Control, შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Control

Unread post#1 » 08 Aug 2020 13:43

ContrOl
>>>

რო დავიწყე თამაშეი, სადღაც 2 საათის გეიმფლეის მერე უკვე თემის გახსნა მომინდა. დავწერე პირველი შთაბეჭდილება, მარა მეორე დღეს მივხვდი რო ადრე იყო. ძაან ბევრი უცნაური რამეა თამაშში იმისთვის რო ეგრევე აზრი დაწერო.

ეხა უკვე ერთი 10 საათი დამიგროვდა და მთლიანობის კონტურებიც გამოიკვეთა თავში. ყველაფერი ჯერ კიდევ ძალიან არაცალსახაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდია. არაცალსახა უფრო იმიტო, რომ ვერ ვხვდები რა ხდება. უფრო კონკრეტულად, ვერ ვხვდები სიუჟეტი კარგია და გაუგებარი, თუ არც ისე კარგი და გაუგებარი.

ერთის მხრივ გვაქ კონტროლის ფედერალური ბიურო, რომელიც 60 -70 წლების FBI ანალოგია და მეორეს მხრივ, რაღაც სურიალისტური მოვლენები ამ ბიუროში, რაც მაგრად მაგონებს David Lynch ხელწერას, როცა აფსოლიტურად ვერ ხვდები მოვლენების ხასიათს, მაგრამ ისინი რაღაც თავინთი შიდა ლოგიკით მაინც ვითარდება.

თამაშში გაღიმებამდე ახლო პარალელები მოდის 2017 წლის Prey-თან. სეთინგი თითქმის იდენტურია, ორივეში ერთი პერიოდის ამერიკა, მისი საიდუმლო პროგრამებით, რომლებიც რაღაც პარანორმალურზე გავიდნენ, რაც უკვე ადამიანებში იწყებს ჩასახლებას. უბრალოდ თუ Prey-ში მოქმედება კოსმოსში ხდება, აქ ვართ ამ ფედერალურკი კონტროლის ბიუროში და შიგნით, შენობაში ხდება ეს ყველაფერი (წისქვილში).

Prey მსგავსად, სამწუხაროდ აქაც ტონა მასალაა საკითხავი (ალბათ კიდე უფრო მეტი), რომელიც თავიდან საინტერესოა, მაგრამ დროთა განმავლობაში თითქოს უფრო "ფილერი" ხდება ვიდრე რეალური ინფორმაციის წყარო და შედარებით გიკარგავს კითხვის მუღამს.

თვითონ ბიურო ერთი დიდი სტუქტურაა, რომელშიც თავს იდეაში როგორც მეტროიდვანიაში ისე უნდა გრძნობდე, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც სიუჟეტური ექშენის შთაბეჭდილებას მაძლევს. რომელშიც ეს ექშენი, სტუდიის საუკეთესო ტრადიციების თანახმად, საკამოდ მაღალ დონეზა გაკეთებული.

ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემილია, რადგან ისეა მოწყობილი, რომ სუ გამორკვევის პროცესში გტოვებს. კარგი დეტექტივივით არი, გინდა რო დაბრუნდე და გაიგო ვინ არი მკვლელი, ან ამ შემთხვევაში უბრალოდ რა მოხდა ბიუროში და ვინ ხარ შენთითონ :)

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Control

Unread post#2 » 09 Aug 2020 04:40

მეც ვითამაშე. თითონ სათამაშოდ და დასახურად ვარგა. მაგის იქით მე დიდად არ გადავირიე.

კომბატში ძალიან ძლიერია სროლის power_ი, იარაღები კიდე უაზროდ სუსტი რამდენიმე ფორმის გარდა. 90% ბრძოლები ეგრევე რჩება ნივთების სროლის სპამით.

ფიზიკა და ფიზიკის ფავერები ასწორებს, მარა რაღაც მინიმალისტური და უხეშია იმპლემენტაცია. უფრო გემრიელი, სწრაფი და დინამიური გამისწორდებოდა.

სამყარო ბლეჰ. კვანტური ფიზიკა და დამკვირვებელის პერსპექტივას დაფუძვნებული რეალობა, საინტერესო კონცეპტებია ზოგადად. მაგრამ იმპლემენტაცია საერთოდ არ მომეწონა არც აქ და არც ალან ვეიკში ამ იდეის. აქ განსაკუთრებთ ეს რენდომ ნივთების ფავერები კომიკურია.

სიუჟეტიც რავი. ანუ დინამიზმი და ტემპი აქ. მოსაწყენი არაა. მარა რო დაუფიქრდება არანაირი რეალური მისტიკა არააა. გაიასნებულია პირველ საათში რა მოხდა, შაბლონს მიყვება რა უნდა მოხდეს და რჩება მარტო იმის ყურება თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი.

ლორის კითხვამ ამიდუღა ტვინი და დავიკიდე. აი ძალიან უაზროდ იყენებენ მაგ ფიჩერს თამაშების 90%. wolrdbuilding_ის, ინტრიგის და დამატებითი გასვლის გზებზე ჰინტების მაგივრად ბუღალტერიას ეწევიან. ფანების შეჯამებული ვერსიები წავიკითხე პირდაპირ და მეჰ. აპირებენ ყველა თავისი თამაში ამ ერთი დაკავშირებული სამყაროს ნაწილი გახადონ, თავის ალან ვეიკიანად და მაქს პეინიც თუ შეტენეს მანდ მერე არ ვიცი. ფუჭ წამოწყებად მესახება, მაქსიმუმ ძაან მისტიკის ნიშას დააინტერესოს იმო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Control

Unread post#3 » 10 Aug 2020 13:48

დავხურე, თავის პირველი DLC_ით. DLC-ში უფრო საინტერესო იყო კომბატი ფავერები გაუერთიანეს მტრებს და ყველგან გაგნებენ თითქმის და უფრო დინამიურია.
27-ში გამოდის ალან ვეიკთან კონტაქტის DLC.

სამყაროზე კიდე დაფირების შემდეგ. ჩემი აზრით რატომ არ მუშაობს ეს სამყარო არის რომ გამოდის რომ არავითარი საყრდენი წერტილი არ აქ საიდანაც რამე აზრი ექნება ჩაღრმავებას.
1) ჩვეულებრივი, რეალური, დეფაულტ სამყარო არის სრულიად აუხსენელი, მისტიური და ბოლომდე გამოუკვლევადი.
2) გმირის წარსული და ბუნება არის მისტიური, აუხსნელი და ნელ-ნელა აიხსნება მარა შეილება ბოლომდე არ აიხსნას.
3) ამ აუხსნელ, მისტიურ სამყაროში რომელსაც მისტიური წარსულის და ბუნების გმირით იკვლევ და რომელიც შენი დეფაულტ რეალობაა თამაშში, აქ კიდე მეორე ფენა მისტიურობის, აუხსნელი მოვლენების და უფრო მაღალი რანგის მისტიურობის მქონე არსებების რომელთა მაქინაციებში და მისტიურ მოვლენებში პაიკის სახით ებმები.
4) ამ მისტიკის ფენოვანს კიდე ემატება სთრორის ისეთი მიდგომა რომ ბოლომდე არაფერს არ გიხსნიან კი არა რო გადაწყვეტ კრიზის ან მოვლენას რაღაც 1% ხდება გახსნილი საკითხზე მთავარ სინემატიკებს თუ უყურებ და კასეტებს თუ მოუსმენ, (რომელსაც სირბილისას ვერ უსმენ ?!?!?), წერილებს წაიკითხავ და გარემოს დააკვირდები შეილება ჰაჰა დამატებით 10% გაიგო. ეს 11% საკმარისია რო ჩაწვდე მომხდარის არსს, მარა არ გაძლევს დეტალების კონკრეტიკას რომ სამყაროს არქიტექტურის და მეტა ფიზიკის ამოხსნა შეგეძლოს.

ხოდა არ ვიცი. მე არ ვთვლი რომ ეს კარგი სთორითელინგია. მისტიკა გახვეული მისტიკაში, ამოვლებული მისტიკის სოუსზში, მისტიკის გარნირით და მისაყოლებლად 1978 წლის ნახევრად-აუხსნელი მისტიკა, მშრალი.

იგივე Legacy Of Kain მახსენდება რამდენი ფენა ინტრიგები იყო ჩაქსოვილი და დროში მოგზაურობა რა კარგად და ამაზე მეტი სინემატიკა ან გახმოვანება არც ქონია მგონი და უფრო კარგად რო შეერჩიათ სცენები და დიალოგები არ იქნებოდა ამდენი წერილები და კასეტები საჭირო world building-ზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Control

Unread post#4 » 12 Aug 2020 02:47

აფსოლიტურად ანალოგიური ამბავია ჩემთანაც.
სერიოზულ მისტიკად შეფუთულ სისულელეს ვთამაშობ, რომელიც მაქსიმალურად გაუგებარია, რომ ცენტრალური იდეა არ გამოჩნდეს და არ შემოგეშალოს ხელში მთელი თამაშის სამყარო. მარა ვაფშე ყველაფერს მოვითმენ, დადებით მხარეებზე კიდე ცალკე დავწერ, რომელიც ნამდვილად აქვს, მარა საკითხავმა ისე გამაღიზიანა რო მაგის დასაწერად შემოვედი.

ყველაფერს ვკითხულობ დასაწყისიდან. ვიფიქრე ინფორმაციას მომაგროვებინებენ და მთლიან სურათს შევკრავთქო, მარა სუფთა წარმოსახვის შეურაწყოფა შემრჩა ხელში. ტონა ტექსტი აფსოლიტურად არაფერზე... რომელიც თუ თავიდან კიდე რაღაც ინფორმაციას გაძლევს, შუისკენ რამე 2010 წლის რანდომ ჟურნალის, რანდომ გვერდის წაკითხვაზე მეტ აზრს არ შეიცავს...

კრიტიკულად ცუდი რამეა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Control

Unread post#5 » 12 Aug 2020 13:35

აჰა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ გამოსდის მისტიკა სთორის ბოლომდე და კარგად შეკვრა რემედის
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Control

Unread post#6 » 16 Aug 2020 09:39

უსპოილეროდ შემილია ვთქვა, რომ თამაშის სიუჟეტს შემოაქ რამდენიმე ელემენტი, პარანორმალური მოვლენა, რომლის გარშემოც არის აგებული მთლიანი კონტროლის სამყარო.
ეს ელემენტები ქმნის თამაშის შიდა ლოგიკას და უკვე ამ ლოგიკაზე დაფუძნებით ხდება მოვლენებიც.

Control 25 - 30 საათის განმავლობაში, ყველა ჩანაწერით, ვიდეოთი, დიალოგით, დოკუმენტით ამ რამდენიმე მისტიური მოვლენის ბუნებაზე და მათ ერთმანეთთან ურთიერთქმედებაზე გელაპარაკება და უნდა, რომ რაც შეიძლება ბევრი კითხვა გაგიჩინოს.

მაგრამ. სადღაც 10 საათი ამ გაუგებრობაში ყოფნის მერე უკვე, ნელ-ნელა მოდის იმის გათვიცნობიერება, რომ ნახსენები ცენტრალური ელემენტები მხოლოდ მისტიკური სასფენსის შესაქმნელად არი გამოყენებული და რეალურად არანაირი შიდა ლოგიკა, ან ერთმანეთთან კავშირი არ გააჩნიათ.

შედარებით სპოილერი:
5 ცენტრალური ელემენტი
- Oldest House - რა წარმომავლობააქ? რა ლოგიკით ფუნქციონირებს?
- The Hiss - საიდან მოდიან? რატო მოდიან?
- Object of Power - რა აძლევთ ძალას?
- The Board - ვინ არიან? რა ინტერესი აქვთ?
- და ძმა და Polaris - რანაირად მისცა ძალა? რა არი?

მე პირადად არცერთ ამ კითხვაზე არ მიმიღია დამაკმაყოფილებელი პასუხი.
პასუხები რასაც ღებულობ, ძირითადად შემოიფარგლება - მისტიური, ჩვენთვის ამოუხსნელი ძალები... რომლებიც არიან მისტიურები და ამოუხსნელები, ძლიერები, საშიშები და ჩვენ მათ ვებრძვით, რომ დავამარცხოთ... ჩვენც გვაქ ძალები, ისიც ამოუხსნელი და მისტიური...

30 მდე საათი, ტონა წაკითხული ტექსტი და ესეთი პასუხები კითხვებზე? https://i.imgur.com/kM6Bihb.png

ეს არი სუფთა "ბოლშეთი"...

საერთოდ არ ვიქნები კრიტიკული და წავშლი ამ პოსტს, უბრალოდ ამიხსენით თუ რამე ვერ გავიგე და მიმახვედრეთ, არ მეწყინება. მაგრამ თუ ეს კიდე ერთი Alan Wake-ია, რომელშიც არაფერით არ იყო ახსნილი ის სისულელე რაც შიგნით ხდებოდა (ვიღაც ჩრდილების ფანრით ხოცვა), მაშინ როგორც სცენარისტი მართლა ჩასარეცხია ეს კაცი.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Control

