აუ არა არ გიხსნი მოგონილი ივენთებით, გეუბნები ლოგიკურ წყობას როგორც ფილმში ეწყობა მოვლენები. ვაბშე ერთი სიტყვა არ მომიგონია, პროსტა ახსნას ვცდილობ :D. გაუხსნელი ძაფები როგორც ასეთი რამაც შეიძლება ფილმი ამოაყირავოს და გააფუჭოს, არ რჩება. დააკვირდი ბოლოს იმ ბიჭის ლაპარაკს ან თუ გინდა ბოლო ეპიზოდი ნახე მთლიანად.
ანუ ვინც დანაშაული ჩაიდინა ვერ გაიგეს ვინ იყო. და ვერ გაიგეს რო ყოფილი დიასახლისის ქმარია.
ამას სად ამბობენ? ორმა კაცმა ჩაიდინა დანაშაული, ვიღაც უსახლკარომ და მძღოლმა იდეაში, ხალხმაც დაინახა ეგ ყველაფერი და თავისთავად უნდა იცოდეს პოლიციამაც. ის სუნიანი ყოფილი დიასახლისის ქმარი რო იყო რანაირად უნდა გაეგოთ? მძღოლზე ამბობენ რო სახლის უფროსთან კარგი ურთიერთობა ქონდაო და მაგ სისხლისღვრის მიზეზი უცნაური და გაურკვეველი რჩება.
ვერ გაიგეს რო სახლს ბუნკერიაქ.
კი ვერ გაიგეს, მთელი მუღამი მაგაშია რო საიდუმლო ბუნკერია და მაინცდამაინც ნაკლს ნახულობ იმაში რო პოლიციამ ვერ გაიგო ბუნკერის არსებობა. ბუნკერის არსებობა წესით ყველას მაშინ უნდა გაეგო როცა პირველად ამოვიდა პარაზიტი და ბავშვმა დაინახა, მანდ რო გამოეძიებინათ გადაეჩხრიკათ სარდაფი არ მოხდებოდა მთელი ფილმი.
ვერ გაგვაგებინეს ამ გადებილებულ შვილს, უცებ მთაზე დურბინტით ასვლა რატო მოუნდა და იმ სახლის მაინცდამაინც იმ რაკურსიდან დაკვირვება, სადაც ეს ნათურა კიდია. ვერ გაგვაგებინეს რატო არ აპარებენ მამას ბოლოს ბუნკერიდან და რატო არ გადაყავთ ისეთ ადგილას სადაც უკეთ მოუვლიან
გაგვაგებინეს კი და არ დაუკვირდი ბოლოს როგორც ჩანს. შვილი როცა უყურებს გადაცემას და კიმი აორთქლდაო რო ამბობს გარაჟთან რეპორტიორი, მანდ ამბობს ვიცოდი მამაჩემი სად უნდა მეძებნაო. მთებში სიარული დავიწყეო როცა პოლიციის დევნა მინელდაო და სპეციალურად მაგ სახლში საყურებელი ადგილიდან უთვალთვალებს სახლს, რენდომზე კი არ გადააწყდა. ბუნკერიდან სად უნდა გადაიყვანონ არ უყურე სად ცხოვრობს ხალხი? პახოდუ სანამ არ გამდიდრდება დაკიდებულია ეგ მამის გამოყვანა, მაგ ფიქრებსაც გვაჩვენებენ რა გეგმა აქვს გამოსაყვანად. გაწირა მოკლედ ეგ კაცი გამდიდრებამდე.
ის რანაირად არ გავიგო, დაადგინეს თუ არა რო ერთი ოჯახი იყო? რა ბუნკერის ორმაგი დატვირთვა? ტიპებს დაუდგინეს რო ერთი ოჯახი იყო, ესე მოტყუებით შევიდნენ, დაიკავეს სხვადასხვა თანამდებობები, დააჯერეს რო ერთმანეთს არ იცნობდნენ, მერე მამა კლავს ოჯახისს უფროს და ამათ გარეთ უშვებენ???
