დავხურე
ესეთი არაცალსახა თამაში ნაღდად არ მითამაშია. დაჟე მესამე ვიჩერზე გაცილებით არაცალსახა რამეა. სურათები როა მოლოდინი და რეალობა, ისე მომივიდა ზუსტად :)
ძაან დიდი პოსტი რო არ გამოვიდეს მოკლედ ჩამოვწერ რაც მომეწონა და რაც არა.
თამაშის მთავარი პლიუსი, ჩემი აზრით არი დაჩის ბანდა. ანუ ქემფის სისტემა, სადაც ბევრი პერსონაჟი ერთად ცხოვრობს, ყველას თავისი ისტორია და როლიაქ, თავიანთი მისიებით, რაც ძაან აცოცხლებს მოქმედებას. თან პროცეშში, მოხეტიალე ბოშებივით, თითქმის სუ მოძრაობაში ხართ , რაც ძაან კოლორიტულია საერთოჯამში.
ასევე მთავარი გმირი, თავის სიუჟეტური ტვისტებით, რის გამოც მართლა მთელი თამაში უთანაგრძნობდი. ძაან ბუნებრივი და ადამიანური ჩარაქტერია. მომენტში დაჟე გასწავლის რაღაცეებზე სწორ რეაგირებას.
კიდე ერთ-ერთი მთავარი პლიუსი არი განათების სიტემა და ამინდის ეფექტები, ღრუბლები, ბუნება, ყველაფერი ძაან რეალისტური და პიზცეც ატმოსფერულია. განსაკუთრებით განათება.
დიალოგები და პერსონაჟები მთლიანობაში ღრმადაა დამუშავებული. არი ბევრი ჩავარდნაც, მარა უმეტესწილად ისეა გაწერილი ყველაფერი რო მომენტებში მართლა რეალური ადამიანები გგონია. თან ზოგთან ძაან ბევრ დროს ატარებ და ხედავ როგორ იცვლებიან.
განსაკუთრებით მომეწონა რამდენიმე მისია, რომლებიც დამოუკიდებელი თავგადასავალივით აღიქმება. მარა სამწუხაროდ ბევრი არაა მასეთი.
მომეწონა სროლის და ცხენით ჯირითის რეალიზაციაც. ავტოაიმი კი არაა სრულფასოვანი სროლა, მარა რაც არი ისეაქვთ გაკეთებული რო სკილი მაინც ჭირდება.
მომეწონა სპონტანური ივენთების. საერთოჯამში ცოტაა რამე ორიგინალური, მარა კარგი მიგნებაა აშკარად.
ჩელენჯები რომლების საკმაოდ ბევრია და აცოცხლებს მეტნაკლებად გახსნილ სამყაროს.
არ მომეწონა
პირველ რიგში ინვენტარი, რომელშიც თამაშის ბოლოშიც ვერ გავერკვიე წესიერად. ვითო მინიმალისტურადააქ გაკეთებული, მარა რაღაც ფუნქციების არსებობა საერთოდ 70% გავლის მერე გავიგე რო ქონდა.
ძალიან დიდი და უფუნქციო გახსნილი სამყარო, რომელშიც პროსტა იკარგები რადგან შესაბამისი აქტივობა იმის რამხელაც არი ფიზიკურად არ გაქ.
თითიდან გამოწოვილი RPG ელემენტები, რომლებიც საერთოდ უფუნქციოა. არ მუშაობს არც ეკონომიკა, იმიტო რო სუ ბევრი ფულიგაქ საბოლოოთ. არ მუშაობს ნადირობა და თევზაობა, იმიტო რო საკმაოდ ძნელია და შედეგი ფაქტიურად არაფერი არააქ - იდეაში ვითო ტანსაცმელს იკერავ მერე, ან ქემფის გაფორმებაში იყენებ ნადავლს, მარა მაგარი ზედაპირული და სასაცილო დეკორაციული ვეშებია. შეილება ორი საათი დახარჯო იდეალური ტყავების გროვებაში, იმიტო რო კოცონის გარშემო ვინც ზის ქეფში ისინი ლამას ტექსტურაზე იჯდნენ )) ერთხელ დავჯექი სუ ქემფის კოცონთან სიტყვაზე.
რაც ალბათ ყველაზე პიზდეცი იყო, არი ცხენით სიარული მისებს შორის ))) იმდენი ხანი ეთმობა თამაშში ამ მომენტის რო ბოლოს შეილება თავი დაიკიდო ჯოისტიკის შნურზე. x-ის ჭერისგან ცერა თითით ვინმეს შემილია ყბა მოვტეხო ისემაქ ნავარჯიშები.
და ნუ საერთო ჯამში სიუჟეტი, რომელსაც სამწუხაროდ ზუსტად ის მოსდის ბევრ ეპიზოდში რაც GTA5, ანუ მოქმედება იმიტო ხდება რო უბრალოდ ექშენი მოხდეს, რაც საერთოდ უკარგავს დამაჯერებლობას თამაშშს. და აქ ხდება კაკრას ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი რამე, ერთის მხრივ პიზდეც რეალისტური და დეპრესიული დრამა, თამაშის პირობითობამ უცებ შეილება ისე შეცვალოს რო ვაფშე ვერ მიხვდე რანაირად უნდა აღიქვა ეკრანზე მიმდინარე მოვლენები. რასაც მერე უკვე ეჩვევი და ყურადღებას არ აქცევ, მარა ნუ ძაან დისონანსში გაგდებს.
რავი მთლიანობაში რაღაც ცხოვრების ეპიზოდივით დამამახსოვრდა, აი ბევრი ცუდი როა, მარა კარგი მომენტების გამო მაინც ფასეული რო ხდება.
ტომი
► Show Spoiler
ენდინგზე გამოვყლევდი, ის როგორ გამოვიდა ქოხიდან ვაფშე ნიპრიჩომ, დააგდო მაიკა და წავიდა ნიპრიჩომ. ძაან დავიგრუზე .
პოსტს ლამაზ ნოტაზე დავამთავრებ:
https://i.imgur.com/lSCwA23.jpg /
https://i.imgur.com/ONZke6L.jpg /
https://i.imgur.com/4zT5DWi.jpg /
https://i.imgur.com/3wVpUU4.jpg /
https://i.imgur.com/0rzEssY.jpg