Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1281 » 05 Jun 2020 07:23

ჯოჯო ვერ დავამუღამე მე. დაჟე პირიქით, ფილმის ეს მხიარული "ბავშური" განწყობა და უკან ფაშიზმი და ებრაელები ცუდი ხუმრობასავით იყურებოდა. ჩისტა შინაარსობრივათაც არაფერ ახალს არ ამბობს. ომიანობის დროს, მტრის იმიჯის შესალახად გადაღებულ კომედიას გავდა...

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1282 » 05 Jun 2020 21:58

სატირა იყო რა, უკანა ფონზე ომი მარა უმეტესად წარმოდგენები იყო გაშარჟებული დღევანდელი თუ იმდროინდელი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1283 » 05 Jun 2020 22:45

ეხა ამ თემის გაშარჟება აი ვაფშე რაშუაშია მე ეგ არ მესმის )) პროსტა გლობალისტ ებრაელებს მოფხანეს გული ჰოლივუდურათ? )) კიდე ებრაელების შეცოდების ეპოქაში ვცხოვრობთ? არაფერი არ შეცვლილა იმის მერე ამ ხალხთან მიმართებაში დავიჯერო? ))

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1284 » 05 Jun 2020 23:04

ნუ ეგ თემა სულ აქტუალური იქნება სანამ ახალი არ გადაწონის რამე, ებრაელების გამო არა, ზოგადად რასიზმის და ნაციზმის გამო. მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაც მუდმივად არსებობს თუ სიფრთხილე არ იქნა, ხოდა ანტი საომარი სატირა გაიჩითა, თან პატარა ბავშვის პერსპექტივით, თან სასაცილო, კარგი თრეშთოქინგით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1285 » 09 Jun 2020 12:59

ფილმები არ ვიცი მარა ტრეილერები აშკარად დაიხვეწა 90-იანების მერე :D
საშინელი ტრეილერები აქვთ უმეტეს ფილმებს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1286 » 09 Jun 2020 22:06


Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1287 » 17 Jul 2020 02:50

Uncut Gems
ვაგზლის ოქროს ვაჭარი რო აიღო და იმაზე რამე კარგის გადაღება მოინდომო ეგ ამბავია. რაღაცნაირად გულის ამრევი ფილმი იყო, მაღალ ფასეულობებზე

90 აქ მეტასქორი და 7.5 imdb :) თან გაი რიჩისეული მაინც იყოს, რო დაცინის და აკარიკატურებს ესეთ დედა მოტ*ნლებს. აქ ვხედავთ კაი ტიპ, ვაჭარ, გადამგდებ, ებრაელს, მეოჯახეს, ცოლთან გაპრავებული საყვარლით... კაროჩე მენტალ დისორდერია ჩვეულ რიტმში

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Re: Movies

Unread post#1288 » 27 Jul 2020 15:04

https://www.youtube.com/watch?v=T3hlByiKWQQ

საოცარი ფილმია.
ასე 1 თვის წინ ვნახეთ მე და ნინამ, დრო გადის და არ მავიწყდება, პირიქით - ხელახლა ვნახე მთლიანი ფილმი წუხელ. ვერ ვივიწყებ :D

თუ ნახავთ, აუცილებლად ნახეთ ნამდვილი ქესის მოკლე ინფორმაცია ვიკიპედიაზე.
სულ სხვა წონა მიეცემა ფილმის დასასრულს.
I won't miss.

Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1289 » 28 Jul 2020 11:57

1917
ფილმში ესეთი იმერსია არ მქონია. რო მორჩა მეგონა რო მეთითონ ვიყავი ფრონტზე. თან იმდენად ადამიანურ და უბრალო ისტორიაზეა, რომ რეალური ექსფერიანსის დონის შთაბეჭდილებას გიტოვებს. მსგავსი რეალიზმის გამო მართლა იშვიათი სანახაობა იყო.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1290 » 30 Jul 2020 00:01

Shoplifters https://www.imdb.com/title/tt8075192/ - იაპონური ფილმია ძალიან უბრალო და თან სევდიანი, თან 90-იანებ გამოვლილი ადამიანისთვის ძალიან ახლოს მოდის ასახული გარემო და ოჯახური თემები
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1291 » 08 Aug 2020 00:23

