Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#1221 » 13 Feb 2020 23:06

მე ვერ ვიტყოდი, რომ რამე თვისთია. უფრო ლოგიკურ კულმინაციამდე მიდის.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1222 » 13 Feb 2020 23:17

ხელოვნებას არ ვაფასებ ობიექტურად. ვაფასებ წყობას სიუჟეტის. რის გამოც ვთქვი ზევით, რომ თუ ობიექტური წყობა არააქ სიუჟეტს, მიშლის მისი მესიჯის, ერთგვარი სუბიექტური რეალობის აღქმაში.

ანუ ბევრი რო არ ვიწვალოთ ესე აგიხსნი - ეს არი კაცი რომელიც არ ეხმარება ცოლს, რომელსაც იქვე დანა უნდათ რო ჩაარჭონ (უყურებს) და მეორე წამში კლავს კაცს, იმიტო რო ცუდი სუნის გამო ცხვირზე ხელი მოიკიდა.

იმ სუნში იდო ის, რომ ოჯახის უფროსი განასახიერებს კაპიტალისტური კიბის ზედა ფენას და ქვედას ისეა მოწყვეტილი, რომ აღქმაზე უკვე ზიზღით იკიდებს ცხვირზე ხელს. ანუ ეგაა მესიჯი. მარა იქვე ხდება რო ცოლს უკლავენ და ამას კიდა, მერე კიდე ამ კაცს კლავს უცებ :) ხოდა ეგეთი მომენტებია ზევით რასაც ვწერ ყველა საერთოდ. მეც დავინახე ამ ფილმის მოტივები და ჩემთვისაც ახლო და მტკივნეულია, უბრალოდ, მოვლენების ობიექტური შეფასებით რაც ხდება, ფილმი საერთოდ არაფერს არ ამბობს. ეგ მომენტი რო გამართული ჰქონდეს, ვიტყოდი რო რეალურად დიდი ფილმია, მაგრამ არაა დამაჯერებელი. სიმბოლიზმით ვერ ილაპარაკებ იქ სადაც ტექნიკური შეცდომებიგაქ, ან ილაპარაკებ, მაგრამ ვიცნ ტექნიკურ მომენტს აქცევს ყურადღებას, ის ვერ მიგიხვდება.

აგერ არი ვიდეო, რომელიც იდეალურად აღწერს ყველაფერს რაც ხდება უშუალოდ იმ თვალსაზრისით, რაც უნდოდა, რომ ავტორს ეჩვენებინა https://www.youtube.com/watch?v=1kx-gSK2C2Q
მაგრამ ფილმს რო უყურებ ვერ აღვიქვავ, რადგან მინუსებთან ერთად მოდის და მესიჯი იკარგება.

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#1223 » 13 Feb 2020 23:30

ეგ კაცი არის მოწოდებით პარაზიტი. ეგ სცენა, მისტერ პარკის მოკვლა, იყო ერთადერთი მოვლენა, სადაც თითქოს სცადა ამ პარაზიტული მდგომარეობიდან გამოსვლა, თუმცა შემდეგ ისევ დაუბრუნდა. განაგრძო პარაზიტობა ბუნკერში და პარკისადმი ბოდიშების მოხდა.

ოჯახის სხვა წევრებიც პარაზიტები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ძმაც ნიჭიერია და დაც. თუმცა ბოლოს, ბიჭი შეწყვეტს პარაზიტობას, ფულს იშოვის, იმ სახლს იყიდის, მამასაც დაიხსნის ამ ხვედრისგან.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1224 » 13 Feb 2020 23:31

