Dark Knight Returns, აღწერა > ანიმაციის 1-2 ნაწილი

ციფრული პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ჩემი პროექტი
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Dark Knight Returns

Unread post#1 » 20 Sep 2012 16:40

>>>

როგორც Batman Year One-ზე, Dark Knight Returns-ზეც გადაიღეს ანიმაციური ფილმი. გუშინ ვუყურე და მომეწონა, გრაფიკული ნოველის კარგი ადაპტაციაა. ერთი რაც დამაკლდა გრაფიკული ნოველისგან განსხვავებით ეს იყო პერსონაჟის შეხედულებები ზოგადად ქალაქზე, პერსონაჟებზე და ბრძოლის დროს აზროვნება.. მხატვრული თხრობა აკლდა მარა მაინც კარგია ვისაც წაკითხვა ეზარება. 1986 ფრენკ მილერმა დაწერა Dark Knight Returns, რითაც ბნელი შტრიხები შეიტანა მთლიანად Batman-ის კომიქსებში, ამას მოჰყვა Batman Year One რითაც ახალი სერიების დაწყება მოხდა. მართალი DKR არ არის canonical სერია და DC-მ სულ სვანაირად გააგრძელა პერსონაჟის ისტორია მაგრამ მისი სთორი მაინც ერთერთ საუკეთესოდ ითვლება. სიუჟეტი მეორე რობინის Jason Todd-ის სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება (მესამე რობინი Tim Drake არ არის ნახსენები), ბრიუს უეინი აღარ არის Batman, გორდონი პოლიციის დატოვებას აპირებს, ხოლო გოთემში კრიმინალური ბანდა სახელად Mutants გამოჩნდა. ამასთან ერთად ბრიუს უეინის დაფინანსებით ჰარვი დენტის სახის აღდგენა ხერხდება, პარალიზებული ჯოკერი კი Arkham Asylum-შია მოთავსებული.
Batman Year One და Dark Knight Returns საუკეთესო გრაფიკული ნოველებია Batman-ზე Arkham Asylum-თან, Killing Joke-თან, Long Halloween-თან და Dark Victory-სთან ერთად. ეს არის გრაფიკული ნოველები რომლებიც დგას ცნობილი Watchmen-ის V for Vendetta-ს, Sandman-ის და მსგავსი აღიარებული გრაფიკული ნოველების გვერდით, ანუ ინდუსტრიაში ერთერთი საუკეთესოებია.
კრისტოფერ ნოლანისთვის ეს სერიები უმთავრესი შთაგონების წყარო იყო (ამათ გარდა Knightfall და Prey)

>>>

Dark Knight Returns Part 1
Dark Knight Returns Part 1 RUS

Dark Knight Returns Part 2
Dark Knight Returns Part 2 RUS
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Dark Knight Returns

Unread post#2 » 20 Sep 2012 17:03

საინტერესოა, უყურებ. რობინი მოუშორებელი საცოდაობაა პროსტა ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dark Knight Returns

Unread post#3 » 20 Sep 2012 18:31

მაგარია ძაან :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Dark Knight Returns

Unread post#4 » 20 Sep 2012 21:33

riddick
სხვათაშორის ძალიან ორიგინალური რობინია, ახალგაზრდა თაობის სახეა, ბებერი ბრიუსი და პატარა გოგო კარგი ტანდემია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Dark Knight Returns

Unread post#5 » 10 Oct 2012 01:36

ვნახე, გაასწორა. რობინი ბორომირას კი მაგონებდა მარა მაინც ნორმალურად აღვიქვი, თან ქალის როლი უფრო ჯდება. მეორეს ყურებას გადავაბავდი სიამოვნებით.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Dark Knight Returns

Unread post#6 » 18 Jan 2013 22:30

გამოვიდა მეორე ნაწილიც, ლინკები დავამატე პირველ პოსტში

Edit
ვუყურე.. მეორე ნაწილსაც. მოკლედ პირველი ნახევარი ცოტა ნუდნად მიდის. მაგალითად როცა კომიქსში სროლის სცენაა მარტივად დაწერენ BRAKABRAKA და მკითხველის წარმოდგენას მიანდობენ ხოლმე სცენის აღქმას, ანიმაცია როცა კეთდება რეჟისორს უწევს ამდენ ხნიანი სროლის სცენები ჩასვას და ეს ხშირად არარეალურად ჩანს, ამიტომ პირველ ნახევარში ეს პრობლემა არის. მეორე ნახევარში უკვე შეიცვალა სიუჟეტური ხაზი და ძალიან სერიოზული გახდა, აღარ მეგონა მარა მოლოდინს გადააჭარბა. მუსიკამ საერთოდ ყველაზე დიდი როლი ითამაშა imho
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dark Knight Returns

Unread post#7 » 19 Jan 2013 11:11

მაგარია ძალიან, ერთადერთი მონოლოგები დამაკლდა პერსონაჟების. პერსონაჟების ფიქრები ბევრად ძლიერს ხდის ბევრ სცენას კომიქსიდან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Dark Knight Returns

Unread post#8 » 19 Jan 2013 12:16

ჰო ეგ თავიდანვე მაკლდა ;/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Dark Knight Returns

Unread post#9 » 08 Feb 2013 09:18

ვუყურე. კა იყო თუმცა კომიქსამდე ვერ მიდის.
თუნდაც ანიმაციის თავისებურების გამო...

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 48 guests