The Gentlemen
გაი რიჩის პაროდია გამოსვლია თავის თავზე. ნახევარი შედარებით საინტერესოდ მიდის, საფირმო სტილში, მარა ერთი კონკრეტული, უნიჭო ეპიზოდიდან, მთელი ფილმი ხდება დაბალბიუჯეტიანი სისულელე :monkey: ესე უყურებდი.
როგორც დღევანდელ რეალობას ააქ რაღაც ეს განგსტერული შარმი დაკარგული, ისეთივე გატრუხებულია ფილმშიც. არადამაჯერებელი გახდა ძველი ფორმატის კრიმინალით თანამედროვე კინოს აწყობა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1292 » 09 Aug 2020 04:47

Toy Story 4 - არ ვიცი რა საჭირო იყო ამის გადაღება, მარა ემოციების გარეშე მაინც ვერ ვუყურე :(

პრობლემები რაც მაქვს ესენია:
ენდი გამოდის მტყუანი რო წინა ნაწილში გოგოს დაუტოვა ვუდი და მესამის ენდინგი ფუჭდება ამით.
ტრილოგიის სიუჟეტური დრაივი არ აქვს, ახალი თითქმის არაფერი ხდება რაც წინებში არ მომხდარა.
ფემინისტურ ეჯენდაში მოაქციეს ესაც და ეგრევე ეტყობა რა პერსონაჟია ბო და საით მიდის სთორი მაგის გამო.
ენდინგი ახალი პერსპექტივაა და სერიებში დაყენებულ თემებს იკიდებს

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1293 » 09 Aug 2020 10:57

რავი მე მომეწონა მეოთხე, ალბათ იმიტო რო მესამეს მერე ცუდის მეტს არაფერს არ ველოდი და ცუდი არ იყო. ეგ მომენტი კაკრას წინა სერიაზე მქონდა მე, ანუ დამეფატნა პირველი ორის დრაივი და რაღაც სხვა, ჩემთვის არასაინტერესო პერსონაჟების ამბავზე გავედი... დავიკიდე.

მეოთხეში შენ რასაც წერ ვუდიზე, მე ეგ ბუნებრივად მომხვდა და მომეწონა იმიტო, რო თაობების ცვლას ასახავს. თუ ვუდი და ენდი ერთი თაობის სათამაშოები იყვნენ, ოღონ სხვადასხვა სტილის და საერთოს გამონახვაზე იყო ფილმი, აქ უკვე რეალურად დრო მოვიდა წასვლის და სევდიანი, მარა ლამაზი დამშვიდობების.

პირველ რიგში გავიზარდეთ ის ხალხი ვინც პირველ ნაწილს უყურებდით ბავშობაში და ეგ ჟესტიც ზუსტად ჩვენი თაობისთვის იყო განკუთვნილი. ვუდის წასვლა ჩვენი გაზრდის და უკვე ჩვენი დაოჯახების დროის მოსვლის სიმბოლოა. სევდიანია, მარა ძაან კორექტული და სწორ ადგილზე მორგებული. ვერ ვიტყვი რო მაგის გამო დასაწუნია ეგ სერია.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1294 » 09 Aug 2020 12:06

ვუდის ეგ მესამეში რო ექნა უფრო გავიგებდი, ანუ მთელი ეს სერია იმიტო იყო რო ეგ ექნა, ეტყობა ტიპებს არ მოეწონათ მესამეს ენდინგი და მოდი ვუდის სხვა გზა მივცეთო ))))
თან რაღაც ერთგულებებზე ლაპარაკობდა სულ ძველებშიც და აქაც და უცებ ცოლი მოიყვანა კაცმა, აი რავი ბილდაფი არ ყოფილა ამის სერიებში რა, სათამაშოსგან პატრონის ერთგულებაზე იყო და დამოუკიდებელი ცხოვრების თემა წამოვიდა უცებ აქ.
ცალკე კაია კი, პროსტა სერიებში ვერ ვაჯენ რა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1295 » 09 Aug 2020 12:34

მე მესამე სერიაში დამემსხვა მთლიანი მოქმედების კონცეპტი. არ გამისწორდა რა ის პერსონაჟები და ამბავი. ვერ მივაბი ამას. ეს მეოთხე ბევრად უკეთ ერგება, ეს უნდა იყოს მესამე ნაწილი ჩემი აზრითაც.

