CARRION, PS4, XOne, PC | ანონსის მონახაზი |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

CARRION

Unread post#1 » 09 Nov 2019 14:45

CARRION
თამაშის დეველოპერი Phobia Game Studio, გამომცემელი Devolver Digital. ოფიციალური რელიზი 2020 წლისთვის PlayStation 4, Xbox One, Microsoft Windows იგეგმება.

>>>

CARRION გახლავთ 2D პიქსელ არტში შესრულებული, არასტანდარტული სტელს-ექშენი, პლადფორმერის ელემენტებით, სადაც მთავარი გმირის მაგივრად, ამორფული რვაფეხა მონსტრით ვთმაშობთ. მონსტრი დაძვრება ლაბორატორიების ვინტილაციაში, ჭამს ადამიანებს და იზრდება, ან ზიანის მიღებისას, პირიქით მასას კარგავს. თამაშში მოცემულია საკმაოდ დამაჯერებელი ფიზიკა და სხვადასხვა ეფექტები. მაგ. ობიექტების მტვრევა და სისხლიანი სცენები იმდენად კარგია, რომ მოცემულ როლში ყოფნას ძალიან დამაჯერებელს ხდის. უბრალო გაზრდა-დაპატარავების პარალელურად, რადიაციის მეშვებით, მონსტრი სხვადასხვა აქტიური და პასიური ტიპის შესაძლებლობებსაც იძენს.

>>>

დემოში ნაჩვენებ მოწინააღმდეგეებს შორის, სხვადასხვა დონეზე შეიარაღებული ადამიანები არიან წარმოდგენილი, მაგრამ თამაშში ასევე არის რობო ტექტიკა, რაც ძირითადად მინი ბოსების, ან ბოსების როლში გვევლინება და შესაბამისად ადამიანზე გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს. დემოს გეიმფლეი.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 105 guests


cron