► Show Spoiler

რავი ადრეც კრიტიკულად მივუდექი თავიდანვე, დაჯმულიც მაქ საკმაოდ კარგ შეფასებიან კორეულ ფილმებზეც ფორუმზე, რო არ იფიქრო რო კორეულობის გამო ვიცავ ამას. მართლა ვერ ვხვდები რანაირად მიდიხარ ამ დასკვნებამდე პროსტა, უფრო იმას ვხედავ რო მოვლენებს არ დაუკვირდი როგორ დაჯდა და როგორ მოიჭრა ფილმში კვალზე გასასვლელი ძაფები. ფილმი რო არ მოგეწონოს გასაგებია, გინდა იდეა, გინდა რეჟისურა, მარა ამ არგუმენტებს ვერ ვიგებ მართლა, პირიქით მგონია რო ეს არგუმენტები რო არ გაგჩენოდა იკაიფებდი. დამცინავი აბსურდული მომენტები აქვს ფილმს მარა როგორც ასეთი დამანგრეველი პლოტჰოულები რაზეც ვლაპარაკობთ ვერ ვხედავ ვერანაირად.


ფილმში რაც მომეწონა არის
► Show Spoiler


hellwalker
ჩვეულებრივად მიდის, პროსტა ბილდაფია რა მოვლენებისკენ, დეტალს დეტალი ემატება და სადღაც აფეტქება ხდება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1225 » 14 Feb 2020 00:18

მოკლედ თქვენ სანამ ფილმს უყურებდით და შინაარს წვდებოდით, მე უყურებდი მოვლენებს რაც ხდებოდა და რომლებიც, განსაკუთრებით ბოლოსკენ, იყო აუხსნელი, ალოგიკური და აფსურდული. შენ შეგილია რაც გინდა ის დაინახო და მერე გადმოთარგმნო როგორც აღიქვი, მაგრამ ის, რომ რეჟისორი მთელი ფილმის მთავარი დამნაშავეების მხილებას არ განახებს ფილმში და ფატიურად, სუნის გამო, ცხვირზე მოკიდებული ხელით გიმთავრებს მთელი ფილმის დედა აზრს, ჩემთვის იქ მთავრდება ხელოვნება. ჩემთვის გაუგებარია რატო არ ვნახე ამ დედა მოტ*ნულების მხილება და დაჭერა? იმიტო არ ვნახე რო სხვა რამეზე იყო ხო ფილმი. ფილმი იყო სისტემაზე, რომლის თავშიც არი Park Dong-ik. კაცი რომელიც არაფერს არ აშავებს ფილმში პირდაპირ, ისე როგორც აშავებს ეს ოჯახი, ან ის ქალი ვინც ეგრევე შანტაჟზე მიდის. ანუ ყველაფერი ეს მოხდა იმისთვის, რომ Park Dong-ik მომკვდარიყო და ჩვენ გვესიამოვნა იმით, თუ როგორ აღდგა სამართალი, როცა რეალურად ფილმი არ გვეუბნება რაშია დამნაშავე Park Dong-ik. ეგ უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ფული აქვს, ანუ უკვე დამნაშავეა. ვინც თავშია უკვე ამათი ტანჯვის მიზეზია. მაგრამ არაა ეგრე. მე არ ვიღებ მაგას. მე არ ვიღებ იმას, რომ ეს დედა მოტ*ნულები არ უნდა ჩანდეს როგორ ისჯებიან იმის გამო რაც ქნეს და ის კაცი რომელმაც მძღნერის სუნზე ცხვირი მოიწმინდა, უნდა დაისაჯოს საჯაროთ. აი მაგ, თვითონ ფილმის შიგა სუბიექტურობაზემაქ ლაპარაკი. და არა იმაზე თუ როგორ სისტემაა რეალობაში კაპიტალიზმი. ფილმია მცდარი აქცენტებით და ძნელია მასში იმ ფსკერის დანახვა რაც ანალიზის ვიდეოშია, რადგან ხელს გიშლის მოვლენების ობიექტურ აღქმაში.