ენდი არი პირდაპირ ჩვენი თაობა, რომელიც ვსო კაცია და ვუდიც იმ ჩვენი თაობის სიმბოლოა.
ვუდის აღარ ყავს პატრონი და იმის მიუხედავად რო ცადა ახალის მოძიება, მიხვდა, რომ სხვა დროა, სხვა ეტაპი. აღარ მოწონს იმ გოგოს ვუდი, როგორც სათამაშო. მარა ეს მაინც ერთგულია და რაც მოსწონს, იმის გასწორებაში ეხმარება. უბრალოდ ბოლოს ხვდება, რომ თვითონაც თავისუფალი, დამოუკიდებელი გახდა და რო გააკეთებს თავის საქმეს, რჩება იგივე ბედის მქონე სათამაშოსთან ერთად.

მე ესე აღვიქვი და მაგიტო გამისწორდა. მაგარი სევდიანი, პროსტა აზრიანი ამბავი შეკრეს. იმენა დაგვემშვიდობნენ და დაამთავრეს ისტორია, დატოვეს ჩვენი თაობის გმირებად და ანიმაციათ <3

პ.ს. ერთი ის გამიტყდა რო ბაზი შედარებით ფონური იყო. ანალოგიური წონა უნდა ქონოდა რაც პირველ სერიებში.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1296 » 09 Aug 2020 12:49

კი ამ ნაწილს მეც მასე ვხედავ რო ეს უნდა ყოფილიყო მესამე, მარა იმ მესამეს მთავარი მესიჯი რაც ჰქონდა უფრო ებმოდა ლოგიკურად. პირველში და მეორეში სულ იმ მესიჯს ატარებდნენ რო თოჯინა სირობაა თუ პატრონის გარეშე დარჩება, ხოდა ყუთში დებას კიდე ჯობია პატრონი ყავდეს, ამიტომ წაუღო ენდიმ თავისი ბავშბოსი ძვირფასი ნივთები ახალ ბავშვს.
აქ კიდე ფინალის წინაპირობას ვერ ვნახულობ. პირველ ნაწილში ენდი რო ბაზს დაითრევს და ვუდი აღარ აინტერესებს, ეგ უფრო ამართლებდა ვუდის რო დაეტოვებინა ყველაფერი, ბაზი ახალი სათამაშო იყო, განვითარებული, ხარისხიანი, 90-იანებში ტრენდული, ხოლო ვუდი მოძველებული, ბებიის თაობის ნივთი, ამიტომ აღარ უნდოდა ენდის ვუდით თამაში. ხოდა იგივე სიტუაციის გამეორებას ცდილობენ აქაც მარა მოტივაცია და რეალობა პირველივით ძლიერი არ არის, სხვა რამით ერთობოდა ბონი მარა გარანტია არაა რო ვუდით აღარ ითამაშებდა, ბაზივით უკეთესი მაინც არ ყავდა არაფერი, კოვზით ერთობოდა ტო )))) თან ბაღის ბავშვია ბონი, ხოლო ენდი სკოლის მოსწავლე იყო ჯერ კიდე მაშინ..თუ ბონის ვუდი კიდია, მაშინ სხვებიც კიდია და გამოდის რო ისენი მაგარ ცუდ პონტში რჩებიან, თვითონ ააწყობს აწი კოვზებს )))))
ბაზზე მაგრა გატეხა კი, sidekick-ის როლიც არ მისცეს :( მარტო ვუდიზე იყო ეს და ბო იმენა დამოუკიდებელი ძლიერი ქალი გაეძრო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1297 » 09 Aug 2020 14:28

იდეაში პირველის მეტი არცერთი სერია არ იყო საჭირო და რეალურად ცნობილი აიპის გამო გამოვიდა ყველა დანარჩენი. აქ, ეგ, თოჯინა ყუთში არ იდოს ამბავი, გაიჩითა როგორც თოჯინას პატრონის გარეშეც შეულია ცხოვრება... მეტი არაფერი დიდი ფილოსოფია არ დევს, მარა უკეთესი რა უნდა ჩაედოთ იმასაც ვერ ვხვდები. რამე სხვა ენდინგი მოგდის აზრად შეენ, უკეთესი?

