The Game Awards 2022, გამარჯვებულები და მთავარი ანონსები

სადისკუსიო თემები < საკითხი < გამოკითხვა < შედარება < საერთო თემა
Riddick
Posts: 11833

The Game Awards 2022

Unread post#1 » 09 Dec 2022 23:55

დამთავრდა კიდევ ერთი The Game Awards, ამჯერად 2022 და მინდა რო ერთად მოუყარო თავი როგორც გამარჯვებულებს, ასევე იმ საინტერესო ანონსებს რაც ცერემონიის მსვლელობისას მოხდა:

>>>

2022 წლის საუკეთესო თამაში გახდა - ELDEN RING (!!!)
საუკეთესო გეიმდიზაინი - ELDEN RING
საუკეთესო მხატვრული გაფორმება - ELDEN RING
საუკეთესო RPG თამაში - ELDEN RING

საუკეთესო Action-adventure - God of War Ragnarok
საუკეთესო თხრობა - God of War Ragnarok
საუკეთესო სამსახიობო შესრულება - Christopher Judge (God of War Ragnarok კრატოსი)
საუკეთესო საუნდტრეკი - God of War Ragnarok
საუკეთესო აუდიო დიზაინი - God of War Ragnarok

საუკეთესო ექშენი - Bayonetta 3
საუკეთესო ფაითინგი - Multiversus (?)
საუკეთესო სიმულატორი სტრატეგია - Mario + Rabbids: Sparks of Hope
საუკეთესო სპორტული თამაში - Gran Turismo 7
საუკეთესო საოჯახო თამაში - Kirby and The Forgotten City
საუკეთესო მულტიფლეიერი - Splatoon 3

საუკეთესო ინდი დებიუტი - Stray
საუკეთესო ინდი თამაში - Stray
ყველაზე მოსალოდნელი თამაში - The Legend of Zelda: The Tears of the Kingdom
და საუკეთესო თამაში მოთამაშეების ხმის მიცემის მიხედვით - Genshin Impact

*** დაანონსებული თამაშები და ახალი ტრეილერები !!! ***

FromSoftware ახალი პროექტი Armored Core VI: Fires of Rubicon. თამაშის დეველოპმენტს თავიდან ჰიდატაკა მიაძაკი ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ ეს პოზიცია Sekiro: Shadows Die Twice წამყვანი დიზაინერის, მასარუ იამაურას ხელში გადავიდა.

>>>

Judas - BioShock შემქმნელის კენ ლევინის და მისი სტუდიის თამაში

>>>


Hades II - სტუდია Supergiant Games. დეველოპერების თქმით პორექტი ერლი ექსესში 2023 წლიდან გამოვა და აუდიტორიის ჩართულობით მოხდება მისი გაუმჯობესება.

>>>

Replaced - 2023 წელი

>>>

Banishers: Ghosts of New Eden - Don’t Nod (Remember Me, Life is Strange, Vampyr) ახალი პროექტის ანონსი. რელიზი დადგეგმილია 2023 წლის ბოლოს.

>>>

Warhammer 40,000: Space Marine 2 - Saber Interactive, გამოსვლის დრო 2023 წელი.

>>>

Suicide Squad Kill the Justice League - 2023 წლის 26 მაისი

>>>

Star Wars Jedi: Survivor - EA და Respawn მომდევნო პროექტი SW სამყაროში.

>>>

Crime Boss: Rockay City - დეველოპერი ჩეხური სტუდია InGame Studios - მსახიობები Michael Madsen , Kim Basinger , Danny Trejo , Danny Glover , Michael Rooker , Chuck Norris

>>>

Diablo IV ახალი სინემატიკ ტრეილერი: სუკუბების დედოფალთან ბრძოლა იწყება - თამაშის რელიზი 2023 წლის 6 ივნისს. ახალ კონტენტზე აწყობილი პრევიუ

>>>

Baldur’s Gate 3 ახალი ტრეილერი - თამაშის საბოლოო ვერსიის რელიზი 2023 წლის აგვისტო

