Sherlock Holmes: Crimes & Punishments, PC, Xone, PS4 | რელიზის მონახაზი |

Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Sherlock Holmes: Crimes & Punishments

Unread post#1 » 19 Oct 2014 01:36

Sherlock Holmes: Crimes & Punishments
>>>

გრაფიკული ძრავის Unreal Engine 3 მეშვეობით შექმნილი, ახალი სათავგადასავლო თამაში ცნობილ გამომძიებელზე უკრაინული სტუდია Frogwares Game-ისგან. ადამიანის ბუნების და დანაშაულის თანმიმდევრობის ერთი შეხედვით აღსაქმელად, მოთამაშეს დეტექტივის უნარ-ჩვევების გამოვლენა მოუწევს. Crimes and Punishments მოქმედება 19 საუკუნის ლონდონში ვითარდება, სადაც შერლოკ ჰოლმს, არტურ კონან დოილის კლასიკური ნოველების სტილში შესრულებული, ერთდროულად ექვსი მკვლელობის გამოძიება დაევალება (არის ასევე წიგნიდან ამოღებული საქმეებიც). დამნაშავეების გამოსავლენად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად თქვენ, ყველა დროის ყველაზე ცნობილი გამომძიებლის საუკეთესო ტრადიციების მსგავსად, დანაშაულის ადგილის გამოკვლევა და დედუქციის გამოყენება დაგჭირდებათ.

პირადი:
ძალიან მყუდრო, ლამაზი და ატმოსფერული დეტექტივი იყო რომელიც ლოგიკას და აზროვნებას მოითხოვდა ყველა საქმის გახსნისას. ფაქტიურად თამაშის ბოლოს გაქვს სამხილები რითაც რამდენიმე ვარიანტამდე მიდიხარ მარა ეს სამხილები შენით უნდა დაალაგო მსჯელობით. ჩემ დასთან ერთად ვითამაშე და ყველა საქმის ბოლოს დისკუსია მიდიოდა ვის შეიძლება ჩაედინა დანაშაული. ყველა ნაწილში სწორი აღმოვჩნდით და წარმატებით გავხსენით ქეისები. კარგი იყო ძალიან. მიდგომაც კარგი ქონდა, არც დამღლელია, როლშიც შეყავხარ, ინტერესიც არ იკლებს, პერსონაჟებსაც კარგად უჭირავს ლიტერატურული გმირების ხასიათი და ერთი სიტყვით გულით გაკეთებული თამაშია, მოთამაშის მიმართ პატივისცემა ვიგრძენი დეველოპერებისგან რაც ძალიან დასაფასებელია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1582
Contact:

Re: Sherlock Holmes: Crimes & Punishments

Unread post#2 » 02 Dec 2019 10:28

ადრე დავიწყე და პირველი ეპიზოდის მერე მივატოვე, გუშინ ჩავუჯექი და ზუსტად იქამდე მივედი სადაც მივატოვე.
ამჯერად გავაგრძელებ :D
ძაან გულით გაკეთებული რამეა.
P.S.
ეს შერლოკი ასი თავით მირჩევნია BBC-ს შერლოკ ჰოლმსის პაროდიას.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Re: Sherlock Holmes: Crimes & Punishments

Unread post#3 » 02 Dec 2019 12:10

ეგეთი უნდა იყოს შერლოკ ჰოლმსი კი. Awakened-იც კარგია და Testament-იც.
BBC-ის და გაი რიჩის რაცაა ყ#######ა ორივე როგორც შერლოკი.
სერიალი თუ დაგაინტერესებს აი ესაა ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი, ამაზე კარი ადაპტაცია არც არსებობს და კაი ხანი არც იარსებებს:
https://www.imdb.com/title/tt0086661/
https://www.imdb.com/title/tt0090509
https://www.imdb.com/title/tt0685628/
https://www.imdb.com/title/tt0095330
https://www.imdb.com/title/tt0098765
https://www.imdb.com/title/tt0108855
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1582
Contact:

Re: Sherlock Holmes: Crimes & Punishments

Unread post#4 » 02 Dec 2019 12:53

ჰო Testament, Awakened Remake, Devil's Daughter და vs Jack the Ripper-ს მივაყოლებ სავარაუდოდ.
მარათონის მერე იმ სერიალსაც ჩავუჯდები დიდი ალბათობით :D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Return to “Adventure - Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 12 guests