Steam | Discord | Twitter| Facebook | Reddit
ათ წლიან ომში დამარცხების შემდეგ, მასიურ ჟლეტას გადარჩენილი მეომრების მცირე ჯგუფი თავს პატარა ხეობაში აფარებს. მათ კვალზე ომის სისასტიკით გაბოროტებული მტრის დანაყოფია რომელიც მეომრების ბოლომდე გაჟლეტას აპირებს.
მრავალრიცხოვანი მტრის რისხვისგან თავის დასაცავად მეომრების ერთადერთი გამოსავალი მიტოვებული ფორტის ნანგრევებში გამაგრება და ალყის მოგერიებაა.
The Way of Wrath როლური თამაშია რომელზეც უკვე აღარც მახსოვს რამდენი ხანია ვმუშაობ.
რელიზი სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ მოხდება და ზაფხულში გაეშვება Early Access, Crowdfunding ან დახურული ბეტა.
თამაში რამდენიმე მთავარი ელემენტისგან შედგება.
ფორტი
ეს არის მთავარი ბაზა სადაც მტრის საბოლოო ალყისგან თავის დაცვა მოუწევს მოთამაშეს. მის კედლებს შიგნით თავს მოიყრის მოთამაშის მიერ შემოერთებული მოკავშირეების community. იქნებიან ეს მეომრები, მჭედლები, მშენებლები თუ უბრალო ხალხი. მოკავშირეები დაეხმარებიან მოთამშეს ფორტის რესტავრირებაში, მახეების და ალყა-საწინააღმდეგო იარაღების აწყობაში, ფორტის დაცვაში და ხეობიდან რესურსების მოგროვებაში.
თუმცა სხვა თამაშებისგან განსხავებით მოთამაშის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ არავინ დაემორჩილება. მოკავშირე NPC-ები უბრალო ადამიანები არიან, ადამიანების ნაკლებით. მათ მორალზე მუშაობა და მათ შორის დავების მოგვარება მოთამაშის დღის წესრიგში დიდ როლს დაიკავებს. მოკავშირეების იგნორირებას სავალალო შედეგები მოყვება. ყურადღება მოკლებული მოკავშირეები ალკოჰოლში, ნარკოტიკებში, ჩხუბისთავობაში, მისტიურ რიტუალებში და სხვა დესტრუქციულ აქტივობებში გაექცევიან მძიმე რეალობას.
ექსპლორაცია
ფორტის კედლებს მიღმა ცივი, დათოვლილი ხეობაა. ის სავსეა ათასი ხიფათით. იქნება ეს მტრის ბანაკები, გარეული ცხოველი თუ თვითონ ბუნებრივი გარემო. ხეობა გახსნილი რუკის სახითაა მოცემული, რომლის გამოკვლევა მოთამაშეს მოუწევს მოკავშირეების საპოვნელად და საკვების, სამშენებლო და აღწურვილობის დასაკრაფტი რესუსრსების მოსაპოვებლად. ჭკვიანი და გაბედული მოთამაშე შეძლებს მტრის ალყისთვის სამზადისის საბოტაჟს.
რუკის დიზაინი ინსპირებულია პირველი ორი Gothic-ის მიერ და იმერსიული, სურვავალ ექსპერიენსის დადებაზეა ორიენტირებული.
დღე-ღამის სისტემა
საბოლოო ალყისთვის მოსამზადებლად მოთამაშეს სულ რამდენიმე დღე აქვს. ყოველდღე ის გარკვეული რაოდენობა ევენტებში მონაწილეობას შეძლებს მანამ სტამინა და მიღებული ტრავმები არ აიძულებს ფორტში დაბრუნდეს და ძილით ენერგია მოიკრიბოს. ყოველ ახალ დღეს, ფორტში და ხეობაში რუკა განახლდება ახალი ინტერაქციებით და ევენტებით.
დღეების გასვლის მექანიკა ინტეგრირებულია თამაშის თითქმის ყველა სისტემაში. იქნება ეს მებრძოლების ტრავმების განკურნება, ფორტის სამშენებლო სამუშაობების პროგრესი, საკვების და სხვა რესურსის გახარჯვა და ა.შ.
დღეებთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო feature არის NPC და ფრაქციების ისტორიები. ესენი ტრადიციული ქვესტებისგან ცოტა განხვავებულად იქნება აწყობილი. ყველა NPC-ს აქვს თავისი ხასიათი და პირადი მიზნები. ყოველდღე მათი ისტორია წინ წაიწევს და ისინი შეეცდებიან პირადი მიზნების წინ წაწევას. ეს feature გაამძაფრებს და უფრო საინტერესოს გახდის მოთამაშის არჩევნებს და შემოიტანს დამატებით აზარტს თამაშის მეორედ დახურვის დროს.
Feature-ბის მოკლე მიმოხილვა:
- თამაში არის ზედ ხედის RPG.
- კომბატი იქნება ტაქტიკური და Turn-Based პრინციპით, თუმცა სწრაფი და დინამიური. თუ გავქაჩეთ და ინტერესი იყო შეიძლება ალტერნატივად Real time With Pause დაემატოს რელიზის შემდეგ აპდეიტში.
- მოთამაშე თავად ქმნის პერსონაჟს, შეუძლია გარეგნობის, ბექგრაუნდის და სკილების არჩევა. ყველა ეს არჩევანი თავს იჩენს დიალოგებში და სიუჟეტში.
- მოთამაშეს ეყოლება Party რომელთან ერთადაც იბრძოლებს. Party ზომა ან 4 ან 6 იქნება, გააჩნია ბალანსი როგორ მოითხოვს.
- თამაშში დიდი აქცენტი აქვს მოთამაშის თავისუფლებას. სწორხაზოვანი სიუჟეტის მაგივრად იქნება სამყაროს რეალობიდან გამომდინარე ევენტები. მოთამაშე შეძლებს აირჩიოს რომელი მიზნების მიღწევა სურს და ექნება სხვადასხვა გზები ამ მიზნის მისაღწევად.
საბოლოოდ მოთამაშის მთავარი მიზანია გადარჩეს, რაზე არის წამსვლელი ამ მიზნის მისაღწევად მისი გადასაწყვეტი იქნება. ყველა არჩევანს თავისი შედეგები მოყვება.
ნელნელა ვიდეობს, სკრინებს და დამატებით დეტალებს დავწერ თამაშშზე. არ დაიზაროთ დამიდეთ ხოლმე ფიდბეკები :D
მიავიშლისტეთ სტიმი https://store.steampowered.com/app/9693 ... _of_Wrath/ და შემოდით დისკორდში https://discord.gg/UEnWuBr (ქართულ ენოვანი ჩანელია ცალკე).