>>>

Cyberpunk 2077 დამატება Phantom Liberty - მსახიობი Idris Elba

>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: The Game Awards 2022

Unread post#2 » 10 Dec 2022 02:51

ორიოდე სიტყვა ჩემგან.
GOTY ტიტული გასაგებია რო ამის და რაგნაროკის მეტი ამ დონის პოპულარული AAA თამაში არ ყოფილა და ვინც დააჯახეს იქიდან აირჩიეს ნომინაცია. გულით ვულოცავ მიაძაკის რაც არ უნდა იყოს და მაგ კაცის წარმატება გამიხარდა მაინც.
მაგრამ დიდი რისკები ჩნდება ამით.
თამაში რომელიც ადრეული 2000-იანი წლების აზიური MMO-ების დიზაინზე დგას და მაგ ფილოსოფიით უდგება ექსპლორაციას და რუკაზე აქტივობებს. თავის დასპამული მობ-ბოსებით და რამდენჯერმე გადასკინული საიდუმლო ბოსებით.
სადაც რუტინულად ასზე მეტი რამდენიმე ტიპის ერთნაირი გამოქვაბული უნდა წმინდო და აგრაინდო რო მნიშვნელოვანი ნივთები მოიპოვო თუნდაც შენი არჩეული კლასისთვის. და თუ მაგარ მაგიებს ვერ იპოვი ან ინვეიდერები გაჯობებენ, ან სადღაც შეიძლება გაწვალდე. იძლებული ხდები ინტერნეტ დატაბეიზი მოიხმარო.
თამაში რომლის კომბატიც გართულებულია მხოლოდ ბოსების HP-ს მომატებით და ილეთების სპამით. ხშირ შემთხვევაში გამართლება ან მაღალი ლეველი უფრო მუშაობს ვიდრე სტრატეგია და ტაქტიკა.
თამაში სადაც ლეველის ბალანსი არ არსებობს და ან underleveled ხარ ლოკაციისვის ან overleveled, და მხოლოდ გამართლების ხარჯზე თუ მოხვდები სწორ ადგილას რო შენი ლეველის შესაფერისი ჩელენჯი მიიღო ლოკაციაში. მოკლედ რაც მეტს აექსპლორებ, მეტად დისბალნსი იქმნება განსაკუთრებით მთავარი ლოკაციებისთვის.
ასეთი თამაში იგებს საუკეთესო გეიმ დიზაინს. მესმის კიდე ლეველ დიზაინებში დაუწერო პლუსები, მთავარ რუკას და რამდენიმე ლოკაციას ეყობა ჭკვიანურად დაგეგმარებაზე როა ნაფიქრი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გეიმ დიზაინში. აქ მართლა გახსნილი JRPG-ები რო აიღო ისენი უკეთ აბალანსებენ მასეთ რამეებს (Xenoblade, Dragon Quest 8, 11, Tales სერიები), დამწყების შეცდომებია დაშვებული.

ჰოდა ეს ტიტულ(ებ)ი ფაქტიურად გზას უხსნის რო ბოლო წლებში ამ ძალიან კარგი დეველოპერის შემოქმედება გაფუჭდეს, გატრუხდეს და გადაიქცეს gimmicky გრაინდფესტად. აწი პანდორას ყუთი გახსნილია, აღარაფერი ეშველება, ახლა ვითონ მიაძაკიზეა დამოკიდებული რას აირჩევს - ხარისხს თუ რაოდენობას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

Re: The Game Awards 2022

Unread post#3 » 10 Dec 2022 12:21

ზოგადად ამის თამაშების მთავარი ელემენტი არი ექსფლორაცია.
თამაშებში სადაც ერთიანი რუკა იყო გახდა ბევრად უფრო საკულტო, იმ სერიებთან შედარებით სადაც ლოკაციებზე პორტალებით მოძრაობდი. ანუ ეს მრავალფეროვანი, გააზრებული და ერთიანი ადგილის განცდა იძლეოდა იმ ზღაპარში მოგზაურობის შეგრძნებას, რითიც გახდა ზოგადად წონიანი და უკვე ამის მერე მოდის სირთულე, რომელიც იმიტო მუშაობს რო ექსპლორაციის გაგრძელება გინდა. ეს არი ჩემთვის მიაძაკი.
ელდენ რინგი 3 საათი ვითამაშე, მარა მაშტაბები ისეთი გაზრდილია, რო პორტალებით თუ არ მოკლა გამოკვლევის მუღამი, დაუმუშავებელი და გაუაზრებელი ლოკაციებით იზავდა მაგას. ვიცი რო ეგ mmo ფორმა არ მინდა და მაგიტო არ ვთამაშობ.

მიაძაკისნაირი გეიმ დეველოპერი იუბისოფტის ოუფენ ვორლდებს რო ბაძავს (თუნდაც მაშტაბით) და ვერ ხვდება რო ხარისხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ზომაზე, მანდ უკვე ამისთვის წლის თამაშის მიცემა მართლა ყველას შეცდომაში შეყვანაა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: The Game Awards 2022

Unread post#4 » 12 Dec 2022 12:13

ხელს ვაწერ ზედა ორი ბატონის ნააზრებს.
I won't miss.

Return to “Discuss”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests