The Outer Worlds, პრევიუ | PC, Xone, PS4

ფორმატები ▶ გამოცდილება ▶ ანონსის ინფო ▶ რელიზის ინფო ▶ დეტალების სია ▶ პრევიუ
Riddick
Posts: 9999

The Outer Worlds

Unread post#1 » 13 Dec 2018 00:56

რამდენიმე დღის წინ, The Game Awards 2018 ცერემონიაზე ოფიციალურად დაანონსდა The Outer Worlds. დეველოპერი Obsidian Entertainment (Fallout: New Vegas, KOTOR2, Pillars of Eternity, Tyranny, Neverwinter Nights 2 ... ). გამომცემელი Private Division.

>>>

თამაში არის პირველი პირის RPG , რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკისთვის დამახასიათებელ სეთინგში განვითარდება - რამდენიმე პლანეტა, კოლონიები და ძალაუფლების ცენტრებად წარმოდგენილი კორპორაციები.
ისტორია მოგვითხრობს კოლონიზატორების ამბავს, რომლებმაც პლანეტარული გადაფრენის დროს ავარია განიცადეს. კრეო ძილში მყოფი მგზავრების გაღვიძება შეუძლებელი გახდა. გარკვეული მედიკამენტების გარეშე ისინი უბრალოდ დაიხოცებიან. მაგრამ მთავრ გმირს გაუმართლა, მის კრიო ძილიდან გამოყვანას ეკიპაჟის შორის მყოფი ექიმი ახერხებს, რომელიც დახმარების სანაცვლოდ სხვა მგზავრების გადასარჩენად საჭირო მედიკამენტების მოძებნას გვავალებს.
მოთამაშე თავის სურვილისამებრ ირჩევს იქნება იგი ჯარისკაცი, დიპლომატი, სანტექნიკი, თუ რაიმე სხვა სახის, მისთვის საინტერესო ჰიბრიდი. პერსონაჟის შექმნის ოფცია ძალიან ბევრია.

როლფლეი მექანიკის კონკრეტულ დეტალებს დეველოპერები სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ახმაურებენ. ერთადერთი რაც დანამდილებით ცნობილია, არის რომ იქნება განვითარებადი პერკები, რომლებსაც მოთამაშე თავს სურვილისამებრ ვერ იღებს, ისინი ავტომატურად ვითარდება (Oblivion მსგავსი).
პოზიტიური პერკების გარდა, თამაშში იქნება ნეგატიური ვარიანტებიც - სისუსტეები. პერსონაჟს არც მათი არჩევა არ შეულია, მათი მიღება უშუალოდ თამაშის პროცეში, გარკვეული გარემოებების პროცესში ხდება. მაგ. სიმაღლიდან ხშირად ჩამოვარდნის შემთხვევაში თქვენს პერსონაჟს შესაძლოა აკროფობია განუვითარდეს, რის შედეგადაც, რაიმე ჩასავარდნთან მიახლოვების დროს თქვენი პერსონაჟის სტატები საგრძნობლად დაეცემა. თუ ადგილობრივი ძაღლვირთხები ხშირად დაგგკბენენ, შესაბამისად გაგინვითარდებათ ძაღლვირთხების შიში, რის შემდეგაც მათ მოახლოვებაზე გარკვეული შტრაფი ამოქმედდება. თვალების ხშირმა დაზიანებამ შეიძლება დაგიკარგოთ შორს ხედვის შესაძლებლობა, ან პირიქით ახლოს ვერ გაარჩიოთ კარგად. ხშირმა მოტეხილობებმა გაგხადოთ ცალხელა, ან კოჭლი.
ვარიანტები მხოლოდ დეველოპერების ფანტაზიით განისაზღვრება. მაგრამ სისუსტეების შემთხვევაში, მათი მიღება, არ მიღება მოთამაშის გადასაწყვეტი იქნება. ნებისმიერი სისუსტე რომელსაც დაეთანხმებით, სანაცვლოდ, ლეველის აღების გარეშე მოგცემთ ერთი დადებითი პერკის განვითარების საშუალებას. ეს ყველაფერი შეიძლება რეალისტურობამდე ვერ მიდის, მაგრამ სათამაშო პროცესს უფრო მრავალფეროვანს და არასტანდარტულს გახდის.
არის Fallout VATS, ბანალური დროის შენელების ადგილობრივი ანალოგი, მაგრამ უამრავი დამატებითი სტრატეგიული ინფორმაციით. რაც მეტია შესაბამისი სკილი, მით მეტი დეტალის გაგებას შეძლებთ მოწინააღმდეგეზე, იქნება ეს მისი სახელი, სიცოცხლის რაოდენობა, სისუსტეები, ან ქცევის თავისებურებები.