აგერ სლეიერ გოსთას გონია რო ის ბიჭი კაი ტიპი გახდა და იყიდა ის სახლი, შენ გგონია რო იტყუებოდა და მამა მოიშორა. მარა რეალურად ის ხდება რო უბრალოდ შეპირდა გულახდილად და ბოლოს სუბტიტრებში ჩანს ეს https://youtu.be/1kx-gSK2C2Q?t=822

გიო დალშე აღარ გავარჩევ შენ პოსტს, იმიტო რო ისევ იგივეუნდა ვიმეორო რაც უკვე დავწერე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1226 » 14 Feb 2020 00:35

არა არ ვამბობ რო შეგნებულად მოიშორა მამა, პროსტა გამოსდის ეგ, ეგეთია, ეგრე აღიქვავს მოვლენებს, გეგმას ადგენს რო გამდიდრდება, სახლს იყიდის და გამოიყვანს, ცინიზმია ეგ აბა რა არი, რეალობას არ შეესაბამება ეგ და მაგ ოცნებას ტოვებს მამის გადარჩენის ერთადერთ შანსად.

თუ გააკეთებს კაი ტიპი იქნება თავისთავად, მარა პარაზიტობა სიღარიბე არაა, ღარიბსაც შეუძLია იყოს კაი ტიპი, პროსტა ნუ ეგეთები არიან ეგ ოჯახი რაც არიან.

პარკი არაფერში არაა დამნაშავე, ერთი ის ეშლება რო საკუთარ სიბრიყვეს ვერ ხვდება და კიდე ზემოდან იყურება. კაცი ზემოდან იყურება თან იმიტო რო კაპიტალისტურ სისტემაში ცოტა მაღლა მოექცა. სულელია უბრალოდ რა, თორე ის რაც უქნეს ცოდოა მაგისთვის და უსამართლობაა. ესენი კიდე survivor-ების ოჯახია ამორალური და შენძრეული, ხოდა მივიდა მოვლენები მანდამდე.
პარკების პარაზიტობა შეიძლება მარტო სოციალური წყობის პონტში გამოაჩინო მარა პიროვნულად ვერა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1227 » 15 Feb 2020 19:13


Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1228 » 16 Feb 2020 23:35

Us

არ უნდა მექნა :)

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1229 » 18 Feb 2020 13:14

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1230 » 24 Feb 2020 14:25

Knives Out
გამისწორდა, იმის მიუხედავათ რო ესეთი დეტექტივები არ მევასება. თითქმის ყველაში ერთი წყობაა ხოლმე (მკვლელი არი ფილმშივე, მარა ვერ ხვდები რომელია და შესაბამისად რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცევა ის იჩითება. თუ არაა მაშინ ბანძი დეტექტივია ხოლმე, ჩემი გამოცდილებით). მეც ის ვიფიქრე რო თავის მოწყობილი იქნებოდა, მარა მალევე გაბათილდა ეგ ვერსია. რაც იყო ვერ ვიფიქრებდი. მერე უფრო მთელი ოჯახის შეთქმულებაზე გავედი :)
ენდინგი ძაან კარგად შეიკრა და ეგ არი ფილმის მთავარი ფასეულობა დიდწილად.

იდეაში მსგავსი მეთოდით ბევრი ანდერძის ისტორია გამიგია ჩვენთანაც. აი სიბერეში რო უვლის ვიღაც და იმას რო უტოვებენ მოხუცები :) აქ კაი გოგოს ერგო, მარა ხანდახან ვერაახოლმე ესე )) თან ერთი წამით მკვლელის ამბავი რო გამოაკლო ისტორიას და ის დატოვო რო ყველა უკაპიკოთ დატოვა ბაბუმ, ეგეც ვერ გამოდის მთლათ ჯანსაღი ამბავი )))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1231 » 25 Feb 2020 21:48

Ford V Ferrari - არაა ცუდი. მარა ფერარის და სხვა იტალიელი მასტების ისტორიები ბევრად საინტერესოა ვიდრე ფორდის ზახოდი. მაგათზე აქცენტით ფილმი უფრო გაასწორებდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1232 » 26 Feb 2020 14:45

Arctic - არაუშავდა. ინტენსიურობა აკლდა, ალბათ ნაღდ ამბავზეა და მაგიტომ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1233 » 27 Feb 2020 01:41

