შემთხვევაში არც იყო საჭირო ბოლომდე შევსება სლოტების, ვინაიდან ჩვენთან რაღატომღაც მსგავსი სტერეოტიპი არსებობდა, მინიმუმ 4, 4 ის მერე 6 ან 8 უკვე overkill ია, კი მართალია როცა მარტო ვიდეო თამაშებს თამაშობ, არ არის საჭირო ბევრი რამი, თუმცა როცა მუშაობ ოოო მაშინ უკვე ხვდები RAM ის აუცილებლობას, განსაკუთრებით Adobe -ს აპლიკაციებში, ასე რომ მეთქი fuck it all თქო და ცხოვრებაში ერთხელ ბოლომდე შევავსებ სლოტებს თქო და
32GB(8X4GB) Corsair Vengeance LPX 2666mhz შევიძინე.
შემდეგ უკვე კვების ბლოკის დროც დადგა, თავიდან მინდოდა Corsair Professional Series AX 1200W მეყიდა თუმცა ძალიან უაზროდ გაბერილი ფასი აქვს და ეს 1200w ყოვლად უაზრო overkill ია და არჩევანი Corsair HX1000i ზე შევაჩერე, რომელიც მოდულარია (გაითვალისწინეთ თქვენც რომ მომავალში აუცილებლად მოდულარ კვების ბლოკი შეიძინოთ, თუ რათქმაუნდა თქვენს კეის ში არსებული შნურების სისუფთავეზე და დალაგებაზე აპირებთ ზრუნვას) იგი პლატინუმ სერტიფიცირებულია.
აი ბოლოს კი უკვე მივადექი ვიდეო კარტას, თავიდან ვფიქრობდი EVGA GTX 970 SC -ს ყიდვაზე, თუმცა მივხვდი რომ უაზრობა იქნებოდა და ჯობდა დამემატებინა ფული და EVGA GTX 980 SC მეყიდა, თანაც EKWB -ს ამ სერიისთვის ძალიან ლამაზი და კარგი Waterblock აქვს რომელზეც შემდგომ დავწერ, საერთოდ მერე მინდოდა ორი GTX 980 ის ყიდვა, თუმცა ამისათვის ფული აღარ მქონდა, მომავალში თუ გაიაფდება მეორეს მივამატებ უეჭველი და SLI ზე ვამუშავებ, Water Cooling ის ოდნავ გადაკეთება მომიწევს, თუმცა ამისათვის წინასწარ ვიზრუნე და ორ რადიატორს ვაყენებ Loop ში სპეციალურად ამ იდეისთვის.
http://www.picz.ge/img/s1/1506/9/c/c40b367804c7.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1506/9/d/d576eca8e851.jpg
http://www.picz.ge/img/s2/1506/9/0/03c493557595.jpg
http://www.picz.ge/img/s3/1506/9/5/5e36971fe7f5.jpg
http://www.picz.ge/img/s1/1506/9/9/9f404f28913a.jpg
http://www.picz.ge/img/s1/1506/9/3/3f5f0d06630a.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1506/9/1/134b9c20f148.jpg
Chapter III - Computer Case Hell
ალბათ ყველაზე ძნელი ასარჩევი Case აღმოჩნდა, ამაზე ძალიან ძალიან ბევრი ვიფიქრე და მთელი ინტერნეტი გადავქექე, რევიუები წავიკითხე, ვიდეოები გადავათვალიერე მთელი youtube და ძალიან ბევრი რჩევა გავითვალისწინე, საბოლოოდ იმ შედეგამდე მივედი რომ დღესდღეობით შენ თუ გინდა რომ კომფორტული და ხუთიანზე შესრულებული სამუშაო მანქანა გქონდეს, ალბათ საუკეთესო ვარიანტი Caselab ის კეისებია
http://www.caselabs-store.com
ამათი კეისების ერთადერთი მინუსი გახლავთ ფასი, მე მაგალითად Magnum SMA8 შევარჩიე, მთლიანად ალუმინისგან არის, შეკვეთის დროს შენთვითონ ირჩევ დეტალებს როგორი გინდა რომ იყოს, რო შეუკვეთავ ხელით აწყობენ და 2 კვირაში გიმზადებენ, მოკლედ ეს გახლავთ მარკეტზე არსებული TOP A Grade კეისი რომელიც ყველა მოდერის ოცნებაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ფასი არანორმალური აქვს, იმის მიუხედავად რომ Fully Customizable კეისია, თანაც ყველაზე მაგრა რაც მომეწონა ისარის რომ დახურულ კეის ში უკანა მხარეს რიჩაგიაქ და შეგიძლია მთლიანი motherboard კეისის გაუხსნელად გარეთ გამოიტანო, ეს ძალიან გიმარტივებს კეისის გაწმენდას, მოდიფიკაციას და water cooling -ს როცა აკეთებ, ტრუბების გაყვანას და კეისის მოწყობას ძალიან აადვილებს, ასევე პლიუსი ის აქვს რომ როცა შეუკვეთავ დაშლილი ჩამოგდის, და თვითონ კეისი საკმაოდ მსუბუქია ვიდრე მაგალითად 900D, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით ძალიან კარგია იმიტომ რომ წონაში და მოცულობაში თუ დიდი პროდუქტია, ბევრი ფული გვიჯდება...
მოკლედ კიდევ და კიდევ ერთხელ იმის მიუხედავად რომ ეს კეისი ხელოვნების ნიმუშია (თუმცა შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს) მაინც ფასი კატასტროფულია, მე რომ კონფიგურაცია შევიყვანე, თვითონ საიტზევე სადღაც 680$ ამდე ავიდა, პლიუს ამას წარმოიდგინეთ ჩამოტანა და განბაჟება რა დაჯდებოდა ამისი... ასე რომ ამ იდეას თავი დავანებე და სხვა ვარიანტები განვიხილე...
თავიდან ვაბშე Cooler Master ის HAF 932 -ს ვფიქრობდი, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და ბევრი კარგი რაღაცის მოფიქრება შეიძლება ამ კეისში, თუმცა მერე ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ Corsair 900D -ს მივადექი, ვინაიდან თავისუფლად შეგიძლია ამაში რადიატორები ჩაატიო, გინდა 120 იანი გინდა 140 იანები...
ასევე თვალიერებისას ძალიან ბევრი კარგი კეისი შემომხვდა, თუმცა მინდა გირჩიოთ ერთი ძალიან საინტერესო კეისი რომელიც საკმაოდ იაფი ღირს და საკმაოდ კარგად გამოიყურება
Phanteks EVOLV ATX
ასევე მინდა ამ კეისს მიაქციოთ ყურადღება
NZXT S340 (ფასს მიაქციეთ ყურადღება)
ესენი ძალიან კარგი კეისებია, თუმცა მე Mid Tower არმინდოდა სამწუხაროდ, High Tower მინდოდა და ამეებში დიდი არჩევანი არც არის...
საბოლოოდ Corsair 900D შევიძინე