სასტარტო ქვესთი არანაირ კონკრეტულ მოვალეობას არ გაკისრებთ. დაკონსერვებული კოლონისტები შველას შესაძლოა წლები ელოდონ, ხოლო თვქნ თვეთითონ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რითი დაკავდებით, და საერთოდ უშველით თუ არა მათ. როლის მორგების თვალსაზრისით, შეგიძლიათ იყოთ კეთილიც და მაქსიმალურად ბოროტიც. არააქ მნიშვმელობა ყველას დაეხმარებით, თუ ყველა პლანეტის მოსახლეობას გადახოცავთ, თამაშის დამთავრების შესაძლებლობა მაინც გექნებათ. გასვლის სტილიც რამდენიმეა. ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღების გარდა, არის რამდენიმე ექსპერიმენტალური სახის იარაღი, მაგ. დამპატარავებელი ... მეტი სახეობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ იუმორის გრძნობა დეველოპერებს ყოველთვის კარგი ქონდათ. თუ გახსნილი შეტაკებები თქვენი სტილი არაა, მშვენიერი, რადგან თამაშში არის სრულფასოვანი სტელსიც. ასევე სერიოზული როლი ეთმობა დიპლომატიური გასვლის შესაძლებლობასაც, რომელიც მონსტრების თავდასხმისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ ინტელექტის მქონე არსებებთან ურთიერთობაში ძალიან გამოგადგებათ. კიდევ ერთი ცენტრალური განვითარების მიმართულება არის კაპიტნის გზა. მეთოდი როდესაც საკუთარი შესაძლებლობების განვითარების ნაცვლად, თქვენი თანამგზავრების სიძლიერეზე ზრუნავთ. თქვენთან ერთად მხოლოდ ორი მეგზურის წაყვანა შეიძლება, მაგრამ მათი საერთო არჩევანი გაცილებით მეტია. ყველა მათგანს აქვს უნიკალური სკილი და იარაღის სახეობა.
სამყაროს სეთინგზე მუშაობისას დეველოპერებმა ფანტაზიას სრული გასაქანი მისცეს. მათი სამყარო არის გამარჯვებული ბრენდების სამყარო, ნებისმიერი სათამაშო ნივთის უკან რაღაც მსხვილი კორპორაცია დგას, ყველა სახის იარაღს თავისი მწარმოებლის მარკირება გააჩნია, ყველა კოლონიას თავისი კონკრეტული სპონსორი ყავს. მოსახლეობა პოლიტიკური მიზეზების მაგივრად, ერთმანეთს იმის გამო უპირისპირდება, რომ ერთნი ერთ კორპორაციაზე მუშაობემ, ხოლო სხვების ხვაზე. სამყაროში ათი მსხვილი კორპორაცია იქნება და სავარაუდოთ მოთამაშესაც ზუსტად მათ შორის მოუწევს, იმის არჩევა თუ რომელს შეუერთდება და რომლის ინტერესებს დაიცავს.
რადგან თამაშის სამყარო ნოლიდან იქმნება, დეველოპერებს თითქმის არანაირი შეზღუდვა არააქვთ, რის გამოც ერთ თამაშში თითქმის ყველანაირი სამეცნიერო ფანტასტიკისთვის დამახასიათებელი შტამპია თავ მოყრილი. მათ შორის ისეთი როგორიც არის მდიდრების პლანეტა, რომელზე მოხვედრაზეც ყველა "გარეუბნების" ბინადარი ოცნებობს.
თამაშის გამოსვლა 2019 წელს PC, XOne, PS4 დაგეგმილი.

Riddick
Posts: 9999

Re: The Outer Worlds

Unread post#2 » 07 Feb 2019 16:08


User avatar
Shut
Posts: 326
Contact:

Re: The Outer Worlds

Unread post#3 » 08 Feb 2019 00:34

ჩავაბარებდი. მემგონი საინტერესო და საკაიფო რაღაც გამოვა.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 9999