Silence 1 საათს ვუყურებ 3 დღეა. დამღალა ფილმმა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1234 » 27 Feb 2020 02:10

სპეციფიური ფილმია ეგ, რაღაც განსაკუთრებული არაფერი მარა ჩისტა ისტორიული და რელიგიური კონფლიქტების ჩაჭერა მიდის და მთელი მუღამი ეს იაპონური ედოს ეპოქის სეთინგია, გენერალიტეტს რო ეკავა ძალაუფლება, საზღვრები ჩაკეტეს და შიდა ბესპრიდელი ქონდათ, თუ არ შეყევი მაგაში დაგღლის მაგრა. მე გამისწორდა, დასავლური მასისთვის "ასაგდებ" ნაცნობ თემებზე იყო დაჭერილი პერსპექტივა და მაგ თვალით დანახული იაპონია უფრო კონტრასტულად და ეგზოტიკურად გამოჩნდა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1235 » 27 Feb 2020 02:23

ხო არ ვიცი. ჩემი აზრით მინიმუმ 50 წუთია ამოსაჭრელი ეხა ამიდან რო რამე დინამიზმი ქონდეს ან ინტრიგა. იმენა სლომოში უყურებ კადრებს რომლის პროცესირება შეილება 2 წამში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1236 » 27 Feb 2020 02:43

სკორსეზეა რა, ბოლომდე უნდა დაიცალოს )))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1237 » 27 Feb 2020 03:49

ხო არ ვიცი, ბოლო ორ ფილმზე ზედმეტად დაიცალა იმჰო. მაგარ მოსაწყენ და დამღლელ გადმოცემის სტილს მიადგა. სურათის დახატვას უფრო გავს ვიდრე კინოს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1238 » 27 Feb 2020 04:00

ყველა ფილმი მასეთი აქვს მგონი ჰუგოს გარდა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#1239 » 27 Feb 2020 04:13

სურათის დახატვა და პერიოდი ყველგან აქ, მარა კინოც რო უნდა მოყვებოდეს მაგას ეგ ერთადერთი კაზინოში დაავიწყდა კიდე შეილება ვთქვა იქიდან რაც ნანახი მაქ. თუმცა იქაც რაღაც დინამიკა არის ასეთუ ისე.

ამას იმენა 0 ემოციით ვუყურე. ერთადერთი რაც ოდნავ საინტერესოა იყო ჩემთვის ცოდვაზე აგებულება ქრისტიანობის რასაც ხშირად არ ანახებენ. დანაშაულის გრძნობიდან გამოსავლის მიცემით ექპლოიტაცია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1240 » 27 Feb 2020 04:34

მე ის მომენტი გამისწორდა კიდე, რო ეს შუა საუკუნეები რო მორჩენილია და თითქოს ამ დაგროვილი რელიგიური იქსფერიენსით - იქნება ეს ინტელექტუალური ნაშრომები თუ დამკვიდრბეული წარმოდგენები, დასავლელი ტიპი რო ახალ სამყაროში აბიჯებს ფეხს. მეორე მხრივ კიდე ეგ სამყარო მიუღებელია ყველაფრის მაგ პერიოდში, უცხოელების მიმართ დაუნდობელი, არც თავისას ინდობენ და რაღაც გამოცდასავით გამოდის ამ ტიპის, თავის თავში უნდა ჩამოიცილოს ზედმეტი წარმოდგენები, თან რწმენაშიც მართალი დარჩეს და თან ადაპტირებაც მოახერხოს მისიისთვის. ორი სამყაროს ჩვენება ძირითადად ისტორიული პოლიტიკური კონფლიქტების ჩვენებით ხდება ხოლმე და აქ ეს პერსონალური ამბავი როა გაუტეხელი მსოფლმხედველობების შეჯახება, დამევასა ეგ. ემოცია არ მქონია არც მე, რაღაც ისტორიულ კონტექსტში აღვიქვი ყველაფერი, პროსტა ინტერესი მქონდა )))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 36 guests


cron