
The Legend of Zelda: Breath of the Wild - ექსკლუზიურად Nintendo Wii U და Switch-ისთვის შექმნილი, ლეგენდარული სერიის ახალი ნაწილი. თამაშის მოქმედება მთლიანად გახსნილ და დინამიურ სამყაროში ვთარდება, რომელში მოგზაურობისთვის ამჯერად ამინდის მოვლენების გათვალისწინებაც მოგიწევთ. გრაფიკა Nintendo სტანდარტებით სრულიად ახალ დონეზეა აყვანილი. მოთამაშეების მართვაში კვლავ ელფი სახელად ლინკი გადადის, რომელსაც გათანამედროვებული მართვის სისტემის მეშვებით, ახალი უნარები და შესაძლებლობები დაემატა. სამყარო სავსეა თავსატეხებით და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზებით. Breath of the Wild-ში ახალი მიზნების აღმოსაჩენად თაუერებზე და მთის მწვერვალებზე აძრომა მოგიწევთ, გაიკვალეთ თქვენი უნიკალური მარშუტები და შეიგრძენით მაგიური ბუნების ძალა - შეგიძლიათ შეაგროვოთ სხვადასხვა ტიპის ნივთები და დაკრაფტოთ იარაღები, ითევზაოთ, ინადიროთ, აცოცდეთ ხეებზე, დაამზადოთ საკვები და სხვა.