Re: The Outer Worlds

Unread post#4 » 08 Aug 2019 06:27

ძაან ბევრი გეიმფლეი ვიდეო გაიჩითა და შეილება ნახვა რაარი და როგორ უკვე.
ეხა უყურე და სუფთა ნიუვეგასია, პროსტა სხვა სეთინგში და უფრო თანამედროვე. მარა ეს ბესეზდას ენჯინი უკვე მაგრად ყელშია ამოსული, დღეს რო თამაშს უყურებ და მოროვინდს გაგონებს რაღაც არაა მგონი კაი პონტი. გარემო საინტერესოა, მარა რაღაცნაირი ბრტყელია ყველაფერი , ობიექტები არაპროპორციულია თითქოს და ეგ ცოტა არ დამევასა.
კიდე ერთი მომენტი რაც მაინტერესებდა არი ოუფენვორლდი. მემგონი მაინც სხვადასხვა დიდი ლოკაციები ექნებათ და არა ერთიანი ვორლდი, რაც მე პირადად არ მიყვარს. უფრო MMO-სკენ მიყავს ხოლმე თამაში მაგას და მაგიტო.
რავი რო ვთქვა რო რამე რეალურად ახალი და ორიგინალურია, ვერ. ყველაფერი ძალიან ნაცნობი და დაჟე ცოტა მობეზრებულიც არი. სავარაუდოთ აქ უფრო სამყაროს დამუშავებაზე იქნება აქცენტი, ანუ სიუჟეტი, პერსონაჟები და სიტუაციები და ალბათ უფრო მაგით გაიტანს თავს.

ეს ორი მონსტი დამევასა https://24-allgamesdelta.s-ul.eu/9emOqCpc / https://24-allgamesdelta.s-ul.eu/RASUQiW8

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181

Re: The Outer Worlds

Unread post#5 » 09 Aug 2019 15:07

BIG SLEEP

Riddick
Posts: 9999

Re: The Outer Worlds

Unread post#6 » 03 Sep 2019 15:00


User avatar
Ripster
Posts: 1514

Re: The Outer Worlds

Unread post#7 » 08 Jul 2020 14:17

ითამაშეთ ვინმემ?
ისე ჩაკვდა ამ თამაშზე ლაპარაკები არ გაამართლა ხო? ;დ

ვინმემ თუ ითამაშეთ დაწერეთ ერთი ორი სიტყვა
You'd better do something about that cough

User avatar
grigoli1970
Posts: 625

Re: The Outer Worlds

Unread post#8 » 09 Jul 2020 04:02

ველოდებოდი ამ თამაშს მარა ძაან არ მომეწონა ეგრევე წავშალე, ისეთი განათებული გრაფიკა აქ თავი ამტკივდა რამდენიმე საათი რო ვითამაშე და მაგიტოა ალბათ ატმოსფეროც არ იგძნობა შენობების ფორმები და რაღაცები კაია თითქოს მარა სატურაცია აწეულია ძაან და ყველაფერი გააფუჭა, პლანეტებიც უინტერესო იყო ერთი შეხედვით რაღაც მკვდარი პლანეტები ჩანდა და ცაზე უაზროდ გაკეთებული ცისარტყელასნაირი დიდი ხაზი არც ქრებოდა არასდროს
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5430
Contact:

Re: The Outer Worlds

Unread post#9 » 09 Jul 2020 09:04

მე დავხურე. მგონი homeless-ში მქონდა პოსტები.

მოკლედ რო ვთქვა საშუალო დონის თამაშია. Fallout-ის კლონია სპეისში მას ეფექტის ელემენტებით. კორპორაციების მიერ დომინირებული რესურსების მაინინგზე გათვლილი პლანეტებია, და შენი გემით მოძრაობ აქეთ იქით ჩადიხარ პლანეტებზე, ასრულებ ქვესტებს და ა.შ. კომპანიონებიც გყავს. პლანეტებზე ადამიანებს და Creature_ებს ებრძვი, კომბატი პრიმიტული და არკადულია. რუკები Mass Effect Andromeda_ს პრინციპზეა, ანუ თითო პლანეტაზეა არის მოზრდილი რუკა რომელსაც იკვლევ თავისუფლად. არაფერი საინტერესო ან ორიგინალური არ ხდება პლანეტების თემაში, პროსტა ვიზუალი იცვლება.

სთორი ნორმალურია მარა აი Obsidian_ის დამახასიათებელი პასიურობა აქვს. Bioware თამაშების და პერსონაჟების სიცოცხლე და შარმი არ აქვს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 625

Re: The Outer Worlds

Unread post#10 » 09 Jul 2020 14:19

გასართობად მეც დავხურავდი მარა ვიზუალის გამო ვერ შევძლებ ნამდვილად ისეთი ფერებია კაკრაზ Fallout 4 არ მქონდა დახურული და ეხა დავიწყე რა ძალაა თვალები რო დავითხარო აბა
smothered in the crib

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


cron