Unread post#7 » 16 Aug 2020 14:20

მეც ვერ მოვუძებნე ახსნა ცარიელი ფანტაზიები და მისტიკაა, დაჟე ალან ვეიკში უფრო გამოვიტანე აზრი ვიდრე აქ, არც ენდინგი მომეწონა დიდად, ნაწერებიც არ წამიკითხია რაღაც საბუღალტრო შინაარსის ტექსტები იყო, გასართობათ კაი თამაშია მარა ისე დიდზე ვერაფერზე ქაჩავს თავიდანვე ეგრე განვეწყვე რო ბევრი არ მოვთხოვე და ისე კი გაასწორა, ლაბირინთის ლეველი მომეწონა ძაან, კაი მუსიკები და ექშენი გაიჩითა
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Control

Unread post#8 » 16 Aug 2020 14:58

კონკრეტიკა ვერც მე ვერ გავიგე, იმიტორო დიდი ალბათობით ვერც სცენარისტმა ვერ გაიგო.
მაგრამ როგორც მივხვდი კვანტური მეტა-ფიზიკის ერთ-ერთ ძალიან დაუსაბუთებულ და ფიქციურ თეორიას ეფუძვნება რომ სამყაროს არ აქ ფორმა ფიზიკური და მას დამკვირვებლის წარმოსახვის მიხედვით იძენს.

მსგავს იდეაზე დგას მაგალითად ფენტეზი სამყარო პლეინსკეიპის ან დრაგონ ეიჯის ან თუნდაც ამერიკული ღმერთები როა სერიალი. რომ მოკვდავი სამყარო არის ფიზიკური და საიქიო ადამიანების რწმენის მიხედვით იქმნება. თუ სჯერა ხალხს რომ ელვა ღმერთია, ელვის ღმერთი შეიქმნება.

აქ ამისი უფრო მისტიურ სამეცნიერო ფორმაა. რომ არიან სხვადასხვა მენტალური და მეტა-ფიზიკური ძალის მქონე დამკვირვებლები. დამკვირვებელი არის ნებისმიერი ორგანიზმი რომელსაც აზროვნების უნარი აქ.

არის ასტრალური განზომილება რომელიც როგორც მივხვდი აკავშირებს პარალელურ სამყაროებს. ან შეილება ქმნის მათ არ ჩავღრმავებულვარ. პოლარისი, The board, Hiss და ა.შ. თავისი პარალელური სამყააროს დამკვირვებლები, იქაური "ადამიანები" არიან.

Object Of Power არიან ობიექტები რომლებიც ადამიანის წარმოსახვაში რაღაც იდეების ფოკუსი არიან და ამის გამო ხდებიან თითონ პარანორმალური ნივთები. ელვის ღმერთის აქაური ანალოგი. პროსტა მაგალითად ფლოპი დისკი გრავიტაციის მანიპულაციასთან რა კავშირშია და ა.შ. კაცმა არ იცის.

ჯერ-ჯერობით მასეთ იდეაზე დაფუძვნებული მარტო ორი რამე მომეწონა. ერთია პლეინსკეიპი, რადგან ეგ დამკვირვებლის ელემენტი რეალური ცვლილებების გამოწვევის საშუალებას გაძლევს და კრავს მთლიან სამყაროს. და მეორე წიგნი არის [სპოიილერრერრ] Prince of Thornes ქვია მგონი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Control

Unread post#9 » 16 Aug 2020 17:35

ანუ არიან დამკვირვებლები (რაღაც ფორმის არსის გამოვლინება) და არიან ძალის მქონე ნივთები (რომლებიც იწვევენ გარკვეულ ანომალიებს)? და ამ ყველაფერს ქმნის ადამიანების კოლექტიური აზრი, ხო რამდენადაც მივხვდი? ანუ ის The board, Hiss და პოლარისი, ან თუნდაც Oldest House ადამიანების კოლექტიური წარმოსახვის ნაწილიაო, მაგის თქმა უნდათ?

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Control

Unread post#10 » 16 Aug 2020 19:30

თუ სწორედ გავიგე, The Board, Hiss და პოლარისი არიან პარალელური სამყაროდან დამკვირვებლები. ანუ იმ სამყაროების ინტელიგენტი რასა. ადამიანებზე უფრო ძლიერი და გათვიცნობიერებული ამ ანომალიებში.

ნივთები კი, კოლექტიური წარმოსახვის შედეგად იძენენ მაგ power-ებს.

Oldest House და ჰოტელი ცოტა სხვა რამეა. ინტერფეისებივითაა სამყაროებს შორის და ასტრალთან კავშირში. DLC თუ დახურე ქეივებში რო ჩადიხარ მანდ არის ცოტა ვრცლად ამაზე.