Introducing the Obsidian Series 900D Super Tower PC Case

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Project.Yūdachi 夕立

Unread post#2 » 09 Jun 2015 07:11

გარყვნილო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Project.Yūdachi 夕立

Unread post#3 » 09 Jun 2015 10:21

აუ შენნაირი კლიენტი მომცა რამე ბიზნესში ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Project.Yūdachi 夕立

Unread post#4 » 09 Jun 2015 12:46

საინტერესოა საბოლოო სურათი როგორი იქნება.
კომპს რო ვაწყობდი მეც გამიჩნდა მსგავსი რამის სურვილი, მაგრამ რეალურად რომ არ მჭირდება ეგეთი ძლიერი კომპი დიდ ენთუზიაზმში არ გადაზრდილა სურვილი.

კეისის დეკორაციებს აპირებ? აი custom case-ის გამოჭრა იქნებოდა ძაან საიტნერესო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Project.Yūdachi 夕立

Unread post#5 » 09 Jun 2015 14:05

hellwalker wrote:საინტერესოა საბოლოო სურათი როგორი იქნება.
კომპს რო ვაწყობდი მეც გამიჩნდა მსგავსი რამის სურვილი, მაგრამ რეალურად რომ არ მჭირდება ეგეთი ძლიერი კომპი დიდ ენთუზიაზმში არ გადაზრდილა სურვილი.

კეისის დეკორაციებს აპირებ? აი custom case-ის გამოჭრა იქნებოდა ძაან საიტნერესო.

Case ის მოდიფიკაცის ვაპირებ შიგნიდან, იმიტო რო უკანა მხარე და წინა მხარე არგამოჩნდება, სათავსო მინდა გავაკეთო სპეციალურად რომ გვერდულად დავდო, ანუ შუშა რაც ააქვს გამჭირვალე რაც იქნება ეგ გამოჩნდება ძირითადად ასე რომ წინიდან მოდიფიკაციას დიდი აზრი არ აქვს, და არც მევასება რაღაცეების დახატვა და ზედმეტად გადაკეთება დიდად, ერთადერთი შიგნიდან 900D ში მინდა Midplate გავაკეთო და შეიძლება HDD ების Bay ამოვიღო, Pump მინდა მანდ ჩავსვა და უკანა Backplate დავუმატო რომ ხვრელი არ ჩანდეს...

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Project.Yūdachi 夕立

Unread post#6 » 28 Jul 2015 22:01


Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 12 guests


cron