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1298 » 09 Aug 2020 20:03

რავი თუ იმას აწვებოდნენ რო ყუთში არ იდოს ან უპატრონოდ არ იყოს და ბავშვია სათამაშოს არსებობის მიზანი - და ნუ ეგ გასაგებიცაა ლოგიკურად, მაშინ სხვა ბავშვზე დატოვება წერტილს უსვამდა ყველაფერს, მარა თუ დამოუკიდებლობის მიწოლა უნდოდათ არც ეგ იქნებოდა პრობლემა წინებშიც რო ჩაედოთ რამე ბილდაფი სამაგისოდ :D აი ცხოველებზე რო ყოფილიყო ეგ მაგალითად ბევრად გავიგებდი რო პატრონს აღარ ჭირდება და წავიდა ძაღლი, ერთგულების მიუხედავად პატრონია დამნაშავე და ესაც გაერია უპატრონო თავისუფალ ძაღლებში :D აქ კიდე ბონი გამოდის დამნაშავე ბავშვი, რომელსაც ასე გულით ჩააბარა ენდიმ ვუდი, ხალხმა ვიტირეთ და დროც არ გასულა იმდენი რო გაზრდილიყო ეს და უცებ ვუდი აღარ უნდა, კოვზი უნდა :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Re: Movies

Unread post#1299 » 09 Aug 2020 22:41

არ გამისწორდებოდა ბონისგან ვინმე სხვა, კარგი პატრონის ძებნა რო დაეწყო. დიდი ალბათობით საერთოდ ფასეულობას მოკლებული რამე გამოვიდოდა.
ბონიზე კიდე რაც გითხარი თავიდან ის არი ჩემთვის. სხვა თაობის და სხვა ინტერესის სიმბოლოა, თავის გაუგებარი, ჩამოუყალიბებელი გემოვნებით. ვუდიც ამ არჩევანში უსწორებს, როგორც პატრონს, მარა რო მიაღწევს ამოცანას, უკვე თავის ცხოვრებას იწყებს, იმტო რო პარკში ნახულობს, რომ თურმე მარტო პატრონით არ შემოიფარგლება ყველაფერი. ბო, ვინც ამდენი ხანი ევასებოდა, ის აძლევს მაგალითს და ესეც თავის სიყვარულთან რჩება. ტრანსფორმაციას განიცდის.
პარალელურად კიდე უშუალოდ ჩვენ თაობას ელაპარაკება ფილმი, გამშვიდობებს გმირთან და თავის გზაზე უშვებს. ნამიოკია რო უკვე გავიზარდეთ და ჩვენც ნელნელა ვტრანსფორმირდით, წავედით ისე როგორც ენდი.
შედევრი ნამდვილად არაა. პირველი მართლა რაღაც ხატივით მაქ და არცერთი არ მინდა დალშე, მარა ბევრად მეტს აკეთებს ჩემი აზრით ვიდრე თუნდაც წინა ორი. მარა ნუ ეგ უკვე ვინ რა დაინახა თემაა როგორც ვუყურებ და ეგეც მესმის რა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1300 » 21 Aug 2020 14:33

The Gentleman - ძალიან ტიპიური და ყოველდღიური იყო გაი რიჩის ფილმისათვის. ასე მგონია ტარანტინოს ბაძავს უფრო დაღვინებული და ნიუანსური ფორმის ძიებაში თავისი ხელწერისთვის. მაგრამ გაი რიჩის ხედვის მუღამი სწორედ რომ მაღალ ინტენსიურობაშია ჩემი აზრით და ტარანტინოსგან განხვავებით კარგავს ხარისხს ამითი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: GHOST and 56 guests