აი რაღაც იმ იდეის მაგვარია. მაგალთად ფენტეზიში არის ხოლმე რომ დემონები ან ღმერთები არიან უბრალოდ ენერგიასავით, ფიზიკური ფორმა არ აქვთ. და ადამიანის ტვინს არ შეუძლია მაგ ფორმაში არსებობა, ამიტომ რაციონალიზაციას უკეთებს ხოლმე ფიზიკურ სივრცეში და ფორმაში. და რაღაც აბსტაქტულ გარემოს წარმოსახავს, და დემონების და ღმერთებს სიმბოლურ ფორმებს მიცემს რომელიც მათ ბუნებას განასახიერებს.

აქ როგორც გავიგე არის მსგავსი თემა, ეს უძველესი სახლი იცვლის ფორმას დამკვირვებლის მიხედვით და უხსნის გზებს სხვადასხვა განზომილებებში. ამიტომ ეხა ბიუროს ფორმა აქ რახან ბიურომ მიაგნო. ინდიელებს რო მიეგნოთ შეილება რაღაც ლაბირინტული ტყე ყოფილიყო.

მაგის გარდა უბრალოდ დამაკავშირებელი კარიდორია თუ პახოდუ რაღაც უფრო ფუძესავით სამყაროსი მაგი ბოლომდე ვერ გავიგე. სავარაუდოდ უფრო ფუძეა, როგორც სიტყვაზე იგდრასილი არის ნორდულ მითოლოგიაში. დიდი ხე რომელიც ადამიანების, ღმერთების, გიგანტების და ა.შ. სამყაროს აკავშირებს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Control

Unread post#11 » 16 Aug 2020 20:30

სპოილერი არ არი, იმიტო რო ჩვენთვითონაც არ ვიცით და მხოლოდ ვარაუდებით ვლაპარაკობთ.

კი, ბოლოსკენ დამლაგებელის მისიაში ჩადიხარ სუ ფუძეში ამ "ძველი სახლის" და გეუბნება ეს არის ფესვებიო.

Oldest House ფენომენი და მუშაობის პრინციპი რაღაც სტილის ანომალიას გავს, როგორიც ამ ძალის ნივთებსაც აქვს, მარა ნივთის მაგივრად თითქოს კონკრეტულ ლოკაციაშია ეგ ენერგია კონცენტრირებული.
ძაან ბუნდოვან ჭრილში ჩანს ყველაფერი.

სავარაუდოთ House არი თვითონ ეს ასტრალური სამყარო. ბიურო მასში შესასვლელი, რეალობიდან. Hotel არი ასტრალური სამყაროს სხავადასხვა ადგილებში გამტარი ლოკაცია, პორტალი. Object Of Power არი ამ სამყაროში არსებული სხვადასხვა ტიპის ანომალიები, რომლებიც საზრდოობენ და ყალიბდებიან ადამიანების კოლექტიური ქვეცნობიერიდან.

და თუ ეს, რაღაცით მაინც გავს მთლიან სურათს, მაშინ გასარკვევია ვინ არიან, ან რა არის The Board, The Hiss, Polaris?
ფაქტია რო სამივე რაღაც ფორმის არსის გამოვლინებაა, ანუ სიცოცხლის ფორმას წარმოადგენენ.

The Board არი რეალობაში, ასტრალიდან მომდინარე, კონტროლის განმახორციელებელი "ენთითი", რომელიც ერთის მხრივ შენ გაძლევს მითითებებს და რაღაც ფაუერებს, მარა მეორეს მხრივ, ვერ ხვდები რა კავშირიაქ The Hiss-თან. იდეაში The Hiss დამარცხება უნდა იყოს მისი მთავარი მიზანი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მაქ, რომ ეს The Hiss მისივე ნაწილია და მისგან მომდინარეობს... მანდ ვიკარგები, მარა ამასობაში შემოდის, მთავარ პერსონაჟში მყოფი მისტიური ძალა, Polaris.

ეს Polaris არი ერთ-ერთ Object of Power-ში მიგნებული ესეც "ენთითი" (რაღაც გონიერი), რომელსაც ბავშობაში თამაშის მთავარმა გმირებმა მიაგნეს. შემდეგ მიაგნო ბიურომაც და შეეცადეს რო რაღაც ფორმით შესაკავებელ გუმბათში მოექციათ, რისგანაც ბოლოს ანთავისუფლებ.

