Indie Game: The Movie, აღწერა > დოკუმენტური ფილმი

პროდუქცია < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ანალიზი < ჩემი პროექტი
Riddick
Posts: 11833

Indie Game: The Movie

Unread post#1 » 16 Sep 2012 16:51

>>>

ვნახე, ვიცი რო გვიანია, უკვე დიდიხანი გავიდა გამოსვლიდან, მაგრამ მაინც მინდა რო დავწერო და ვისაც არააქვს ნანახი ყველას ურჩიო 1:43 წუთით ჩაებას ამ მშვენიერი დოკუმენტური ფილმის მოვლენებში. ეს არის ფილმი რომელიც გვიამბობს ოთხი დეველოპერის და სამი შესანიშნავი თამაშის შექმნის ისტორიას. ფილმში ნახავთ თუ როგორ ქმნიდნენ და რა პრობლემების გადალახვა უწევდათ SUPER MEAT BOY-ს შემქმნელებს, ედმუნდ მაკმილენს და ტომი რეფენესს. როგორ წარმოადგინა Fez-ის პრიველი პროტოტიპი ფილ ფიშმა PAX EAST. ასევე გაიგებთ შესანიშნავი თამაში BRAID-ის შემქმნელი, ჯონატან ბოუს ისტორიასაც.

Indie Game: The Movie არის თანამედროვე ადამიანების მძიმე ყოველდღიურობაზე და მათი დამოუკიდებლათ წარმატების მიღწევის მცდელობაზე. დღეისთვის ფილმში წარმოდგენილი ყველა თამაში ძალიან წარმატებულია და მათი ავტორებიც ალბათ დიდიხანია მიეჩვივნენ გამარჯვების გემოს, მაგრამ როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი? რა ხდებოდა მანამდე? როგორ რადიკალურად შეიცვალა მათი ცხოვრება რამდენიმე საათში? ეს ყველაფერი მშვენივრადაა დაფიქსირებული Indie Game: The Movie კადრებში.

ფილმის რუსულად გახმოვანებული ვერსია - გადმოწერა

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: MSN [Bot] and 4 guests