ჩილი პეპერსის კიდევ ორი სინგლი დაიდო და როგორც არ მინდა გამოვუტყდე ჩემ თავს ხმამაღლა
აშკარად გაცილებით
გაცილებით (!) უფრო ძლიერ რაღაცას ველოდი
არ ვიცი, ალბომი გამოვა ხუთ ექვს დღეში და რამით თუ არ გამაკვირვეს ალბათ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩები
გეთევეი გაცილებით უკეთესი ალბომი იყო ჯოშთან ერთად
გაცილებით უკეთესი კომპოზიციებით იყო შედგენილი და სინგლები კი ფრუშანტეს პერიოდის კლასიკურ პეპერსის ჰიტებს უდგება გვერდით
ასეთი უღიმღამო ტრეკები ფილერებადაც რა გულდასაწყვეტი ასატანია და მთავარ სინგლებად რომ გიშვებენ იმენა გული გტკივა კაცს ;დ
რისთვის ველოდებოდი ამდენი ხანი ბენდის რეიუნიონს არ ვიცი ;დ
სამაგიეროდ მგონი იმან გამაკვირვა რაც საერთოდ არ ველოდებოდი რომ საინტერესო იქნებოდა ჩემთვის
ოთხი სინგლი იყო გამშვებული წინა თვეებში და ორს მოვუსმინე ისე ინტერესის გამო, ნეტა როგორ ჟღერენ დღეს თქო და მაშინვე ამეკიდა თავში
პლასიბოზე მაქვს საუბარი
მშვენიერი სინგლია და პლასიბოს ესენსის გაცოცხლება რაც მედსის მერე არ მიგრძვნია პირადად ;დ
კიდევ ერთი შესანიშნავი ტრეკი
დღეს შემთხვევით შემხვდა ალბომის ერთერთი კომპოზიცია იუთუბზე. არც სინგლია და არც რამე პრომოუშენი ჰქონდა, ალბომად დადებულიდან ერთერთი ამომიგდო პროსტა
მოვუსმინე და ეგრევე მივხვდი რომ მინდოდა მთლიანი ალბომის მოსმენა ;დ
აი ეს ჩემთვის უკვე დიდიხნის მკვდარი ბენდი რომ ამას მანდომებს და მაღლა კი ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ბენდის რეიუნიონი ასე უღიმღამოდ რომ მიდის, აი არ ვიცი, საშინლად გულდასაწყვეტია ;დ
არ ვიცი, არ ვტყდები ჯერ ;დ ალბომს მოვუსმენ მაინც მთელი გულით ;დ
ბოლო ნოტამდე დაველოდები რამე ვეთ სენდის დონის კომპოზიციას ;დ