მარა ამის პარალელურად, თუ ვერ ხვდები კონკრეტულად რა არი, პლიუს რა კავშირიაქ ერთმანეთთან The Board და The Hiss, მაშინ უკვე გემარგება მოვლენების ჯაჭვი. და შესაბამისად ვერ ხვდები ენდინგსაც.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Control

Unread post#12 » 16 Aug 2020 20:42

27-ში გამოდის ბოლო DLC და შეილება ახსნან რა ხდება. მაგრამ მაგათი მიზანია რომ შექმნან Remedy Connected Universe ანუ რემედის თამაშები იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან.
სავარაუდოდ ზუსტად ამ ანომალიებით და დლც შეიძლება ეხებოდეს ალან ვეიკს და მისი წიგნი არის ერთერთი ეგეთი Object Of Power.

ამიტომ ბევრ თამაშზე თუ უნდაც ამ მისტიკის გაწელვა კაი ხანი არ ახსნიან სავარაუდოდ არაფერ ფუნდამენტალურს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Control

Unread post#13 » 17 Aug 2020 12:01

ტვინი გაღუნეს.
ორიგინალშივე რომ ქონდეთ ერთი ადგილი წესიერად დამუშავებული და შეკრული სცენარის, არა?
ალან ვეიქის DLC-ებშიც იგივეს გვპირდებოდნენ და ახლა საერთოდ სხვა თამაშის DLC-ში გვპირდებიან იგივეს. დაგვცინიან :D
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Control

Unread post#14 » 18 Aug 2020 21:32

"ფედერალური ბიურო შენდება "ძველი სახლის" შიგნით, იმიტომ, რომ ძველი სახლი არ ჩანს რეალობაში და მას მხოლოდ ისინი ხედავენ ვინც მისი არსებობის შესახებ იციან. აქედან გამომდინარე ბიუროს შენობაც შენიღბული ქინება. "

ეხა რატოა ამ თამაშის სიუჟეტი ბოლშეთი, მარტო ამ ერთ მაგალითზე.

ძველი სახლი არი ანომალია რეალობის, რომელიც აკავშირებს ასტრალურ სამყაროს და ჩვენსას ერთმანეთთან - და აქ უცებ გამოდის ფედერალური ბიურო, ჩვეულებრივი სახელმწიფო დაწესებულება და ამ რაღაც ამოუხსნელ მოვლენაში აშენებს თავის შენობას...

რანაირად შეილება ეხა ამ დონის ფიქშენისთვის ფასეულის წოდება, არ ვიცი.

ეს ისეთივე ველური და წვეტიანი ფანტაზიაა, როგორც სიტყვაზე საილენთ ჰილში რო პენტაგონის შენობა ჩადგას ავტორმა და მითხრას, რომ უბრალოდ კარგი შესანიღბი ადგილიაო.
ერთმანეთთან საერთოდ დაუკავშირებელი რაღაცეების, აუხსნელად დაკავშირებაა ეს და იგივე მეთოდით ხდება კიდევ საკმაოდ ბევრი რამ შიგნით.

სიუჟეტის ანალიზის ვიდეოა. თუ არ დაგეზარებათ უყურეთ, გატენილია იგივე ტიპის მოვლენებით

და რაც მთავარია სპოილერი არ არი, იმიტო რო თამაში არი სხვადასხვა ფილოსოფიების და იდეების უხამსი აჯაფსანდალი. არვიცი დამატებებში რას იზავენ, მარა ნამდვილად არამგონია რამე უშველონ ამ ქაოტურ კალს :)

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Control

Unread post#15 » 07 Sep 2020 04:15

აუ ძაან ბანძია ბოლო ედონი. ჯერ ხო ისევ ისევე არაფერს ამბობს და 100 ახალი მისტიკა შემოაქ. მერე 99% არის სუფთა გეიმპლეი თან ბანძი ძალიან ახალ ედონში. ალან ვეიკს ვერ ხვდები და პროსტა რაღაც ორ სამ სცენას გიჰინტავს რაც ვერ გავიგე რადგან სთორი არ მახსოვს ალანის დიდად. ერთი ის დაადასტურა რომ ალანას სიტუაცია იგივე ანომალიაა და ამ სამყაროს ნაწილი.

ერთი ის ინფო დაიდო რომ ვეიკის ცოლი ხედავს ვეიკის უჟას სახეს ხანდახან.

კაროჩე დაიკიდეთ არ ითამაშოთ :) მაქსიმუმ გეიმპლეის გამო თუ გინდათ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests


cron