კი არ დაიჭირეს და ამბობს კიდეც ეს ბიჭი გაგვიმართლა რო გარეთ დაგვტოვესო. მკვლელობას ვერ შეტენიდნენ მაგათ, აქეთ დაზარალდნენ და ოჯახის წევრი მოუკვდათ და აფერისტობაზე რო გარეთ დატოვეს თვალთვალის ქვეშ ეგ იქაური მართლმსაჯულების პრობლემაა რაც კორეულ ფლმებში თითმქმის ყველაში ჩანს. მძღოლ კიმს ეძებენ ნამდვილი გვარით რაც აქვს. დედას და შვილს ერთად ასამართლებენ და გარეთ უშვებენ, პახოდუ პოლიციაც დასდევს. აქედან არანაირად არ გამოდის ის რო ვერ დაადგინეს. მაგის ვერ დადგენა მარაზმი იქნებოდა კი, პროსტა არ იძახის ფილმი მაგას, არც კი მიგვანიშნებს.
კაი ის ბავშვი პატარაა, მარა ის გოგო ხო დიდია, ეს ბიჭი ვისაც ასწავლის? არაფერი არ თქვა იმან? თუ იმან ყველაფერი მოყვა და ესენი მაინც გარეთ დატოვეს ბიჭო? )
ლოგიკურია კი რო ის გოგოც მისცემდა ჩვენებას და რას მისცემდა აფერისტობის მეტს? თვითონ მიყავს ზურგზე მოკიდებული ბოლოს ეს სისხლიანი თავგაჩეჩქვილი.
ვერ გაგვაგებინეს ამ კაცს საჭმელი საიდანააქ ბუნკერში, მაშინ როცა არავინ არ ცხოვრობს.
საჭმლის თემა წვრილმანი მგონია მაგარი. ანუ მკვლელობის შემდეგ ტიპს ამოსვლა შეუძლია და თუნდაც პარკების საჭმლის ჩაზიდვა რაღაც ვადით თუნდაც სანამ გერმანული ოჯახი გადავა საცხოვრებლად. მთელი სახლი რჩება ტიპს სანამ პარკები არ დაცლიან სახლს ბოლომდე, რაღაცას იშოვიდა და გამოიზოგავდა ან მოკვდებოდა მშიერი.
ეგეთ დეტალებზე დევნა კაკრაზ მევასება ხოლმე მარა ვერ ვიპოვე და ტყუილა არ დავუწყებ ეხლა დაცვას რახან კორეულია და მისწორდება ბევრი ფილმი. სადაც Gone Girl-ზე და Prisoners-ზე მაქვს ნაპოვნი გამოძიების პლოტ ჰოულები და რეალურად ვაჯვავ ფილმებს, აქაც არ დავზადნავდი.
უყურე კაროჩე ახლიდან რო გადახარშავ ამ პირველ ნახვას.
EDIT:
გადაცემას რო უყურებს ეგ მომენტი ვნახე და სხვანაირად ამბობს:
Actually Mom and I had no idea where Dad was.
But those detectives still wore themselves out tailing us.
Eventually the news went quiet, and after the tails stopped, I started going up that mountain.
From up there, you get a great view of the house.
That day, despite the cold, I felt like staying longer.
მე და დედამ არ ვიცოდით მამა სად იყოო (და გარაჟს უყურებს).
მაგრამ დეტექტივები მაინც აგრძელებდნენ თვალთვალსო (უკან *ლისთავდება მდევარი).
მერე ნიუსებიც მიჩუმდა და როცა თვალთვალი შეწყდა იმ მთაზე ასვლა დავიწყეო
იქიდან სახლი კარგი ხედით მოჩანდაო
იმ დღეს კი სიცივის მიუხედავად დიდხას დავრჩიო.
ნუ აზრი არ იცვლება მარა არ მახსოვდა ზუსტად. ნუ რასაც ვხედავ ეგაა რო აიღო ეჭვი და როცა პოლიცია აღარ უთვალთვალებდა დურბინდით დაიწყო სახლის დასტალკვა, რატომაც იზავდა ერთადერთი მიზეზია, სხვა ვარიანტი არ ვიცი რა შეიძლება იყოს.